ულტრაცეფი 1გრ+5მლ. გამხსნელი 1 ფლაკონი

5,79 ლ
მარაგშია
SKU
37471_1788

ჩვენება: ულტრაცეფი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს: სასუნთქი გზების ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები

ულტრაცეფი 1.0 გ

კუნთებში გასაკეთებლად
ნატრიუმის ცეფტრიაქსონი
სტერილური აპიროგენული ფლაკონი
შემადგენლობა:
ნატრიუმის ცეფტრიაქსონი, ექვივალენტური 1,0 გ ცეფტრიაქსონის ოდენობით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1% 5 მლ.
აღწერა:
თეთრი ან მოყვითალო კრისტალური ფხვნილი,. ადვილად იხსნება წყალში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფტრიაქსონი – III თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინული პარენტერული ანტიბიოტიკი. აქვს ბაქტერიციდული ქმედება, თრგუნავს უჯრედული მემბრანის სინთეზს.
ინ ვიტრო პირობებში თრგუნავს უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდას. ცეფტრიაქსონი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზური ფერმენტების მიმართ (როგორც პენიცილინაზების, ისე ცეფალოსპორინაზების, რომლებსაც უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები გამოიმუშავებს).
ცეფტრიაქსონი ძალიან ეფექტურია ინ ვიტრო პირობებში და კლინიკურ პრაქტიკაში მომდევნო მიკროორგანიზმებთან მიმართებაში:
გრამ-დადებითი ბაქტერიები: შტაპჰყლოცოცცუ აურეუს (ბეტა-ლაქტამაზის წარმომქმნელების ჩათვლით), შტაპჰყლოცოცცუს ეპიდერმიდის, შტაპჰყლოცოცცუს პნეუმონია, შტრეპტოცოცცუს A (შ. პყოგენეს), შტრეპტოცოცცუს V (შ. აგალაცტიაე), შტრეპტოცოცცუს ვირიდიანს, შტრეპტოცოცცუს ბოვის.
შენიშვნა: მეთიცილინისადმი მდგრადი შტრეპტოცოცცუს-ის სახეობები ცეფალოსპორინების მიმართაც რეზისტენტულნი არიან, მათ შორის ცეფტრიაქსონის მიმართაც, Eნტეროცოცცუს-ის სახეობებიც მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები: Aცინეტობაცტერ ცალცოაცეტიცუს, Eნტერობაცტერ აეროგენეს, Eნტერობაცტერ ცლოაცეაე, Eსცჰერიცჰია ცოლი, Hაემოპჰილუს ინლუენზაე (ამპიცილინის მიმართ მდგრადი სახეობების ჩათვლით), Hაემოპჰილუს პარაინლუენზაე, Kლებსიელლა პნეუმონია, Kლებსიელლა ოხყტოცა, Mოგანელლა მორგანიი, Nეისსერია გონორრჰეაე (პენიცილინაზას წარმომქნელი შტამების ჩათვლით, Nეისსერია მენინგიტიდეს, Pროტეუს მირაბილის, Pროტეუს მირაბილის, Pროტეუს ვულგარის, შერრატია მარცესცენს, Aერომონას სპპ., Aლცალიგენის სპპ., Bრანჰამელლა ცატარრჰალი, ჩიტობაცტერ სპპ., (ჩ.დივერსუს, ჩ. ფრეუნდიი), Hაემოპჰილუს დუცრეყ, Mორახელლა სპპ., Pლესიომონას სჰიგელლოიდეს, Pროვიდენცია სპპ., Pლესიომონას აერუგინოსა (ზოგიერთი შტამი მდგრადია), შალმონელლა სპპ. (მათ შორის შ. ტყპჰი), შჰიგელლა სპპ., Vიბრიო სპპ. (მათ შორის V. ცჰოლერა), Yერსინია სპპ. (მათ შორის Y. ენტეროკოლიტიცა), Bაცტეროიდეს ბივიუს, Bაცტეროიდეს მელანინოგენიცუს.
შენიშვნა: ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი, რომლებიც სხვა ანტიბიოტიკების, მაგ: პენიცილინების, პირველი თაობის ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდების, არსებობისას სტაბილურად მრავლდებიან, ცეფტრიაქსონისადმი მგრძნობიარენი არიან როგორც ინ ვიტრო ისე ცხოველებზე ცდებში. კლინიკური მონაცემებით პირველადი და მეორადი სიფილისის დროს აღინიშნა ცეფტრიაქსონის კარგი ეფექტურობა.
ანაერობული პათოგენები:
Bაცტეროიდეს სპპ. (მათ შორის B. ფრაგილის), ჩლოსტრიდიუმ სპპ. (ჩ. დიფფიცილე-ს შტამები მდგრადია), Fუბობაცტერიუმ სპპ., (გარდა F. მოსტიფერეუმ, F. ვარიუმ-ისა), Pეპტოცოცცუს სპპ., Pეპტოსტრეპტოცოცცუს სპპ..
შენიშვნა: ბევრი Bაცტეროიდეს სპპ.-ს ზოგიერთი შტამი (მაგ. B. ფრაგილის), რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას, მდგრადები არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ცეფტრიაქსონი პარენტერალურად შეყვანისას კარგად აღწევს ქსოვილებსა და სითხეებში. პლაზმურ ცილებს უკავშირდება 85-95%. ცეფტრიაქსონის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-9 სთ. 8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წელს გადაცილებულ მოხუცებში ნახევრადგამოდევნის საშუალო პერიოდი 2-ჯერ უფრო მეტი აქვთ.
ზრდასრულებში ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად, 40-50 % კი შეუცვლელი სახით ნაღველთან ერთად. ნაწლავური ფლორის ზემოქმედების ქვეშ ცეფტრიაქსონი გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად. ახალშობილებში გამოყოფილი დოზის 70 % გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენებები:
ულტრაცეფი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს:
სასუნთქი გზების ინფექციები – ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ემპიემა, პლევრიტი.
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები – ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ეპიგლოტიტი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ლიმფანგიტი, აბსცესი, ცელულიტი, ნაწოლები, მასტიტი, ფურუნკულოზი, კარბუნკულები. წითელი ქარის მაგვარი ანთება.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები – პიელონეფრიტი, ცისტიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი.
სასქესო ორგანოების ინფექციები – გონორეა, ურეთრიტი.
ბაქტერიემია და სეფსისი, იერსენიოზი.
ცნს-ს ინფექციები – მენინგიტი, ვენტრიკულიტი.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები – ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი.
ინფექციები იმუნური სისტემის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
დიდი ბადექონის ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ნაღვლსადინრების დაავადებები).
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ბაქტერიული ენდოკარდიტი.
ლაიმის დაავადება.
განგრენოზული ემფიზემა
უკუჩვენებები:
ცეფალოსპორინებსა და პენიცილინებზე მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
უსაფრთხოების ზომები:
ცეფალოსპორინებსა და პენიცილინებზე ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა. ავადმყოფებში, რომლებსაც თირკმელებში გამომყოფი ფუნქცია დარღვეული აქვთ, ხოლო ღვიძლის ფუნქცია ნორმალური, არ არის აუცილებელი ცეფტრიაქსონის დოზა შევამციროთ. თუმცა, პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის ქლირენსი 10 მლ/წთ-ზე დაბალია, პრეპარატის კუმულაციის თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება გამოვიყენოთ 2,0 გ-ზე მეტი ცეფტრიაქსონი დღე-ღამეში.
K ვიტამინის ნაკლებობის მქონე პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. Aამიტომ ავადმყოფთა ამ ჯგუფებში მკურნალობის პროცესში უნდა ვაკონტროლოთ პროთრომბინის დრო.
საგანგებო მითითებები: მიუხედავად ანამნეზის დეტალურად შეგროვებისა, რაც წესს წარმოადგენს სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისთვისაც, არ შეიძლება ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამორიცხვა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ თერაპიას – თავიდან ინტრავენურად შეჰყავთ ადრენალინი, შემდეგ კი გლუკოკორტიკოიდები.
გვერდითი ეფექტები:
როგორც წესი, ცეფტრიაქსონს კარგად იტანენ. პაციენტების უმრავლესობაში გვერდითი მოვლენები ძალიან სუსტად ვლინდება და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფების დაახლოებით 2%), ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. კანის რეაქციები (ავადმყოფების დაახლოებით 1%-ში) ეგზემის, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, შეშუპების, პოლიმორფული ერითემის, ფლებიტის სახით.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ნაღვლის ბუშტში შეგუბებითი მდგომარეობა, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობის მომატება, მიკოზები გენიტალიების მიდამოში, შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი და სისხლის შედედების დარღვევა.
მოულოდნელი ეფექტის განვითარებისას უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს!
ყურადღება!
ხსნარის მომზადება
კუნთებში შეყვანა: კუნთებში შესაყვანად 1 გ პრეპარატი გახსენით 5 მლ 1% -იან ლიდოკაინის ხსნარში და შეიყვანეთ ღრმად დუნდულა კუნთში. ზოგჯერ არ შეიძლება ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა!
ინტრავენურად შეყვანა: ინტრავენური ინექციებისთვის 1 გ პრეპარატი გახსენით 10 მლ სტერილურ დისტილირებულ წყალში და შეიყვანეთ ნელა 2-4 წთ-ს განმავლობაში.
პრეპარატების ურთიერთქმედბა:
ინ ვიტრო პირობებში გამოვლინდა, რომ ცეფტრიაქსონსა და ქლორამფენიკოლს შორის არსებობს ანტაგონიზმი.
ერთსადაიმავე შპრიცში არ უნდა შევურიოთ სხვა ანტიბიოტიკებთან (ქიმიური შეუთავსებლობა).
მიღების წესები და დოზები:
ზრდასრულებსა და 12 წელს გადაცილებულ ბავშვებში: საშუალო დღე-ღამური დოზა შეადგენს 1-2 გ ცეფტრიაქსონს 1-ჯერ დღე-ღამეში (24 სთ-ში).
მძიმე შემთხვევებში ან ოდნავ-მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში, დღე-ღამური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 4 გ-მდე. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფში ცეფტრიაქსონი შეყავთ ყოველ 12 სთ-ში ინტრავენური გადასხმის სახით 30 წთ-ის განმავლობაში.
ახალშობილებისთვის (2 წლამდე ასაკი): 20-50 მგ/კგ დღე-ღამეში (50 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზის გადაჭარბება არ შეიძლება ახალშობილთა მოუმწიფებელი ფერმენტული სისტემის შემთხვევაში).
ჩვილებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: დღე-ღამური დოზა შეადგენს 20-75 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. გათვლილი რაოდენობა მიიღება ყოველ 24 სთ-ში, ან ორ ნაწილად გაყოფილი ყოველ 12 სთ-ში. დღე-ღამურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2,0 გ-ს.
50 კგ და<ს

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy