Diovan - დიოვანი 160მგ14 ტაბლეტი
ჩვენებები: ჰიპერტენზია, ჰიპერტენზიის მკურნალობა.
საერთაშორისო დასახელება:
VALSARTAN
მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG ,შვეცარია
მოქმედი ნივთიერება: ვალსარტანი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მარტივი პრეპარატები.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 და 28 ც.
1 ტაბ.
ვალსარტანი .......................... 40 მგ
1 ტაბ.
ვალსარტანი ......................... 80 მგ
1 ტაბ.
ვალსარტანი ......................... 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელოლუზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 8000, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის შავი ოქსიდი (E172, მხოლოდ 40 მგ და 160 მგ ტაბლეტებისათვის).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვალსარტანი - ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიური და სპეციფიკური ანტაგონისტია, რომელიც გამოიყენება პერორალურად. იგი არჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ანგიოტენზინ II ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანით AT1რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის შრატისმიერი დონეების გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი AT1 რეცეპტორების მიმართ რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტიურობას არ ამჟღავნებს. AT1 რეცეპტორებისადმი ვალსარტანის სწრაფვა დაახლოებით 20 000-ჯერ მეტია, ვიდრე AT2 რეცეპტორებისადმი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენეტს (აგფ), რომელიც ცნობილია ასევე კინინაზა II-ის სახელწოდებით, რომელიც ანგიოტენზინ I გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. პრეპარატის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, პულსის სიხშირის ცვლილების გარეშე.
პერორალური მიღების შემდე ჰიპოტენზული მოქმედების დაწყება აღინიშნება 2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ და გრძელდება ხანგრძლივი თერაპიის დროს.
პრეპარატის ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინირებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას.
პრეპარატის მიღების უეცარ შეწყვეტას თან არა ახლავს მოხსნის სინდრომის განვითარება. არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში პრეპარატის კურსობრივი გამოყენებისას დადგინდა, რომ პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის, შარდმჟავას დონეზე, ასევე უზმოზე გამოკვლევისას - სისხლის შრატში ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის კონცენტრაციაზე.
პრეპარატის გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის მიზეზით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას, გულის უკმარისობის პროგრესირების შენელებას, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით ფუნქციონალური კლასის გაუმჯობესებას, გადასროლის ფრაქციის გაზრდას. ასევე გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შემცირებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას პლაცებოსთან შედარებით.
VALIANT გამოკვლევამ აჩვენა ვალსარტანის, ისევე როგორც კაპტოპრილის ეფექტურობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ საერთო სიკვდილიანობის დაქვეითებაში. ასევე ეფექტური იყო ვალსარტანი გულ-სისხლარღვთა პათოლოგიების შედეგად სიკვდილის შემთხვევების შემცირებაში და დადებითად მოქმედებდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა დროის პერიოდი გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის პირველ პათოლოგიურ გამოვლინებამდე, გულის უკმარისობის შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებაში და მორეციდივე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევების შემცირებაში.
ვალსარტანის კაპტოპრილთან კომბინაციით მიღებული ეფექტი არ აღემატება მხოლოდ კაპტოპრილით მიღებულ ეფექტს. ასაკის, სქესის, რასობრივი კუთვნილების, მკურნალობის ან ძირითადი დაავადების მიხედვით არანაირი განხვავებები საერთო სიკვდილიანობაში არ აღნიშნულა.
ვალსარტანი, ისევე როგორც კაპტოპრილი, ეფექტური იყო სიკვდილის შემთხვების შემცირებაში, რომელიც გამოწვეული იყო მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ნებისმიერი მიზეზით. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემხთვევები ერთნაირი იყო ვალსარტანის (19.9%) კაპტოპრილის (19.5%) ჯგუფებში და ჯგუფში ვალსარტანი+კაპტოპრილი (19.3%). ვალსარტანის ეფექტურობა გამოვლინდა გულ-სისხსლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების შემცირებით, ასევე გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის, მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივების რეანიმირებული გულის გაჩერების შემთხვევების შემცირებით.
გარდა ამისა, ვალსარტანი+კაპტოპრილის კომბინაციით, ვალსარტანით მონოთერაპიის და კაპტოპრილით მონოთერაპიის ეფექტურობა დადასტურდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბეტა-ბლოკატორებს.
ფარმაკოკინეტიკა:. პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება. თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 23%-ს, ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს აქვს დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (t1/2α< 1სთ და t1/2 β დაახლოებით 9 სთ).
შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას კუმულაცია უმნიშვნელოა. პრეპარატის კონცენტრაცია ქალისა და მამაკაცის სისხლის პლაზმაში ერთნაირია.
ვალსატრანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინებს. წონასწორული მდგომარეობის პერიოდში განაწილების მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ). თირკმლის სისხლმიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30 მლ/სთ) ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2 ლ/სთ). ვალსარტანის განავალთან გამოყოფა შეადგენს 70%-ს (შიგნით მიღებული დოზის სიდიდით); შარდთან გამოიყოფა დაახლოებით 30%, უპირატესად უცვლელი სახით.
საკვებთან ვალსარტანის მიღების დროს მრუდის "კონცენტრაცია - დროს"(AUC) ქვევით მდებარე ფართი მცირდება 48%-ით, თუმცა პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაციები პლაზმაში, მისი მიღებისას, უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად, -ერთნაირია. ამასთანავე, მრუდის "კონცენტრაცია - დროს" ქვევით მდებარე ფართის შემცირებას თან არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც უზმოზე, ასევე ჭამის დროს.
ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო და ნახევარგამოყოფის პერიოდი გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და ჯანმრთელ მოხალისეებში ერთნაირია. მრუდი "კონცენტრაცია - დროს" (AUC) ქვევით მდებარე ფართის და ვალსარტარის მაქსიმალური კონცენტრაციის სიდიდეები იზრდება ხაზობრივად და თითქმის დოზის გაზრდის პროპორციულად კლინიკური დიაპაზონის ზევით (40-160 მგ დღეში 2-ჯერ). კუმულაციის კოეფიციენტი შეადგენს საშუალოდ 1.7. ვალსარტანის კლირენსი შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 4.5 ლ/სთ. ასაკი გავლენას არ ახდენს პრეპარატის კლირენსზე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები: ხანდაზმული ასაკის ზოგიერთ ავადმყოფში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება რამდენადმე უფრო გამოხატული იყო, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში, თუმცა კლინიკურად უმნიშვნელოა.
ავადმყოფები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: გამოვლენილი არ ყოფილა კორელაცია თირკმლის ფუნქციათა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას შორის. ამიტომ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ჯერჯერობით არ ჩატარებულა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის გამოკლევა ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. თუმცა, ვალსარტანს გააჩნია პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, ამიტომ მისი გამოდევნა ჰემოდიალიზის დროს ნაკლებსარწმუნოა.
ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: პრეპარატის შეწოვილი დოზის დაახლოებით 70% ექსკრეტირდება ნაღველთან, უპირატესად უცვლელი სახით. ვალსარტანი მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის და მისი სისტემური ზემოქმედება კორელაცაში არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამიტომ, არაბილიარული წარმოშობის ღვიძლის უკმარისობით დაავადებულებში და ქოლესტაზის არ არსებობისას, ვალსარტანის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ნაჩვენები იყო, რომ ღვიძლის ციროზით ან ნაღვლგამომყოფი გზების ოქსტრუქციით დაავადებულებში ვალსარტანის AUC მატულობს დაახლოებით 2-ჯერ.
ჩვენებები:
ჰიპერტენზია: ჰიპერტენზიის მკურნალობა.
გულის უკმარისობა: გულის უკმარისობის თერაპია (II-IV კლასის, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციით) ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ტრადიციული თერაპია დიურეზული საშუალებებით, სათითურას პრეპარატებით, ასევე აგფ სხვა ინჰიბიტორებით, ან ბეტა-ბლოკატორებით; ყველა ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენება აუცილებელი არ არის.
პოსტინფარქტული მდგომარეობა: დიოვანი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობის და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ნიშნები, სიმპტომები და რენტგენოლოგიური მონაცემები.
მიღების წესები და დოზირება:
ჰიპერტენზია: დიოვანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ ან 160 მგ დღეში ერთხელ, დამოუკიდებლად ავადმყოფის რასობრივი კუთვნილებისა, ასაკისა და სქესისა. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის პირველ 2 კვირას, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 4 კვირის შემდეგ. იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური დაქვეითება, დიოვანის დღიური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 320 მგ-მდე, ან დამატებით ინიშნება დიურეული საშუალებები.
დიოვანის დანიშვნა შეიძლება ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
გულის უკმარისობა: დიოვანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ დღეში 2-ჯერ ყოველდღიურად. დიოვანის დოზა საჭიროა გაიზარდოს "ტიტრირების" მეთოდით 80 მგ-მდე ან 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, ანუ, მაქსიმალურ დოზამდე. დიოვანის მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ კლინიკურ გამოკვლევებში შეადგინა 320 მგ, რამდენიმე მიღებაზე.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.
პოსტინფარქტული მდგომარეობა: მკურნალობის დაწყება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტიდან უკვე 12 საათის შემდეგ - 2 მგ დღეში 2-ჯერ საწყისი დოზის შემდეგ, ვალსარტანის დოზას ზრდიან 40 მგ-მდე, 80 მგ და 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, შემდგომი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. საწყისი დოზის მისაღებად 40 მგ ტაბლეტი იყოფა შუაზე.
გეგმური მაქსიმალური დოზაა 16 მგ დღეში 2-ჯერ. საერთოდ, რეკომენდებულია, რომ პაციენტები ღებულობდნენ 80 მგ დღეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებიდან, და, რომ სამი თვის განმავლობაში მიღწეულ იქნას მაქსიმალური დოზა, დოზის ტიტრირების პერიოდში ვალსარტანის ამტანობიდან გამომდინარე. თუკი წარმოიქმნება სიმპტომური ჰიპოტენზია ან თირკმლისმიერი დისფუნქცა, საჭიროა დოზის შემცირების საკითხის განხილვა.
ვალსარტანის გამოყენება ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, მაგალითად, თრომბოლიზურ საშუალებებს, აცეტილსალიციდის მჟავას, ბეტა-ბლოკატორებსა და სტატინებს.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.
შენიშვნა ყველა ჩვენების მიმართ: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის) დიოვანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერტენზია: პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეპირისპირებული იყო პლაცებოსთან.
6 თვიანმა გაფართოებულმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს დოზით 320 მგ, აჩვენა პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში გამოვლენილთან შეპირისპირებული გვერდითი მოვლენების საერთო რიცხვი.
შეტანილია აგრეთვე პოსტმარკეტინგული მონაცემები პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ჰიპერტეზიის მქონე პაციენტებში.
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე შეფასებულია შემდეგნაირად: "ძალიან ხშირად" ->1/10. "ხშირად" - >1/100-დან, 1/1000-დან, 1/10000-დან, <1/1000, "ძალიან იშვიათად " -<1/100000.
ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: ვირუსული ინფექციები: იშვიათად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად - რინიტები.
სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადებების ჩათვლით.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ზოგჯერ - ჰიპერკალიემია.
ფსიქიკის დარღვევები: ზოგჯერ - უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პოსტურალური თავბრუსხვევა; ზოგჯერ -თავბრუსხვევა; იშვიათად - ვერტიგო. ძალიან იშვიათად - თავის ტკივილი.
ზლაბირინთული და მხედველობის მხრივ დარღვევები:ოგჯერ - ვერტიგო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ -გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად - გულისრევა.
კანისა და კანქვეშა დარღვევები: ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად ართრალგია, მიალგია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა.
ზოგადი დარღვევები: ზოგჯერ - სისუსტე, ასთენია, შეშუპება.
გულის უკმარისობა: ორმაგ არახანგრძლივ გამოკვლევებში, რომელიც ჩაუტარდათ გულის უკმარისობით დაავადებულებს, ასევე Val HeFT გამოკვლევის პირველი 4 თვის მონაცემებით, პრეპარატს გარკვეული კავშირი ჰქონდა ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების წარმოქმნასთან, რომელიც აღინიშნა 1%-ზე მეტი სიხშირით და უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველა ავადმყოფს უტარდებოდა გულის უკმარისობის სტანდარტული თერაპია, ხშირად კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებდა დიერეზულ საშუალებებს, სათითურას პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორების ან აგფ-ინჰიბიტორებს.
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ვალსარტანის ხანგრძილვი გამოყენების დროს დამატებით გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა.
პოსტინფარქტული მდგომარეობები: ორმაგ ბრმა რანდომიზირებული, აქტიურად კონტროლირებად VALIANT გამოკვლევებში, რომელიც ჩატარდა პარალელურ ჯგუფებში, ადარებდნენ ვალსარტანით, კაპტოპრილით და მათი კომბინირებით ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას მაღალი რისკის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ვალსარტანის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს და დაავადების ეტიოლოგიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკის ფაქტორებს და დაავადების კლინიკურ სურათს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდენ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო ძირითად დაავადებასთან, რაც აისახებოდა პირველადი ეფექტურობით, ლეტალური გამოსავლის ყველა შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იწვევენ ლეტალურ გამოსავალს და რომლებიც სავარაუდოდ უკავშირდება გამოსაკვლევ ნივთიერებას, ვითარდებოდა ≥0.1% შემთხვევებში. ამ მოვლენებს მიეკუთვნება ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობა შეუწყდა 5.8% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 7.7% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს.
ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები: იშვიათ შემთხვევებში ვალსარტანის გამოყენებას შესაძლებელია თან ახლდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ გამომკვლევებში 0.8% და 0.4 ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, აღინიშნა ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის არსებითი დაქვეითება (>20%) შედარებისთვის - იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის დაქვეითება აღნიშნა შემთხვევათა 0.1%-ში.
ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდენ ვალსარტანს და 1.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორს.
კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში გამოვლინდა კრეატინინის კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონეთა არსებითი მატება სისხლის შრატში, შესაბამისად 0.8% 4.4% და 6% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 1.6%, 6.4% და 12.9% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს. არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევებისა ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს. გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 3.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, პლაცებოს ჯგუფში 0.9%-თან შედარებით. ამასთან შრატში კალიუმის დონის მომატება 2-ზე ზევით აღინიშნა 10.0% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 5.1% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 4.2% პაციენტეთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსატრანს, 4.8% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და კაპტოპრილს ერთად, და 3.4% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს პოსტინფარქტულ პერიოდში, აღინიშნა კრეატინინის დონის გაზრდა შრატში 2-ჯერ. გამოკვლევებში, რომელიც მიეძღვნა გულის უკმარისობას შარდოვანას აზოტის დონის მომატება აღინიშნა 16.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 6.3% პაციენტთან პლაცებოს ჯგუფიდან.
უკუჩვენებები:
*ვალსარტანის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით არ გამოირიცხება რისკის არსებობა ნაყოფისათვის. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულებში მეორე და მესამე ტრიმესტრში იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და სიკვდილს. არსებობს ცნობები თვითნებური აბორტის, წყალმცირობისა და ახალშობილში თირკმლის ფუნქციის დაზიანების შემთხვევის შესახებ როდესაც ორსულმა ქალებმა შემთხვევით მიიღეს ვალსარტანი, დიოვანი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.
თუკი ორსულობა გამომჟღავნდა დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა.
ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებუდი არ არის დიოვანის გამოყენება ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტები ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტით: ავადმყოფებში, რომელთაც ორგანიზმში აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გამოხატული დეფიციტი, მაგალითად, დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში დიოვანით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. დიოვანით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორგანიზამში ნატრიუმის შემცველობის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია, მაგალითად, დიურეზული საშუალებების დოზის შემცირების გზით.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტი დავაწვინოთ და, საჭიროების მიხედვით ჩავატაროთ ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ დიოვანით მკურნალობა შესაძლებელია განახლდეს.
თირკმლის არტერიის სტენოზი: თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის შედეგად მეორადად განვითარებული რენოვასკულური ჰიპერტენზიის მქონე 12 ავადმყოფთან ხანმოკლე კურსით დიოვანის მიღება არ იწვევს თირკმლის ჰემოდინამიკის, სისხლის შრატში კრეატინინის დონის ან სისხლის შარდოვანას აზოტის რაიმე არსებით ცვლილებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, შესაძლებელია გამოიწვიონ შარდოვანას და კრეატინინის დონეთა მომატება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით დაავადებულ ავადმყოფთა სისხლის შრატში, უსაფრთხოებისათვის რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ავადმყოფებთან, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა გამოხატული დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი >10 მლ/წთ) რეკომენდებულია გარკვეული სიფრთხილე, რამდენადაც მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ასეთ შემთხვევებში არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში საჭირო არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. ვალსარტანი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან, და ნაჩვენები იყო, რომ ავადმყოფებში, ნაღველგამომყოფი გზების ობსტრუქციით ვალსარტანის კლირენსი დაქვეთიებულია. საჭიროა გარკვეული სიფრთხილე ვალსარტანის დანიშვნისას ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაღვლგამომყოფი გზების ობსტრუქცია.
გულის უკმარისობა: პოსტინფრაქტული მდგომარეობა: ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა ან პოსტინფარქტული მდგომარეობა და რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს ჩვეულებრივი დოზებით, აღინიშნება არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, მაგრამ თერაპიის შეწყვეტა ხანგრძლივი სიმპტომატური თერაპიის გამო, როგორც წესი საჭირო არ არის, თუკი გამოიყენებთ პრეპარატის დოზირების ინსტრუქციას. სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობით დაავადებულ ან პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე ავადმყოფებთან, რომლებიც იწყებენ მკურნალობას პრეპარატით.
მგრძნობიარე პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცვლილება გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტიურობაზე, აგფ-ინჰიბიტორებით და ანგიოტენზური რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს ოლიგურია და/ან აზოტემია და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური გამოსავალი. გულის უკმარისობით დავაადებული ან პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის ითვალისწინებს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის შეფასებას.
სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აგფ, ბეტა-ბლოკატორებისა და ვალსარტანის სამმაგი კომბინაციის გამოყენების დროს.
ჭარბი დოზირება:
დიოვანის დოზის გადაჭარბების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გამოხატული ჰიპოტენზია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გონების დათრგუნვა, კოლაფსი და/ან შოკი. თუკი პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის დროს თერაპიის ჩვეული მეთოდია ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. ორგანიზმიდან ვალსარტანის გამოდევნების შესაძლებლობა ჰემოდიალიზით ნაკლებად სარწმუნოა.
ავტომანქანის ტარების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა: დიოვანის, ისევ როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების დანიშვნის დროს, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომობილის ტარების და მექანიზმების მართვის დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის დადგენილი. კლინიკურ გამოკვლევებში შესწავლილი იყო შემდეგი პრეპარატები: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამიდოპირინი და გლიბენკლამიდი.
ვინაიდან დიოვანი არ განიცდის რამე არსებით მეტაბოლიზმს, ნაკლებად სარწმუნოა მეტაბოლიზმის დონეზე მისი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბირების ან ინდუქციის შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, in vitro გამოკვლევებში გამოვლენილი არ ყოფილა მოცემულ დონეზე რაიმე ურთიერთმოქმედებები მოლეკულათა მთელ რიგთან, რომელთაც გააჩნიათ ისეთივე მაღალი კავშირი პლაზმის ცილებთან, მაგალითად, დიკლოფენაკთან, ფუროსემიდთან და ვარფარინთან.
კალიუმშემნახველ დიურეზული საშუალებები (მაგალითად, სპირონოლაქტონის, ტრიამტერენის, ამილორიდის). კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. თუკი ასეთი კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Units | 14 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account