Egilok - ეგილოკი(მეტოპროლოლი) 25 მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა და ტკივილის პროფილაქტიკა სტენოკარდიის დროს, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მკურნალობა
შემადგენლობა
ეგილოკი ტაბლეტები 25 მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ აქტიურ ნივთიერებას _ მეტოპროლოლის ტარტრატს.
სხვა კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მეტოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ბეტა-ბლოკატორები ეწოდება. ისინი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს. მეტოპროლოლი ასევე, გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის (გულის რითმის აჩქარება ან მისი დარღვევა) სამკურნალოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია – გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპერატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონარული დაავადებების შედეგად (მათ შორის, უეცარი სიკვდილის სიხშირეს) ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში.
- სტენოკარდია. პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
- შემარჩუნებელი თერაპია – მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის.
- გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
- ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად)
- შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.
- გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.
მიღების წესები და დოზები
ეგილოკი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. აუცილებლობის შემთხვევაში, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს შუაზე.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზები:
ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ, დღიური დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდია:
საწყისი დოზაა – 25-50 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-დე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
შემარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმია:
საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-დე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.
ჰიპერთირეოზი:
ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3_ 4 მიღებაზე.
ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს); საჭიროებისამებრ, შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს);
საჭიროებისამებრ, შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი:
თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ, არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10 %). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს (მაგალითად შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).
თუ თქვენი აზრით ეგილოკი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი და თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო ამ ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები, ექიმისთვის საჩვენებლად.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ - 2 სთ. შემდეგ.
გადაჭარბებული დოზირების მკურნალობის სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ინტენსიური თერაპია და პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურეობა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).
თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ, კუჭის გამორეცხვამ (თუ გამორეცხვა ვერ ხერხდება, შეიძლება ღებინების გამოწვევა გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი გონებაზეა) და აქტივირებული ნახშირის შეყვანამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის შეწოვა. მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გულის უკმარისობის მოსალოდნელი განვითარების დროს, საჭიროა ინტრავენურად ბეტა1 – ანტაგონისტების შეყვანა ინტერვალით 2-5 წუთი ან ინფუზიის გზით სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექტიური ბეტა1 – აგონისტების უქონლობის დროს შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღება, საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). გლუკაგონის შეყვანა 1-10 მგ დოზით შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის შესამსუბუქებლად. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული მკვეთრი ბრადიკარდიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს გულის რითმის მატარებლის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმი შეიძლება მოიხსნას ბაეტა2 - აგონისტის ი/ვ შეყვანით (მაგალითად, ტერბუტალინის). ამ ანტიდოტების მიღება შეიძლება თერაპიულზე მაღალი დოზით.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ექიმი შეგატყობინებთ სამკურნალო კურსის ხანგრძლიობის შესახებ. აუცილებელად შეასრულეთ ექიმის მითითებები.
გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგილოკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის დროს, შეწყვიტეთ პრეპარატ ეგილოკის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით.
- კოლაფსი.
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა, თუმც ისინი იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენა მიუთითებს მძიმე ალერგიულ რეაქციაზე ეგილოკის მიმართ. შეიძლება აუცილებელი გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა.
ნერვული სისტემა: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში – დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – მეხსიერების დარღვევა და გაბრუება.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორტოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაციება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის არეში ტკივილი, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა, იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანი: გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტოსენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი.
სასუნთქი სისტემა: დისპნოე.
მგრძნობელობითი ორგანოები: იშვიათად მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში.
წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი.
პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვვაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსვობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამამოვლობაზე არ გამოვლენილა.
ადამიანზე ჩატარებული კვლევები
აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და სარგებლობის საგულდაგულო შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა ნაყოფისა და ახალშობილის მეთვალყურეობა რამოდენიმე დღის განმავლობაში (48-72 ს.) მშობიარობის შემდეგ, რადგან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე, ხოლო ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შედეგად გამოიწვიოს ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ჰიპოგლიკემია.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლი თერაპიული დოზით მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და ნაყოფზე ბეტა-ბლოკატორული ეფექტის ალბათობა დაბალია, ჩვილი მაინც საჭიროებს გულდასმით გამოკლევას (შესაძლებელია ბრადიკარდია). გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:პრეპარატ ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
- გულის გამტარებლობის (წინაგულოვან-პარკუჭოვანი) დარღვევა;
- ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება)
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით, 14 დღის განმავლობაში. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.
იმის მიუხედავად, რომ კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები უფრო სუსტ ზემოქმედებას ახდენს სუნთქვაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები, მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი შეძლებისამებრ არ დაენიშნოს პაციენტებს სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით. ბრონქიული ასთმის დროს მეტოპროლოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ბეტა2 – აგონისტებთან ერთად დანიშვნა (ტაბლეტების და/ან აეროზოლის ფორმის სახით) ან უკვე დანიშნული ბეტა2 – აგონისტების დოზის შეცვლა.
იმის მიუხედავად, რომ სელექტიური ბეტა-ბლოკატორები შედარებით იშვიათად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ნიღბავს ჰიპერგლიკემიის სიმპტომებს, დიაბეტით დაავადებულთათვის ეგილოკის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ფეოქრომოციტომით დაავადებულთა მკურნალობის დროს საჭიროა მეტოპროლოლის დანიშვნა ალფა-ბლოკატორებთან ერთად.
ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის წინ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება მეტოპროლოლის მიღების შესახებ, თუმცა არ არის რეკომენდებული პრეპარატ ეგილოკით მკურნალობის შეწყვეტა.
ეგილოკის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეგილოკის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები არ მოქმედებს მეტოპროლოლის ეფექტურობასა ან შეწოვაზე.
ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
მეტოპროლოლი გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე _ მართოს სატრანსპორტო საშუალებები და შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას (შესაძლებელია თავბრუსხვევა და დაღლილობა). ამიტომ დოზა, რომლის დროსაც დაშვებულია ავტომობილის მართვა და სახიფათო სამუშაოს შესრულება, საჭიროებს ინდივიდუალურ შერჩევას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ თქვენს მიერ მოხმარებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, თუნდაც რეცეპტის გარეშე, რომელიც ამჟამად ან მცირე ხნის წინ მიიღეთ.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს აგრეთვე ეხება როგორც ადრე მიღებულ, ისე მომავალში მისაღებ პრეპარატებს.
- პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ჩვეულებრივ, სუმაციას განიცდის. ასეთი პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის სუმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის უფრო ეფექტური კონტროლისთვის.
- მეტოპროლოლის და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება იწვევს უარყოფითი ინოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გაძლიერებას. არ არის რეკომენდებული ვერაპამილის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ბეტა-ბლოკატორებს.
- საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ საშუალებებთან კომბინაციის დროს:
- პერორალური ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინის და ამიოდარონის ტიპის, და ასევე, პარასიმპათომიმეტურები (ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადის რისკი).
- სათითურას გლიკოზიდები (ბრადიკარდიის, გამტარებლობის დარღვევის რისკი; მეტოპროლოლი არ მოქმედებს სათითურას პრეპარატების დადებით ინოტროპულ ეფექტზე).
- სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (განსაკუთრებით გუანიტიდინის, რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, კლონიდინის და გუანფაცინის ჯგუფები) ჰიპოტენზიის და/ან ბრადიკარდიის რისკის გამო.
- კლონიდინთან შეთავსების დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ჯერ მეტოპროლოლის და შემდეგ (რამოდენიმე დღის შემდეგ) კლონიდინის მოხსნით. პირველად კლონიდინის მიღების შეწყვეტით, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.
- ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები) და ალკოჰოლი (ჰიპოტენზიის რისკი).
- ნარკოტიკები (გულის მოქმედების დათრგუნვის რისკი).
- ალფა და ბეტა – სიმპატომიმეტიკები (ჰიპერტენზიის, მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის რისკი; გული გაჩერების შესაძლებლობა).
- ერგოტამინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის რისკი).
- ბეტა2 – სიმპატომიმეტიკები (ფუნქციური ანტაგონიზმი).
- არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, როგორიცაა: ინდომეტაცინი (ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობა).
- ესტროგენები (შესაძლებელია მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება).
- პერორალური ანდიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი (მეტოპროლოლს შეუძლია მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და ჰიპოგლიკემიური სიმპტომების შენიღბვა).
- კურარეს ტიპის მიორელაქსანტები (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გაძლიერება).
- ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად ციმეტიდინი, ალკოჰოლი, ჰიდრალაზინი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი) – მეტოპროლოლის ეფექტის გაძლიერება პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგად.
- ფერმენტების ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი და ბარბიტურატები) – მეტოპროლოლის ეფექტი შეიძლება შემცირდეს ღვიძლის მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.
- სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებების, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, (მაგალითად თვალის წვეთები) მოითხოვს განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15oC-25oC). შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
5 წელი; ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვისას, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი(რეცეპტით)
Units | 60 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account