Nystatin - ნისტატინის მ-მო 100000ერთ 15გ
გამოყენების ინსტრუქცია
ნისტატინი
NYSTATIN
LLL
სავაჭრო დასახელება: ნისტატინი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ნისტატინი
წამლის ფორმა: მალამო
შემადგენლობა (1გ):
აქტიური ნივთიერება - ნისტატინი 22,73 მგ (100000 ერთ.)
არააქტიური ნივთიერებები: ლანოლინი უწყლო, სამედიცინო ვაზელინი
ათქ კოდი: D01AA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო დერმატოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი უკავშირდება სოკოს უჯრედოვანი მემბრანის სტეროლებს და არღვევს მათ მთლიანობას. ნისტატინი არჩევითად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ Candida-ს ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე. ახდენს ფუნგისტატურ, ხოლო დიდი დოზით - ფუნგიციდურ მოქმედებას. იგი არ არის აქტიური ბაქტერიების, აქტინომიცეტებისა და ვირუსების მიმართ.
გამოყენების ჩვენებები: კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული სოკოვანი გართულებების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება: ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მალამო დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, ყოველდღიურად, 7-10 დღის განმავლობაში. დაავადების ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 4 კვირამდეც, პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე.
უკუჩვენება: მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება საშოს არეში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები მალამოს დატანის ადგილას - კანის ქავილი, გამონაყარი, ჰიპერემია. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატით მკურნალობა და ინიშნება სიმპტომატური თერაპია
დოზის გადაჭარბება: დღემდე არ არის აღწერილი ზედოზირების შემთხვევები ნისტატინის მალამოს გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები: თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე. ვულვისა და საშოს კანდიდოზის მკურნალობისას მოერიდეთ სქესობრივ კავშირს. ჰიპერმგრძნობელობის გამოვლების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნისტატინის მალამოს გამოყენებისას კლოტრიმაზოლთან ერთად მცირდება ამ უკანასკნელის აქტივობა.
გამოშვების ფორმა: 15გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება 2-8OC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“ (საქართველო)
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account