Rivarox - რივაროქსი 2.5მგ 56 ტაბლეტი

105,14 ლ
მარაგშია
SKU
68738_2985

რივაროქსი ნაჩვენებია:
• კომბინაციაში მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან ერთად ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი (მკს) კარდიოსპეციფიკური მარკერების მომატებით;
• აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკის დროს ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადება (პად) იშემიური გართულებების მაღალი რისკის დროს.

Rivarox - რივაროქსი 2.5მგ 56 ტაბლეტი

პრეპარატის დასახელება

რივაროქსი
RIVAROX

2. შემადგენლობა

• აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 2.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

მრგვალი, ორმხრივამობურცული, ღია ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამონაჭდევით “III”.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1. თერაპიული ჩვენებები

რივაროქსი ნაჩვენებია:
• კომბინაციაში მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან ერთად ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი (მკს) კარდიოსპეციფიკური მარკერების მომატებით;
• აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკის დროს ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადება (პად) იშემიური გართულებების მაღალი რისკის დროს.

4.2. მიღების წესი და დოზირება

დოზირება:

რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში 2-ჯერ.

ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, გადატანილი მწვავე კორონარული სინდრომის (მკს) შემდეგ

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ რივაროქსს დოზით 2.5 მგ 2-ჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ კლოპიდოგრელთან კომბინაციაში დღიური დოზით 75 მგ ან ტიკლოპიდინთან კომბინაციაში სტანდარტული დღიური დოზით.
ჩატარებული მკურნალობა პერიოდულად უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის ინდიციდუალური წესით, იშემიური გართულებების და სისხლდენის განვითარების რისკებს შორის ბალანსის თვალსაზრისით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. ცალკეული პაციენტებისთვის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 24 თვემდე, თუმცა ამ ხანგრძლივობის მკურნალობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
რივაროქსით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, მწვავე კორონარულ სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, რევასკულარიზაციის პროცედურების ჩათვლით. რივაროქსის მიღების დაწყება საჭიროა ჰოსპიტალიზაციიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ და როდესაც პარენტერული ანტიკოაგულაციური პრეპარატების შეყვანა, როგორც წესი, წყდება.
ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, გულის იშემიური დაავადებით (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადებით (პად)

პაციენტებმა, რომელიბიც იღებენ რივაროქსს დოზით 2-ჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ.
ჩატარებული მკურნალობა რეგულარულად უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური წესით, იშემიური გართულებების და სისხლდენის განვითარების რისკებს შორის ბალანსის თვალსაზრისით.
მწვავე თრომბოზული მოვლენების მქონე პაციენტებში ან სისხლძარღვებზე ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ორმაგი ანტითრომბოზული თერაპია, უნდა შეფასდეს პრეპარატის 2-ჯერ დღეში მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რაც დამოკიდებულია თრომბოზული მოვლენის ან პროცედურის, აგრეთვე ანტითრომბოზული თერაპიის ტიპზე.
რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2.5 მგ დოზით დღეში 2-ჯერ მიღებისას აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან კომბინაციაში, შესწავლილი იყო მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს მწვავე კორონარული სინდრომი. ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიის გამოყენება პრეპარატის 2.5 მგ დოზით დღეში 2-ჯერ მიღებასთან კომბინაციაში გულის იშემიური დაავადების ან პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებში, შესწავლილი არ არის.

ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან (ვკა) გადასვლა რივაროქსზე
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან რივაროქსზე გადასვლისას, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეიძლება იყოს შეცდომით გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებელი არ გამოიყენება რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციური აქტივობის შესაფასებლად და ამიტომ არ უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნებისთვის.
რივაროქსიდან გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე (ვკა)
რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას მოსალოდნელია არასაკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის მუდმივი უზრუნველყოფა აუცილებელია სხვა ალტერნატიული ანტიკოაგულანტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სნშ-ს გაზრდა. პაციენტებმა, რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას, უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, სანამ სნშ არ მიაღწევს მაჩვენებელს - ≥2.0. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში პაციენტებმა უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების სტანდარტული დოზა, შემდგომი დოზის დანიშვნით სნშ-ს მაჩვენებლის განსაზღვრის შედეგების მიხედვით. რივაროქსის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას სნშ უნდა გაიზომოს რივაროქსის წინა დოზის მიღებიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ, მაგრამ შემდგომი დოზის დაწყებამდე. სნშ-ს მაჩვენებლის სარწმუნო განსაზღვრა შეიძლება მოხდეს რივაროქსის მიღების შეწყვეტის და, შესაბამისად, პრეპარატის უკანასკნელი დოზის მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ.
პარენტერული ანტიკოაგულანტებიდან რივაროქზე გადასვლა
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პარენტერულ ანტიკოაგულანტებს, რივაროქსის გამოყენება უნდა დაიწყონ 0-2 სთ-ით ადრე პრეპარატის შემდგომ გეგმიურ პარენტერალურ შეყვანამდე (მაგ., დაბალმოლეკულური ჰეპარინი) ან პრეპარატის უწყვეტი პარენტერული შეყვანის შეწყვეტის მომენტში (მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა).
რივაროქსიდან გადასვლა პარენტერულ ანტიკოაგულანტებზე
რივაროქსი უნდა მოიხსნას და შემდგომი დოზის მიღების დროს მოხდეს პარენტერული ანტიკოაგულანტის პირველი დოზის შეიყვანა.

დამატებითი ინფორმაცია პაციენტების ცალკეული პოპულაციებისთვის

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
არსებული შეზღუდული მონაცემები პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აჩვენებს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას. ამ კატეგორიის პაციენტებში რივაროქსი გამოიყენება სიფრთხილით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში 15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
რივაროქსის დანიშვნისას პაციენტებში თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
რივაროქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც ასოცირებულია კიოაგულოპათიასთან და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, ასევე პაციენტებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობით, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის B და ჩ კლასის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები,
დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
სქესი, სხეულის მასა
დოზის კორექცია საჭირო არ არის
ბავშვთა ასაკი
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რივაროქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. რივაროქსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
მიღების წესი:
რივაროქსის მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით პერორალურად მიღება.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით. ამ პროცედურის წინ საჭიროა დარწმუნება, რომ ზონდი სათანადოდ განთავსებულია კუჭში. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა ზონდის მეშვეობით უნდა მოხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, რის შემდეგაც საჭიროა ზონდის ჩარეცხვა წყლით.
4.3. უკუჩვენება:

• პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
• აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
• მასიური სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილება ან მდგომარეობა, მაგ.:
- საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლული უახლოეს წარსულში ან საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში,
- ავთვისებიანი წარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით,
- უახლოეს წარსულში თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა ან დაზიანება,
- უახლოეს წარსულში თავის, ზურგის ტვინზე ან თვალებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები,
- უახლოეს წარსულში გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა,
- საყლაპავის ვენების დადგენილი ვარიკოზული გაფართოება ან ამ პათოლოგიისადმი არსებული წინასწარგანწყობა,
- არტერიოვენური მალფორმაციები,
- სისხლძარღვების ანევრიზმები ან ვრცელი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
• ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინით, დაბალმოლეკულური ჰეპარინებით (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და სხვა) ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), ორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და სხვა) ერთდროული მკურნალობა, გარდა სხვა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლის განსაკუთრებული შემთხვევებისა ან არაფრაქცირებული ჰეპარინის ისეთი დოზებით დანიშვნა, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
• მწვავე კორონარული სინდრომის ანტიაგრეგაციული საშუალებებით თანმხლები მკურნალობა, პაციენტებში გადატანილი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით.
• გულის იშემიური დაავადების / პერიფერიული არტერიების დაავადების თანმხლები მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავით პაციენტებში გადატანილი ჰემორაგიული ან ლაკუნარული ინსულტით, აგრეთვე ნებისმიერი სახის ინსულტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
• კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები, ჩაილდ-პიუს კლასიფიაკაციით B და ჩ კლასის მიხედვით დაჯგუფებული ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით.
• ორსულობა და ლაქტაცია.
• 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

რივაროსქასბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში გამოკვლეული იყო ისეთ ანტითრომბოზულ საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიც არის აცეტილსალიცილის მჟავა ან აცეტილსალიცილის მჟავას დამატებული კლოპიდოგრელი/ტიკლოპიდინი. სხვა ანტითრომბოზულ საშუალებებთან, მაგ., – პრასუგრელთან ან ტიკაგრელორთან რივაროქსაბანის ერთდროული გამოყენება შესწავლილი არ იყო და, მაშასადამე, მათი ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
გულის იშემიური დაავადების ან პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ იშემიური გართულებების განვითარების მაღალი რისკი, რივაროქსაბანის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.
რეკომენედულია კლინიკური დაკვირვება დადგენილი ანტიკოაგულანტური პრაქტიკის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სისხლდენის რისკი
ისევე, როგორც სხვა ანტიკოაგულაციური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რივაროქსის მიღების ფონზე საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოვლენის მიზნით. რეკომენდებულია რივაროქსის სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. ძლიერი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში რივაროქსის მიღება უნდა შეწყდეს.

რივაროქსაბანის კვლევებში ლორწოვანი გარსის სისხლდენები (მაგ., ცხვირის, ღრძილების, კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო ტრაქტის სისხლდენები, პათოლოგიური ვაგინალური და უფრო უხვი მენსტრუალური სისხლდენების ჩათვლით) და ანემია ხშირად აღინიშნებოდა ხანგრძლივი მკურნალობის დროს მონოთერაპიის ან ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიის პიკზე. ამგვარად, სტანდარტული კლინიკური დაკვირვების გარდა, და თუ მიზანშეწონილია, შეიძლება ინფორმატიული იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის დონის ლაბორატორიული განსაზღვრა ფარული სისხლდენის და კლინიკურად გამოვლენილი სისხლდენის მნიშვნელობის რაოდენობრივი შეფასების მიზნით.
რივაროქსაბანის და ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიის კომბინირებული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, უნდა შენარჩუნდეს ბალანსი სისხლდენის რისკსა და იშემიური გართულებების თავიდან აცილების უპირატესობებეს შორის. გარდა ამისა, ეს პაციენტები მკურნალობის დაწყების მომენტიდან უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, სისხლდენის და ანემიის ნიშნებისა და სიმპტომების დროული აღმოჩენის მიზნით.
გაურკვეველი მიზეზით ჰემოგლობინის დონის ან არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, აუცილებელია სისხლდენის ადგილის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით <30 მლ/წთ), ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პაციენტების სისხლის პლაზმაში აღინიშნება რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა (დაახლოებით 1.6-ჯერ), რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სისხლდენის რისკის მატებას.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, კრეატინინის კლირენსით 15-29 მლ/წთ.
რივაროქსი გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ.
რივაროქსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით 30-49 მლ/წთ), ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზრდის რივაროქსაბანის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირით). აღნიშნული პრეპარატები წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს და მათი გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რაც შესაბამისად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
სიფრთხილის დაცვა აუცილებელია რივაროქსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), ანტიაგრეგანტები, სხვა ანტითრომბოზული საშუალებები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა განხილულ იქნას საკითხი შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რივაროქსის და აცეტილსალიცილის მჟავას ან რივაროქსის და აცეტილსალიცილის მჟავას დამატებული კლოპიდოგრელი/ტიკლოპიდინის გამოყენება ასაპ-თან ერთად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კომბინაციით მკურნალობისგან მიღებული სარგებელი მკვეთრად სჭარბობს მოსალოდნელი სისხლდენის განვითარების რისკს.
სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები
რივაროქსი, ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატები, სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგ., ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
- სისხლდენებისადმი თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება,
- მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია,
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქტიური დაწყლულების გარეშე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგ., ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და სხვა),
- სისხლძარღვოვანი რეტინოპათია,
- ბრონქოექტაზია ან ფილტვიდან სისხლდენა ანამნეზში,

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით, გულის იშემიური დაავადებით (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადებით (პად):
- 75 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსს აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელ/ტიკლოპიდინთან კომბინაციაში. სარგებელი-რისკის თანაფარდობის შეფასება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური წესით რეგულარულად.
- 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელ/ტიკლოპიდინთან კომბინაციაში.
- გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობის ნიშნებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ პაციენტებში რივაროქსაბანით მკურნალობის სარგებელი ნალკებია.

პაციენტები გულის ხელოვნური სარქველებით
რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში გულის ხელოვნური სარქველებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ პაციენტების მოცემულ კატეგორიაში რივაროქსის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტები ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით
პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტები, რივაროქსაბანის ჩათვლით, არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით, რომელთაც წარსულში აქვთ გადატანილი თრომბოზი. ამ პაციენტების შემთხვევაში პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ზრდის თრომოზის რისკს ვიტამინი K–ს ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.

პაციენტები ინსულტით ან/და ტრანზიტორული იშემიური შეტევით ანამნეზში
პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი და ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში. ხელმისაწვდომი შეზღუდული მონაცემები მცირე რაოდენობის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში, მიუთითებენ იმაზე, რომ ასეთმა პაციენტებმა შეიძლება არ მიიღონ უპირატესობა მკურნალობისგან.

პაციენტები გულის იშემიური დაავდებით / პერიფერიული არტერიების დაავადებით, რომლებმაც გადაიტანეს ჰემორაგიული ან ლაკუნარული ინსულტი ან იშემიური არა-ლაკუნარული ინსულტი
პაციენტები გულის იშემიური დაავადებით / პერიფერიული არტერიების დაავადებით, რომლებმაც გადაიტანეს ჰემორაგიული ან ლაკუნარული ინსულტი ან იშემიური, არა-ლაკუნარული ინსულტი წინა თვის განმავლობაში, არ არის შესწავლილი.

ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია
ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ჩატარებისას ან თავ-ზურგ-ტვინის პუნქციისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომბოზურ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან თავ-ზურგ-ტვინის ჰემატომების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დამბლა.
აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი შემდგომში იზრდება მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკის ზრდას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ეპიდურული პუნქციის, თავ-ზურგ-ტვინის პუნქციის ან მრავალჯერადი პუნქციის დროს მიღებულმა ტრავმამ.
ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომების (მაგ., ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავების ან შარდის ბუშტისA დისფუნქცია) გამოვლენის მიზნით საჭიროა პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს ან გეგმავენ მათ მიღებას, თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ ექიმის მიერ უნდა შეფასდეს პოტენციური სარგებლის და რისკის თანაფარდობა, თუმცა ასეთ სიტუაციებში რივაროქსაბანი 2.5 მგ-ის გამოყენების (აცეტილსალიცილის მჟავასთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელ / ტიკლოპიდინთან კომბინაციაში) კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

ნეიროაქსიალურ (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიასთან ან სპინალური პუნქციის დროს რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, აუცილებელია რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. ეპიდურული კათეტერის დაყენება / მოცილება ან ლუმბური პუნქცია უმჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის ანტითრომბოზული მოქმედება ფასდება როგორც დაბალი. ამავე დროს, თითოეული პაციენტისთვის ანტიკოაგულაციური ეფექტის საკმარისად დაბალი მაჩვენებლის მისაღწევად საჭირო ზუსტი დრო – უცნობია.
აუცილებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების დროული მოხსნა.

დოზირების რეკომენდაციები ქირურგიულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ
პაციენტისთვის ინვაზიური პროცედურის ჩატარების ან ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის კლინიკური დანიშნულების საფუძველზე, რივაროქსის 2.5 მგ დოზით მიღება უნდა შეწყდეს ჩარევამდე მინიმუმ 12 სთ-ით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების დროული მოხსნა.
იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურის გადადება არ შეიძლება, საჭიროა სასწრაფო ჩარევის აუცილებლობის შეფასება სისხლდენის მომატებულ რისკთან შედარებით.
ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის დასრულების შემდეგ, თუ შესაბამისი კლინიკური მაჩვენებლები და ჰემოსტაზი ნორმის ფარგლებშია, რივაროქსის მიღება უნდა განახლდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
ხანდაზმული პაციენტები,
პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
დერმატოლოგიური რეაქციები
სერიოზული კანის რეაქციები, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღინიშნა რივაროქსაბანის კვლევების დროის. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ამ რეაქციების განვითარების მაღალი რისკი, თერაპიის საწყის ეტაპზე: რეაქციები წარმოიქმნება უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველ კვირებში. რივაროქსაბანით მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის სერიოზული გამონაყარის გაჩენისთანავე (მაგალითად, გავრცელებული, გამოხატული ან/და ბუშტუკოვანი გამონაყარი), ან ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან ერთად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას.
ლაქტაზას თანდაყოლილი დეფიციტის, ლაქტოზას აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის დროს, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ჩYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები
რივაროქსის გამოყენებამ ჩYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის დაქვეითება და, შედეგად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს პრეპარატის სისტემური ზემოქმედება.
რივაროქსის და აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის, კეტოკონაზოლის, ერთდროული გამოყენება (400 მგ ერთხელ დღეში), რომელიც წარმოადგენს ჩYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUჩ-ის 2.6-ჯერ და ჩმახ-ის 1.7-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
რივაროქსის და აივ პროტეაზას ინჰიბიტორის, რიტონავირის (600 მგ 2-ჯერ დღეში), ერთდროული დანიშვნისას, რომელიც წარმოადგენს ჩYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUჩ-ის 2.5-ჯერ და ჩმახ-ის 1.6-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სისტემური მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით, რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კლარითრომიცინი (500 მგ 2-ჯერ დღეში), რომელიც ძლიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და ზომიერად P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.5-ჯერ და ჩმახ-ის 1.4-ჯერ მომატებას.
ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში), რომელიც ზომიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის და ჩმახ-ის მომატებას 1.3-ჯერ.
ACC-ს და Cmax-ის აღნიშნული ზრდა მერყეობს ნორმის ფარგლებში და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში) იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.8-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე. თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ერითრომიცინი იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.0-ჯერ და ჩმახ-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე.
ფლუკონაზოლი (400 მგ დღეში 1-ჯერ), CYP 3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის საშუალო მაჩვენებლის 1.4-ჯერ და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის 1,3-ჯერ ზრდას, რომელიც მიეკუთვნება AUC-ის და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ. კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანისა და დრონედარონის ერთდროული გამოყენება.
ანტიკოაგულანტები
ენოქსაპარინის (ერთჯერადი დოზა 40 მგ) და რივაროქსაბანის (ერთჯერადი დოზა 10 მგ) ერთდროული დანიშვნის შემდეგ, ანტიფაქტორ Xა-სთან მიმართებაში აღინიშნება ადიტიური ეფექტი, რასაც არ ახლავს დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ანთდ). ენოქსაპარინი არ ცვლის რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას. შისხლდენის მომატებული რისკის გამო, პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ, რდესაც იყენებენ რივაროქსს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად.
ასაპ/ანტიაგრეგანტები
რივაროქსაბანის (დოზით 15 მგ) და ნაპროქსენის (დოზით 500 მგ) ერთდროული მიღების შემდეგ, სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული იყოს ფარმაკოდინამიკური ეფექტი.
რივაროქსაბანის და აცეტილსალიცილის მჟავას (დოზით 500 მგ) ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკუ

ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy