Atoris - ატორისი 40 მგ. 30 ტაბლეტი

15,68 ლ
მარაგშია
SKU
19630_37

ჩვენებები:  პირველადი ჰიპერქოლესტერინემია  და შერეული ჰიპერლიპიდემია , ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია.

Atoris - ატორისი

სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 40მგ ატორვასტატინს კალციუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთირებები: პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.
აღწერილობა
მრგვალი, ოდნავ ამობურცული, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ინჰიბიტორები

ათქ კოდი: C10AA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ატორვასტატინი წარმოადგენს ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A- რედუქტაზას სელექტიურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, მარეგულირებელი ფერმენტისა, რომელიც მონაწილეობს 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნაში მევალონატად, რომელიც წარმოადგენს სტეროლების წინამორბედს, მათ შორის ქოლესტერინისა. ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ერთვებიან ღვიძლში ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემადგენლობაში, გადადიან სისხლის პლაზმაში და ტრანსპორტირდებიან პერიფერიულ ქსოვილებში. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები წარმოიქმნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისგან და კატაბოლიზდება უპირატესად რეცეპტორის მეშვეობით, რომლესაც გააჩნია მაღალი აფინურობა დაბალი სიმკვრივის ლიპორპოტეინების მიმართ.
ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას პლაზმაში და ლიპოპრტოტეინის კონცენტრაციას შრატში ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A- რედუქტაზას ინჰიბირების მეშვეობით და, აქედან გამომდინარე, ღვიძლში ქოლესტერინის ბიოსინთეზს, ასევე ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შებოჭვისა და კატაბოლოზმის გაძლიერებას.
ატორვასტატინი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკთა რიცხვს. ატორვასტატინი იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორების აქტივობის აბსოლუტურ და ხანგრძლივ გაძლიერებას, ცირკულირებადი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკების დადებით ხარისობრივ ცვლილებებთან შეთავსებით. ატორვასტატინი ეფექტურად ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონეს პაციენტებში ჰომოზიტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც მდგრადია სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით თერაპიის მიმართ.
დოზადამოკიდებული ეფექტის კვლევის მსვლელობაში ატორვასტატინის დამოყენებისას აღინიშნებოდა საერთო ქოლესტერინის (30%-60%), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (41%-61%), აპილოპიპროტეინ B-ს (34%-50%) და ტრიგლიცერიდების (14-33%) კონცენტრაციის შემცირება, ამასთან აღინიშნებოდა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და აპოლიპროტეინ A1-ის კონცენტრაციის ვარიაბელური ზრდა. მდგრადი შედეგები აღინიშნებოდა პაციენტებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჰიპერქოლესტერინემიის არაოჯახური ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ჩათვლით.
დამტკიცებულია, რომ საერთო ქოლესტერინის, დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და ალიპოპროტეინ B-ს კონცნეტრაციის შემცირება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის რისკს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
ტარდებოდა მრავალცენტრული 8-კვირიანი ღია კვლევა (შეისწავლებოდა გამოყენება სხვადასხვა ხანგრძლივობის ფაკულტატური ფაზით). კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული იყო 335 პაციენტი, რომელთაგან 89-ს აწუხებდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. ამ 89 პაციენტში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაცია საშუალოდ შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ატროვასტატინი გამოიყენებოდა დოზით 80 მგ-მდე/დღეში.
ათეროსკლეროზი
კვლევაში სახელწოდებით REVERSAL შეისწავლებოდა ათეროსკლეროზის რევერსია ინტენსიური ჰოპოლიპიდემიური თერაპიის მეშვეობით. ხდებოდა კორონალური ათეროსკლეროზის 80 მგ ატორვასტატინის გამოყენებით ინტენსიური ჰიპოლიპიდური მკურნალობის ეფექტის შედარება 40 მგ პრავასტატინის გამოყენებით სტდანდარტული ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ეფექტთან. სისხლძარღვების რენტგენოგრაფიის ჩატარებისას პაციენტებში გულის კორონალური დაავადებით გამოიყენებოდა სისხლძარღვშიდა ულტრაბგერითი გამოკვლევა. ამ რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, მრავალცენტრულ, კონტორლირებად სისხლძარღვშიდა ულტრაბგერით გამოკვლევაში კვლევის დასაწყისში და 18 თვის შემდეგ მონაწილეობდა 502 პაციენტი. ატორვასტატინის ჯგუფში (n=253) ათეროსკლეროზის პროგრესირება არ აღნიშნულა.
მედიანურმა ცვლილებამ ათერომის საერთო მიცულობის საწყისი დონიდან პროცენტებში (კვლევის ძირითადი კრიტერიუმი) შედაგინა -0,4% (მნიშვნელობა p=0,98) ატორვასტატინის ჯგუფში და +2,7% (მნიშვნელობა p=0,001) პრავასტატინის ჯგუფში (n=249). პრავასტატინის ეფექტთან შედარებისას ატორვასტატინს ჰქონდა სტატისტიკური მნიშვნელობა (მნიშვნელობა p=0,02). ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილებზე (რევასკულაციის საჭიროება, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, კორონარული სიკვდილი) ამ კვლევაში არ შესწავლილა.
ატორვასტატინის ჯგუფში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა საწყისი დონიდან 3,89 მმოლი/ლ ± 0,7 (150 მგ/დლ ± 28) საშუალო მნიშვნელობამდე 2,4 მმოლი/ლ ± 0,8 (78,9 მგ/დლ ± 30), პრავასტატინის ჯგუფში კი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა საწყისი დონიდან 3,89 მმოლი/ლ ± 0,7 (150 მგ/დლ ± 26) საშუალო მნიშვნელობამდე 2,85 მმოლი/ლ ± 0,7 (110 მგ/დლ ± 26) (მნიშვნელობა პ<0,0001). ატორვასტატინმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო ქოლესტერინის საშუალო კონცენტრაცია 34,1%-ით (პრავასტატინი: -18,4%, მნიშვნელობა p<0,0001), ტრიგლიცერიდების საშუალო კონცენტრაცია 20%-ით (პრავასტატინი: -6,8%, მნიშვნელობა p<0,0009) და აპოლიპიპროტეინ B-ს საშუალო კონცენტრაცია 39,1%-ით (პრავასტატინი: -22,0%, მნიშვნელობა პ<0,0001). ატორვასტატინის გამოყენებისას აღინიშნებოდა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო კონცენტრაციის ზრდა 2,9%-ით (პრავასტატინი: +5,6%, პ-ს უმნიშვნელო სიდიდის დროს). C-რეაქტიული ცილას კონცენტრაცია ატორვასტატინის ჯგუფში შემცირდა 36,4%-ით, პრავასტატინის ჯგუფში კი - 5,2%-ით (მნიშვნელობა პ<0,0001).
შედეგები მიღებული იყო 80 მგ დოზის გამოყენებისას. ამიტომ არ შეიძლება მათი ექსტრაპოლირება უფრო მცირე დოზირებაზე.
უსაფრთხოების და ამტანობის პროფილი ორივე ჯგუფში იყო მსგავსი.
ინტენსიური ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილებზე აღნიშნულ კვლევაში არ ჩატარებულა. ამასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პირველადი და მეორადი პროფილაქტიკის კუთხით უცნობია.
მწვავე კორონარული სინდრომი
კვლევაში სახელწოდებით MIRACL 80 მგ ატორვასტატინის ეფექტი ფასდებოდა 3086 პაციენტში (ატორვასტატინის ჯგუფი n=1538, პლაცებოს ჯგუფი n=1548) მწვავე კორონარული სინდრომით (მიოკარდის ინფარქტი Q კბილის გარეშე ან არასტაბილური სტენოკარდია). თერაპია იწყებოდა სტაციონარში შესვლის შემდეგ მწვავე ფაზის დროს და გრძელდებოდა 16 კვირის განმავლობაში. 80 მგ/დღეში ატორვასტატინის ჯგუფში აღინიშნებოდა დროის გახანგრძლივება ძირითად საბოლოო მაჩვენებლის დადგომამდე (სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით, მიოკარდის არაფატალური ინფარქტი, გულის რეანიმირებული გაჩერება, სტენოკარდია მიოკარდიალური იშემიის ნიშნებით, რომელიც მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას), რაც მიუთითებდა 16%-ით რისკის შემცირებაზე (მნიშვნელობა p=0,048). აღნიშნული შედეგი ძირითადად განპირობებულია მიოკარდიული იშემიის ნიშნებით სტენოკარდიასთან დაკავშირებული განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 26%-ით შემცირებით (მნიშვნელობა p=0,018). სხვა, ცალ-ცალკე აღებულმა, დამატებითმა საბოლოო მაჩვენებლებმა ვერ მიაღწიეს სტატისტიკური მნიშვნელობის დონეს (მთლიანობაში: პლაცებო 22,2%, ატორვასტატინი 22,4%).
ატორვასტატინის უსაფრთხოების პროფილი MIRACL კვლევაში შეეფერებოდა ნაწილში “გვერდითი ეფექტები” მოყვანილ მონაცემებს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა
ატორვასტატინის გამოყენების ეფექტი გულის არაფატალური კორონარული დაავადების თერაპიისათვის შეისწავლებოდა რანდომიზირებულ, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ASCOT-LLA (გულ-სისხლძარღვთა შედეგების ანგლო-სკანდინავიური კვლევა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ჯგუფთან). გამოსაკვლევი პოპულაცია შეადგინეს 40-79 წლის ჰიპერტენზიულმა პაციენტებმა მიოკარდის დიაგნოსტირებული ინფარქტის გარეშე, რომლებსაც ადრე არ გაუვლიათ თერაპია სტენოკარდიასთან დაკავშირებით, საერთო ქოლესტერინის დონით 6,5 მმოლი/ლ (251 მგ/დლ). ყველა პაციენტს გააჩნდა ქვემოთ ჩამოთვლილიდან როგორც მინიმუმ 3 წინასწარ დადგენილი გულ-სისხლძრაღვთა რისკის ფაქტორი: მამრობითი სქესი, ასაკი 55 წელს, თამბაქოს მოწევა, დიაბეტი, ახლო ნათესავის გულის კორონარული დაავადება, საერთო ქოლესტერინი: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი 6, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტოფია, წინამორბედი ცერებროვასკულარული დარღვევა, ელექტროკარდიოგრამის შედეგების დამახასიათებელი გადახრა, პროტეინურია/ალბუმინურია. გულ-სისხლძარღვთა პირველი მოვლენის განვითარების რისკი არ აღენიშნებოდა ყველა შერჩეულ პაციენტს.
პაციენტებს უტარდებოდათ ანტიჰიპერტენზიული თერაპია (ამლოდიპინის ან ათენოლოლის გამოყენებით), თერაპია 10 მგ/დღეში ატორვასტატინის გამოყენებით (n=5168) ან იღებდნენ პლაცებოს (n=5137).
რისკის აბსოლუტური ან შეფარდებითი შემცირების ეფექტი ატორვასტატინის გამოყენების დროს იყო შემდეგი:

დაავადება რისკის შეფარდებითი შემცირება (%) დაავადებების რაოდენობა (ატორვასტატინიპლაცებოსთან შედარებით) რისკის აბსოლუტური შემცირება 1 (%) p-ს მნიშვნელობა
ფატალური გკდ (გულის კორონალური დაავადება) + 36% 100 154-ის წინააღმდეგ 1,1% 0,0005
ფატალური მი (მიოკარდიუმის ინფარქტი) 20% 389 483-ის წინააღმდეგ 1,9% 0,0008
გულ-სისხლძარღვთა მოვლენები და რევასკულარი 29% 178 247-ის წინააღმდეგ 1,4% 0,0006
ზაციის პროცედურები მთლიანობაში        
კორონარული შეტევები მთლიანობაში        

 

1 3,3 წლის მედიანური ხანგრძლივობის მომდევნო დაკვირვევების პერიოდის მოვლენების საერთო სიხშირის მაჩვენებლების სხვაობიდან გამომდინარე.
გკდ=გულის კორონარული ინფარქტი; მი=მიოკარდიუმის ინფარქტი.
როგორც საერთო, ასევე გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირება აღნიშნული არ ყოფილა (185 მოვლენა 212-ის წინააღმდეგ, მნიშვნელობა p=0,17; 74 მოვლენა 82-ის წინააღმდეგ, მნიშვნელობა p=0,51). სქესობრივი კუთვნილების ფაქტორის ზეგავლენა ანალიზების შედეგენის მიხედვით ქვეჯგუფებში (81% - მამაკაცები, 19% - ქალები): აღნიშნულია დადებითი ეფექტი მამაკაცებში, ქალებში ეფექტის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ, ქვეჯგუფში მოვლენების დაბალი სიხშირის გამო. როგორც სერთო, ასევე გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები იყო უფრო მაღალი მდედრობითი სქესის პაციენტებში (38 შემთხვევა 30-ის წინააღმდეგ და 17 შემთხვევა 12-ის წინააღმდეგ), მაგრამ ისინი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი გავლენა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის მხრივ საწყის დონეზე. ძირითადი საბოლოო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება (ფატალური გულის კორონარული დაავადება + არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი) აღინიშნებოდა ატორვასტატინით თერაპიის შედეგად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს (Hღ 0,47 (0,32-0,69), მნიშვნელობა p=0,00008), რასაც ვერ ვიტყვით პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ ათენოლოლს (HR 0,83 (0,59-1,17), მნიშვნელობა პ=0,287).
კვლევა სახელწოდებით CARDS (ატორვასტატინის გამოყენების ერთობლივი კვლევა დიაბეტის მქონე პაციენტებში) ტარდებოდა ფატალურ და არაფატალურ გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე ატორვასტატინის გამოყენების ზეგავლენის შესწავლის მიზნით. რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, მრავალცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობისათვის შერჩეული იქნა 40-74 წლის ასაკის პაციენტები დიაბეტის 2 ტიპით, წინამორბედი გულ-სისხლძარღვთა დაავადების გარეშე, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქილესტერინის კონცენტრაციით 4,14 მმოლი/ლ (160 მგ/დლ) და ტრიგლიცერიდების დონით 6,78 მმოლი/ლ (600 მგ/დლ). ყველა პაციენტს გააჩნდა როგორც მინიმუმ 1 შემდეგი რისკის ფაქტორებიდან: არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქოს მოწევა, რეტინოპათია, მიკროალბუმინურია ან მაკროალბუმინურია.
პაციენტები ღებულობდნენ ატორვასტატინს 10 მგ/დღEში (n=1428) ან პლაცებოს (n=1410), შემდგომი დაკვირვების პერიოდის მედიანურმა ხანგრძლივობამ შეადგინა 3,9 წელი.
რისკის აბსოლუტური და შეფარდებითი შემცირების ეფექტი ატორვასტატინის გამოყენების დროს იყო შემდეგი:

დაავადება რისკის შეფარდებითი შემცირება (%) დაავადებების რაოდენობა (ატორვასტატინიპლაცებოსთან შედარებით) რისკის აბსოლუტური შემცირება 1 (%) p-ს მნიშვნელობა
ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (ფატალური და არაფატალური მმი, უსიმპტომო მი, სიკვდილი მწვავე გკდ, არასტაბილური სტენოკარდია, აკშ, კანის გავლით ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა, რევასკულარიზაცია, ინსულტი)

 

37%

 

 

 

 

 

 

42%

 

 

 

48%

83 127-ის წინააღმდეგ

 

 

 

 

 


38 64-ის წინააღმდეგ

 

 

 

21 39 ის წინააღმდეგ

 

3,2%

 

 

 

 

 


1,9%

 

 

 

1,3%

 

0,0010

 

 

 

 

 

0,0070

 

 

 

 

0,0163

მი (ფატალური და არაფატალური მმი, უსიმპტომო მი)        
ინსულტები (ფატალური და არაფატალური)        

 

1 3,3 წლის მედიანური ხანგრძლივობის მომდევნო დაკვირვევების პერიოდის მოვლენების საერთო სიხშირის მაჩვენებლების სხვაობიდან გამომდინარე.
მმი=მიოკარდის მწვავე ინფარქტი; აკშ=აირტო-კორონარული შუნტირება; გკდ=გულის კორონარული დაავადება; მი=მიოკარდიუმის ინფარქტი.
თერაპიის ეფექტი არ იყო დამოკიდებული სქესობრივ, ასაკობრივ კუთვნილებაზე და დაბალი სიმკვრიცის ლიპოპროტეინული ქილესტერინის საწყისს დონეზე. აღინიშნებოდა სიკვდილიანობის დონის შემცირებისადმი დადებითი ტენდენცია (სიკვდილის 82 შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში სიკვდილის 61 შემთხვევის წინააღმდეგ ატორვასტატინის ჯგუფში, მნიშვნელობა p=0,0592).
განმეორებითი ინსულტი
ქოლესტერინის დონის ინტენსიური შემცირების მეშვეობით ინსულტის პროფილაქტიკის კლევაში (შPAღჩL კვლევა) მონაწილეობდა 4731 პაციენტი. მონაწილეები იღებდნენ ატორვასტატინს 80 მგ/დღეში ან პლაცებოს. ყველა შერჩეულმა პაციენტმა ანამნეზში გულის კორონარული დაავადების გარეშე წინა 6 თვის განმავლობაში გადაიტანა ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. მამაკაცები შეადგენდნენ მონაწილეების 60%-ს, პაციენტების საშუალო ასაკი - 63 წელი (21-დან 92 წლამდე), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საშუალო დონემ საწყის დონეზე შეადგინა 133 მგ/დლ (3,4 მმოლი/ლ). თერაპიის ჩატარებისას დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო დონემ ატორვასტატინის ჯგუფში შეადგინა 73 მგ/დლ (1,9 მმოლი/ლ), პლაცებოს ჯგუფში კი - 129 მგ/დლ (3,3 მმოლი/ლ). შემდგომი დაკვირვების პერიოდის მედიანურმა ხანგრძლივობამ შეადგინა - 4,9 წელი.
პლაცებოსთან შედარებით 80 მგ/დღეში ატორვასტატინმა შეამცირა ძირითადი საბოლოო მაჩვენებლის რისკი (ფატალური ან არაფატალური ინსულტი) 15%-ით (HR 0,85; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 0,72-1,00; მნიშვნელობა p=0,05 ან 0,84; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 0,71-0,99; მნიშვნელობა პ=0,03 კორექტირების შემდეგ საწყისი ფაქტორების გათვალისწინებით).
საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლები: ატორვასტატინის ჯგუფი - 9,1% (216/2365), პლაცებოს ჯგუფი - 8,9% (211/2366).
რეტროსპექტიული ანალიზის მონაცემები: 80 მგ ატორვასტატინის გამოყენებამ შეამცირა იშემიური ინსულტის შემთხვევების სიხშირე (218/2365, 9,2% 274/2366, 11,6%-ის წინააღმდეგ, მნიშვნელობა პ=0,01) და გაზარდა ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევების სიხშირე (55/2365, 2,3% 33/2366, 1,4%-ის წინააღმდეგ, მნიშვნელობა პ=0,02) პლაცებოსთან შედარებით.
- ჰემორაგიული ინსულტის მომატებული რისკი აღინიშნებოდა პაციენტებში, კვლევაში ჩართვის მომენტისათვის უკვე გადატანილი ჰემორაგიული ინსულტით (7/45 ატორვასტატინის ჯგუფში 2/48-ს წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში; (HR 4,06; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 0,84-19,57). იშემიური ინსულტის რისკი იყო პრაქტიკულად ერთნაირი ორივე ჯგუფში (3/45 ატორვასტატინის ჯგუფში 2/48-ს წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში; HR 1,64; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 0,27-9,82).
- ჰემორაგიული ინსულტის მომატებული რისკი აღინიშნებოდა პაციენტებში, კვლევაში ჩართვის მომენტისათვის გადატანილი ლაკუნარული ინფარქტით (20/708 ატორვასტატინის ჯგუფში 4/701-ის წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში; HR 4,99; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 1,71-14,61), ამასთან აღნიშნულ პაციენტებში აღინიშნებოდა იშემიური ინსულტის შემცირებული რისკი (79/708 ატორვასტატინის ჯგუფში 102-107-ის წინააღმდეგ პლაცებოს ჯგუფში; HR 0,76; 95%-ანი ნდობის ინტერვალი 0,57-1,02). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინსულტის მომატებული რისკი დამახასიათებელია პაციენტებისათვის ადრე გადატანილი ლაკუნარული ინფარქტით, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს 80 მგ/დღეში.
- საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლები პაციენტების ქვეჯგუფში ადრე გადატანილი ჰენორაგიული ინსულტით: ატორვასტატინის ჯგუფი - 15,6% (7/45), პლაცებოს ჯგუფი - 10,4% (5/48). საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლები პაციენტების ქვეჯგუფში ადრე გადატანილი ლაკუნარული ინფარქტით: ატორვასტატინის ჯგუფი - 10,9% (77/708), პლაცებოს ჯგუფი - 9,1% (64/701).
საბავშვო ასაკის პაციენტები
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესატერინემია 6-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში
ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებების, ასევე უსაფრთხოების და ამტანობის ღია 8-კვირიანი კვლევა ტარდებოდა ბავშვების და მოზარდების მონაწილეობით გენეტიკურად დადასტურებული ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპრპტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციით 4 მმოლი/ლ საწყის დონეზე. სულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 6-დან 17 წლამდე ასაკის 39 ბავშვი და მოზარდი (1 სტადია ტანერის მიხედვით). ჯგუფი ფორმირებული იყო 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისაგან (სტადია 2 ტანერის მიხედვით).
A ჯგუფში ატორვასტატინის საწყისმა დღიურმა დოზამ საღეჭი ტაბლეტის ფორმით შეადგინა 5 მგ, B ჯგუფში კი - 10 მგ (ტაბლეტის ფორმით). კვლევის პირობებით დაშვებული იყო დოზის გაორმაგება ატორვასტატინის კარგი ამტანობის შემთხვევაში, თუ დროის ნიშნულზე “კვირა 4”@ არ მიიღწევოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონის მიზნობრივი მაჩვენებელი <3,35 მმოლი/ლ.
დროის ნიშნულთან ”კვირა 2” კვლევის ყველა სუბიექტს აღენიშნებოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის და ალიპოპროტეინ B-ს საშუალო მაჩვენებლების შემცირება. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გაორმაგებულ დოზას, დამატებითი შემცირება აღინიშნებოდა უკვე 2 კვირის შემდეგ დოზის გაზრდის შემდეგ პირველი შეფასების ჩატარების დროს. ლიპიდების მაჩვენებლების საშუალო შემცირება პროცენტებში იყო მსგავსი ორივე ჯგუფში მიუხდავად იმისა, აგრძელებდნენ თუ არა ისინი საწყისი დოზის მიღებას ან იღებდნენ გაორმაგებულ დოზას. დროის ნიშნულში “კვირა 8” საწყისი მნიშვნელობიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და საერთო ქოლესტერინის დონეების ცვლილებებმა შეადგინეს 40% და 30% შესაბამისად, დოზის მიუხედავად.
ჰეტეროზიგოტული ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში
ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა შემდგომი ღია ფაზით ტარდებოდა 10-დან 17 წლამდე (საშუალო ასაკი 14,12 წელი) 187 ბავშვის მონაწილეობით (ყმაწვილები და გოგონები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ პირველი მენსტრუაცია) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესატერინემიით ან მძიმე ჰიპერქოლესტერინემიით. რანდომიზაციის შემდეგ კვლევის 140 სუბიექტი იღებდა ატორვასტატინს, 47 კი - პლაცებოს 26 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც 26 კვირის განმავლობაში კვლევის ყველა სუბიექტი იღებდა ატორვასტატინს. ატორვასტატინის დღიური დოზა (ერთ მიღებაზე) შეადგენდა 10 მგ-ს პირველი 4 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე აღემატებოდა 3,36 მმოლი/ლ, ხდებოდა დოზის ტიტრირება 20 მგ-მდე. კვლევის 26-კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში ატორვასტატინის გამოყენებით აღინიშნებოდა პლაზმაში საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ალიპოპროტეინ B-ს დონეების მნიშვნელოვანი შემცირება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო დონემ შეადგინა 3,38 მმოლი/ლ (დიაპაზონი: 1,81 - 6,26 მმოლი/ლ) ატორვასტატინის ჯგუფში და 5,91 მმოლი/ლ (დიაპაზონი: 3,93 - 9,96 მმოლი/ლ) პლაცებოს ჯგუფში 26-კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში.
დამატებით კვლევაში საბავშვო ასაკის (10-18 წელი) პაციენტების მონაწილეობით ჰიპერქოლესტერინემიით ხდებოდა ატორვასტატინით მკურნალობის კოლესტიპოლით თერაპიასთან შედარება. დროის ნიშნულში “კვირა 26” ატორვასტატინის ჯგუფში (N=25) აღინიშნებოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება (მნიშვნელობა პ <0,05) კოლესტიპოლის ჯგუფში მიღებულ შედეგებთან შედარებით (N=31).
ატორვასტატინის გამოყენების კვლევა ასევე ტარდებოდა საბავშვო ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჰიპერქოლესტერინემიით (ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით), 46 ბავშვი იღებდა ატორვასტატინს, რომლის დოზის ტიტრირება ხდებოდა თერაპიაზე პასუხის შესაბამისად (ზოგიერთი შესამოწმებელი პირი დღეში იღებდა 80 მგ ატორვასტატინს). კვლევა ტარდებოდა 3 წლის განმავლობაში: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე 36%-ით იყო შემცირებული.
ატორვასტატინით თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობა, რომელიც ტარდებოდა ბავშვობაში, ავადობის და მოზრდილ ასაკში სიკვდილიანობის შემცირების ჭრილში, განსაღვრული არ ყოფილა.
სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო არ მოითხოვს ატორვასტატინის გამოყენების კვლევების შედეგების წარდგენას ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული (შერეული) ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში (ჩმახ) აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით, პერორალურად მიღების შემდეგ შეადგენს 95%-99% ატორვასტატინთან შედარებით პერორალურად შესაყვანი ხსნარის ფორმით. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა უდრის დაახლოებით 12%-ს, მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური მისაწვდომობა ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას მიმართ შეადგენს დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური მისაწვდომობა განპირობებულია პრესისტემური კლირენსით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში და/ან მეტაბოლიზმით ღვიძლში “პირველი გასვლისას”.
განაწილება
ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით უდრის 381 ლ. პლაზმის ცილებთან ატორვასტატინის შეკავშირების ხარისხი 98%-ს.
ბიოტრანსფორმაცია
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება P450 3A4 ციტოქრომით ორტო- და პარაჰიდროქსილირებული წარმოებულების, ასევე ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტების წარმოქმნით. ამ პროდუქტების შემდგომი მეტაბოლიზმი ხდება გლუკურონიზაციის გზით. აღნიშნული კვლევები ინ ვიტრო აჩვენებენ, რომ ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას დათრგუნვა ორტო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებით ექვივალენტურია მისი დათრგუნვისა ატორვასტატინით. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას მიმართ პლაზმაში დაახლოებით 70%-ით განპირობებულია ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტივობით.
გამოყოფა
ღვიძლის და/ან ღვიძლგარეშე მეტაბოლიზმის შემდეგ ატორვასტატინი გამოიყოფა უპირატესად ნაღველით. ამასთან ატორვასტატინი არ ექვემდებარება ენტეროჰეპათურ რეცირკულაციას. ატორვასტატინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ადამიანის სისხლის პლაზმიდან შეადგენს 14 საათს. მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 20-30 საათის ტოლია, რაც აიხსნება აქტიური მეტაბოლიტების არსებობით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები ჯანმრთელი ხანდაზმული ასაკის პაციენტების პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე სრულწლოვანებას მიღწეულ ახალგაზრდა ადამიანებისა; იმავე დროს ლიპიდური ეფექტები შესადარებელია ეფექტებთან, რომლებიც აღენიშნებათ უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს.
საბავშვო ასაკის პაციენტები: ღია 8-კვირიან კვლევაში (სტადიები 1 (N=15) და 2 (N=24) ტანერის მიხედვით) ბავშვები (6-17 წლის ასაკი) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინემიით საწყის დონეზე 4 მმოლი/ლ იღებდნენ 5 მგ ან 10 მგ ატორვასტატინს საღეჭი ტაბლეტების ფორმით, ამ 10 მგ ან 20 მგ-ს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით, დღეში ერთხელ შესაბამისად. სხეულის მასა იყო ერთადერთი დამოუკიდებელი ცვლადი ატორვასტატინის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ მოდელში. მოჩვენებითი კლირენსი ატორვასტატინის პერორალურად მიღებისას საბავშვო ასაკის სუბიექტებში იყო ანალოგიური მაჩვენებლის მსგავსი მოზრდილებში სხეულის მასის მიხედვით ალომეტრული გაანგარიშების პირობით. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და საერთო ქოლესტერინის დონეების მდგრადი შემცირება აღინიშნებოდა ატორვასტატინის და ო-ჰიდროქსიოატორვასტატინის ზემოქმედების ყველა დიაპაზონზე.
სქესობრივი კუთვნილების ფაქტორი: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები ქალის ორგანიზმში გასხვავდება ამ მონაცემებისაგან მამაკაცებში (ქალებში Cmax დაახლოებით 20%-ით უფრო მაღალია, AUC მნიშვნელობა კი დაახლოებით 10%-ით დაბალი). ამ სხვაობებს არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანი სხვაობები ლიპიდურ ეფექტებს შორის ქალებში და მამაკაცებში არ აღნიშნულა.
თირკმელების უკმარისობა: თირკმელების უკმარისობის არსებობა არ მოქმედებს კონცენტრაციაზე პლაზმაში და ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების ლიპიდურ ეფექტებზე.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებით (კლასი B ჩაილდ-პიუს სკალით) ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციები პლაზმაში შესამჩნევად მაღალია (Cmax და AUC გადაჭარბებულია, შესაბამისად, 16 და 11 ჯერ).
პოლიმორფიზმი SLCO1B1: ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ყველა ინჰიბიტორების ღვიძლისმიერ მიტაცებაში, ატორვასტატინის ჩათვლით, მონაწილეობს ტრანსპორტიორი OATP1B1. პაციენტები პოლიმორფიზმით SLCO1B1 არიან ატორვასტატინის ზემოქმედების გაძლიერების რისკის ქვეშ, რასაც შეიძლება მოყვეს რაბდომიოლიზის განვითარების რისკი. პოლიმორფიზმი OATP1B1 კოდით (SLCO1B1 ც.521CC) დაკავშირებულია ატორვასტატინის ზემოქმედების გაზრდასტან 2,4 ჯერ (AUC), თუ შევადარებთ პირებს გენოტიპის ამ ვარიანტის გარეშე (C.521TT). უცნობია, რა ხარისხით შეიძლება აისახოს ეს გარემოება ეფექტურობაზე.

გამოყენების ჩვენება
ჰიპერქოლესტერინემია
ატორვასტატინი ინიშნება დიეტის დანამატის სახით პაციენტების სამკურნალოდ საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ალიპორპოტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების მომატებული დონით, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონის მოსამატებლად ავადმყოფებში პირველადი ქოლესტერინემიით (მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით), კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (ფრედრიქსონის ტიპი IIა და IIბ), პლაზმაში ტრიგლიცერიდების მომატებული დონით (ფრედრიქსონის ტიპი III), იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა არ ახდენს საკმარის ეფექტს.
ატორვასტატინი ასევე ნაჩვენებია საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონის შესამცირებლად პაციენტებში ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის საკმარისი რეაქცია დიეტაზე ან სხვა არაწამლისმიერ ღონისძიებებზე.
გულ-სისხლძარღცვთა გართულებების პროფილაქტიკა
პაციენტებისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კლინიკური ნიშნების გარეშე, დისლიპიდემიით ან მის გარეშე, მაგრამ გულის იშემიური დაავადების რისკის მრავალი ფაქტორებით, როგორიცაა მოწევა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი ქოლესტერინი ან გულის ადრეული იშემიური დაავადებით ოჯახურ ანამნეზში, ნაჩვენებია ატორვასტატინის გამოყენება:
• სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად გულის იშემიური დაავადების და მიოკარდის არაფატალური ინფარქტის დროს;
• ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად;
• რევასკულარიზაციის ოპერაციის ჩატარების რისკის და სტენოკარდიის განვითარების რისკის შესამცირებლად;
• გულის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად;
• სტენოკარდიის განვითარების რისკის შესამცირებლად.
გამოყენება ბავშვებში (პაციენტები 10-17 წლის ასაკში)
ატორვასტატინი ნაჩვენებია დიეტის დანამატის სახით საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ალიპოპროტეინ B-ს დონის შესამცირებლად გოგონებში მენარქეს შემდეგ და ყმაწვილებში 10-17 წლის ასაკში ჰეტეროზიგოტული მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით ანამნეზში, თუ შესაბამისი სასინჯი სამკურნალო დიეტის შემდეგ სახეზეა შემდეგი მაჩვენებლები:
ა. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე რჩება 190 მგ/დლ ან
ბ. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე რჩება 160 მგ/დლ და ამასთან:
• არსებობს მემკვიდრეობითი გამწყობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული განვითარებისადმი ან
• ამ მომენტისათვის ბავშვებს გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის 2 ან მეტი სხვა ფაქტორი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში.
გაურკვეველი გენეზის შრატისმიერი ტრანსამინაზების პერსისტიული მომატებული კონცენტრაცია (3 ჯერზე მეტად).
ორსულობა და ლაქტრაციის პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება
ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი დიეტაზე, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში ლიპიდების შემცველობის შემცირებას, რომელიც უნდა იქნას დაცული პრეპარატით თერაპიის განმავლობაში.
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველდღიურად. საჭირო ეფექტის მიხედვით დღიური დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი არაუმეტეს 80 მგ-მდე. პაციენტმა უნდა მიიღოს ატორისი ერთჯერადად დღის განმავლონაში ნებისმიერ დროს, მაგრამ ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე. პრეპარატს იღებენ საკვების მიღების მიუხედავად. მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის ორი კვირის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი კი ვითარდება ოთხი კვირის შემდეგ. ამიტომ არ არის რეკომენდირებული დოზირების შეცვლა უფრო ადრე, ვიდრე ოთხი კვირის შემდეგ წინა დოზით პრეპარატის მიღების დაწყებიდან.
პირველადი (ჰეტეროზიგოტური ოჯახური და პოლიგენური) ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი II ა) და შერეული ჰიპერლიპიდემია (ტიპი II ბ)
მკურნალობა იწყება რეკომენდირებული საწყისი დოზით, რომელსაც ეფექტის მიხედვით ზრდიან თავდაპირველად არჩეული დოზით ოთხი კვირის მკურნალობის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
მოზრდილი პაციენტები. დოზების დიაპაზონი ისეთივეა, როგორც ჰიპერლიპიდემიის სხვა ტიპების დროს. საწყისი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების გამოხატულების მიხედვით. უმეტეს პაციენტებში ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით ოპტიმალური ეფექტი მიიღწევოდა 80 მგ დღიური დოზით პრეპარატის გამოყენებისას. ატორისი გამოიყენება დამატებითი ტერაპიის სახით მკურნალობის სხვა მეთოდებთან (პლაზმაფერეზი) ან როგორც ძირითადი მკურნალობა, თუ შეუძლებელია თერაპია სხვა მეთოდების დახმარებით.
ხანდაზმული ასაკის პირებში და ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით არ არის საჭირო ატორისის რეკომენდირებული დოზების შეცვლა.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევებით აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის შენელებასთან დაკავშირებით. მსგავს სიტუაციებში საჭიროა კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების სათანადო კონტროლირება, და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებების გამოვლინების შემთხვევაში დოზა უნდა იქნას შემცირებული, ან მკურნალობა შეწყვეტილი. ატორისი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებებით აქტიურ სტადიაში. 3 ჯერზე მეტად ტრანსამინაზების დონის ზედა ზღვარის მდგრადი მომატების დროს რეკომენდირებულია პრეპარატის დოზირების შემცირება ან მისი გამოყენების შეყვეტა.
გამოყენება პედიატრიაში
კლინიკური მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს. ატორისი შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ. ბავშვების სამკურნალოდ ატორვასტატინის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია მხოლოდ ავადმყოფების მცირე პოპულაციით (10-17 წლის ასაკი), რომლებიც დაავადებულნი არიან მძიმე დისლიპიდემიის ზოგიერთი ფორმებით (როგორიცაა, მაგალითად, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია).
ატორისის რეკომენდირებული საწყისი დღიური დოზა ავადმყოფების ამ ჯგუფებისათვის შეადგენს 10 მგ-ს; პრეპარატის ეფექტურობის და ამტანობის მიხედვით ის შეიძლება იქნას გაზრდილი 80 მგ-მდე დღეში. შემდგომი დაკვირვება ამ ბავშვების განვითარებაზე არ განხორციელებულა.
ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია ბავშვებში (10-17 წლის ასაკში)
ატორვასტატინის რეკომენდირებული სასტარტო დოზა შეადგენს 10 მგ/დღეში, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა - 20 მგ/დღეში (20 მგ-ზე მაღალი დოზები არ არის წარმოდგენილი კვლევებში პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში). დოზა უნდა შეირჩეს ინდუვიდუალურად მკურნალობის რეკომენდირებული მიზნის მიხედვით. დოზის შეცვლა უნდა ჩატარდეს 4 კვირის ან მეტი ხნის ინტერვალით.

გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ატორისსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ატორვასტატინით მკურნალობის პროცესში, იყოფა შემდეგ ჯგუფებზე გაჩენის სიხშირის მიხედვით:
• ძალიან ხშირი (1/10),
• ხშირი (1/100 <1/10-მდე),
• არახშირი (1/1000 <1/100-მდე),
• იშვიათი (1/10,000 <1/1000-მდე),
• ძალიან იშვიათი (<1/10,000-მდე), უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
• ხშირი: ნაზოფარინგიტი.
დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ
• იშვიათი: თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
• ხშირი: ალერგიული რეაქციები
• ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
• ხშირი: ჰიპერგლიკემია
• არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონის დაკარგვა, ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები
• არახშირი: კოშმარული სიზმრები, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
• ხშირი: თავის ტკივილი
• არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპესთეზია, დისგევზია, ამნეზია
• იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
• ხშირი: ბუნდოვანი ხედვა
• იშვიათი: მხედველობის დარღვევები
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინტის სისტემის მხრივ
• არახშირი: ტინიტუსი (შუილი ყურებში)
• ძალიან იშვიათი: სმენის დაკარგვა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
• ხშირი: ხახისა და ხორხის ტკივილი, ეპისტაქსისი
ჰეპატობილიარული დარღვევები
• არახშირი: ჰეპატიტი
• იშვიათი: ქოლესტაზი
• ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
• ხშირი: გულისრევა, მეტეორიზმი, დისპეპსია, შეკრულობა, დიარეა
• არახშირი: ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ბოყინი, პანკრეატიტი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
• არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია
• იშვიათი: ანგიონევროტული შეშუპება, ბულეზური გამონაყარი (მულტიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ
• ხშირი: მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთოვანი სპაზმები, სახსრების შეშუპება
• არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა
• იშვიათი: მიოპატია, მიოზიტი, რაბდომილიოზი, ტენდინოპათია, ხანდახან გართულებული გაწყვეტით
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
• ძალიან იშვიათი: გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები
• არახშირი: ასთენია, პერიფერიული შეშუპებები, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობის შეგრძნება, პირექსია
ლაბორატორიული მაჩვენებლები
• ხშირად: ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების გადახრები, სისხლში კრეატინინკინაზას მომატებული დონე
• არახშირად: ანალიზის დადებითი შედეგები ლეიკოციტებზე შარდში.
როგორც ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ატორვასტატინით მკურნალობის დროს პაციენტებში აღინიშნებოდა შრატში ტრანსამინაზების მომატებული დონეეები. ეს ცვლილებები ატარებდნენ. როგორც წესი, სუსტ, გარდამავალ ხასიათს და არ საჭიროებდნენ თერაპიის შეწყვეტას. შრატში ტრანსამინაზების კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატებული დონეები აღინიშნებოდა 0,8% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს. აღნიშნული გადახრები იყო დოზადამოკიდებული და შექცევადი ყველა პაციენტში.
კრეატინკინაზას მომატებული დონე, რომელიც 3 ჯერზე მეტად აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს, აღენიშნებოდა პაციენტების 2,5%-ს. რომლებიც იღებდნენ ატორვსატატინს; მსგავსი შედეგები აღნიშნულია ჰიდროქსი-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში კლინიკურ კვლევებში. დონეები, რომლებიც 10 ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს, აღინიშნებოდა პაციენტების 0,4%-ში, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს.
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები აღინიშნებოდა ცალკეული სტატინების გამოყენების დროს:
• სექსუალური დისფუნქცია
• დათრგუნული მდგომარეობა
• ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების იშვიათი შემთხვევები, კერძოდ ხანგრძლივი თერაპიის დროს.

ჭარბი დოზირება
სპეციფიური თერაპია ჭარბი დოზირების სამკურნალოდ არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციონალური სინჯები და შრატში კრეატინინის დონის კონტროლირება. პლაზმის ცილებთან ატორვასტატინის მნიშვნელოვანი შეკავშირების შედეგად ატორვასტატინის კლირენსის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ასევე სხვა სახის ურთიერთქმედებები
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება P450 3A4 (CYP3A4) ციტოქრომით და წარმოადგენს სუბსტრატს სატრანსპორტო ცილების, მაგალითად ღვიძლში ფერმენტ-გადამტანის OATP1B1 მიმართ. CYP3A4 ინჰიბიტორების ან სატრანსპორტო ცილების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის ზრდა და მიოპათიის განვითარების რისკის გაძლიერება. აღნიშნული რისკის ზრდას შეიძლება ხელი შეუწყოს ატორვასტატინის და მიოპათიის გამომწვევი სხვა სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად ფიბროის მჟავის წარმოებულების და აზეტიმიბის, ერთდროულმა გამოყენებამ.
CYP3A4 ინჰიბიტორები
ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნებოდა ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. შეძლებისდაგვარად თავი უნდა ავარიდოით ატორვასტატინის და ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების კომბინირებულ გამოყენებას (ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზავირის, დარუნავირის და სხვ. ჩათვლით). იმ შემთხვევებში, როდესაც ამ პრეპარატების და ატორვასტატინის კომბინირებული მიღება გარდაუვალია, რეკომენდირებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი საწყისი და უფრო დაბალი მაქსიმალუირი დოზების გამოყენება, ასევე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საათანადო კლინიკური დაკვირვების ორგანიზება.
ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორებს (ერითრომიცინს, დილთიაზემს, ვერაპამილს და ფლუკონაზოლს) შეუძლიათ პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება. მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი აღინიშნებოდა ერითრომიცინის და სტატინების კომბინირებული გამოყენების დროს. ატორვასტატინზე ამიოდარონის და ვერაპამილის მოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. როგორც ამიოდარონი, ასევე ვერაპამილი წარმოადგენენ CYP3A4 ინჰიბიტორებს, ამიტომ ატორვასტატინთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის ზემოქმედების ხარისხის გაზრდა. ამიტომ ატორვასტატინის და ზომიერი CYP3A4 ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების დროს საჭიროა ატორვასტატინის უფრო დაბალო მაქსიმალური დოზის გამოყენება, ასევე რეკომენდირებულია პაციენტის მდგომარეობის საათანადო კლინიკური დაკვირვება. ინჰიბიტორის გამოყენების დაწყების ან დოზის კორექციის შემდეგ აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საათანადო კლინიკური დაკვირვების ორგანიზება.
CYP3A4 ინდუქტორები
P450 3A4 ციტოქრომის ინდუქტორებთან (მაგალითად, ეფავირენცთან, რიფამპინთან, ჩვეულებრივ კრაზანასთან) ატორვასტატინის კომბინირებული გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის ვარიაბელური შემცირება. რიფამპინის მოქმედების ორმაგი მექანიზმის გამო (P450 3A4 ციტოქრომის ინდუქცია და ღვიძლში OATP1B1 ფერმენტ-გადამტანის დათრგუნვა) რეკომენდირებულია ატორვასტატინის და რიფამპინის ერთდროული გამოყენება, ვინაიდან რიფამპინის გამოყენების შემდეგ ატორვასტატინის გადადებული გამოყენება დაკავშირებული იყო პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებასთან. მიუხედავად ამისა, უცნობია, მოქმედებს თუ არა რიფამპინის გამოყენება ატორვასტატინის კონცნეტრაციაზე ღვიძლის უჯრედებში. ამიტომ, თუ შეუძლებელია ატორვასტატინის და რიფამპინის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო დაკვირვების ორგანიზება.
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორების (მაგალითად, ციკლოსპორინის) გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს ატორვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა. ტრანსპორტიორების დათრგუნბის პროცესის ზემოქმედება, რომლებიც მონაწილეობენ ღვიძლისმიერ მიტაცებაში, ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ღვიძლის უჯრედებში უცნობია. თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა კლინიკური დაკვირვების ორგანიზება ეფექტურობის შეფასების მიზნით.
ჰემფიბროზილი/ფიბროის მჟავას წარმოებულები
ფიბრატებით მონოთერაპიის დროს აღნიშნულია კუნთოვანი დარღვევების იშვიათი შემთხვევები, რაბდომიოლიზის ჩათვლით. აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიბროის მჟავას წარმოებულების და ატორვასტატინის კომბინირებული გამოყენების დროს. თუ შეუძლებელია ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, რეკომენდირებულია ატორვასტატინის მინიმალური დოზის გამოყენება, რომლის დროსაც თერაპიული მიზანი შეიძლება იქნას მიღწეული, ასევე საჭიროა პაციენტის მდგომარეობის სათანადო დაკვირვების ორგანიზება.
ეზეტიმიბი
ეზეტიმიბით მონოთერაპიის დროს აღნიშნულია კუნთოვანი დარღვევების იშვიათი შემთხვევები, რაბდომილიოზის ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, ამ დაავადებების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბის და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას. რეკომენდირებულია სათაადო კლინიკური დაკვირვების ორგანიზება.
კოლესტიპოლი
კოლესტიპოლთან კომბინირებული გამოყენების დროს აღინიშნებოდა პლაზმაში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციის შემცირება (დაახლოებით 25%-ით). მასთან, ატორვასტატინის და კოლესტიპოლის კომბინირებული მიღებისას ლიპიდური ეფექტები იყო უფრო გამოხატული, ვიდრე შესაბამისი მონოთერაპიების დროს.
ფუზიდის მჟავა
ატორვასტატინის და ფუზიდის მჟავას შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. როგორც სხვა სტატინებთან შემთხვევებში, კუნთოვანი დარღვევები, რაბდომიოლიზის ჩათვლით, აღინიშნებოდა პოსტრეგისტრაციულ პერიოდში ატორვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთდროულად მიღების დროს. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. რეკომენდირებულია პაციენტების მდგომარეობის სათანადო დაკვირვება, შესაძლებელია საჭირო გახდეს ატორვასტატინით თერაპიის შეწყვეტა.
ატორვასტატინის მოქმედება ერთდროულად გამოყენებად სამკურნალო პრეპარატებზე
დიგოქსინი
დიგოქსინის და 10 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი კომბინირებული გამოყენების დროს აღნიშნულია დიგოქსინის კონცენტრაციის უმნიშვნელო ზრდა წონასწორობის მდგომარეობაში. პაციენტები, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.
ორალური კონტრაცეპტივები
ატორვასტატინის და ორალური კონტრაცეპტივების კომბინირებული გამოყენების დროს აღინიშნებოდა პლაზმაში ნორეტინდრონის და ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის ზრდა.
ვარფარინი
კლინიკური კვლევის მსვლელობაში პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც უტარდებოდათ ხანგრძლივი თერაპია ვარფარინით, ატორვასტატინის 80 მგ დღიური დოზის და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას პირველი 4 დღე აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის უმნიშვნელო შემცირება (დაახლოებით 1,7 წამით). ატორვასტატინით 15 დღის თერაპიის განმავლობაში პროთრომბინული დრო ჩადგა ნორმაში. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ანტიკოაგულანტური ეფექტის შემთხვევები აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად. ამასთან, პროთრომბინული დროის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს ატორვასტატინის გამოყენების წინ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტოკოაგულანტებს, და განმეორდეს ძალიან ხშირად თერაპიის ადრეულ სტადიაზე ან მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილების არასებობის დადასტურების მიზნით. პროთრომბინული დროის დოკუმნეტალურად დადასტურებული სტაბილიზაციის შემდეგ შეიძლება მისი კონტოლირება ინტერვალებით, რომლებიც მიღებულია კუმარინული ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს. ატორვასტატინის დოზის ცვლილების ან მისი მიღების შეწყვეტის დროს აღწერილი პროცედურა უნდა განმეორდეს. ატორვასტატინით თერაპიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტიკოაგულანტებს, სისხლდენის ან პროთრომბინული დროის ცვლილებების შემთხვევები არ აღნიშნულა.
საბავშვო ასაკის პაციენტები
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები ტარდებოდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით. სამკურნალწამლო ურთიერთქმედების ხარისხი საბავშვო ასაკის პაციენტებში უცნობია. ზემოთ მოყვანილი ცნობები სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესახებ, ასევე გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები უნდა იქნას გათვალისწინებული საბავშვო ასაკის პაციენტებთან მიმართებაში.

სიფრთხილის ზომები
მოქმედება ღვიძლზე
ატორისი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს, ასევე ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში.
ატორისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა. ეს ზრდა, როგორც წესი, მცირეა და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა; მაგრამ რეკომენდირებულია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა სისხლის შრატში მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ მკურნალობის მსვლელობაში მათი აქტივობის რეგულარული კონტრილირება. თუ აღინიშნება ასპარტატამინოტრანსფერაზას და/ან ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის 3 ჯერადზე მეტი ზრდა ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვართან შედარებით, მაშინ ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ინსულტის პროფილაქტიკა ქოლესტერინის დონის ინტენსიური შემცირების მეშვეობით
ჩატარებული კვლევების მსვლელობაში დადგენილი იყო, რომ პაციენტებს შორის, რომლებსაც არ აწუხებთ გულის კორონალური დაავადება, ახლახან გადაიტანეს ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ჰემორაგიული ინსულტი აღინიშნებოდა უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 80 მგ ატორვასტატინს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. განსაკუთრებით მომატებული რისკი აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი კვლევის დაწყების მომენტისათვის. პაციენტებთან მიმართებაში ადრე გადატანილი ჰემორაგიული ინსულტით ან ლაკუნარული ინფარქტით ატორვასტატინის 80 მგ დოზის შეფარდება რისკი/სარგებელი არ არის ნათელი; თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ჰემორაგიული ინსულტის შესაძლო რისკის სათანადო შეფასება.
ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე
ატორისით მკურნალობას იშვიათ შემთხვევებში შეუძლია ზემოქმედების მოხდენა ჩონჩხის მუსკულატურაზე, იწვევს რა მიალგიას, მიოზიტს და მიოპათიას, რამაც შეიძლება გამოიწვის რაბდომიოლიზი და თირკმელების უკმარისობა. ამ გართულებების რისკი იზრდება ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებასთან ერთ ან რამოდენიმე შემდეგ სამკურნალო პრეპარატთან: ფიბროის მჟავას წარმოებულები, ნიაცინი, ციკლოსპორინი, ნეფაზოდონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები “აზოლების” ჯგუფიდან და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები. მიოპათიის სიმპტომების გაჩენისას რეკომენდირებულია შრატში კრეატინკინაზას აქტივობის განსაზღვრა. ამ ფერმენტის აქტივობის მნიშვნელოვანი მომატების დროს (10 ჯერზე მეტი ნორმის ზედა ზღვართან მიმართებაში) რეკომენდირებულია მკურნალობის მოხსნა. კრეატინკინაზას აქტოივობის მომატება ატორისით მკურნალობის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული რეტროსტერნალური ტკივილების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს.
ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება
ზოგიერთი სტატინების გამოყენებით თერაპიის ჩატარების დროს, განსაკუთრებით, ხანგრძლივი თერპიისას, ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების შემთხვევები. დაავადების გამოვლინებები შეიცავენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დისპნოე, მშრალი ხველა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესება (დაღლილობა, სხეულის მასის შემცირება და პირექსია). ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.
თერაპიის დაწყებამდე
ატორვასტატინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს რაბდომიოლიზისადმი განწყობილ პაციენტებს. კრეატინკინაზას დონე უნდა განისაზღვროს თერაპიის დაწყებამდე შემდეგ შემთხვევებში:
• თირკმელების უკმარისობა
• ჰიპოთირეოზი
• მემკვიდრეობითი კუნთოვანი დაავადებები ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში
• წინამორბედი კუნთოვანი ტოქსიკურობა სტატინების ან ფიბრატების გამოყენებასთან დაკავშირებით
• ღვიძლის წინამორბედი დაავადება და/ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება
• ხანდაზმული ასაკის პაციენტები (70 წელზე ზევით) - ამ ლაბორატორიული კვლევების აუცილებლობა ამ შემთხვევაში გამოწვეულია ასევე რაბდომიოლიზისადმი განწყობის სხვა ფაქტორების არსებობით
• პლაზმაში მომატებული კონცენტრაციის შემთხვევები (მაგალითად, ურთიერთქმედების და გამოყენების შემთხვევები გასნსაკუთრებულ პოპულაციებში, გენეტიკური სუბპოპულაციის ჩათვლით).
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა შეფასდეს შეფარდება რისკსა და შესაძლო სარგებელს შორის, რეკომენდირებულია კლინიკური დაკვირვება.
კრეატინკინაზას კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში საწყის დონეზე (5 ჯერზე მეტად აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს) არ არის რეკომენდირებული მკურნალობის დაწყება.
სპეციალური ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ატორისი შეიცავს ლაქტოზას. აღნიშნული პრეპარატი არ უხდება პაციენტებს გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტით ან გლუკოზას და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.

ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებემ კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებს, არ არის რეკომენდირებული ატორისის გამოყენება. თუ იგეგმება ორსულობა, მაშიმ პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ატორისის მიღება დაგეგმილი ორსულობის დადგომამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე.
ატორისი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისათვის და მეძუძური დედებისათვის. ცხოველებზე კვლევების მსვლელობაში დემონსტირებული იყო, რომ რისკი ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარებისათვის აღემატება დედაზე დადებით ზემოქმედებას. უცნობია, ექსკრეტირდება თუ არა ატორვასტატინი დედის რძესთან. ზოგ ცხოველებში ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლში იყო ისეთივე, როგორც დედის რძეში.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ატორისი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
40მგ გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3  ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy