Medeoclav - მედეოკლავი სუსპენზია 156.25/5მლ 100მლ
ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები შარდსასქესო სისტემის ინფექციები კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 125 მგ / კალიუმის კლავულანატი 31,25 მგ (156,25 მგ)
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი 250 მგ / კალიუმის კლავულანატი 62,5 მგ (312,5 მგ)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან _ კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში.
ფარმაკოდინამიკა
ამოქსიცილინი _ ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ.
კლავულანის მჟავა _ β-ლაქტამური ნაერთი, გააჩნია β-ლაქტამაზების ფართო სპექტრის ინაქტივირების უნარი. პრაპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა ამოქსიცილინს იცავს β-ლაქტამაზების დამაზიანებელი მოქმედებისაგან და აფართოებს მისი ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრს მასში პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ ჩვეულებრივ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჩართვით.
მედეოკლავი სუსპენზია ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
- გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis, Corynebacterium spp., Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes, Nocardia asteroides, Staphylococcus aureus, კოაგულაზონეგატიური სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით), Streptococcus spp. (Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans-ის ჩათვლით);
- გრამდადებითი ანაერობული მიკროორგანიზმები: - Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.;
- გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: - Bordetella pertussis, Brucella spp., Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pateurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica;
- გრამუარყოფითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis--ის ჩათვლით), Fucobacterium spp.;
- სხვა მიკროორგანიზმები: - Borrelia burgdorferi, Chlamydia spp., Leptospira icterohaemorrhagiae, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად იხსნება წყლიან გარემოში ფიზიოლოგიური pH-ის პირობებში. ორივე კომპონენტი სწრაფად და ადვილად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პრეპარატის შეწოვა ოპტიმიზირდება ჭამის წინ მიღებისას.
მეტაბოლიზმი
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინოის მჟავის სახით, საწყისი დოზის 10-25% რაოდენობით. კლავულანის მჟავა ელიმინირდება შარდში და განავალში.
გამოყოფა
როგორც სხვა პენიცილინების შემთხვევაში, ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელი, მაშინ როდესაც კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმლის, ასევე სხვა მექანიზმით. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას 40-65% გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმლის საშუალებით
ჩვენება:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, სინუსიტი,
- შუა ყურის ანთება
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი
- კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები
- ძვალ-სახსროვანი ინფექციები
განზავების წესი და დოზირება:
შეანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილის გასახსნელად. ნელა დაამატეთ ადუღებული და გაგრილებული წყალი ბოთლზე მითითებულ ნიშნულამდე და კარგად შეანჯღრიეთ, საჭიროების შემთხვევაში გაზარდეთ მოცულობა წყლის ნიშნულამდე დამატებით. განზავებული სუსპენზია ინახება მაცივარში (2-8*C)და გამოიყენება 7 დღის განმავლობაში.
ახალშობილებისა და 3 თვემდე ასაკის ბავშვები - სტანდარტული დოზა შეადგენს 30 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, (ამოქსიცილინის კომპონენტზე დაყრდნობით) გაყოფილი 2 მიღებაზე (12 საათში ერთხელ).
ბავშვებში 3 თვის ასაკიდან და ზევით - მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციებისას 20 მგ/კგ. მძიმე ინფექციებისას და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების, შუა ოტიტის, სინუსიტის დროს 40 მგ/კგ გაყოფილი 3 მიღებაზე (8 საათში ერთხელ)
უკუჩვენებები
მედეოკლავი უკუნაჩვენებია:
- ანამნეზში ბეტა-ლაქტამაზების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში, მაგ. პენიცილინები და ცეფალოსპორინები;
- ანამნეზში ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავასთან დაკავშირებული სიყვითლის/ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში სუსტად გამოხატულია და შექცევად ხასიათს ატარებენ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: უმადობა, გულისრევა, ღებინება დიარეა. მსგავსი არასასურველი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია მედეოკლავის მიღებით ჭამის დროს.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე.
შეფუთვა:
100მლ შუშის ბოთლი ნიშნულით.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account