Reafem - რეაფემი 100მგ 30 კაფსულა

25,60 ლ
მარაგშია
SKU
53885_2441
მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.

გამოყენების ინსტრუქცია

 

Rheafem 100 მგ (reafemi) რბილი კაფსულები

 

პროგესტერონი

 

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ბროშურა, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·         შეინახეთ მოცემული ბროშურა. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

·         დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

·         ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.

·         გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის მოცემული ბროშურაში.

რა არის ამ ბროშურაში:

  1. რა არის Rheafem 100 მგ და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ Rheafem 100 მგ გამოყენებას
  3. როგორ გამოვიყენოთ Rheafem 100 მგ
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შევინახოთ Rheafem 100 მგ
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  7. რა არის Rheafem 100 მგ და რისთვის გამოიყენება იგი

Rheafem 100 მგ განეკუთვნება პროგესტერონის და ბუნებრივი პროგესტერონის შემცველ წამლის ჯგუფს. ეს მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.

  1. უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ Rheafem 100 მგ გამოყენებას

არ მიიღოთ/გამოიყენოთ Rheafem 100 მგ

- თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მიმართ ან Rheafem 100 მგ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ რომელიც მოცემულია პარაგრაფ 6-ში.

- ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში რომლებსაც ალერგიული რეაქცია აქვთ არაქისის ან სოიოს მიმართ.

- თუ შენიშნეთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.

- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღება).

- თრომბოემბოლიური გართულება,

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

100 მგ Rheafem მიღებამდე კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძილიანობის შემთხვევაში კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ძილის დროს.

რეკომენდებული დოზებით მიღების და სწორი გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობას არ აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.

სხვა მედიკამენტები და Rheafem 100 მგ

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ბოლო ხანს მიიღეთ სხვა მედიკამენტები.

 ძალიან მნიშვნელოვანია ერთდროულად ერთზე მეტი წამლის მიღება რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.

100 მგ Rheafem-ის მიღება საკვებთან და სასმელთან

მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის შეწოვას, ამიტომ საკვებთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველდღე ვახშმის შემდეგ ძილის წინ) უნდა დაიცვათ იგივე რეჟიმი. მოერიდეთ ცვლილებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ხართ ორსული ან მეძუძრი დედა, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

- ორსულობა

პროგესტერონი არის ჰორმონი რომლის დონეც ორსულობის დროს იზრდება  და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

- ძუძუთი კვება

პროგესტერრონი გამოიყოფა რძეში. მეძუძური ქალბატონებისთვის მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

იმის გამო რომ პროგესტერონის პერორალური მიღებისას არსებობს ძილიანობის რისკი, ამიტომ უნდა მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს რომელიც მოითხოვს თქვენი ყურადღების კონცენტრირებას, როგორიცაა ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება.

  1. როგორ მიიღოთ 100 მგ Rheafem

ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ისე როგორც მოცემულია ბროშურაში ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მაშინ გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება.

თქვენი ექიმი მოგახსენებთ თუ რამდენი ხნით უნდა მიიღოთ Rheafem 100 მგ. არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მკურნალობის კურსის დამთავრებამდე.

წამლის დოზები სხვადასხვაა მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

ნორმალური დოზაა:

პერორალური მიღება: ზოგადად, პროგესტერონის სადღეღამისო დოზაა 200-დან 300 მგ-მდე (2-3 კაფსულა).

ვაგინალურად: სადღეღამისო  დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ-მდე (1-დან 6 კაფსულამდე) მკურნალობის მიზეზის მიხედვით;

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ Rheafem 100 მგ. ვიდრე უნდა ღებულობდეთ:

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და მოახსენეთ რა რაოდენობის მედიკამენტი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ Rheafem 100 მგ. დალევა/მიღება:

მიიღეთ როგორც კი შეძლებთ და მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ 100 მგ Rheafem -ით მკურნალობას:

ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად 100 მგ Rheafem-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა:

პერორალური მიღება: მედიკამენტის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ძილიანობამ და თავბრუსხვევამ.

მენსტრუალური ციკლის შემცირება ან სისხლდენის დარღვევა ლუტეალურ ფაზაში.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შეიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც აქ არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. როგორ შევინახოთ 100 მგ Rheafem

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

შემადგენლობა Rheafem 100 მგ:

აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული პროგესტერონი, თითოეულ რბილ ჟელატინის კაფსულაში 100 მგ.  სხვა ინგრედიენტებია:

შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.

გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანი, დიოქსიდი

როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი

Rheafem 100 მგ რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური და ვაგინალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 30 კაფსულა.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

ნებართვის მფლობელი

BIH Pharma SA Crocicchio Cortogna 6,

შვეიცარია, CH-6900 Lugano

 

მწარმოებელი: ესპანეთი, Laboratorios Leon Farma, S.A. Poligono Industrial Navatejera, La Vallina S/N 24008 Navatejera (Leon)

მოცემული ბროშურა ბოლოს გადამოწმდა: 09.08.2016w.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy