Tagera Forte - ტაგერა ფორტე 1გ 2 ტაბლეტი

14,90 ლ
მარაგშია
SKU
12501_829

 ჩვენებები:ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული საშუალება.

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ტაგერა ფორტე
სარეგისტრაციო ნომერი
KG.1.3.209.03124-2015

სავაჭრო დასახელება: ტაგერა ფორტე

საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება: სეკნიდაზოლი

სამკურნალო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი - 1გ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა - 100,000 მგ; სიმინდის სახამებელი - 45,000 მგ, ჟელატინი - 5,000 მგ; ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A) - 50,000 მგ; კოლოიდური სილიკაგელი უწყლო - 20,000 მგ; მაგნიუმის სტეარატი - 30,000 მგ.

აღწრილობა: თეთრი ფერის კაფსულისმაგვარი ფორმის ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ნაჭდევით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული საშუალება.
ათქ კოდი P01AB07

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ნიტროიმიდაზოლის სინთეზური წარმოებულია. ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული საშუალება. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას უმეტესი ანაერობული ბაქტერიების და მრავალი უმარტივესების მიმართ. ურთიერთქმედება მიკრობული უჯრედის დნმ-თან არღვევს მის სპირალურ სტრუქტურას, იწვევს ძაფების გაწყვეტას და თრგუნავს ნუკლეინის მჟავას სინთეზს; თრგუნავს რედუქციის პროცესებს. ავლენს ამებაციდურ აქტივობას Entamoeba histolytica მიმართ. ასევე აქტიურია Giardia lamblia და Trichomonas vaginalis მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება (დაახლოებით 80%). 2 გ სეკნიდაზოლის ტოლი დოზის შიგნით შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 3 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 25 საათს. პრეპარატი გამოიყოფა ნელა, ძირითადად შარდით, (შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა 120 საათში). სეკნიდაზოლი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები
- ურეტრიტი და ვაგინიტის, გამოწვეული Trichomonas vaginalis
- ნაწლავური ამებიაზი;
- ღვიძლის ამებიაზი;
- ლამბლიოზი.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ამ მოცემული პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- ლაქტაცია.
- ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები, სისხლის დაავადებები (ანამნეზში).
- 3 წლამდე საბავშვო ასაკი (მოცემული სამკურნალო ფორმისათვის, და ბავშვები, რომელთა სხეულის მასა 16 კგ-ე ნაკლებია).

ორსულობა
დღეისათვის დაგროვილი გამოცდილება არ არის საკმარისად დამაჯერებელი, რათა შეფასდეს სეკნიდაზოლის შესაძლო ფეტოტოქსიკური მოქმედება და მოქმედება, მიმართული ნაყოფის განვითარების მანკების ფორმირებაზე, მის გამოყენებისას ორსულობის დროს.
ამიტომ, პრევენციული ზომის სახით, ჯობია არ დაინიშნოს სეკნიდაზოლი ორსულობის დროს.
ლაქტაცია
დადგენილია, რომ იმიდაზოლის წარმოებულები გამოიყოფა დედის რძეში; იყო დარეგისტრირებული ანალური არის და პირის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ასევე დიარეის შემთხვევები ჩვილებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე, რომელთა დედებიც ღებულობდნენ იმიდაზოლის წარმოებულებს (მაგრამ არა სეკნიდაზოლს).
მაშასადამე, ასეთ შემთხვევებში ახალშობილები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, ან მკურალობის დროს უარი ითქვას ძუძუთი კვებაზე.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი ტაგერა ფორტე გამოიყენება ექიმის დანიშნულებით გართულებების თავიდან ასაცილებლად.
მიიღება შიგნით, ჭამის წინ, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით ან თხევად საკვებთან შერევით.

ურეტრიტი და ვაგინიტი, გამოწვეულიTrichomonas vaginalis:
- მოზრდილები: ერთჯერადი მიღება 2 გ დოზით უშუალოდ ჭამის წინ.

ნაწლავური ამებიაზი:
მწვავე ამებიაზი გამოხატული სიმპტომატიკით.
- მოზრდილები: ერთჯერადი მიღება 2 გ დოზით უშუალოდ Qჭამის წინ.
ბავშვები: დოზის ერთჯერადი მიღება, რომელიც 30 მგ/კგ/დღეში დოზის ტოლია (მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღე).
ამებიაზი კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე (minuta და cystic ფორმის): იგივე დღიური დოზა, მაგრამ მიიღება 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლისმიერი ამებიაზი:
მოზრდილები: 1,5 გ დღეში, ერთ ან რამდენიმე მიღებაზე, მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, 5 დღის განმავლობაში.
ბავშვები: 30 მგ/კგ/დღეში, ერთ ან რამდენიმე მიღებაზე, მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, 5 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ღბიძლისმიერი ამებიაზის დროს დაჩირქების სტადიაში, საჭიროა სეკნიდაზოლის მიღების კომბინირება ჩირქის მოცილებასთან დღენაჟის მეშვეობით ან აბსცესების მოცილებასთან.

ლამბლიოზი:
ბავშვები: დოზის ერთჯერადი მიღება, რომელიც 30 მგ/კგ/დღეში დოზის ტოლია (მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღე).

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნებოდა იმიდაზოლის წარმოებულების მიღებისას:
ყველაზე ხშირი: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა: ტკივილი კუჭის არეში, ლითონის გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი, ჭინჭრის ციება, ზომიერი ლეიკოპენია (პრეპარატის შეყვანის დასრულების შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა უბრუნდება ნორმას);
იშვიათი: თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია.
სეკნიდაზოლის მიღებისას, დღემდე, ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი დარღვევები (გულისრევა ღებინება, გასტრალგია).

ჭარბი დოზირება
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კომბინაციები, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული:
- დისულფირამი: ფსიქოზური რეაქციები, გონების არევის მდგომარეობა;
- ალკოჰოლი: ანტაბუსური რეაქცია (წამოხურების შეგრძნება სახესთან, ღებინება, ტაქიკარდია).
არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების და სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც ალკოჰოლს შეიცაენ.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს საჭიროებენ:
- შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი): ანტიკოაგულანტური მოქმედების პოტენცირება და სისხლდენების მომატებული რისკი ანტიკოაგულანტის ღვიძლისმიერი კატაბოლიზმის დაქვეითების ხარჯზე. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია უფრო ხშირად პროთრომბინული დროის განსაზღვრა და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მონიტორინგის განხორციელება, და საჭიროების შემთხვევაში პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირიება სეკნიდაზოლით თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში, ასევე თერაპიის დასრულებიდან კიდევ 8 დღის განმავლობაში.

გასაკუთრებული მითითებები
- სეკნიდაზოლით თერაპიის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.
- თავი უნდა იქნას არიდებული მოცემული პრეპარატის გამოყენებას პაციენტებში სისხლის დაავადებით ანამნეზში.
- ხანგრძლივი გამოყენება სასურველია ჩატარდეს სისხლის ფორმულის კონტროლით. ლეიკოპენიის დროს მკურნალოვის გაგრძელების შესაძლებლობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის განვითარების რისკზე.
- ატაქსიის, თავბრუსხვევის აღნიშვნა და ავადმყოფების ნევროლოგიური სტატუსის ნებისმიერი სხვა გაუარესება საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 1 გ: 2 ტაბლეტი პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. თითო ბლისტერს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში. 10 კოლოფს ათავსებენ მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი
“იუნიკემ ლაბორატორიზ ლტდ.”, ინდოეთი ინდ. ერია, მირუტ როდ, გაზიაბადი 201 003.

 

  

მეტი ინფორაცია
Units 2
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy