Meronem - მერონემი 1გ 1 ფლაკონი
სავაჭრო დასახელება: “მერონემი” (“Meronem”)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეროპონემი (meropenem)
ქიმიური დასახელება: (-)-(4R,5S,6S)-3-[[(3S,5S)-5-(დიმეთილკარბამოლი)-3-პიროლიდინილი]თიო]-6-[(1R)-1-ჰიდროქსიეთილი]-4-მეთილ-7-ოქსო-1-აზაბიციკლო[3,2,0]გეპტ-2-ენ-2-კარბოქსილის მჟავის ტრიჰიდრატი
წამლის ფორმა: ლიოფილიზატი ხსნარის დამზადებისათვის ვენაში შესაყვანად
0,5 გ და 1 გ
შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს: მერონემი 0,5 გ; მერონემი 1 გ
აქტიური ინგრედიენტები:
მეროპენემი ტრიჰიდრატი 570 მგ; 1140 მგ
ეკვივალენტური მეროპენემი უწყლო 500 მგ; 1000 მგ
დამხმარე ინგრედიენტები:
ნატრიუმი კარბონატი უწყლო 104 მგ; 208 მგ
აღწერილობა:
ფხვნილი მოთეთრი ფერიდან თეთრ ფერამდე, რომელსაც ყვითელი ელფერი დაჰკრავს
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბიოტიკი, კარბაპენემი
კოდი: ATX: J01DH02
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
მეროპენემი წარმოადგენს კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც განკუთვნილია პარენტერარული გამოყენებისათვის, ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზის-1 (დგპ-1)მიმართ მდგრადია, არ მოითხოვს ინჰიბიტორ დგპ- 1-ის შეყვანას.
მეროპენემი ახდენს ბაქტერიციდურ ქმედებას ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზზე ზეგავლენის ხარჯზე. მეროპენემის ძლიერი ბაქტერიციდური ქმედება აერობული და ანაერობული ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ აიხსნება მეროპენემის ბაქტერიების უჯრედულ კედელში შეჭრის მაღალი უნარით, - ლაქტამაზების უმრავლესობის მიმართ სტაბილურობის მაღალი დონით და მნიშვნელოვანი აფინობით, პენიცილინ შემაკავშირებელი ცილების (პშც) მიმართ. მინიმალური ბაქტერიოციდული კონცენტრაციები (მბკ) ჩვეულებრივ ისეთივეა, როგორც მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (მიკ). 76 % ტესტგავლილი ბაქტერიების სახისათვის თანაფარდობა მბკ/მიკ იყო 2 ან ნაკლები.
მერონემი სტაბილურია მგრძნობიარობის განსაზღვრის ტესტებში. In vitro ტესტები გვიჩვენებენ, რომ მეროპენემი სხვადასხვა ანტიბიოტიკებთან მოქმედებს სინერმულად. In vitro და in vivo ტესტებში ნაჩვენებია, რომ მეროპენემს აქვს პოსტანტიბიოტიკური ეფექტი.
მეროპენემის მიმართ მგრძნობიარობის ერთადერთი რეკომენდირებული კრიტერიუმები დაფუძნებულია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე და კლინიკური და მიკრობიოლოგიური კოლერაციის მონაცემებზე – ზონის დიამეტრი და “მიკ”, რომლებიც განისაზღვრება შესაბამისი გამომწვევისთვის
შეფასების მეთოდი | ||
გამომწვევის კატეგორია | ზონის დიამეტრი (მმ) | მიკ (მგ/ლ) |
მგრძნობიარე | ≥ 14 | ≤ 4 |
შუალედური | 12-დან 13-მდე | 8 |
რეზისტენტური | ≤ 11 | ≥ 16 |
მეროპენემის ანტიბაქტერიული აქტივობის in vitro სპექტრი შეიცავს კლინიკური მნიშვნელობის გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების აერობული და ანაერობული შტამების უმრავლესობას, სახელდობრ:
გრამ-დადებითი აერობები:
Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus liquifaciens, Entercoccus avium, Listeria monocytogenes, Listeria onocytogenes, Lactobacillus spp.,Nocardia asteroids, Staphylococcus aureus(ნეგატიური და პოზიტიური პენიცილინაზა), სტაფილოკოკები
კოაგულაზონეგატიური Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdunensis, Streptococcus pneumoniae ჩათვლით (პენიცილინისადმი მგრძნობიარე და მდგრადი), Streptococcus agalactiae, Sreptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus Bovis, Streptococcus mitis, treptococcusmitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Streptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, G ჯგუფის სტრეპტოკოკები, F ჯგუფის სტრეპტოკოკები, Rhodococcus equi.
გრამ-უარყოფითი აერობები:
Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromonas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, enterobacter (Pantoea) agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Cardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (β - ლაქტამაზა-პოზიტიური და ამპიცილინ-რეზისტენტური შტამების ჩათვლით) HHaemophilus parainfluenzae, haemophilus ducreyi, Helicobacter pylori, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae (β- ლაქტამაზაპოზიტიური, პენიცილინისა და სპექტინომიცინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით). Hafnia Alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Proteus mirabilis, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonasalcaligenes, Burkholderia (Pseudomonas) capecia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp. Salmonella enteritidis/typhi, Serratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocoliticaჩათვლით.
აერობული ბაქტერიები:
Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-Prevotella-Porphyromonas spp., Bacteroides fragilis, bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, bacteroides capsillosis, Prevotella buccalis, Prevotella corporis, Bacteroides gracilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis,prevotella disiens, Prevotella rumenicola, Bacteroides ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae, Prevotella denticola, Bacteroides levii, Porphyromanes asaccharolytica, Bifidobacterium spp.,Bilophilia wadsworthia, Clostridium perfingens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacteruim mortiferum, Fusobacterium
necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Reptostreptococcus anaerobius, Reptostreptococcus micros, Reptostreptococcus saccharolyticus, Reptostreptococcus magnus, Reptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avadium, Propionibacterium granulosum.
Stenotrophmonas maltophilia, Enterococcus faecium და მეტიცილინ-რეზისტენტურისტაფილოკოკები მეროპომენის მიმართ აღმოჩნდნენ მდგრადები.
ფარმაკოკინეტიკა
მერონემის ერთი დოზის ვენაში შეყვანა 30 წთ-ის განმავლობაში ჯანმრთელ მოხალისეებში აღწევს სისხლის პლაზმაში პიკურ კონცენტრაციას, რომელიც დაახლოებით შეადგენს 11 მკგ/მლ 25 % მგ-ანი დოზისთვის, 23 მკგ/მლ 500 მგანი დოზისათვის და 49 მკგ/მლ # გ-ანი დოზისათვის.
პიკური კონცენტრაციის (Cmax) და ფამაკოდინამიკური მრუდის (AUC) ქვეშ ფართის მიმართ არ არის აბსოლუტური ფარმაკოკინეტიკური პროპორციული დამოკიდებულება შეყვანილი დოზისგან. აღნიშნულია პლაზმური კლირენსის შემცირება 287-დან 205 მლ/წთ-მდე დოზებისათვის 250 მგ-დან 2 გ-მდე. პიკურმა კონცენტრაციამ პლაზმაში 1 გ პრეპარატის ვენაში შეყვანის 2 წთ, 3 წთ და 5 წთ-ის განმავლობაში შესაბამისად შეადგინა 110,91 და 94მკმ/მლ. 500 მგ ვენაში შეყვანიდან 6 საათის შემდეგ მეროპენემის დონე სისხლის პლაზმაში ქვეითდება 1 მკგ/მლ და უფრო ქვემოთ მნიშვნელობამდე. მეროპენემის მრავალჯერადი შეყვანისას 8 საათის ინტერვალით თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებზე პრეპარატის კუმულაცია არ შეინიშნება.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. პლაზმის ცილებთან შეერთების ხარისხი დაახლოებით 2%-ბფ. მერონემის ვენაში შეყვანისას დოსის დაახლოებით 70 % გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით 12 საათის განმავლობაში, რის გამოც მასში ისაზღვრება უმნიშვნელო ექსკრეცია. შარდში მეროპენემის კონცენტრაციები, რომლებიც აჭარბებს 100 გ/მლ, შენარჩუნდება 5 საათის განმავლობაში 500 მგ დოსის შეყვანის შემდეგ. 500 მგ შეყვანის ან 1 გ ნოველ 6 საათიან რეჟიმში შეყვანისას არ შეინიშნებოდა სისხლის პლაზმაში და შარდში მეროპენემის კუმულაცია ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოხალისეებში. მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტო მიკრობიოლოგიურად არააქტიურია. მეროპენემი კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილების და სითხეების უმეტესობაში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტით ავადმყოფების ცერებროსპინურ სითხეში, და აღწევს კონცენტრაციას, რომელიც აჭარბებს საჭირო კონცენტრაციას ბაქტერიების უმეტესობის დათრგუნვისთვის. ბავშვებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ “მერონემის” ფარაკოკინეტიკა ბავშვებში და მოზრდილებში მსგავსია. 2 წლის ასაკამდე ბავშვებში მეროპენემის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1,5 – 1,3 საათია, 10-40 მჰ/კგ დოზების დაიპაზონში შეინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება.
თირკმლების უკმარისობა თირკმლების უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მეროპენემის კლირენსი კოლერირებს კრეატინინის კლირენსთან. ასეთ ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექტირება. ხანშიშესულ პირებში ფარმაკოკინეტიკის შესწავლამ გამოავლინა მეროპენემის კლირენსის დაქვეითება, რომელიც კორელირებდა კრეატინინის კლირენსის ასაკობრივ დაქვეითებასთან.
ღვიძლის უკმარისობა ღვიძლის დაზიანებით დაავადებულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკურმაკვლევებმა გამოავლინა, რომ მასში პათოლოგიური ცვლილებები მეროპენემისფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.
გამოყენების ჩვენებები
მეროპენემი ვენაში შეყვანისათვის გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეროპენემის მიმართ ერთი ან რამოდენიმე მგრძნობიარე გამომწვევით:
- პნევმონიები, მათ შორის ჰოსპიტალური;
- საშარდე სისტემას ინფექციები;
- მუცლის ღრუს ინფექციები;
- გინეკოლოგიური ინფექციები. როგორიცაა; ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები;
- კანისა და მისი სტრუქტურების ინფექციები;
- მენინგიტი;
- სეპტიცემია;
- ემპირიული მკურნალობა მონოთერაპიის სახით ან ანტივირუსული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების კომბინაციის სახით მოზრდილ პაციენტებში ფერბილური ნეიტროპენიის სიმპტომების ინფექციაზე ეჭვისას. მერონემმა ეფექტურობა გამოავლინა მონოთერაპიის სახით ან სხვა
ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში პოლიმიკრობული ინფექციების მკურნალობისას.
პრეპარატის გამოიყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში ნეიტროპენიის ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არ არსებობს.
უკუჩვენებები
მერონემი წინააღმდეგნაჩვენებია ანამნეზში მეროპენემის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
საჭიროა სიფრთხილე:
მერონემის ერთდროული დანიშვნა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად.
იმ პირებში განსაკუთრებით, რომელთაც გააჩნიათ კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები და კოლიტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ქალებში ორსულობის დროს მერონემის მიღების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა არაკეთილსასურველი ეფექტი განვითარებად ნაყოფზე. ერთადერთ არაკეთილსასურველ მოვლენად, რომელიც გამოვლინდა ცხოველებში რეპროდუქციულ სისტემაზე პრეპარატების გამოკვლევისას იყო აბორტების მომატებული სიხშირე მაიმუნებში დოზის შეყვანის დროს, რომელიც 13-ჯერ აჭარბებს ადამიანებისათვისრეკომენდირებულ დოზას. მერონემი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა სჭარბობს ნაყოფისთვისშესაძლო რისკს. ყველა შემთხვევაში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაცია
მეროპენემი ცხოველების დედის რძეში განისაზღვრება ძალიან დაბალ კონცენტრაციებში. მერონემი არ გამოიყენება ქალებში, რომლებიც ძუძუს აწოვებენ ბავშვს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი გამოყენების პოტენციური უპირატესობა სჭარბობს ბავშვისათვის შესაძლო რისკს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდშიუნდა განიხილოს ძუძუთა კვების შეწყვეტის საკითხი.
გამოყენების წესი და დოზები მოზარდები
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინფექციის ტიპისა და სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
რეკომენდირებულია დღეღამის შემდეგი დოზები:
500 მგ ვენაში ყოველ 8 საათში პნევმონიის, საშარდე გზების, გინეკოლოგიური ინფექციების, როგორიცაა ენდომეტრიტი, კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციების, მკურნალობისას.
1 გ ვენაში ყოველ 8 საათში ჰოსპიტალური პნევმონიების, პერიტონიტის მკურნალობისას ავადმყოფებში ნეიტროპენიის სიმპტომებით, ბაქტერიულ ინფექციაზე და აგრეთვე სეპტიცემიის ეჭვის დროს. მენინგიტის მკურნალობის დროს რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2გ ყოველ 8 საათში.
დოზირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე მოზარდ პაციენტებში პაციენტებში, რომლებსაც კრეატინის კლირენსი 51 მლ/წთ-ზე ნაკლებია, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:
კრეატინის კლირენსი (მლ/წთ) |
დოზა (500მგ, 1გ, 2გ დოზის ერთეულის საფუძველზე) |
შეყვანის სიხშირე |
26-50 | დოზის ერთი ერთეული | ყოველ 12 საათში |
10-25 | დოზის ერთეულის 0,5 | ყოველ 12 საათში |
<10 | დოზის ერთეულის 0,5 | ყოველ 24 საათში |
მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. თუ საჭიროა მერონემით ხანგრძლივი მკურნალობა, მაშინ რეკომენდირებულია დოზის ერთეული
(ინფექციის ტიპიდან და სიმძიმისგან გამომდინარე) შეყვანილ იქნას ჰემოდიალიზის პროცედურის დამთავრების შემდეგ, სისხლის პლაზმაში ეფექტური კონცენტრაციის აღდგენის მიზნით. მერონემის გამოყენების გამოცდილება ავადმყოფებში, რომლებსაც პეროტონეალური დიალიზი ესაჭიროებათ არ არსებობს. დოზირება მოზარდ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ღვიძლის უკმარისობით დაავადებული ავადმყოფები დოზის კორექტირებას არსაჭიროებენ (იხ.მუხლი „განსაკუთრებული მითითებები“). მოზარდი პაციენტები მოზარდი პაციენტები თირკმელების ნორმალური ფუნქციით ან როდესაც კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე მეტია, დოზის კორექტირებას არ საჭიროებენ.
ბავშვები
ბავშვებისათვის 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდირებული დოზა ვენაში
მეტი ინფორაცია
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account