Dopamine - დოფამინი 4% 5მლ.. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 46,31 ლ რეგულარული ფასი 65,27 ლ
მარაგშია
SKU
532_25

ჩვენება:მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გამოწვეული გულის უკმარისობა,ოპერაციის შემდგომი შოკური მდგომარეობა.

შემადგენლობა:

მოქმედი ნოვთიერება: დოფამინის ჰიდროქლორიდი;

1 მლ კონცენტრატი შეიცავს 5 მგ ან 40 მგ დოფამინის ჰიდროქლორიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ქლორწყალბადის მჟავა გაზავებული, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა. საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არაგლიკოზიდური კარდიოტონური საშუალებები. ადრენერგული და დოფამინური პრეპარატები. ათქ კოდი C01CA04. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ქიმიური წარმოშობით დოფამინი ნორადრენალინის ბიოსინთეზის წინამორბედია და სპეციფიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს დოფამინურ რეცეპტორებზე, ხოლო დიდი დოზებით ასევე ასტიმულირებს α- და β-ადრენორეცეპტორებს. დოფამინი-დარნიცას ზეგავლენით იზრდება სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობა (სზპწ) და სისტოლური არტერიული წნევა, ძლიერდება გულის კუმშვები, იზრდება გულის ფრაქცია. გულის კუმშვათა სიხშირე შედარებით ნაკლებად იცვლება. იზრდება მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე, მაგრამ კორონარული სისხლის დინების მომატებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილია ჟანგბადის მომატებული მიწოდება. დოფამინი-დარნიცა ამცირებს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობას მათში სისხლის დინების გაზრდით, ზრდის გორგლისებურ ფილტრაციას, ნატრიუმის ექსკრეციას. დარეგისტრირებული ფარმაკოლოგიური ეფექტები დამოკიდებულია სისხლში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციაზე. დაბალი დოზებით (0,5-2 მკგ/კგ წუთში) ზემოქმედებას ძირითადად დოფამინურ რეცეპტორებზე ახდენს. აფართოვებს მეზენტერულ, თავის ტვინის, კორონარულ სისხლძარღვებს, ამცირებს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ზრდის გორგლისებურ ფილტრაციას, ზრდის დიურეზს და ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოყოფას.

საშუალო დოზების ინტერვალში (2-10 მკგ/კგ წუთში) ასტიმულირებს β1-ადრენორეცეპტორებს, რითაც იწვევს დადებით ინოტროპულ ეფექტს, ზრდის გულის წუთმოცულობას.

10 მკგ/კგ წუთში და მეტი დოზებით უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს α1-ადრენორეცეპტორებზე, ვიდრე ზრდის სზპწ-ს, ავიწროვებს თირკმელების სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, ამცირებს დიურეზს.

შეყვანის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი არა უმეტეს 5-10 წუთი გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა.

ვინაიდან დოფამინი ნორადრენალინის სინთეზის ბუნებრივი შუალედური პროდუქტია, ორგანიზმში მისი ფარმაკოკინეტიკის დადგენა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.

ვენაში შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 5 წუთამდე (საშუალოდ 2 წუთს) შეადგენს. დოფამინი პრაქტიკულად ყველა ქსოვილში მეტაბოლიზდება. შეყვანილი დოზის 75%-მდე ორგანიზმიდან გამოიყოფა პირველი დღის განმავლობაში თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით. შეყვანილი დოფამინის 25%-მდე ნეიროვეზიკულებში უკუმიტაცების მექანიზმის გზით ნორადრენალინის სინთეზისათვის გამოიყენება. მოქმედების დასაწყისი - 5 წუთის ფარგლებში შეყვანის დაწყებიდან, დასრულება - ინფუზიის შეწყვეტიდან 5-10 წუთში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

შოკური მდგომარეობები ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ შოკის გაჩენის საშიშროებას:

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გამოწვეული გულის უკმარისობა (კარდიოგენური შოკი);
  • მძიმე ინფექციები (ინფექციურ-ტოქსიკური შოკი);
  • ოპერაციის შემდგომი შოკური მდგომარეობა;
  • ნებისმიერი გენეზის არტერიული წნევის გამოხატული დაწევა (მძიმე ჰიპოტენზია);
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა დოფამინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.

ფეოქრომოციტომა, თირეოტოქსიკოზი.

ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია, ასევე მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს პარკუჭების ავსების მექანიკური წინააღმდეგობა.

ჰიპოვოლემია (მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტის შევსება).

დახურულკუთხოვანი გლაუკომა. 

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია შარდის შეკავებით.

საჭიროა ანესთეზიის ციკლოპროპანით და ჰალოგენიზირებული ნახშირწყლებით თავიდან აცილება. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები.

სიმპათომიმეზურები, გუანეტიდინი. აძლიერებენ დოფამინი-დარნიცას სიმპათომიმეზურ ეფექტს.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები. ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას და პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას. დოფამინი დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მაო-ს ინჰიბიტორებს. ასეთ პაციენტებს უნდა დაენიშნოს დოფამინის მნიშვნელოვნად მცირე დოზა (საწყისი დოზა - ჩვეულებრივი თერაპიული დოზის 1/10).

ტრიციკლური ანტიდეპრესიულები და მაპროთილინი. დოფამინი ზრდის ნერვულ დაბოლოებებში გამოთავისუფლებული ნორადრენალინის რაოდენობას. ტრიციკლური ანტიდეპრესიულები აინჰიბირებენ ნერვულ დაბოლოებებში ნორადრენალინის უკუმიტაცებას და ამით ახდენენ დოფამინის ეფექტების პოტენცირებას. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესიულებს, დოფამინის დოზა უნდა შემცირდეს ეფექტების პოტენცირებასთან დაკავშირებით.

დოფამინს შეუძლია შარდმდენი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.    

ანესთეზიური საშუალებები. ზრდიან კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ბუტიროფენონი, პროპრანოლოლი. ამცირებენ კარდიალური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ჰალოტანი და ციკლოპროპანი. დოფამინის გამოყენებისას ჰალოტანთან, ციკლოპროპანთან და ზოგიერთ სხვა ანესთეზიურთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან გულის კუნთის მგრძნობელობას, შეიძლება განვითარდეს პარკუჭების არითმია და არტერიული ჰიპერტენზია. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება.

ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატები. ამცირებენ დოფამინი-დარნიცას დადებით ქრონოტროპულ მოქმედებას.

ფენიტოინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესიულები. დოფამინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და ბრადიკარდიის განვითარება.

სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). არ არის სასურველი სელეგილინისა და დოფამინის ერთად გამოყენება სასურველი არ არის.  

β-ადრენობლოკატორები (პროპანოლოლი, მეტოპროლოლი). ამცირებენ დოფამინის კარდიალურ ეფექტებს.

ხანმოკლე მოქმედების α-ადრენობლოკატორები (ფენტოლამინი). ამცირებენ დოფამინის პერიფერიულ ვაზოკონსტრიქციას.

კატექინ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორები (კომტ), მაგალითად, ენტაკაპონი. შეუძლიათ კატექოლამინების ქრონოტროპული და არითმოგენური ეფექტების პოტენცირება, დოფამინი-დარნიცას ჩათვლით. პოტენცირებული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის განსაზღვრული.

პაციენტებმა, რომლებსაც დოფამინის შეყვანამდე 1-2 დღით ადრე თერაპია უტარდებოდათ ენტაკაპონით, სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზები უნდა მიიღონ.  

დობუტამინი. დობუტამინის და დოფამინი-დარნიცას ერთად შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უფრო შესამჩნევი მომატება, მაგრამ ამ დროს გულის პარკუშჭების შევსების წნევა მცირდება ან უცვლელი რჩება.

დოფამინი-დარნიცა ამცირებს ნიტრატების ანტიანგინალურ ზეგავლენას, α-, β-ადრენობლოკატორების და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

დოფამინი-დარნიცას შეთანხმება შეიძლება საგულე გლიკოზიდურების, ასევე დიურეზული საშუალებების (ფუროსემიდი) დანიშვნასთან. ჰიპოვოლემიური შოკის დროს ათავსებენ დოფამინ-დარნიცას პლაზმის, პლაზმის შემცვლელების ან სისხლის შეყვანასთან.

დოფამინის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჭვავის რქის პრეპარატებს.

გამოყენების თავისებურებანი.

ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და აციდოზი ამცირებენ პრეპარატის ეფექტურობას და ამით ზრდიან გვერდითი ეფექტების ალბათობას. მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ამ მდგომარეობების კორექციის პარალელურად.

დოფამინის შეყვანა უნდა ტარდებოდეს გულის კუმშვების სიხშირის, არტერიული წნევის, ეკგ-ს მაჩვენებლების, დიურეზის სიდიდის კონტროლით; ასევე საჭიროა გულის დარტყმითი მოცულობის, პარკუჭების შევსების წნევის, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიაში წნევის კონტროლი.  

ხანგრძლივი პარენტერალური მკურნალობის დროს ყველა შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის, წუთმოცულობის და ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებების მიუხედავად, აუცილებელია ელექტროლიზური და მჟავა-ტუტე ბალანსის, ღვიძლის და თირკმელების ფუქციის რეგულარული კონტროლი.    

შოკის მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ჰიპოვოლემიის აცილება უნდა მოხდეს პლაზმისა და სისხლის შემცვლელი სხვა  სითხეების შეყვანით. ინფუზია უნდა ტარდებოდეს კარდიომონიტორული კონტროლით. დიურეზის შემცირება ჰიპოტენზიის გარეშე, დიასტოლური არტერიული წნევის ძლიერი მომატება ან არითმიის განვითარება დოზის შემცირების ან ინფუზიის შეწყვეტის აუცილებლობაზე მიუთითებს.  

ჰიპოვოლემიის სხვადასხვა სახეობები კორექტირებული უნდა იყოს დოფამინით თერაპიის დაწყებამდე.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები გულისა და სისხლძარღვების ორგანული დაზიანებებით, მაგალითად:

  • პაციენტები გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით;
  • პაციენტები არტერიების მაობლიტირებელი დაავადებებით (ათეროსკლეროზი, თრომბოემბოლია, რეინოს დაავადება, მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივარტერი-ბიურგერის დაავადება);
  • არითმიების მქონე პაციენტები.

ვინაიდან სამკურნალო საშუალება ატრიოვენტრიკულურ გამტარობას აუმჯობესებს, მოციმციმე არითმიის მქონე ავადმყოფებში დოფამინით მკურნალობის დაწყებამდე  დიგიტალისის პრეპარატები უნდა დაინიშნოს.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შედეგად შოკის დროს უნდა მოხდეს დოფამინის დაბალი დოზების გამოყენება.

თუ აღინიშნება დიასტოლური წნევის არაპროპორციული მატება (ე.ი. გულის დარტყმითი მოცულობის გამოხატული შემცირება), შემცირებული უნდა იქნას ინფუზიის სიჩქარე, ხოლო პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, რადგანაც ეს შეიძლება განპირობებული იყოს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის გაზრდით.

დოფამინის შეყვანა, მცირე დოზებითაც კი, უნდა ტარდებოდეს თანდათან, არასასურველი არტერიული ჰიპოტენზიის პრევენციისთვის, რომელიც, როგორც წესი, ალადგება ინფუზიის სიჩქარის გაზრდის შემდეგ.

აუცილებელია შეყვანის დოზის კორექტირება ავადმყოფის მდგომარეობის ცვლილებების, დიურეზის, გულის წუთმოცულობის და არტერიული წნევის მიხდვით. თუ ავადმყოფს, რომელიც იღებს დოფამინს, ეზრდება დიასტოლური არტერიული წნევა (ე.ი. წნევის ამპლიტუდის შესამჩნევი შემცირება), მას უნდა შეუმცირდეს შეყვანის სიჩქარე და იგი ექვემდებარება სათანადო დაკვირვებას ვაზოკონსტრიქციის შემდგომი ნიშნების გამოვლენის გამო, მაგრამ მხოლოდ სასურველი ეფექტის მიღწევის შემთხვევაში. დიასტოლური არტერიული წნევის ძლიერი მომატების, დიურეზის შემცირების ან არითმიის გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა დოფამინის დოზის შემცირება. გულის ფუნქციის და არტერიული წნევის დასტაბილურების დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზების შემცირება ოპტიმალური შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით.

იშემიის პრევენცია შეიძლება მოხდეს ფენტოლამინის (ფენტოლამინის 5-10 მგ  0,9%-ანი ფიზიოლოგიური ხსნარის 10-15 მლ-ში) შეყვანით წვრილ ნემსიანი შპრიცით დაზიანებულ მონაკვეთში. ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანდათან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის გაჩენის საშიშროების გამო.

დოფამინი არ უნდა იქნას შეყვანილი არტერიაში და ბოლუსური ინექციის სახით.

აუცილებელია ანამნეზში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მქონე ავადმყოფების სათანადო კონტროლი კიდურების კანის ფერის ან ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებებასთან მიმართებაში. თუ კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილება ხდება, ეს კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ითვლება, ამიტომ დოფამინის ინფუზიის გაგრძელების სარგებელი შესაძლო ნეკროზის რისკის წინააღმდეგ უნდა შეფასდეს. ეს ცვლილებები შეიძლება მოიხსნას ინფუზიის სიჩქარის შემცირების ან მოხსნის გზით.

დოფამინის შეყვანის შედეგად, განსაკუთრებით ავადმყოფებში პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებებით და/ან სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომით, შეიძლება წარმოიქმნას სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვება, რაც იწვევს კანის ნეკროზს და განგრენას. აუცილებელია ასეთი ავადმყოფების მდგომარეობის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა; ასეთ ავადმყოფებში პერიფერიული იშემიის ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა დოფამინის შეყვანის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ასევე აუცილებელია თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფების მდგომარეობის კონტროლი.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფებისათვის აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა.

გლუკოზის ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით.

ექსტრავაზატების პრევენციისათვის რეკომენდებულია დოფამინის დიდ ვენაში შეყვანა. სამკურნალო საშუალების შემთხვევით რბილ ქსოვილებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეკროზი. ექსტარავაზატების გამოვლენის შემთხვევაში ნეკროზის თავიდან აცილება შეიძლება დაზიანებული ქსოვილების ფენტოლამინით ინფილტრაციის გზით.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ასევე ავადმყოფებში ჰემორაგიული დიათეზით არსებობს სისხლდენის რისკი სისხლის მიმოქცევის გადანაწილების გამო.

ინფუზიის შეწყვეტის დროს შეიძლება გაჩნდეს დოფამინის დოზის თანთადან შემცირების აუცილებლობა არტერიული ჰიპოტენზიის წარმოქმნის საშიშროების გამო.

ხსნარების ჭარბად შეყვანამ, რომლებიც არ შეიცავს კალიუმს, შეიძლება მნიშვნელოვანი ჰიპოკალიემია გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება ნატრიუმის მეტაბისულფიტს შეიცავს.

5 მგ/მლ დოზირებისთვის სამკურნალო საშუალება 1 მმოლი (23 მგ)/დოზა-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

40 მგ/მლ დოზირებისთვის სამკურნალო საშუალება 25 მგ ნატრიუმს შეიცავს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას იცავენ.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან საკმარისი ინფორმაცია მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისია.

უცნობია, აღწევს თუ არა დოფამინი დედის რძეში, ასევე უცნობია, როგორ მოქმედებს იგი ჩვილზე.

ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე.

დოფამინი-დარნიცა - სტაციონარის პირობებში გამოსაყენებელი, ნახევარდაშლის ძალიან ხანმოკლე პერიოდის მქონე სამკურნალო საშუალებაა. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე სამკურნალო საშუალების ზეგავლენის შესაძლებლობა არ არსებობს. 

გამოყენების წესი და დოზირება.

სამკურნალო საშუალების დოზებს ექიმი ნიშნავს ინდივიდუალურად, შოკის სიმძიმის ხარისხის, დოფამინით მკურნალობაზე ავადმყოფის რეაქციის და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. ჰემოდინამიკაზე დოფამინის სასურველი ეფექტის მისაღებად თითოეული პაციენტისათვის საჭიროა დოზის სათანადოდ შერჩევა ტიტრირებს გზით. 

მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა. დოფამინის გამოყენებასთან ერთად საჭიროა ელექტროლიზური ბალანსის კონტროლი.

თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ პასუხი გულის ფუნქციონირებისა და სისხლის მიმოქცევის ზომიერად შენარჩუნებაზე, შეიძლება დოფამინის გადასხმის ჩატარება საწყისი დოზით 2,5 მკგ/ სხეულის წონის კგ წუთში.

ამ შემთხვევაში საწყისი დოზა მძიმედ დაავადებულ პაციენტებში უნდა შეადგენდეს 5 მკგ/კგ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მისი თანდათან გაზრდა (მაგალითად ყოველ 15-30 წუთში) 10 მკგ/სხეულის წონის კგ-მდე წუთში მაქსიმალურამდე 20-50 მკგ/სხეულის წონის კგ წუთში.

ავადმყოფთა უმრავლესობაში ხერხდება დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიღწევა დოფამინის 20 მკგ/სხეულის წონის კგ-ზე ნაკლები დოზების გამოყენებისას წუთში. პრეპარატის 20 მგ/სხეულის წონის კგ წუთში მეტი დოზით გამოყენებას შეიძლება ახლდეს თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება.

გულის უკმარისობის გაუარესების შემთხვევაში დოფამინი გამოყენებული უნდა იყოს ინფუზიის სახით არა უმეტეს 50 მგ/სხეულის წონის კგ  წუთში დოზით.  

თუ არსებობს 50 მგ/სხეულის წონის კგ წუთში მეტი დოზის გამოყენების აუცილებლობა, საჭიროა დიურეზის კონტროლი.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატის შეყვანის სიჩქარის ზრდას ყველაზე დაბალი კონცენტრაციებით უფრო კონცენტრირებული ხსნარის შეყვანის წინ.

თუ დოფამინი-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი, 40 მგ/მლ, გაზავებულია 50 მლ საინფუზიო ხსნარში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 4000 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.  

თუ დოფამინი-დარნიცას 1 ამპულა, საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი, 40 მგ/მლ, განზავებულია 500 მლ საინფუზიო ხსნარში, ამ ხსნარის 1 მლ შეიცავს 400 მკგ დოფამინის ჰიდროქლორიდს.  

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. 

დოფამინით მკურნალობის დაწყების წინ პაცინეტებში ჰიპოვოლემიით საჭიროა ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ დოფამინი აუმჯობესებს წინაგულების-პარკუჭების გამტარობას, პაციენტებში მოციმციმე არითმიით და პარკუჭების სწრაფი პასუხით დოფამინის დანიშვნის წინ საჭიროა საგულე გლიკოზიდურების შეყვანა.

უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, ასპირაციის რისკთან დაკავშირებით, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის  კონტროლი. პაციენტებში მომატებული პრე- და პოსდატვირთვით, გულზე დატვირთვის შემცირების მიზნით, საჭიროა დამატებით ნიტროგლიცერინის გამოყენება.

შეყვანის წინ სამკურნალო საშუალება უნდა განზავდეს. განზავების მოცულობა - 1 ამპულა 250 მლ ან 500 მლ გამხსნელებზე, რომლებიც რეკომენდებულია გამოსაყენებლად (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარი ან გლუკოზას 5%-ანი ხსნარი).

საინფუზიო ხსნარი უნდა დამზადდეს უშუალოდ მისი გამოყენების წინ, მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარების გამოყენებით, რომლებიც არ იცვლიან ფერს დოფამინი-დარნიცას დამატების შემდეგ. ინფუზია, თუ ეს შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს ცენტრალური ვენურის კათეტერის გამოყენებით.       

მზა ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში.

ხანდაზმული პაციენტები.

ხანდაზმული პაციენტებსითვის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის. თუმცა საჭიროა არტერიული წნევის, შარდის მოცულობისა და პერიფერიული ქსოვილების პერფუზიების მონიტორინგი.

ბავშვები.

ინფორმაცია ბავშვებში დოფამინის გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში არ შეიძლება.  

ჭარბი დოზა.

ჭარბი დოზის სიმპტომები ჩვეულებრივ განპირობებულია დოფამინის  სიმპათომიმეზური ეფექტებით.

მაღალი დოზების გამოყენებისას იზრდება α-რეცეპტორების აგზნება β-რეცეპტორების ანტაგონოსტურ ეფექტებთან კომბინაციაში, სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტები ბოლოს აღინიშნება. 

სიმპტომები: არტერიული წნევის ძლიერი მომატება, ტაქიკარდია, არითმია, დიასტოლური წნევის მომატება მარცხენა პარკუჭში ფილტვების შემდგომი შეშუპებით, სტენოკარდიის შეტევები (განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით), გაურკვეველი ტკივილი მკერდში, გულისცემა, ღებინება, გულისრევა, კიდურებში შემცივნების შეგრძნება, ციანოზი.

მკურნალობა: დოზის შემცირება ან შეყვანის ხანმოკლე შეწყვეტა, ვინაიდან დოფამინის მოქმედების ხანგრძლივობა ძალიან ხანმოკლეა. თუ ეს ზომები არ არის საკმარისი, საჭიროა β-ბლოკატორების ან ნიტროგლიცერინის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში შეიყვანება ფენტოლამინი.

გვერდითი რეაქციები.

დოფამინის გამოყენებისას გვერდითი რეაქციების განვითარება დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან.

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან /1000-მდე), ძალიან იშვიათად (/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

მხედველობის ორგანოების მხრივ:

არახშირად: მიდრიაზი.

რესპირატორული სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ:

ხშირად: დისპნოე;

სიხშირე უცნობია: სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ჰიპოქსემიის გაზრდა, რომელიც ახასიათებს ჰიპოვენტილირებადი ალვეოლური მონაკვეთების გაზრდილ სისხლის მიმოქცევას (ფილტვის ჩადგმული შუნტი).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირად: ღებინევა, გულისრევა;

სიხშირე უცნობია: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: პოლიურია.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ:

არახშირად: აზოტემია;

სიხშირე უცნობია: სისხლის შარდოვანას დონის მომატება.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: თავის ტკივილი;

არახშირად:

მოუსვენრობა, შფოთვა, შიშის შეგრძნება, ტრემორი, პილოერექცია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

ხშირად: გულისცემის შეგრძნება, გულის რითმის დარღვევები, მათ შორის ტაქიკარდია (პარკუჭული, სუპრავენტრიკულური და სინუსური);

არახშირად: ბრადიკარდია, არითმიები (ექსტრასისტოლია, პარკუჭების ექსტრასისტოლია, პარკუჭების არითმია), ექტოპიკური გულის რითმი, აბერანტული პარკუჭული გამტარობა, გულის გამტარობის დარღვევა, AV-ბლოკადა, QRS-კომპლექსის გაფართოვება; ტკივილი გულმკერდის უკან, ანგინალური ტკივილი, მიოკარდის იშემია, სტენოკარდია, წნევის მომატება პარკუჭებში, არტერიული წნევის მომატება, ჰიპოტენზია, პერიფერიული არტერიების სპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, სისხლდენები. 

იმუნური სისტემის მხრივ:

სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჰიპერემია, ქავილი, კანის წვის შეგრძნება, ავადმყოფებში ბრონქული ასთმით - ბრონქოსპაზმი, გონების არევა, შოკი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დამხმარე ნივთიერებას ნატრიუმის ბისულფიტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: რეაქციები შეყვანის ადგილას, სამკურნალო საშუალების კანის ქვეშ მოხვედრისას - კანის, კანქვეშა ბადურას ნეკროზები. ასევე შესაძლებელია პერიფერიული იშემიური განგრენის განვითარება პაციენტებში უკვე არსებული დარღვევებით სისხლძარღვების მხრივ.

პაციენტებში არტერიული სისხლძარღვების დახშობით ანამნეზში (ათეროსკლეროზი, არტერიული ემბოლია, რეინოს დაავადება, სიცივის შედეგად მიღებული ტრავმები, როგორებიცაა მოყინვა, დიაბეტური მიკროანგიოპათია ან ვინივერტერი-ბიურგერის დაავადება) უნდა გაკონტროლდეს კიდურების კანის ფერია და ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილება. კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილებათა არსებობა შეიძლება იყოს კანის სისხლის მიმოქცევის შემდგომი გაუარესების ნიშანი.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვან პროცედურას წარმოადგენს. ეს იძლევა „სარგებელი/რისკის“ შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. მედიცინის მუშაკებს უნდა ეცნობოს ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა. 4 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

შეუთავსებლობა.

დოფამინი მგრძნობიარეა ტუტეების მიმართ, ამიტომ არ შეიძლევა მისი შერევა ტუტე ხსნარებთან (pH 7-ზე მაღალი), როგორიცაა, მაგალითად, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ალტეპლაზა და ამფოტერიცინი ბ არამდგრადნი არიან დოფამინის არსებობის დროს.

გარდა ამისა, ცნობილია ფიზიკო-ქიმიური შეუთავსებლობა ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებთან: აციკლოვირი; ალტეპლაზა; ამიკაცინი; ამფოტერიცინი ბ; ამპიცილინი; ცეფალოტინი; დაკარბაზინი; თეოფილინის ეთილენამინი (ეუფილინი); თეოფილინის კალციუმის ხსნარი (ეუფილინის კალციუმის ხსნარი); ფუროსემიდი; გენტამიცინი; ჰეპარინი; რკინის მარილები; ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; ბენზილპენიცილინი; ტობრამიცინი; დამჟანგავები; თიამინი (ხელს უწყობს ვიტამინის დაშლას).

შეფუთვა.

5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy