Coplavix - კოპლავიქსი 75/100მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 42,08 ლ რეგულარული ფასი 59,32 ლ
მარაგშია
SKU
32402_465

ჩვენება: ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. 

შემადგენლობა 

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კლოპიდოგრელი (ჰიდროგენის სულფატის სახით) . . . . . . 75 მგ
აცეტილსალიცილის მჟავა. . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, დაბალშენაცვლებადი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი E421, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლ 6000, სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
გარსი: რკინის ოქსიდი E172, ჰიპრომელოზა, ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი და ტრიაცეტინი. 
ტაბლეტები დაფარულია კარნაუბის ცვილით.

ჩვენებები
კო-პლავიქსი გამოიყენება ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. კო-პლავიქსი წარმოადგენს ფიქსირებული დოზის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში:
- მწვავე კორონარული სინდრომის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q-კბილის გარეშე), მათ შორის კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდგომ სტენტის ჩადგმისას. 
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციით, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. 
კო-პლავიქსი გამოიყენება მოზრდილებში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
წინაგულის ფიბრილაცია
სისხლძარღვების დაავადების რისკის გაზრდისას წინაგულის ფიბრილაციის (წ/ფ) მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ვიტამინ K-ანტაგონისტებით (ვკა) მკურნალობა, შეტევათა რაოდენობის შესამცირებლად ვკა-მა გამოავლინა უკეთესი კლინიკური შედეგი, ვიდრე ცალკე აცეტილსალიცილის მჟავამ (ასმ) ან კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციამ.
პაციენტებში წინაგულის ფიბრილაციით, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლძარღვების დაავადების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი მაინც ან რომლებსაც არ შეუძლიათ გაიარონ ვკა თერაპია (მაგალითად, სისხლდენის გარკვეული რისკი, ექიმის დასკვნა იმის შესახებ, რომ პაციენტს არ შეუძლია გაიაროს საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის მონიტორინგი ან რომ ვკა-ის გამოყენება არამიზანშეწონილია) კო-პლავიქსი ინიშნება ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების, მათ შორის ინსულტის, პროფილაქტიკისათვის. 
კლოპიდოგრელის ასმ-თან კომბინაციამ აჩვენა ინსულტის კომბინირებული საბოლოო წერტილის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ცნს არასისტემური ემბოლიის ან სიკვდილის სიხშირის შემცირება ძირითადად შეტევების სიხშირის შემცირებით.

მიღების წესები და დოზები
მწვავე კორონარული სინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია
კო-პლავიქსი ინიშნება ერთჯერადად დოზით 75 მგ/100 მგ დღეში. 
კო-პლავიქსი ინიშნება ცალ-ცალკე კლოპიდოგრელისა და ასმ თერაპიის დაწყების შემდეგ, შესაბამისი დოზირებით მათ ჩასანაცვლებლად.
კო-პლავიქსი მიღება ხდება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ.

უკუჩვენება
კო-პლავიქსი მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: 
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლის მძიმე დარღვევა;
- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
პრეპარატის შემადგენლობაში ასმ-ს არსებობის გამო, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ და ასთმის სინდრომი, რინიტი და ცხვირის პოლიპები;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი. 
კო-პლავიქსის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპის ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია. 
მოცემული სამედიცინო პროდუქტი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა და დიარეა.

განსაკუთრებული მითითებები
ბავშვები: ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დარღვევებით, რომლებშიც შეიძლება აღინიშნოს სისხლდენისადმი მიდრეკილება. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy