Metazero - მეტაზერო 47.5მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი არტერიული წნევა, სტენოკარდია, არითმია, გულის არაორგანული პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს, გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით
მეტაზერო 47.5 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
მეტოპროლოლის სუქცინატი
1. რა არის მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
მეტოპროლოლის სუქცინატი მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკერების პრეპარატთა ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის დროს. ამგვარად ის ანელებს გულის მოქმედებას (გულის რითმი მცირდება).
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
- გულისათვის არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდებით გამოწვეული ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია)
- გულის არარეგულარული ცემა (არითმია)
- გულის არაორგანული (ფუნქციონალური) პათოლოგია, რომელიც იწვევს პალპიტაციებს,
- გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორიცაა ქოშინი, ან კოჭების შეშუპება), როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კობინაციაში.
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პრევენციისთვის:
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განმეორებითი ინფარქტი, ან გულის დაზიანება,
- შაკიკი.
მეტაზერო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ 6-18 წლის ასაკის
ბავშვებსა და მოზარდებში.
2. რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მეტაზერო შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალაერგიული პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, სხვა ბეტა-ბლოკერების, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
- თუ გაქვთ არასტაბილური გულის უკმარისობა და თუ იღებთ პრეპარატებს გულის შეკუმშვათა გაზრდისათვის
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა და თუ თქვენი არტერიული წნევა ქვეითდება 100 მმ/ვწყ. სვ
- თუ გაქვთ გულის შენელებული ცემა (ნაკლები 45 დარტყმაზე წუთში), ან დაბალი არტერიული წნეა (ჰიპოტენზია)
- თუ გაქვთ შოკით გამოწვეული გულის პრობლემები,
- თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული პრობლემები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი II, ან III ხარისხი), ან გულის რითმის დარღვევები (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი)
- თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (პერიფერიული არტერიის მძიმე დაავადება).
სიფრთხილის ზომები
მეტაზეროს მიღებამდა კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- თუ იღებთ ვერაპამილს ინტრავენურად;
- თუ გაქვთ სისხლის მომოქცევის დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტა, ფერის დაკარგვა, ან სილურჯე,
- თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც ჩვეულებრივ ვლინდება ღამით (პრინცმეტალის სტენოკარდია)
- თუ გაქვთ ასთმა, ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,
- ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს შაქრის შემცირებული დონე (შაქრიანი დიაბეტი)
- თუ გაქვთ გულის შეკუმშვასთან დაკავშირებული დარღვევები (გულის ბლოკადა)
- თუ იტარებთ მკურნალობას ალერგიული რეაქციების შესამცირებლად. მეტაზერომ შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ინ ნივთიერებებისადმი, რომელთა მიმართაც ხართ ალერგიული, გაზარდოს ალერგიული რეაქციების გამოვლენის სიმწვავე
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული იშვიათი, თირკმლეზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა,
- თუ იტარებთ ანესთეზიას, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან სტომატოლოგს, რომ იღებთ მეტოპროლოლის ტაბლეტებს,
- თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი)
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დარღვევები,
- თუ მკურნალობთ დიგიტალისით.
მეტაზეროს გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ახლო წარსულში, ან შესაძლოა მიიღოთ.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ არტერიული წნევის შემამცირებელი
ეფექტი:
- პროპაფენონი, ამიოდარონი, ქინიდინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, კლონიდინი,
- დიზოპირამიდი და ჰიდრალაზინი, დიგიტალისი/დიგოგქსინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კარდიოვასკულარული დაავადების სამკურნალოდ)
- ბარბიტურის მჟავას წარმოებულები (ანტიეპილეფსიული პრეპარატები)
- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორებიცაა ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი),
- ადრენალინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე შოკის და მძიმე ალერგიული რეაქციების დროს)
- ფენილპროპანოლამინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სამკურნალოდ)
- დიფენჰიდრამინი (ალერგიების სამკურნალო პრეპარატი)
- ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციებისას)
- რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
- სხვა ბეტა-ბლოკერები (თვალის წვეთები)
- მაო-ს ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
- საინჰალაციო ანესთეზიური საშუალებები (საანესთეზიო საშუალებები)
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, შეიძლება შეინიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონე
- ციმეტიდინე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულძმარვის და მჟავიანობის დასარეგულირებლად)
- პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
მეტაზეროს გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მეტაზეროს გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
ბეტა-რეცეპტორების ბლოკერებმა (მეტაპროლოლის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ გულის რითმი ნაყოფსა და ახალშობილებში. მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მეტაზერომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. სატრასპორტო საშუალების მართვამდე, ან მექანიზმებთან მუშაობამდე დარწმუნდით, რომ ეს ეფექტი არ ვრცელდება თქვენზე - განსაკუთრებით, თუ თქვენ გადახვედით სხვა პრეპარატებზე, ან მიიღეთ ალკოჰოლი.
3. როგორ მივიღოთ მეტაზერო
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ ხარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
მეტაზეროს გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების დოზირებული ფორმა
უზრუნველყოფს პრეპარატის თანაბარ სადღეღამისო ეფექტს და ის მიიღება დღეში
ერთჯერ - დილას, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მეტაზეროს 23.75 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
მეტაზეროს 47.5 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორად: გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად დასაყოფად.
არ დაღეჭოთ, ან დაფხვნათ მეტაზეროს ტაბლეტი, ან ტაბლეტის გაყოფილი ნაწილი. პრეპარატი მიიღება სითხის დაყოლებით.
დოზირება
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია):
47.5მგ-დან 95მგ-მდე მეტოპროლოლის სუქცინატი (50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
არარეგულარული გულის ცემა (არითმია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდომი პროფილაქტიკური თერაპია:
190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
გულის დაავადება, გულის პალპიტაციები:
95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
შაკიკის პრევენცია:
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
პაციენტებში გულის სტაბილური უკმარისობით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში:
საწყისი დოზა შეადგენს 11.88-დან 23.75 მგ-მდე მეტოპროლოლის სუქცინატს (12.5-დან 25მგ-მდე მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში. საჭიროების მიხედვით დოზის გაზრდა შესაძლებელია ეტაპობრივად მაქსიმულ მეტოპროლოლის სუქცინატის
190 მგ-მდე (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) ერთჯერ დღეში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაცინეტები
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ექიმი შესაბამისად დაარეგულირებს პრეპარატის დოზას. ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მეტაზეროს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ყოველთვის გამოიყენეთ მეტაზერო ბავშვებსა და მოზარდებში მკაცრად ექიმის
დანიშნულების შესაბამისად.
ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენი ბავშვისათვის. დოზირება დამოკიდებულია
ბავშვის წონაზე.
რეკომენდებული საწყისი დოზა მაღალი არტერიული წნევისათვის შეადგენს 0.48მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატს (0.5მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ (23.75მგ მეტაზეროს ნახევარი ტაბლეტი ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა არის 25კგ). დოზა რეგულირდება საჭირო დოზასთან მიახლოვებული ტაბლეტების დოზირების მიხედვით. პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 0.5მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 0.95მგ/კგ-მდე (1.0მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), მეტოპროლოლის ტარტრატი 50მგ-მდე.
პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 1.0მგ/კ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს მეტოპროლოლის სუქცინატის 1.9მგ/კგ-მდე (2მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), დღეში ერთჯერ (1 მეტაზერო 47.5მგ ტაბლეტი ბავშვისათვის სხეულის მასით 25კგ). არ არის შესწავლილი 190მგ-ზე მეტი დოზით მეტოპროლოლის სუქცინატის (200მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთჯერ გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ მეტაზეროს Qჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ან ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მეტაზეროს მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, შემდეგ განაგრძეთ მკურნალობა დანიშნული რეჟიმით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ მეტაზეროს მიღება
არ შეწყვიტოთ უეცრად მეტაზეროს მიღება, რადგან შეიძლება ამან გააუარესოს გულის უკმარისობა და გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. დოზის შეცვლა, ან მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- დაღლილობა
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
- ცივი ხელის მტევნები და ტერფები, გულის ცემის შენელება, პალპიტაციები,
- ქოშინი ვარჯიშის დროს,
- გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):
- დეპრესია, ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა,
- კანზე ჩხვლეტის შეგრძნება,
- გულის უკმარისობის სიმპტომების ხანმოკლე დროით გაუარესება,
- არტერიული წნევის შემცირება გულის შეტევის დროს, პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შეიძლება გამოვლინდეს კარდიოგენული შოკი
- ქოშინი, ბრონქული დარღვევების გამწვავება
- კანის მომატებული რეაქციები
- ტკივილი გულ-მკერდის არეში, სითხის შეკავება (შეშუპება), წონის მომატება.
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 ადამიანში):
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
- გულმავიწყობა, გონების არევა, ჰალუცინაციები, ნევროზულობა, შფოთვა,
- ტაქტილური დარღვევები,
- მხედველობის დაბინდგვა, გულის რითმის დარღვევები,
- ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება,
- ფსორიაზის (კანის დაავადება) გამწვავება, ან გამოვლენა, ფოტომგრძნობელობა, მომატებული ოფლიანობა, თმის ცვენა
- იმპოტენცია (ერექციის არ ქონა)
- ხმაური ყურებში.
არ არის ცნობილი (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით):
- კონცენტრაციის გაუარესება,
- კუნთების სპაზმი,
- თვალის ანთება,
- პაციენტებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით შეიძლება განვითარდეს ქსოვილის კვდომა,
- სურდო,
- პირის სიმშრალე,
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის)
- სახსრების ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
5. მეტაზეროს შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 30ºჩ მაღალი ტემპერატურის პირობებში.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იღენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტაზერო
- მოქმედი ნივთიერება არის მეტოპროლოლის სუქცინატი.
- თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 47.5მგ მეტოპროლოლის სუქცინატს (მეტოპროლოლის სუქცინატი), რაც შეესაბამება 50მგ მეტოპროლოლის ტარტრატს.
- სხვა ნივთიერებებია კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურიალ სულფატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, ჰიდროქსიპროპოლ ცელულოზა, ეთილ ცელულოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და პროპილენ გლიკოლი ტაბლეტის გარსში.
მეტაზეროს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
47.5მგ: თეთრი, მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივად ამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ტაბლეტის ერთ მხარეს (ზომა 10.5მმ ხ 5.5მმ). გამყოფი ხაზის ერთ მხარეს ტაბლეტს აქვს გრავირება ჩ და გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მარკირება ‘2’.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account