Hepa-Merz - ჰეპა მერცი 10მლ. 1 ამპულა
შემადგენლობა:
ერთი ამპულა შეიცავს 5 გრ. ორნიტინის ასპარტატს, 10 მლ-მდე საინექციო წყალს.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი მუქი ფერის მინის ამპულაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოამონემიური საშუალება.
ორგანიზმში და კერძოდ ღვიძლის უკმარისობის დროს აქვეითებს ამიაკის მომატებულ დონეს. პრეპარატი მონაწილეობს ორნიტინის ციკლში (ამიაკიდან შარდოვანას წარმოქმნა). ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონების წარმოქმნას. აუმჯობესებს ცილების მიმოცვლას ისეთი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პარენტერალური კვების დანიშვნა.
ჩვენება:
- ჰიპერამონემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ლატენტური და გამოხატული), მათ შორის გონების დაბინდვის დროს ჩასატარებელი კომპლექსური თერაპია (პრეკომა და კომატოზური მდგომარეობები).
- ცილის ნაკლებობის მქონე პაციენტებში გამოიყენება დამატებით სხვა პარენტერალური კვებისთვის დანიშნულ პრეპარატებთან ერთად.
მიღების წესი და დოზა:
ინტრავენურად შეჰყავთ 4 ამპულა დღეღამეში. ამპულის შემადგენლობა იხსნება 500 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ენცეფალოპათიის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია 8 ამპულის გამოყენება დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა, სიხშირე და მკურნალობის მიმდინარეობა დგინდება ინდივიდუალურად. ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 5 გრ/სთ.
არ შეიძლება 6 ამუპლაზე მეტის გახსნა 500 მლ-ში საინფუზიო ხსნარში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად კანის რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა და ღებინება.
უკუჩვენებები:
ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (თუ პლაზმის კრეატინინის დონე აჭარბებს 3 მგ/100 მლ-ს).
განსაკუთრებული სიფრთხილით:
გულისრევის ან ღებინების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარეგულირდს ინფუზიის სიჩქარე. ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ლაქტაციის შეწყვეტა. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა:
10 ან 30 ამპულა ორიგინალურ შეფუთვაში
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენება შეფთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account