Femoston Conti - ფემოსტონი კონტი 1/5 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 36,23 ლ რეგულარული ფასი 46,94 ლ
მარაგშია
SKU
38118_1564
ფემოსტონი კონტი წარმაოდგენს 2 სინთეზური ჰორმონის კომბინაციას, რომლებიც მსგავსია ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონებისა და გამოიყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს.

შეფუთვის დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფემოსტონი კონტი 1მგ/5მგ შემოგარსული ტაბლეტები
ესტრადიოლი/დიდროგესტერონი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ
შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები,
რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
დანართი ფურცლის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს ფემოსტონი კონტი და რისთვის გამოიყენება
2. ფემოსტონი კონტის გამოყენებამდე
3. ფემოსტონი კონტის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ფემოსტონი კონტის შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ფემოსტონი კონტი და რისთვის გამოიყენება
ფემოსტონი კონტი წარმაოდგენს 2 სინთეზური ჰორმონის კომბინაციას, რომლებიც მსგავსია ადამიანის
ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონებისა და გამოიყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს.
ფემოსტონი კონტი გამოიყენება მხოლოდ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, როდესაც მენსტრუალური
სისხლდენა არ არის მინიმუმ 12 თვის განმავლობაში და არ ჩატარებულა საშვილოსნოს ამოკვეთა
(ჰისტერექტომია). ასეთ ქალებში ფემოსტონი კონტი აუმჯობესებს მენოპაუზის დროს გამოვლენილ სიმპტომებს,
რომელთა გამოვლენაც გამოწვეულია ესტროგენის სეკრეციის შემცირებით.
ასევე ფემოსტონი კონტი ნაჩვენებია ოსტეოპოროზის პრევენციისათვის ქალებში, რომელთაც აქვთ მენოპაუზა,
აქვთ ძვლის მოტეხილობის მაღალი რისკი და არ შეუძლიათ სხვა პრეპარატების მიღება, ან თუ
დადასტურებულია, რომ სხვა პრეპარატები არაეფექტურია ოსტეოპოროზის პრევენციისათვის.
ფემოსტონი კონტი არ განსაზღვრავს ყოველთვიური სისხლდენის (მენსტრუაციის) განვითარებას, მაგრამ თუ არ
გაქვთ პოსტმენოპაუზის პერიოდი, მაღალია არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის, ან სისხლის ლაქების
ალბათობა.
დაახლოებით 54 წლის ასაკში ქალების უმრავლესობას აქვს მენოპაუზა.
მენოპაუზა არის პერიოდი ყველა ქალის ცხოვრებაში, როდესაც საკვერცხე აღარ გამოიმუშავებს სქესობრივ
ჰორმონებს. შესაბამისად ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა მენსტრუაციის შეჩერება, წამოხურება,
ოფლიანობა ღამით, ძილის დარღვევა, შფოთვა, მშრალი ვაგინა.
პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებული ოსტეოპოროზი არის დარღვევა, რომელიც ვლინდება მენოპაუზის
შემდეგ, რადგან ძვალი სუსტდება, ხდება უფრო მყიფე და დაცემის შემდეგ ტყდება უფრო ადვილად.
ფემოსტონი კონტი შეიცავს ესტრადიოლს და დიდროგესტერონს. ეს ჰორმონები ცვლიან ესტროგენს და
პროჟესტერონს, რომლებიც გამომუშავდება თქვენი საკვერცხეების მიერ პუბერტატის ასაკიდან მენოპაზამდე.
ესტრადიოლი ცვლის ბუნებრივ ესტროგენს, აკონტროლებს მენოპაუზის სიმპტომებს და უზრუნველყოფს დაცვას
ოსტეოპოროზისაგან. დიდროგესტერონი არის ხელოვნურად მიღებული პროჟესტერონი, რომელიც ძალიან გავს
ქალის ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ პროჟესტერონს. პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებმა, რომელთაც აქვთ
საშვილოსნო, ესტრადიოლის გარდა ასევე უნდა გამოიყენონ პროჟესტერონი, რადგან მხოლოდ ესტრადიოლის
მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ენდომეტრიუმის ძლიერი ზრდა. ენდომეტრიუმის ზომაზე მეტად გაზრდამ შეიძლება
გამოიწვიოს სისხლდენა და ამავე დროს შეძლება გამოვლინდეს ენდომეტრიუმის კიბო.
დიდროგესტერონის ყოველდღე, პაუზის გარეშე მიღება (ფემოსტონი კონტი) ხელს უშლის ენდომეტრიუმის ზომაზე
მეტად გაზრდას და განსაზღვრავს სისხლდენის შეჩერებას. ჩვეულებრივ ეს მოვლენები ვლინდება ფემოსტონი
კონტით მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში.
2. ფემოსტონი კონის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ფემოსტონი კონტი თუ:
•ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ესტრადიოლის, დოდროგესტერონის ან ფემოსტონი კონტის სხვა
კომპონენტების მიმართ
•გაქვთ, გქონდათ, ან თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ შეიძლება გქონდეთ მკერდის კიბო;
• გაქვთ, გქონდათ, ან თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ შეიძლება გქონდეთ ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
დაკავშირებულია სისხლში ესტროგენის კონცენტრაციასთან (როგორიცაა ენდომეტრიუმის კიბო)
• გაქვთ გენიტალური სისხლდენა დაუდგენელი მიზეზით;
• ენდომეტრიუმი სისქეში ძალიან მომატებულია და არ იტარებთ მკურნალობას ამ პრობლემის გადასაჭრელად;
• გაქვთ ან ოდესმე გქონდათ ღრმა ვენების თრომბოზი (სისხლის კოლტები ღრმა ვენებში, რაც იწვევს
შეშუპებას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და ტემპერატურის მომატება), ან ფილტვის ემბოლია (სისხლის
კოლტების მიგრაცია ვენებიდან ფილტვებში;
• გაქვთ ან ბოლო დროს გქონდათ სიმპტომები, გამოწვეული სისხლის კოლტების არტერიებში მიგრაციით, მაგ.
ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია, ან მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტი;
• გაქვთ, ან გქონდათ დარღვევები ღვიძლის მხრივ, რომელსაც თან ახლდა ღვიძლის ფუნქციური ტესტების
მაღალი მაჩვენებლები;
• გაქვთ პორფირია (მეტაბოლური დარღვევა).
შეწყვიტეთ ფემოსტონი კონტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების ან
მდგომარეობის გამოვლინებისას:
- შეამჩნიეთ, რომ თქვენი კანი, ან მემბრანა გაყვითლდა; ეს უკეთ ჩანს თვალის თეთრ ნაწილზე (სიყვითლე)
- სისხლის წნევის მნიშვნელოვნად გაზრდა
- თავის ძალიან ძლიერი ტკივილი (შაკიკი);
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფემოსტონი კონტის ზოგიერთ კომპონენტზე
ფემოსტონი კონტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა,
პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ფემოსტონი კონტის გამოყენებისას
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე, ან მის განახლებამდე ექიმი დაგისვამთ შეკითხვებს იმ დაავადებების
შესახებ, რომლებიც გაქვთ ან გქონდათ წარსულში, ან ნათესავების დაავადებების შესახებ. ასევე ექიმი
ჩაგიტარებთ ფიზიკურ გასინჯვას, რაც მოიცავს მკერდის გასინჯვას და გინეკოლოგიურ გასინჯვას. ფემოსტონი
კონტით მკურნალობის პერიოდში ექიმმა რეგულარულად უნდა გაგსინჯოთ და ჩაგიტაროთ მამოგრაფია. თქვენი
ექიმი გეტყვით რამდენად ხშირად გესაჭიროებათ გასინჯვა.
მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს წყვეტილი სისხლდენა, ან სისხლის ლაქები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამგვარი სისხლდენა გამოვლინდა მკურნალობის ბოლო პერიოდში, ან გაგრძელდა
მკურნალობის დასრულების შემდეგ. ექიმი მიზეზის დასადგენად ჩაგიტარებთ დამატებით გამოკვლევებს
ენდომეტრიუმის ბიოფსიის ჩათვლით, რათა გამოირიცხოს ენდომეტრიუმის კიბო.
თუ ესტროგენებით მკურნალობა გიტარდებათ რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალია მკერდის კიბოს
განვითარების ალბათობა. ეს რისკი დამოკიდებულია მკურნალობის
ხანგრძლივობაზე და უბრუნდება მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელს მკურნალობის შეწყვეტიდან
მაქსიმუმ 5 წლის შემდეგ. ამიტომ რეგულარულად უნდა გაისინჯოთ მკერდი (თვითგასინჯვა; ექიმი გეტყვით თუ
რა ნიშნები მიუთითებს მკერდის კიბოს არსებობაზე).
სისხლის ანალიზის, ან მამოგრაფიის ჩატარებისას (მკერდის რადიოგრაფია) უთხარით ექიმს, რომ იღებთ
ფემოსტონი კონტის, რადგან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია გავლენას ახდენს ანალიზის მაჩვენებლებზე.
ასევე გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი დაავადებები, ან სიმპტომები. თქვენი ექიმი
გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენთვის ფემოსტონი კონტის მიღება.
ფემოსტონი კონტით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სამედიცინო შემოწმება უფრო ხშირად თუ გაქვთ, ან
გქონდათ შემდეგი დარღვევები, ან შემდეგი ჩამონათვალიდან გაქვთ რომელიმე სიტუაცია:
• ლეიომიომა (საშვილოსნის ფობრომა) ან ენდომეტრიოზი (დარღვევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ქსოვილი
არის სხეულის სხვა ნაწილებშიც, ჩვეულებრივ საშვილოსნოსთან ახლოს მყოფ ორგანოებში);
• თრომბოემბოლიის ანამნეზი, ან ამ დარღვევის განმაპირობებელი ფაქტორები (იხ. ქვემოთ);
• ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მაგ. მკერდის I ხარისხის კიბო);
• სისხლის მაღალი წნევა;
• დარღვევები ღვიძლის მხრივ (მაგ. ღვიძლის ადენომა);
• შაქრიანი დიაბეტი ვენების მხრივ გართულებით, ან მის გარეშე
• ნაღველკენჭოვანი დაავადება (ქოლელითიაზი)
• შაკიკი ან თავის ძლიერი ტკივილი;
• სისტემური წითელი მგლურა (აუტოიმუნური დარღვევა)
• ენდომეტროუმის გაზრდა;
• ეპილეფსია;
• ბრონქული ასთმა;
• ოტოსკლეროზი (დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს სმენაზე ყურში მიმდინარე ცვლილებებიდან
გამომდინარე);
• ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის პირველი რამდენიმე თვის განამვლობაში შეიძლება ადგილი ქონდეს მცირე
სისხლდენას (სისხლის ლაქები), მაგრამ თუ ეს გრძელდება უფრო მეტ ხანს, ან მკურნალობის დასრულების
შემდეგაც, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს;
• გულის დაავადებები;
• თირკმლის უკმარისობა;
• სისხლში ცხიმების მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერტრიგლიცერიდემია).
ჰორმონჩანაცვლებითმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ მკერდის კიბოს, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის,
სხვადასხვა თრომბოემბოლიის, ინსულტის, საკვერცხის კიბოს და დემენციის რისკი. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ
გასაცემი საშუალებების ჩათვლით. განსაკუთრებით თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
• გულყრების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტიონი (გამოიყენება
გულყრების სამკურნალოდ);
• ანტიბიოტიკები, მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი (გამოყენება ინფექციების სამკურნალოდ);
• ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები როგორებიცაა ნევირაპინი, ეფივირენზი, რიტონავირი, ნელფინავირი
(გამოყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
• მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ღჰინანტჰუს შემცველი საშუალებები (ღჰინანტჰუს ექსტრაქტს შეიცავს
კონკრეტული მცენარეული პროდუქტები ჩვეულებრივ გამოიყენება მენოპაუზის სიმპტომების
გასაუმჯობესებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ფემოსტონი კონტის ეფექტი. ამიტომ შეიძლება
გამოვლინდეს სისხლდენა, ან სისხლის ლაქები.
ფემოსტონი კონტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფემოსტონი კონტის მიღება შეიძლება საკვებისაგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
არ გამოიყენება ჩვენებებიდან გამომდინარე.
სატრანსპორტო საშუალებების და მექზნიზმების მართვა
ფემოსტონი კონტი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის
უნარზე.
3. ფემოსტონი კონტის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ფემოსტონი კონტი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ მივიღოთ ფემოსტონი კონტი
მიიღეთ ფემოსტონი კონტის ერთი ტაბლეტი ყოველდღე ერთიდაიმავე დროს. მეტი სიმარტივისათვის ბლისტერზე
დაბეჭდილია კვირის დღეები, რაც დაგეხმარებათ პრეპარატის მიღებისას. ერთი ბლისტერის მიღების დასრულების
შემდეგ არ შეისვენოთ. დაიწყეთ შემდეგი ბლისტერის გამოყენება შემდეგ დღეს. ამგვარად, თქვენ ყოველთვის
დაიწყებთ ახალი ბლისტერის გამოყენებას კვირის ერთიდაიამვე დღეს და კვირის ერთიდაიმავე დღეს
დაასრულებთ თითოეულ ბლისტერზე არსებული შემოგარსული ტაბლეტის მიღებას.
ფემოსტონი კონტის ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით, საკვების
მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ფემოსტონი კონტით მკურნალობა უნდა დაიწყოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მენოპაუზა გაქვთ სულ მცირე 12
თვის განმავლობაში, ანუ ამ პერიოდში არ გქონდათ მენსტრუაცია. თუ არ იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს,
რომელიც გამოიყენება ჰორმონჩაცვლებითი თერაპიის დროს, ჩაიტარეთ ქირურგიული ოპერაცია საკვერცხეების
მოცილების მიზნით (ადნექსექტომია), ან თუ შეცვალეთ ჰორმონჩანაცვლებითი საშუალება სხვა კომბინირებული
ჰორმონჩანაცვლებითი საშუალებით, შეგიძლიათ ფემოსტონი კონტის მიღების დაწყება ნებისმიერ დროს. მაგრამ
თუ მკურნალობთ “ციკლური” ან “მომდევნო” ჰორმონჩანაცვლებითი საშუალებებით (რაც ნიშნავს იმას, რომ თვის
ერთ პერიოდში იღებთ ესტროგენის ტაბლეტს, შემდეგ მე-14 დღემდე იღებთ ერთ ტაბლეტს რომელიც შეიცავს
როგორც ესტროგენს, ისე პროჟესტერონს) ფემოსტინი კონტის მიღება დაიწყეთ წინა მკურნალობი დასრულების
მომდევნო დღეს, ძირითადად განაყოფიერების ფაზის ბოლოს.
თუ მიიღეთ ფემოსტონი კონტის ჭარბი დოზა
თუ თქვენ, ან სხვა პიროვნებამ მიიღო ფემოსტონი კონტი ჭარბი დოზით, ნაკლებსავარაუდოა გვერდითი მვლენების
განვითარება. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, თვლემა, თავბრუსხვევა. არ
არის საჭირო მკურნალობის ჩატარება, მაგრამ თუ თავს ცუდად გრძნობთ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან
ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფემოსტინი კონტის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი გახსენებისთანავე. თუ გავიდა 12 საათზე მეტი, გამოტოვეთ დავიწყებული
ტაბლეტი და შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულ დროს. არ გამოვლინდეს სისხლდენა, სისხლის ლაქები.
თუ შეწყვიტეთ ფემოსტონი კონტის მიღება
არ შეწყვითოთ ფემოსტონი კონტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტისას
შესაძლოა გამოვლინდეს უეცარი სისხლდენა.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ფემოსტონი კონტიმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა
ყველა ადამიანში.
ფემოსტონი კონტით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი მწვავე გვერდითი მოვლენები
• სახის და კისრის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
• მიოკარდიუმის ინფარქტი;
• ინსულტი;
• სისხლის კოლტები, ძირითადად ქვედა კიდურების ვენებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;
• მკერდის კიბო;
• ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის ზომაზე მეტად გაზრდა), ან ენდომეტრიუმის კიბო;
• ძლიერი, არარეგულარული, ან მტკივნეული გენიტალური სისხლდენა.
ამ რეაქციების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
კლინიკური კვლევებისას და პოსტმერკეტინგულ პერიოდში იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• თავის ტკივილი, შაკიკი;
• გულისრევა, მუცლის ტკივილი, გაზების გამოყოფა;
• ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი
• ტკივილი გულ-მკერდის არეში
• ტკივილი მენჯის არეში;
• წყვეტილი სისხლდენა, ან სისხლის ლაქები;
• დაღლილობის შეგრძნება (ასთენია);
• წონის მომატება/დაკლება
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• კანის ალერგიული რეაქციები, კანზე გარდამავალი გამონაყარი, ქავილი (პრურიტუსი);
• დეპრესია, ლიბიდოს შეცვლა, შფოთვა;
• ვაგინალური კანდიდოზი (თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი, გამოწვეული ჩანდიდა ალბიცანს-ით);
• სისხლის მაღალი წნევა;
• კოჭის, ფეხების, ან თითების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება);
• დარღვევები სისხლძარღვების მხრივ (პერიფერიული ვასკულარული დაავადება, ვარიკოზი, ვენების
თრომბოემბოლია);
• ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული დარღვევები, საჭმლის მონელების დარღვევა;
• ზურგის ტკივილი
• თავბრუსხვევა;
• გახანგრძლივებული სისხლდენა, მტკივნეული სისხლდენა;
• საშვილოსნოს ფიბრომის გაზრდა;
• საშვილოსნოს ყელის სეკრეტის რაოდენობრივი და ვიზუალური ცვლილება;
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტ პაციენტში):
• ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ზოგჯერ თან ახლავს სიყვითლე, ასთენია, მუცლის ტკივილი და ზოგადი
დისკომფორტი;
• ცვლილებები თვალის მხრივ (რქოვანას მრუდის გაზრდა);
• კონტაქტური ლინზების აუტანლობა;
• პრემენსტრუალური სინდრომის მსგავსი სიმპტომები;
• მკერდის გაზრდა.
ძალიან იშვიაათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) და უცნობი
სიხშირის გვერდითი მოვლენები (რომელთა შეფასებაც ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
• სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია);
• ქორეა (კუნთების არარეგულარული, უნებლიე შეკუმშვა);
• მიოკარდიუმის ინფარქტი;
• ინსულტი;
• ღებინება;
• კანის ფერის შეცვლა;
• ყავისფერი ლაქები კანზე (ქლოაზმა, მელაზმა), რაც შეიძლება დარჩეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ,
პოლიმორფული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ვასკულარული პურპურა, ანგიოედემა;
• პორპურიის გამწვავება.
65 წელს გადაცილებულ ქალებში ხანგრძლივი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს მაღალია დემენციის
განვითარების რისკი.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ჰორმონჩანაცვლებითი საშუალებების გამოყენების შემდეგ გამოვლინდა უეცარი
სისხლდენა. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ სისხლდენის გაგრძელების შემთხვევაში
აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს დარღვევები ენდომეტრიუმის მხრივ.
შესაძლოა შეიცვალოს სისხლში კონკრეტული პროტეინების და ჰორმონების კონცენტრაცია. არ ხდება გავლენა
ორგანიზმის ჰორმონების მოქმედებაზე. სისხლის ანალიზის ჩატარებისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ
ჰორმონჩანაცვლებით საშუალებებს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება მწვავე, ან შენიშნეთ ისეთი
მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ ფურცელში.
5. ფემოსტონი კონტის შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 300ჩ დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ფემოსტონი კონტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP
შემდეგ). ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
პრეპარატები არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა
ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
6. დამატებითი ინფორმაცია
6.1 რას შეიცავს ფემოსტონი კონტი
- აქტიური ნივთიერებებია: 1მგ ესტრადიოლი 1.03მგ ესტრადიოლის ჰემიჰიდრატის სახით და 5მგ დიდროგესტერონი.
სხვა კომპონენტებია: ბირთვი - ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის
დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო; მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ოპადრაი OY-8734, რომელიც შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი
რკინის ოქსიდი (E172), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400.

ფემოსტონი კონტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი:
ფემოსტონი კონტი წარმოდგენილია შემოგარსული, მრგვალი, 7მმ დიამეტრის, ორმხრივამოზნექილი, მოწითალოფორთოხლისფერი
ტაბლეტების სახით, ერთ მხარეს გრავირებით ”379” და მეორე მხარეს – “შ”.
კოლოფში მოთავსებულია 1 ან 3 კალენდარის ტიპის ალ/პვქ ბლისტერი 28 შემოგარსული ტაბლეტით.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი:
solvei farmasiuTiqals/ Solvay Pharmaceuticals B.V.
C.J. van Houtenlaan 36,
NL-1381, CP Weesp,
ჰოლანდია
მწარმოებელი
solvei biolojiqals/ Solvay Biologicals B.V.
Veerweg 12
NL-8121, AA Olst,
ჰოლანდია

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy