Ioril 10 - იორილი10 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ცერებრული ვასკულური უკმარისობა სპასტიკური კომპონენტით, როგორიცაა თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, მხედველობითი, სმენითი დამეტყველების დარღვევები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს - 10 მგ იზოქსსუპრინის ჰიდროქლორიდს
აღწერილობა:
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით. იზოქსსუპრინი ქიმიურად: ნორმალური ერითრო -p- ჰიდროქსი -a-[1-[(1- მეთილ-2-ფენოქსიეთილ ამინოეთილ] ალკ. ბენზილი
in vivo da in vitro კვლევებით დადგენილია, რომ იზოქსსუპრინი არის პირდაპირი მოქმედების მიოვასკულარული რელაქსანტი, რომელიც სელექტიურად მოქმედებს ტვინის სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და ჩონჩხის მუსკულატურაზე. იზოქსუპრინი ზრდის ქსოვილის სისხლმომარაგებას სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნის გზით.
სისხლძარღვთა სპაზმი შეიძლება გართულდეს და დაამძიმოს ვასკულარული დაავადებების მიმდინარეობა, როგორიცაა:
- ცერებრული არტერიოსკლეროზი
- პერიფერიული მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზი
- მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერი)
- რეინოს დაავადება
- არტერიული ემბოლიზმი
- ვეგეტატიური დისტონია და ცივი ჭრილობა
იზოქსუპრინი საშვილოსნოზე ძლიერი მოქმედებით ხასიათდება და ადუნებს მას, რაც ნაჩვენებია in vivo და in vitro კვლევებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასტიმულირებს ბეტა-რეცეპტორებს, რითაც იწვევს ვაზოდილატაციას. ასტიმულირებს გულის მუშაობას (ზრდის შეკუმშვადობას, გულისცემის სიხშირეს და განდევნის ფრაქციას) და ახდენს საშვილოსნოს რელაქსაციას. მაღალი დოზებით აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს.
შეწოვა: კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
მეტაბოლიზმი: ნაწილობრივ კონიუგირდება სისხლში.
ექსკრეცია: T 1 / 2 შეადგენს დაახლოებით 1,5 საათი. ძირითადად ექსკრეტირდება შარდით.
მოქმედების დაწყება: 1 საათი (ორალური მიღებისას); 10 წთ (IV)
სპეციალური პოპულაცია, ახალშობილები: თ 1/2 არის 1,5 დან 3 საათამდე (დროული) და 6-8 საათი (დღენაკლულებში).
ჩვენებები
ცერებრალურ ვასკულარული უკმარისობა სპასტიკური კომპონენტით, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, მხედველობითი, სმენითი და მეტყველების დარღვევები და გარდამავალი იშემიური შეტევა.
• პერიფერიული ვასკულარული უკმარისობა სპასტიკური კომპონენტით, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: სიცივის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, სპაზმები, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კანის ფერის ცვლილებები, იშემიური და დიაბეტური წყლულები კიდურებზე.
• საშვილოსნოს ჰიპერმობილობა
• ნაადრევი და ადრეული მშობიარობა, - ტეტანური შეკუმშვები, - დისმენორეა
მიღების წესები და დოზები
სხვადასხვა პაციენტისთვის დოზირება სხვადასხვანაირია. აუცილებელია ექიმის ინსტრუქციის ან ეტიკეტზე მითითებული დირექტივის შესრულება. შემდეგი ინფორმაცია მოიცავს იზოქსსუპრინის საშუალო დოზებს. ექიმის მიერ დანიშნული დოზის შეცვლა დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ტაბლეტების რაოდენობა დამოკიდებულია წამლის მოქმედების სიძლიერეზე.
- დოზირების პერორალური ფორმებისთვის (ტაბლეტები):
- სისხლის მიმოქცევის უკმარისობის პირობებში:
- მოზრდილები – 10-20 მგ 3-4 ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
კარდიოვასკულური: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულის არეში ტკივილი
ცნს: თავბრუსხვევა, სისუსტე
დერმატოლოგიური: მძიმე ხასიათის გამონაყარი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი
უკუჩვენება
არტერიული სისხლდენა; მშობიარობის შემდგომ პერიოდში ადრეული გამოყენება
სიფრთხილის ზომები:
იზოქსუპრინის ჰიდროქლორიდის პარენტერალურ გამოყენებას შეიძლება ახლდეს ცნს-ის სტიმულაციის სიმპტომები (შფოთვა, მომატებული აგზნებადობა, ცხვირთან შეხების ფენომენი) ან ოფლიანობა; გვერდითი ეფექტები არადამახასიათებელია ორალური მიღების შემდეგ, მაგრამ შესაძლოა ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოვლინებები.
ორსულობა: C კატეგორია
ლაქტაცია: განსაზღვრული არაა.
ჭარბი დოზირება
იხ. “გვერდითი ეფექტები და სპეციალური მითითებები”
პერორალური ჭარბი დოზირების დროს სერიოზული ტოქსიკურობა დამახასიათებელი არ არის, მაგრამ გვერდითი ეფექტების სექციაში აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება მკურნალობა: ცნს-ის მომატებული აგზნებადობისას - დიაზეპამი და ჰიპოტენზიისას – სითხეები.
მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია.
იდენტიფიკაცია:
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საკმარისად შესწავლილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25oC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
საჭიროების გარეშე ბლისტერის ყუთიდან ამოღება არაა რეკომენდებული.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account