Exagyn - ექსაგინი 7 ვაგინალური ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 21,13 ლ რეგულარული ფასი 29,35 ლ
მარაგშია
SKU
39403_1697
ექსაგინის ვაგინური ტაბლეტები გამოიყენება Candida albicans-ით გამოწვეული ვაგინური კანდიდოზის, ანაერობული ბაქტერიებით და Gardnerella vaginalis-ით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის დაGardnerella vaginalis-ით გამოწვეული ვაგინიტისა და შერეული ვაგინური ინფექციების სამკურნალოდ.

ექსაგინი ვაგინური ტაბლეტები
Exagyn vaginal tablets
• აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს, 100 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
წამლის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას
• შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გადახედვა.
• დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• თქვენთვის დანიშნულ სამკურნალო საშუალებას მსგავსი სიმპტომების შემთხვევაშიც კი ნუ გადასცემთ სხვას, შესაძლოა მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
• სერიოზული გვერდითი ეფექტის ან ინსტრუქციაში მითითებულისგან განსხვავებული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.


ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის ექსაგინი და მისი გამოყენების ჩვენებები
2. რა უნდა გავითვალისწინოთ ექსაგინის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ ექსაგინი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ექსაგინი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ექსაგინი და მისი გამოიყენების ჩვენებები

ექსაგინის ვაგინური ტაბლეტები გამოიყენება Candida albicans-ით გამოწვეული ვაგინური კანდიდოზის, ანაერობული ბაქტერიებით და Gardnerella vaginalis-ით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის დაGardnerella vaginalis-ით გამოწვეული ვაგინიტისა და შერეული ვაგინური ინფექციების სამკურნალოდ.

2. რა უნდა გავითვალისწინოთ ექსაგინის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ექსაგინის ტაბლეტებს თუ:
• გაქვთ ალერგიული რეაქცია ექსაგინის, ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და აცნობეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
• პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს არ მიიღოს ალკოჰოლი მკურნალობის დროს და მკურნალობის კურსის დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში, დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარების შესაძლებლობის გამო.
• მაღალმა დოზებმა და ხანგრძლივმა სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერული ნეიროპათია და კრუნჩხვები.
• არ არის რეკომენდებული ვაგინურ დიაფრაგმებთან და კონდომებთან ერთდროული გამოყენება ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალ ფუძესთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო.
• ტრიქომონიაზის შემთხვევაში აუცილებელია ასევე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა.
• თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს მეტრონიდაზოლის კლირენსი შესაძლოა დაირღვეს.
• მეტრონიდაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში ენცეფალოპათიის სიმპტომების გამწვავების შესაძლებლობის გამო.
• ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს ორჯერ ან მეტად ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის დისფუნქციის დროს, თუმცა შეიძლება გაიზარდოს მეტაბოლიტები.

სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენება:

ალკოჰოლი: ალკოჰოლის აუტანლობა (დისულფირამის მსგავსი რეაქცია).
პერორალური ანტიკოაგულანტები: ძლიერდება ანტიკოაგულანტების ეფექტი.
ფენიტოინი: იზრდება ფენიტოინის დონე, ქვეითდება მეტრონიდაზოლის დონე სისხლში.
ფენობარბიტალი: მცირდება მეტრონიდაზოლის დონე სისხლში.
დისულფირამი: შეიძლება გამოვლინდეს რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგ. ფსიქოზური რეაქციები)
ციმეტიდინი:
შეიძლება გაიზარდოს მეტრონიდაზოლის დონე სისხლში და ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების რისკი.
ლითიუმი:. შეიძლება გამოვლინდეს ლითიუმის ტოქსიურობა.
ასთემიზოლი და ტერფენადინი: მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ამ წამლების მეტაბოლიზმს და ზრდიან მათ პლაზმურ კონცენტრაციებს.
მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს სისხლში ღვიძლის ფერმენტების, გლუკოზის (ჰექსოკინაზას მეთოდი), თეოფილინისა და პროკაინამიდის დონეების ცვლილება.

ექსაგინის მიღება საკვებთან ერთად
ექსაგინის მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე, რადგან არ არის პერორალური გამოყენების.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ექსაგინის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ექსაგინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუ. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მივიღოთ ექსაგინის ტაბლეტები
ნუ გამოიყენებთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექსაგინის ტაბლეტები ინიშნება ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში. ექსაგინის ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ღრმად საშოში შეფუთვაში მოთავსებული ერთჯერადი სათითურის გამოყენებით. მორეციდივე ვაგინური ინფექციის ან სხვა მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ვაგინიტის შემთხვევაში რეკომენდებულია თითო ტაბლეტის გამოყენება 14 დღის განმავლობაში.

ექსაგინით მკურნალობისას:

ექსაგინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობასთან დაკავშირებული მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში აცნობეთ მედპერსონალს, რომ ღებულობთ ექსაგინს.

თუ დაგავიწყდათ ექსაგინის მიღება
ექსაგინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

როგორ შევწყვიტოთ ექსაგინის გამოყენება
თუ შეწყვიტეთ ექსაგინის გამოყენება ან გსურთ შეწყვეტა მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად ექსაგინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იშვიათად. მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. ისინი ხშირად მსუბუქი და ხანმოკლეა.

იშვიათი შესსაძლო გვერდითი მოვლენები (1/1000 და 1/10000 პაციენტში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ადვილად დაღლა;
საშოს ლორწოვანის გაღიზიანება, ქავილი, წვა;
კრუნჩხვები, კოგნიტური დარღვევები;
გულისრევა, ღბინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, პირის სიმშრალე. ლითონის ან ცუდი გემო, გემოვნების ცვლილება, მადის დაკარგვა;
პერიფერული ნეიროპათია, ატაქსია;
კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება;
ლეიკოპენია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან ისეთი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ ექსაგინი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილას.
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ექსაგინის ტაბლეტები
ექსაგინი შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს, 100 მგ ლიდოკაინის HCl-ს - აქტიური ნივთიერებების სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მანიტოლი/კროსპოვიდონი/პოლივინილ აცეტატი, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი

როგორია ექსაგინის ტაბლეტები და გამოშვების ფორმა
ექსაგინი წარმოადგენილია მოთეთრო მოკრემისფრო ოვალური ფორმის ვაგინური ტაბლეტების სახით.
7 ვაგინური ტაბლეტი. 7 ვაგინური ტაბლეტი 2 ბლისტერში (3+4). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასა და 7 ერთჯერად სათითურთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co.
იენიბოსნა მერკეზ მაჰ., 29 ეკიმის ქუჩა
სტამბული ვიზიონის პარკი ა 1 პლაზა #17/1
ბაჰჩელიევლერი-სტამბული/თურქეთი
ტელ: +90 212 465 09 46
ფაქსი: + 90 212 465 09 47
ელ.ფოსტა: info@helba.com.tr


მწარმოებელი:
Merkez Laboratory Pharmaceutical and Trade Co.
ტაშდელენ, სირრი ჩელიკ ბულვარი
აიჩა სოკაკ #:6 ჩექმეკოი-სტამბული/თურქეთი
ტელ: +90 216 4844166
ფაქსი: +90 216 4844191
ელ.ფოსტა: mtm@merkezlab.com

 

მეტი ინფორაცია
Units 7
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy