MYCOSYST - მიკოსისტი 150მგ 2 კაფსულა

19,88 ლ
მარაგშია
SKU
49089_2
მიკოსისტი არის მოქმდების ფართო სპექტრის მქონე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი . ეფექტურიასისტემური ინფექციების დროს , რომლებიც გამოწვეულია Candida და Cryptococcus სახეობის სოკოებით. იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში , რის გამოც წარმატებით გამოიყენება ქალა

მიკოსისტი

MYCOSYST

ფლუკონაზოლი ( fluconazole )

კაფსულები 50 მგ ,

კაფსულები 100 მგ ,

კაფსულები 150 მგ

საინფუზიო ხსნარი 2 მგ / მლ

 

ქიმიური სტრუქტურის მიხედვით მიკოსისტი წარმოადგენს ზოგადი მოქმედების ბის - ტრიაზოლის ტიპისსოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს . მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის სპეციფიური შეფერხებისსაშუალებით . ერგოსტეროლი კი აუცილებელია სოკოების უჯრედოვანი მემბრანის შენებისათვის .

ფლუკონაზოლი არის მოქმდების ფართო სპექტრის მქონე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი . ეფექტურიასისტემური ინფექციების დროს , რომლებიც გამოწვეულია Candida და Cryptococcus სახეობის სოკოებით. იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში , რის გამოც წარმატებით გამოიყენება ქალასშიდა ინფექციებისდროს .

ეფექტურია შემდეგი გამომწვევებით გამოწვეული დაზიანებების დროს Histoplasma capsulatum, Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis ( მათ შორის ქალასშიდა დაზიანებების დროს ), ასევეინფექციების დროს , რომლებიც გამოწვეულია M icrisporum და Trichophyton სახეობის სოკოებით .

ფარმაკოკინეტიკა პერორალური და ვენაში შეყვანისას ერთიდაიგივეა .

პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება , ჯანმრთელ მოხალისეებში ბიოშეღწევადობა აჭარბებსპლაზმაში კონცენტრაციის 90%- ს ვენურ შეყვანასთან შედარებით .

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია პერორალური მიღებისას მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ ,ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს დაახლოებით 30 საათს . საკვების ერთდროული მიღება გავლენას არახდენს შეწოვაზე .

90- პროცენტიანი დონე თანაბარი კონცენტრაციისა მიიღწევა პრეპარატით მკურნალობის მე -4-5 დღეს (დღე - ღამეში 1- ჯერ მიღებისას ). მკურნალობის პირველ დღეს დარტყმითი დოზის შეყვანა , რაც ორჯერაღემატება ჩვეულებრივ სადღეღამისო დოზას , საშუალებას იძლევა მიღწეული იყოს ის დონე , რაცშეესაბამება 90- პროცენტიან თანაბარ კონცენტრაციას მეორე დღისთვის .

პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 11-12%.   ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეში . სოკოებითგამოწვეული მენინგიტის დროს დონე ლიკვორში აღწევს დაახლოებით 80% პლაზმის დონიდან .

ჯანმრთელ მოხალისეებში ფლოკუნაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში პლაზმაში მათიდონეების ანალოგიურია . კანის ყველა ფენაში მიიღწევა უფრო მაღალი კონცენტრაციები , ვიდრე სისხლისშრატში . ფლუკონაზოლი გროვდება რქოვან შრეში . დღე - ღამეში ერთხელ 50 მგ დოზის მიღებისასფლუკონაზოლის კონცენტრაციამ 12 დღის შემდეგ შეადგინა 73 მკგ / გ , ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან7 დღის შემდეგ მან შეადგინა 5,8 მკგ / გ . კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლმარქოვან შრეში მე -7 დღეს შეადგინა 23,4 მკგ / გ , ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ – 7,1მკგ / გ .

ფრჩხილებში ფლუკონაზოლის კონცენტრაციამ კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის 4- თვიანი მიღების შემდეგშეადგინა 4,05 მკგ / გ ჯანმრთელ და 1,8 მკგ / გ დაზიანებულ ფრჩხილებში . თერაპიის დასრულებიდან 6თვის შემდეგ ფლუკონაზოლი კვლავ განისაზღვრება ფრჩხილებში .

გამოყოფა ძირითადად მიმდინარეობს თირკმლებიდან , შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფაუცვლელად , 11% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით .

ფლუკონაზოლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი პრეპარატის ერთჯერადიდანიშვნის საშუალებას იძლევა ვაგინალური კანდიდოზის დროს , ამავე დროს შესაძლებელია პრეპარატისმიღება დღეღამეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ   სხვა ჩვენებების არსებობის დროს .

ფლუკონაზოლი ახდენს ძალზედ სპეციფიურ მოქმედებას სოკოვან ფერმენტებზე , რომლებიცდამოკიდებულია P450 ციტოქრომაზე . ამგვარად , ფლუკონაზოლი მამაკაცებში არ ცვლისტესტოსტერონის კონცენტრაციას სისხლში და ქალებში სტეროიდების შემადგენლობას დღეღამეში 50 მგპრეპარატის მიღების დროს .

 

მოქმედი ნივთიერება

კაფსულები : 50 მგ , 100 მგ ან 150 მგ ფლუკონაზოლი თითოეულ კაფსულაში .

დამხმარე ნივთიერებები : კოლოიდური უწყლო სილიციუმი , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი , პოვიდონი ,სიმინდის სახამებელი , უწყლო ლაქტოზა , ტიტანის დიოქსიდი , ჟელატინი , ინდიგოკარმინი .

ინფუზიური ხსნარი : 2 მგ ფლუკონაზოლი 1 მლ ინფუზიურ ხსნარში .

სხვა კომპონენტები : ნატრიუმის ქლორიდი , დისტილირებული წყალი ინექციისათვის , pH ინფუზიურიხსნარისა : 5,0 – 7,0.

 

ჩვენებები :

 

სისტემური ინფექციები :

 

სისტემური კანდიდოზი : კანდიდემია , დისემინირებული კანდიდოზი ( ენდოკარდის , მუცლის ღრუსორგანოების , სუნთქვის ორგანოების , თვალებისა და შარდსასქესო ტრაქტის მიკოზები ).

სისტემური დაზიანებები გამოწვეული Cryptococcus სახეობის სოკოებით , როგორიცაა მაგ . სუნთქვისორგანოებისა და კანის გარეგანი საფარის მიკოზები ( კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებები ),ასევე კრიპტოკოკური მენინგიტი .

 

პროფილაქტიკა :

 

შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკული ინფექციების რეციდივების თავიდან აცილება .

სოკოვანი დაზიანებების თავიდან აცილება იმ ავადმყოფებში , რომლებიც იღებენ ციტოსტატურებს ანსხივურ თერაპიას .

 

სხვა ჩვენებები :

იმ ავადმყოფების სამკურნალოდ , რომლებსაც გადატანილი აქვთ ტრანსპლანტაცია და რომლებიცგადიოდნენ ანტიბიოტიკურ და ციტოსტატურ ან იმუნოდეპრესიულ თერაპიას ან რომლებსაც აღენიშნებათკანდიდას სახეობის სოკოებით დაზიანების რისკი სხვა მიზეზებით .

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი : ოროფარინგეალური , არაინვაზიური ბრონქო - პულმონალური დასაკვები ინფექციები , კანდიდურია , კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი , პირის ღრუსქრონიკული ატროფიული კანდიდოზი ( რძიანა გამოწვეული კბილის პროთეზით ).

კანდიდას სახეობის სოკოებით გამოწვეული კანის დაზიანებები .

კანის კანდიდოზი .

დაავადებანი გამოწვეული დერმატოფიტებით , რომლებიც არ ექვემდებარებიან ადგილობრივი თერაპიისგავლენას , მაგ . ტერფების , წვივების , ტანის მიკოზები . ლიქენისა და ონიქომიკოზების მკურნალობა .

ენდემური მიკოზები : კოკციდიომიკოზი , პარაკოკციდიომიკოზი , სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზიავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით .

მწვავე და რეციდივული საშოს კანდიდოზი , ვაგინალური კანდიდოზის (3 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში )  რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით პროფილაქტიკური მიღება , კანდიდოზური ბალანიტი .

თერაპია შეიძლება დაიწყოს დათესვისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებისმიღებამდე ; თუმცა , ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია უნდა შეიცვალოს შესაბამისად ამგამოკვლევების შედეგების მიღების შემდეგ .

 

 

უკუჩვენებები  

 

აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს მოქმედი ნივთიერების ან აზოლის სხვა წარმონაქმნის მიმართცნობილი მომატებული მგრძნობელობა . ორსულობის დროს , საკმარისი გამოცდილების არარსებობისგათვალისწინებით , საჭიროა შეფასდეს მკურნალობის დადებითი და უარყოფითი შედეგები , ჩარევისაუცილებლობა და მისაღწევი ეფექტი . პოტენციური ემბრიოტოქსიკური მოქმედების გამო ორსულებსპრეპარატი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ინფექციების დროს .ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში კონცენტრაციით , რაც შეესაბამება პრეპარატის დონესპლაზმაში , ამიტომ ძუძუთი კვება პრეპარატით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია .

 

 

დოზირება

 

ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და მის სირთულეზე .მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკო - ჰემატოლოგიური რემისიის გამოვლენამდე ( გამონაკლისსწარმოადგენს საშოს მწვავე კანდიდოზი , რომლის განკურნებისთვის საკმარისია პრეპარატის 150 მგერთჯერადი მიღება ). მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივებს . კრიპტოკოკურიმენინგიტი შიდსით დაავადებულებში , ასევე ოროფარინგეალური კანდიდოზი , როგორც წესი ,საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას .

 

მოზრდილებში :

ჩვეულებრივი დოზა კანდიდემიისას , დისემინირებული კანდიდოზების და სხვა ინვაზიურიკანდიდოზის დროს არის 400 მგ პირველ დღეს , შემდეგ 200 მგ დღეში .

სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ - მდე კლინიკური სურათის მიხედვით . კურსისხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე .

კრიპტოკოკური მენინგიტისა და სხვა კრიპტოკოკური ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 400მგ , შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთჯერ . კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ დამიკოლოგიურ რეაქციებზე , ხოლო კრიპტოკოკური მენინგიტის დროს შეადგენს მინიმუმ 6-8 კვირას .

შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური მენინგიტის განახლების თავიდან აცილების მიზნითმკურნალობის შემდეგ მუდმივად შეიძლება დაინიშნოს 200 მგ დღეში .

ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ 7-14დღის განმავლობაში . მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობისას , პრეპარატი შეიძლება დაინიშნოსუფრო ხანგრძლივი დროით . პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს ჩვეულებრივისადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ 14 დღის განმავლობაში ადგილობრივი ანტისეპტიკური თერაპიისერთდროულ გამოყენებასთან ერთად . სხვა ლორწოვანი გარსის კანდიდოზების დროს , მაგ .ეზოფაგიტის , არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციების , კანდიდურიის , მუკოკუტანურიკანდიდოზების და სხვ . ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა არის 50-100 მგ 14-30 დღის განმავლობაში .კანდიდას სოკოებით გამოწვეული ლორწოვანი გარსების დაავადებების დროს , სადღეღამისო დოზაშეიძლება გაიზარდოს 100 მგ - მდე .

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში კანდიდოზის განახლების თავიდან ასაცილებლადსადღეღამისო დოზა შეადგენს 50-400 მგ .

დერმატოფიტებით გამოწვეული ტერფების , წვივისა და ტანის მიკოზების დროს , ასევე კანისკანდიდოზის დროს რეკომენდებული დოზა არის   150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღიურად 50 მგ .ჩვეულებრივ , მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას თუმცა , ტერფების მიკოზის დროს შეიძლებასაჭირო გახდეს მკურნალობა 6 კვირის განმავლობაში . ლიქენის მკურნალობისათვის რეკომენდებულისადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ 2-4 კვირის განმავლობაში .

ონიქომიკოზების მკურნალობისათვის რეკომენდებულია 150 მგ მიღება კვირაში ერთხელ , მკურნალობაუნდა გაგრძელდეს იმ დრომდე , ვიდრე ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მთლიანად არ შეიცვლებაჯანმრთელით . ფრჩხილის განმეორებითი გაზრდისათვის საჭიროა 3-6 თვე , მაგრამ ტერფებზე ცერათითების ფრჩხილების   გასაზრდელად – უფრო ხანგრძლივი დრო 6-12 თვე . ფრჩხილების   ზრდისსიჩქარე არ არის ერთნაირი , მაგ . ხანდაზმულ ასაკში ზრდა მცირდება .

ენდემური მიკოზების , პარაკოკციდიომიკოზის , ჰისტოპლაზმოზის , სპოროტრიქოზის დროს მიიღებადღეში 200-400 მგ 1-2 წლის განმავლობაში .

კოკციდიომიკოზის დროს დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად , მკურნალობის კურსიგრძელდება 1-2 წელი .

მწვავე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისათვის ინიშნება ერთჯერადი პერორალური დოზა 150მგ .

ქრონიკული , ხშირად რეციდივირებული ვაგინალური კანდიდოზის დროს მკურნალობის კურსიშეიძლება განმეორდეს : 150 მგ თვეში 4-12 თვის განმავლობაში . ზოგიერთ პაციენტს შეიძლებადასჭირდეს უფრო ხშირი მიღება . კანდიდოზური ბალანიტის სამკურნალოდ შინაგანად ინიშნებაერთჯერადი დოზა 150 მგ .

 

ბავშვებში :

დოზირება და მკურნალობის კურსი , ისევე როგორც მოზრდილებში , დგინდება ინდივიდუალურადკლინიკური სურათისა და მიკოლოგიური ეფექტის მიხედვით . ფლუკონაზოლი მიიღება დღეშიერთხელ . ბავშვებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებში მაქსიმალურსადღეღამისო დოზას .

ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს ინიშნება პირველ დღეს 6 მგ / კგ , შემდეგ 3 მგ / კგ დღეში .

სისტემური კანდიდოზების ან კრიპტოკოკოზების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 6-12 მგ / კგდღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით .

 

პროფილაქტიკისათვის :

ბავშვებში დაქვეითებული იმუნიტეტით ( ნეიტროპენიის გამოხატვის მიხედვით ) რეკომენდებულიასადღეღამისო დოზა 3-12 მგ / კგ .

თირკმელების შემცირებული ფუნქციის დროს სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის უნდა შემცირდესმოზრდილებისათვის მითითებების შესაბამისად .

 

4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში :

სიცოცხლის პირველ ორ კვირაში პრეპარატი უნდა დაინიშნოს იმავე დოზით ( მგ / კგ - ში ), როგორცინიშნება უფრო დიდი ასაკის ბავშვებში , მაგრამ ყოველ მესამე დღეს , ე . ი . 72 საათის ინტერვალით ,ვინაიდან ფლოკუნაზოლი ახალშობილებში ნელა გამოიყოფა . 3-4 კვირის ასაკის ბავშვებში იგივე დოზაგამოიყენება ყოველ 2 დღეში , ე . ი . 48 საათის ინტერვალით .

 

 

 

ხანდაზმულებში :

თირკმლების ნორმალური ფუნქციის დროს ინიშნება ჩვეულებრივი დოზები . თირკმლის ფუნქციისშემცირებისას , როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <50 მლ / წთ , აუცილებელია დოზებისშემცირება .

 

თირკმლის შემცირებული ფუნქციისას :

დოზები უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით ( იხილეთ ქვევით ).პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას ( საშოს კანდიდოზი ) არ არის საჭირო დოზირების შეცვლა .უწყვეტი თერაპიის დროს ავადმყოფებში დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის დროს მკურნალობაუნდა დაიწყოს დოზით 50-400 მგ . შემდეგ მიღების სიხშირე ან დოზების გაზრდა უნდა შეიცვალოსკრეატინინის კლირენსის მიხედვით , კერძოდ :

 

 

კრეატინინის კლირენსი                        დოზირება

( მლ / წთ .)

>50                         ყოველ 24 საათში , ჩვეულებრივი სადღეღამისო

დოზა

11-50                                                                                                                ყოველ 48 საათში ჩვეულებრივი სადღეღამისო

დოზა ან

ყოველ 24 საათში ჩვეულებრივი სადღეღამისო

დოზის ნახევარი

   რეგულარული ჰემოდიალიზის           ერთი ჩვეულებრივი დოზა ყოველი დიალიზის

   დროს                            შემდეგ

 

 

ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით , პრეპარატი ინიშნება პერორალურად ან ვენაში ინფუზიის სახით (ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე 10 მლ / წთ .)

შიდავენურიდან პერორალურ მიღებაზე ან პირიქით გადასვლა ხდება სადღეღამისო დოზის შეუცვლელად ,ე . ი . სადღეღამისო დოზა არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღების წესზე . 100 მლ ინფუზიურიხსნარი შეიცავს 200 მგ ფლუკონაზოლს 0,9%- იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში იონურიშემადგენლობით , რაც შეესაბამება Na + და C - 115 მმოლს .   ისეთი მდგომარეობის დროს , როდესაცსაჭიროა ორგანიზმში ნატრიუმის ან სითხის მოხვედრის შეზღუდვა , გათვალისწინებული უნდა იყოსინფუზიის იონური შემადგენლობა .

 

ვენური ინფუზია შეთავსებადია შემდეგ ინფუზიურ ხსნარებთან :

20% გლუკოზის ხსნარი ;

რინგერის ხსნარი ;

ქლორირებული კალიუმის ხსნარი გლუკოზაში ( შემადგენლობა : 1000 მლ საინექციო წყალი , 3,8 გქლორირებული კალიუმი , 33,75 გ უწყლო გლუკოზა , 5 გ 0,1 N მარილმჟავა ).

ბიკარბონატის ნატრიუმის ხსნარი ( შემადგენლობა : 1000 მლ საინექციო წყალი 13 გ ნატრიუმისბიკარბონატის );

ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი .

მიუხედავად გამოხატული შეუთავსებლობის არ არსებობისა , არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევასხვა ინფუზიურ ხსნარებთან .

 

გვერდითი მოვლენები

ფლუკონაზოლი , როგორ წესი , კარდად გადაიტანება . ყველაზე ხშირად გვხვდება კუჭ - ნაწლავისტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები : გულისრევა , პირღებინება , ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში ,მეტეორიზმი და ფაღარათი . სიხშირით შემდეგი გვერდითი რეაცქიაა   გამონაყარი კანზე .ფლუკონაზოლის მიღებისას აღინიშნა თავის ტკივილი .

ფლუკონაზოლით მკურნალობისას ზოგიერთ ავადმყოფში , უპირველესად მათში , რომლებსაცაღენიშნებოდათ მძიმე ძირითადი დაავადებანი ( მაგ ., სიმსივნური დაავადებები , შიდსი ), გამოვლინდასისხლწარმოქმნის ორგანოების , თირკმლებისა და ღვიძლის დაზიანებები , თუმცა , მათი კლინიკურიმნიშვნელობა და დამოკიდებულება ფლუკონაზოლით მკურნალობაზე არ იყო დადასტურებული .

კანის რეაქციები ძირითადად ვლინდება იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ შეძენილიიმუნოდეფიციტური დაავადებანი . ასეთი სიმპტომები აღმოაჩნდათ შიდსით დაავადებულებს , რომლებიცმკურნალობდნენ ფლუკონაზოლით და სხვა პრეპარატებით , რომლებიც იწვევენ კანის აქერცვლას . თუავადმყოფს აღენიშნა კანის სიმპტომები , საჭიროა მასზე დაკვირვება   და ბუშტუკების ან erythema exsudativum multiforme - ს წარმოქმნისას , აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა .

შიდსით დაავადებულებში აღინიშნა კრუნჩხვა , ლეიკოპენია , თრომბოციტოპენია და ალოპეცია , თუმცა ,ამ შემთხვევებში მიზეზობრივ - შედეგობრივი კავშირი პრეპარატთან არ არის დადგენილი .

სხვა აზოლის დერივატების მსგავსად , იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ანაფილაქტურ რეაქციას .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

-           კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტები ,

პროთრომბინის დრო შეიძლება გაგრძელდეს (12%- ით ), ამიტომ , ავადმყოფებში , რომლებიც იღებენპერორალურ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს , უნდა მოხდეს პროთრომბინის დროის კონტროლი .

-           სულფანილშარდოვანას ტიპის პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების

კომბინირებული შეყვანისას ფლუკონაზოლმა გაახანგრძლივა ამ პრეპარატების ნახევარდაშლის დროჯანმრთელ ადამიანებში . ამიტომ , მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჰიპოგლიკემიის შესაძლებლობა.

- თიაზიდური დიურეზულები

ჯანმრთელ მოხალისეებში ჰიდროქლორთიაზიდმა გაზარდა ფლუკონაზოლის დონე პლაზმაშიდაახლოებით 40%- ით . ამიტომ კომბინირებული შეყვანისას თიაზიდური ტიპის დიურეზულებთანგათვალისწინებული უნდა იყოს ეს ეფექტი .

- ფენიტოინი

პლაზმაში ფენიტოინის დონე მნიშვნელოვნად იმატებს . A მიტომ მათი ერთობლივი მიღებისას საჭიროაპლაზმაში ფენიტოინის დონის მონიტორინგი .

    - რიფამპიცინი

ფლუკონაზოლის მიღებისას ავადმყოფებში , რომლებიც ხანგრძლივად იღებენ რიფამპიცინსფლუკონაზოლის შეწოვის მაჩვენებელი შემცირდა 25%- ით , ხოლო ნახევარგამოყოფის დრო – 20%- ით .ამიტომ , ასეთ შემთხვევებში , აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ფლუკონაზოლის დოზისმომატების შესაძლებლობა .

-           ციკლოსპორინი

ფლუკონაზოლს სადღეღამისო   დოზით 100 მგ არ გამოუვლენია მოქმედება ციკლოსპორინის დონეზე იმავადმყოფებში , რომლებსაც გადატანილი აქვთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია . ზოგიერთი ცნობისმიხედვით , ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზის 200 მგ მიღებამ პაციენტებში , რომლებსაცგადატანილი აქვთ თირკმლის გადანერგვა , გამოიწვია ციკლოსპორინის დონის მომატება . ამიტომციკლოსპორინის ფლუკონაზოლთან ერთობლივი მიღებისას რეკომენდებულია პლაზმაში ციკლოსპორინისდონის მოტორიზაცია .

  - თეოფილინი

პლაცებო - კონტროლირებადი კვლევისას 14 დღის განმავლობაში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებამ დღეშისაშუალოდ 18%- ით შეამცირა თეოფილინის პლაზმური კლირენსი . ამიტომ საჭიროა იმ ავადმყოფებზედაკვირვება , რომლებიც მკურნალობენ თეოფილინის დიდი დოზებით , ხოლო ტოქსიკური მოქმედებისგამოვლენისას აუცილებელია მისი დოზების შემცირება .

-           პერორალური კონტრაცეპტული პრეპარატები

ფლუკონაზოლს დოზით 50 მგ დღეში გავლენა არ მოუხდენია კომბინირებული პერორალურიკონტრაცეპტივების დონეზე ჯანმრთელ ქალებში . ფლუკონაზოლმა დოზით 200 მგ / დღეში გამოიწვიაეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის შეწოვის მაჩვენებლის გაზრდა 40 და 24%- ითშესაბამისად . ამ გამოკვლევების საფუძველზე მიიჩნევა , რომ ფლუკონაზოლის განმეორებითი დოზაგავლენას არ ახდენს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტზე .

  - ტერფენადინი

სერიოზული არითმიის წარმოშობის გათვალისწინებით იმ პაციენტებში , რომლებმაც მიიღეს სხვააზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ტერფენადინითან ერთად , ფლუკონაზოლისა დატერფენადინის ერთდროული მიღებისას აუცილებელია დაკვირვება პაციენტზე .

   - ზიდოვუდინი

აღინიშნა პლაზმაში ზიდოვუდინის დონის მაჩვენებლის მომატება 20-74%- ით . ამგვარად , პლაზმაშიზიდოვუდინის დონის დაკვირვება და მისი დოზების შეცვლა შეიძლება აუცილებელი გახდეს .

   - ანტიპირინი

ფლუკონაზოლს დოზით 50 მგ გავლენა არ მოუხდენია ანტიპირინის მეტაბოლიზმზე .

საკვების , ციმეტიდინის და ანტაციდების მიღება და იმ ავადმყოფთა მთელი სხეულის დასხივება ,რომლებსაც გადატანილი აქვთ ზურგის ტვინის გადანერგვა , გავლენას არ ახდენს ფლუკონაზოლისშეწოვაზე . ურთიერთქმედების სხვა გამოკვლევები , გარდა ზემოაღნიშნულისა , არ ჩატარებულა . თუმცა ,ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ფლუკონაზოლის ურთიერთქმედების პოტენციური შესაძლებლობა სხვაპრეპარატებთანაც .

 

გაფრთხილებები

მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დათესვის ან სხვა ლაბორატორიული ანალიზების შედეგების არარსებობის შემთხვევაშიც , მაგრამ მათი არსებობისას რეკომენდებულია ფუნგიციდური თერაპიისშესაბამისი კორექცია .

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანაფილაქტური რეაქცია .

ავადმყოფები , რომლებსაც ფლუკონაზოლით მკურნალობისას აღენიშნათ ღვიძლის ფუნქციის მომატებულიმაჩვენებლები , საჭიროებენ გამოკვლევას ღვიძლის შესაძლო დაავადების გამოსავლენად .

მიუხედავად იმისა , რომ მძიმე ჰეპატოტოქსიკური რეაქციები იშვიათი იყო და მათი დამოკიდებულებაფლუკონაზოლით მკურნალობაზე არ იყო დადგენილი , ისეთი სიმპტომების განვითარებისას , რომლებიცმიუთითებენ ღვიძლის   დაავადებაზე უნდა შეწყდეს ფლუკონაზოლით მკურნალობა . ფლუკონაზოლისჰეპატოტოქსიკური მოქმედება ჩვეულებრივ იყო შექცევადი ; სიმპტომები ქრებოდა თერაპიის შეწყვეტისშემდეგ .

თუ ფლუკონაზოლით მკურნალობის პერიოდში იმუნოდეპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებშივლინდება გამონაყარი კანზე , აუცილებელია მათი დაკვირვება , კანის რეაქციის გაუარესების შემთხვევაშიუნდა შეწყდეს ფლუკონაზოლით მკურნალობა ( შეიძლება განვითარდეს სტივენს - ჯონსონის სინდრომი ,ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი , ბუშტუკოვანი ცვლილებები , პოლიმორფული ერითემა ).

 

 

ჭარბი დოზირება

რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობა და კუჭის ამორეცხვა .

ფორსირებული დიურეზი აძლიერებს პრეპარატის გამოყოფას თირკმლებიდან . სამსაათიანი ჰემოდიალიზიამცირებს პრეპარატის კონცენტრაციას პლაზმაში დაახლოებით 50%- ით .

 

ვარგისიანობის ვადა :

კაფსულები – 5 წელი ;

საინფუზიო ხსნარი – 2 წელი .

 

შენახვის წესი

15-300 C ტემპერატურის პირობებში .

 

შეფუთვა

7 კაფსულა ( თითო 50 მგ ); 28 კაფსულა ( თითო 100 მგ ), 1 კაფსულა ან 2 კაფსულა ( თითო 150 მგ ).

1 x 100 მლ საინფუზიო ხსნარი (2 მგ / მლ ), 10x100 მლ საინფუზიო ხსნარი (2 მგ / მლ ).

 

 

გაცემის წესი :

კაფსულები : 50 მგ , 100 მგ , 150 მგ , საინფუზიო ხსნარი (2 მგ / მლ ) -   რეცეპტით (II ჯგუფი ).

 

 

მწარმოებელი და მისი მისამართი :
. . “ გედეონ რიხტერი ”, უნგრეთი  

1103 . ბუდაპეშტი , დიომროის . #19-21

მეტი ინფორაცია
Units 2
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy