Tridat forte - ტრიდატ ფორტე200მგ 20 ტაბლეტი
შემადგენლობა
ტრიმებუტინის მალეატი 200 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრიმებუტინის მალეატი - სინთეზური ენკეფალინი, პერიფერიული μ, δ და κ ოპოიდური რეცეპტორების არასელექტიური აგონისტი. μ, δ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია განაპირობებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებას, ხოლო κ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია - მოტორიკის დათრგუნვას. ტრიდატ ფორტე არ ხასიათდება რომელიმე რეცეპტორის მიმართ სელექტიურობით, რის გამოც განაპირობებს პერისტალტიკის გაძლიერებასაც და დათრგუნვასაც. პრეპარატი აღადგენს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას ფიზიოლოგიურ ნორმამდე. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 30 წუთში.
ჩვენებები
გასტროეზოფაგური რეფლექსი, ბოყინი, გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ნაწლავის კოლიკა
ოდის სფინქტერის დისფუნქცია, პოსტოპერაციული ნაწლავური გაუვალობა, ფსევდოობსტრუქცია, დეფეკაციის დარღვევა
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6-12 წლამდე ½ ტაბლეტი (100 მგ) 2 - ჯერ დღეში
მოზრდილებში და 12 წლის ზევით 1 ტაბლეტი 2-3 -ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი 2-4 კვირა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის დროს.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account