Normodipine - ნორმოდიპინი 5მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება:არტერიული ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 5 მგ ამლოდიპინი (6,944 მგ ამლოდიპინის ბენზოატის სახით) თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ა ტიპი), კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა.
აღწერა
5 მგ ტაბლეტები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები მოგრძო-ოვალური ფორმის, გრავირებით “10” ცალ მხარეს და ნაჭდევით მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორები უპირატესი მოქმედებით სისხლძარღვებზე. დიჰიდროპირიდინის წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამლოდიპინი წარმოადგნეს დიჰიდროპირიდინის წარმოებულს, რომელიც აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემრანულ გადასვლას (კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორი ან კალციუმის იონების ანტაგონისტი); ასევე აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებისა და სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე პირდაპირი მომადუნებელი მოქმედებით. სტენოკარდიის დროს ამლოდიპინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ამლოდიპინის იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება ხორციელდება შემდეგი ორი გზით:
ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამგვარად ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა), რომლის გადალახვაზეც იხარჯება გულის მუშაობა. რადგანაც არ იცვლება გულის შეკუმშვათა სიხშირე, გულის დატვირთვის შემცირება ამცირებს ენერგიის მოხმარებას და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნას.
სავარუდოდ, ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი ასევე მოიცავს მთავარი კორონალური არტერიებისა და არტერიოლების გაფართოებას მიოკარდიუმის როგორც უცვლელ, ასევე იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას პაციენტებში კორონალური არტერიების სპაზმით (პრინცმეტალის სტენოკადია ან ვაზოსპასტიური სტენოკარდია).
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დღიური დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამლოდიპინის ეტაპობრივი მოქმედების გამო მწვავე ორთოსტატული ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშება.
ცხრილი #1 CAMELOT კვლევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოსავლების სიხშირე
გულ-სისხლძარღვთა გართულება, რაოდენობა (%) |
ამლოდიპინი vs. პლაცებო | ||||
კლინიკური გამოსავალი | ამლოდიპინი | პლაცებო | ენალაპრილი | ფარდობითი რისკი (95% CI) | მნიშვნელობა P |
ძირითადი საბოლოო წერტილი | |||||
არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენა | 110 (16,6) | 151 (23,1) | 136 (20,2)) | 0,69 (0,54 – 0,88) | 0,003 |
ინდივიდუალური შემადგენელი | |||||
კორონალური არტერიების რევასკულარიზაცია | 78 (11,8) | 103 (15,7) | 95 (14,1) | 0,73 (0,54-0,98) | 0,03 |
ჰოსპიტალიზაცია სტენოკარდიის გამო | 51 (7,7) | 84 (12,8) | 86 (12,8) | 0,58 (0,41-0,82) | 0,002 |
მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური გამოსავალის გარეშე | 14 (2,1) | 19 (2,9) | 11 (1,6) |
0,73 (0,37-1,46)
|
0,37 |
ინსულტი ან ტიშ | 6 (0,9) | 12 (1,8) | 8 (1,2) | 0,50 (0,19-1,32) | 0,15 |
სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამო | 5 (0,8) | 2 (0,3) |
5 (0,7) | 2,46 (0,48-12,7) | 0,27 |
ჰოსპიტალიზაცია გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო |
3 (0,5) | 5 (0,8) | 4 (0,6) | 0,59 (0,14-2,47) | 0,46 |
რეანიმაცია გულის გაჩერების შემდეგ | 0 | 4 (0,6) | 1 (0,1) | NA |
0,04 |
პირველადად გამოვლენილი პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები | 5 (0,8) | 2 (0,3) | 8 (1,2) | 2,6 (0,50-13,4) | 0,24 |
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დღიური დოზა ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესრულების დროს, აფერხებს სტენოკარდიული შეტევის განვითარებას და
შთ სეგმენტის დეპრესიას (1 მმ-ით იზოხაზის ქვემოთ) ფიზიკური დატვირთვის შესრულების დროს, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების და ნიტროგლიცერინის მიღების სიხშირეს.
ამლოდიპინი არ ახდენს უარყოფით გავლენას ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის პლაზმის ლიპიდურ პროფილზე, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება პაციენტების სამკურნალოდ ბრონქიალური ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.
გამოყენება გულის იშემიური დაავადების (გიდ) მქონე პაციენტებში
ამლოდიპინის გამოყენების ეფექტურობა იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში კლინიკური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეისწავლებოდა დამოუკიდებელ, მრავალცენტრულ, რანდომიზირებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში CAMELOT (Comparision of Amlodipine vs Enalapril to Limit Occurances of Thrombosis – ამლოდიპინის შედარება ენალაპრითან თრომბოზის განვითარების პრევენციის კუთხით), რომელშიც მონაწილეობდა 1997 პაციენტი. აღნიშულ კვლევაში 663 პაციენტი 2 წლის განმავლობაში იღებდა ამლოდიპინს დოზით 5 – 10 მგ, 673 პაციენტი იღებდა ენალაპრილს დოზით 10-20 მგ და 655 პაციენტი იღებდა პლაცებოს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავდა სტატინებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, შარდმდენებს და ასპირინს. ეფექტურობის ძირითადი შედეგები მოყვანილია #1 ცხრილში. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ამლოდიპინით მკურნალობის ფონზე შემცირდა სტენოკარდიის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის სიხშირე და ასევე შემცირდა გიდ-ის მქონე პაციენტებში რევასკულარიზაციის პროცედურების სიხშირე.
აბრევიატურები: ტიშ - ტრანზიტორული იშემიური შეტევა; CI – სარწმუნოების ინტერვალი.
გამოყენება პაციენტებში გულის უკმარისობით
ჰემოდინამიურმა კვლევებმა და კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა ფიზიკური დატვირთვის სინჯის გამოყენებით აჩვენა, რომ ამლოდიპინი არ იწვევს გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუარესებას (II-III ფუნქციონაკური კლასი NYHA-ს მიხედვით), ამაზე მოწმობდა ტოლერანტობის ხარისხი ფიზიკური დატვირთვის მიმართ, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია და კლინიკური სიმპტომატიკა.
პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში (PRAISE), რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები NYHA-ს მიხედვით III-IV ფუნქციონალური კლასის გულის უკმარისობით, რომლებიც იღებდნენ დიგოქსინს, დიუტეტიკებს და ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, ამლოდიპინი არ იწვევდა ლეტალური დასასრულის რისკის ან ლეტალურობის ჯამური რისკის და გართულებების ზრდას, დაკავშირებულებს გულის უკმარისობასთან.
დამატებით პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში (PRAISE-2) პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (NYHA-ს მიხედვით III-IV ფუნქციონალური კლასი) გულის იშემიური დაავადების კლინიკური ან ობიექტური ნიშნების გარეშე, რომლებიც იღებდნენ ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, დიგიტალისს და დიუტეტიკებს, ამლოდიპინი არ ახდენდა გავლენას საერთო და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობაზე. იმავე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენებას ახლდა ფილტვების შეშუპების შემთხვევების რაოდენობის რიცხვის ზრდა.
მკურნალობის კვლევა მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნებში (ALLHAT) (Antihypertensive and Lipid-Lowering Treatment to Prevent Heart Attack) დაავადების და სიკვდილიანობის რანდომიზირებული ორმაგი ბრმა კვლევა დასახელებით “ანტიჰიპერტენზიული და ჰიპოლიპიდური მკურნალობის კვლევა მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნებში” (ALLHAT), ჩატარებული იყო უფრო თანამედროვე პრეპარატების მოქმედების შედარების მიზნით, როგორიცაა ამლოდიპინი, დოზით 2,5-10 მგ/დღეში (კალციუმის არხების ბლოკატორი) ან ლიზინოპრილი დოზით 10-40 მგ/დღეში (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი) პირველი ხაზის პრეპარატების სახით თიაზიდური დიუტერიკის ქლორტალიდონის მოქმედებასთან, დოზით 12,5-25 მგ/დღეში მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
სულ რანდომიზირებული იყო 33 357 პაციენტი არტერიული ჰიპერტენზიით 55 წლამდე და უფროსი ასაკის, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, საშუალოდ, 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ, როგორც მინიმუმ, გულის იშემიური დაავადების ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის ან ინსულტის (>6 თვეზე კვლევაში ჩართვამდე) ჩათვლით; დოკუმენტალურად დადასტურებული ათეროსკლეროზული გენეზის სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების (სულ 51,5%); მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (36,1%); ქოლესტერინი-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ˂ 35 მგ/დლ (11,6%); ეკგ-ზე ან ექოკარდიოგრაფიის დროს დიაგნოსტირებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის (20,9%); მოწევის (21,9%) ჩათვლით.
ძირითადი საბოლოო წერტილი წარმოადგენდა გულის იშემიური დაავადების შემადგენელ კომბინაციას ლეტალურ დასასრულთან და მიოკარდის ინფარქტთან, რომელმაც არ გამოიწვია ლეტალური დასასრული.
მნიშვნელოვანი სხვაობა ძირითადი საბოლოო წერტილის სიხშირის მიხედვით ამლოდიპინით და ქლორტალიდონით თერაპიას შორის არ ყოფილა: ღღ 0,98 95% ნდობის ინტერვალი [0,90-1,07] პ=0,65. მეორად საბოლოო წერტილებს შორის, ჯგუფში, რომელიც იღებდა ამლოდიპინს, გულის უმარისობა (გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილის შემადგენელი კომბინაციის კომპონენტი) იყო მნიშვნელოვნად უფრი მაღალი, ვიდრე ჯგუფში, რომელიც იღებდა ქლორტალიდონს (10,2% ვს. 7,7%, RR 1,38, 95% CI [1,25-1,52] პ<0,001). მაგრამ, მნიშვნელოვანი სხვაობა სიკვდილიანობაში ყველა მიზეზის მიხედვით ამლოდიპინით და ქლორტალიდონით თერაპიას შორის გამოვლენილი არ ყოფილა: RR 0,96 95% ნდობის ინტერვალი [0,89-1,02] р=0,20.
ბავშვთა ასაკის პაციენტები (6 წლიდან და უფროსი ასაკის)
კვლევაში 6-დან 17 წლამდე ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც უპირატესად დაავადებულნი იყვნენ მეორადი არტერიული ჰიპოტენზიით, ჩატარებული იყო ამლოდიპინის 2,5 მგ და 5 მგ დოზებით და პლაცებოს შედარება. კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატის ორივე დოზა მნიშვნელოვანი ხარისხით აქვეითებდა სისტოლურ არტერიულ წნევას პლაცებოსთან შედარებით. სხვაობა ორ დოზას შორის სტატისტიკურად უმნიშვნელოა.
ამლოდიპინის ხანგრძლივი ზემოქმედება ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და საერთო განვითარებაზე არ შესწავლილა.
ბავშვობაში ამლოდიპინით თერაპიის ხანგრძლივი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა ავადობაზე და სიკვდილიანობაზე მოზრდილ ასაკში ასევე არ არის დადგენილი.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა, განაწილება და შეკავშირება პლაზმის ცილებთან
ამლოდიპინი კარგად შეიწოვება თერაპიულ დოზებში შიგნით მიღების შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 64-80 %-ს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. კვლევებმა, ჩატარებულმა ინ ვიტრო, აჩვენეს, რომ სისხლში მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97,5%, უკავშირდება პლაზმის ცილებს.
საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
ნახევრად გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს, რაც იძლევა პრეპარატის დღეში ერთხელ შეყვანის შესაძლებლობას. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, პრეპარატი გამოიყოფა შარდით საწყისი ნივთიერების (10%) და მეტაბოლიტების (60%) ფორმით.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას
არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენებასთან მიმართებაში პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. პაციენტებს ღვიძლის უკმარისობით გააჩნიათ ამლოდიპინის დაქვეითებული კლირენსი, რაც იწვევს AUC-ის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით და ნახევრად გამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს პლაზმაში ახალგაზრდებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ერთნაირია. მაგრამ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შემცირებულია ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს AUC-ის და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდას ხანდაზმულებში. AUC-ის და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდა ასევე აღინიშნება პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ფარმაკოკინეტიკის კვლევა ტარდებოდა 12-დან 17 წლამდე ასაკის 74 ბავშვის და მოზარდის მონაწილეობით არტერიული ჰიპერტენზიით (34 პაციენტი 6-დან 12 წლამდე ასაკის, 28 პაციენტი 13-დან 17 წლამდე ასაკის). პაციენტები ღებულობდნენ ამლოდიპინს დოზებში 1,25-დან 20 მგ-მდე ერთხელ ან ორჯერ დღეში. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში და 13-17 წლის მოზარდებში მოჩვენებითი კლირენსი (CL/F) პერორალური გამოყენების შემდეგ შეადგენდა 22,5 და 27,4 ლ/სთ, შესაბამისად, ვაჟებში, და 16,4 და 21,3 ლ/სთ, შესაბამისად – გოგონებში. აღინიშნებოდა დიდი ინტერინდივიდუალური ვარიაბელურობა. მონაცემები 6 წლამდე ბავშვებთან მიმართებაში შეზღუდულია.
გამოყენების ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია.
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).
უკუჩვენებები
ამლოდიპინი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის შემდეგი მდგომარეობებით:
- მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში “შემადგენლობა”;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით);
- მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, გამოხატული აორტალური სტენოზი);
- ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილით
ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტონიული კრიზის დროს არ არის დადგენილი.
პაციენტები გულის უკმარისობით
ხანგრძლივი, პლაცებო კონტროლირებადი კვლევების მსვლელობისას გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მონაწილეობით (III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) დადგენილი იყო, რომ ჯგუფში, რომელიც ღებულობდა ამლოდიპინს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, გაიზარდა ფილტვების შეშუპების შემთხვევების რაოდენობა (იხ, ნაწილი "ფარმაკოდინამიკა"). კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების სამკურნალოდ შეგუბებითი გულის უკმარისობით, რადგანაც ისინი ზრდიან გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს და ლეტალური დასასრულის პროცენტს.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ამლოდიპინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი და AUC-ის მნიშვნელობა იზრდება, რეკომენდირებული დოზები ასეთი პაციენტებისთვის დადგენილი არ არის. ამლოდიპინით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას მინიმალური დოზებიდან. მკურნალობის პირველადი დანიშვნისას და დოზის ზრდის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით დოზის ტიტრირება უნდა ჩატარდეს ექიმის სათანადო დაკვირვების ქვეშ.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
დოზის მომატება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სიფრთხილით უნდა ჩატარდეს (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება” და “ფარმაკოკინეტიკა”).
გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტების ამ ჯგუფში ამლოდიპინის გამოყენება შეიძლეა ჩვეულებრივი დოზებით. ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები სისხლის პლაზმაში არ კორერილებს თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დახმარებით.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსული ქალების სამკურნალოდ დადგენილი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მოწმობენ იმის შესახებ, რომ პრეპარატს მაღალ დოზებში გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია მხოლოდ უფრო უსაფრთხო ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, ან თუ დედის დაავადება წარმოადგენს დედისთვის და ნაყოფისთვის უფრო დიდ ხიფათს, ვიდრე მკურნალობა.
ძუძუთი კვების პერიოდი
უცნობია, აღწევს თუ არა ამლოდიპინი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ ან ამლოდიპინით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის და მკურნალობისგან დედის მიერ მიღებული სარგებელის გათვალისწინებით.
ფერტილობა
იყო შეტყობინებები, რომ ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორებს, აღინიშნებოდათ შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები სპერმატოზოიდების თავში. კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე ამლოდიპინის შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი. ვირთხებზე კვლევის შედეგად აღმოჩენილი იყო, რომ პრეპარატი მოქმედებს მამრების ფერტილობაზე.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზები
მოზრდილები
როგორც ჰიპერტონიის, ასევე სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, ეს დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, ნორმოდიპინი გამოიყენება კომბინაციაში თაიაზიდურ დიურეტიკებთან, ალფა-ბლოკატორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან. პაციენტებში სტენოკატრდიით და რომლებიც არ პასუხობენ ნიტრატებით და/ან ბეტა-ბლოკატორების ადექვატური დოზებით მკურნალობაზე, ნორმოდიპინი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
ერთდროულად დანიშვნისას თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და ინჰიბიტორებთან, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
ანალოგიური დოზებით გამოყენებისას ნორმოდიპინი ერთნაირად კარგად გადაიტანება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდზმული ასაკის პაციენტების მიერ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდირებულია მკურნალობის ჩვეულებრივი სქემა, მაგრამ დოზის გაზრდა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს (იხ. ნაწილი “სიფრთხილით” და “ფარმაკოკინეტიკა”).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
რეკომენდირებული დოზები პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით დადგენილი არ არის. დოზის შერჩევა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას უმცირესი რეკომენდირებული დოზით (იხ. ნაწილები “სიფრთხილით” და “ფარმაკოკინეტიკა”). ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა პირებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ ყოფილა შესწავლილი. პაციენტების მკურნალობა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით უნდა დაიწყოს ამლოდიპინის მინიმალური დოზით, დოზის ტიტრირება თანდათან უნდა ჩატარდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორერილდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან, ამიტომ ამ პაციენტებში რეკომენიდრებულია ჩვეულებრივი დოზების გამოყენება. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დახმარებით.
ბავშვთა აასკის პაციენტები
6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არტერიული ჰიპერტენზიით
რეკომენდირებული საწყისი დოზა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ 6-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში შეადგენს 2,5 მგ-ს დღეში; თუ პრეპარატის გამოყენების 4 კვირის შემდეგ ვერ მიიღწევა კონტროლი არტერიულ წნევაზე, დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 5 მგ-მდე დღეში. დოზების გამოყენება, რომლებიც აღემატება დღეში 5 მგ-ს ბავშვთა ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, შესწავლილი არ ყოფილა (იხ. ნაწილები “ფარმაკოდინამიკა” და “ფარმაკოკინეტიკა”).
ეს სამკურნალო პრეპარატი არ იწარმოება 2,5 მგ დოზირებით.
6 წლამდე ბავშვთა ასაკი
მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის.
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა
ყველაზე ხშირად მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაძლიერებული გულისცემა, ალები, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ტერფების შეშუპება, შეშუპება და დაღლილობა.
გვერდითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი
ამლოდიპინით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციები, მათი სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი აღნიშვნების გამოყენებით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥ 1/100 და < 1/10), არახშირად (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათად (≥ 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათად (< 1/10000).
ორგანოთა სისტემების თითოეულ კლასში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის ხარისხის კლების მიხედვით.
ორგანოთა სისტემის კლასი |
სიხშირე |
არასასურველი რეაქციები |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
ძალიან იშვიათად |
ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ძალიან იშვიათად | ალერგიული რეაქციები |
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ | ძალიან იშვიათად | ჰიპერგლიკემია |
ფსიქიკის დარღვევები |
არახშირად
|
უძილობა, ხასიათის ცვლილებები (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ხშირად
|
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
კუნთების ტონუსის მომატება, პერიფერიული ნეიროპათია |
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ | არახშირად | მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით) |
დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინტის მხრივ |
არახშირად | ხმაური ყურებში |
დარღვევები გულის მხრივ |
ხშირად
ძალიან იშვიათად |
გახშირებული გულისცემა
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
ხშირად
|
“ალები”
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ |
არახშირად
|
დისპნოე, რინიტი
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
ხშირად
|
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა ღებინება, დისპეფსია, დეფეკაციის რითმის ცვილება (დიარეის და შეკრულობის ჩათვლით), სიმშრალე პირში პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია |
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ |
ძალიან იშვიათად |
ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა* |
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
არახშირად
ძალიან იშვიათად |
ალოპეცია, პურპურა, კანის საფარის ფერის ცვლილება, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი, ეგზანტემა ანგიონევროტული შეშუპება, მულტიმორფული ერითემა, ურტიკარია, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია |
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
ხშირად
|
ტერფების შეშუპება
|
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ |
არახშირად |
შარდვის დარღვევები, ნიქტურია, გახშირებული შარდვა |
დარღვევები სქესობრივი და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
არახშირად |
იმპოტენცია, გინეკომასტია |
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
ხშირად
|
შეშუპებები, დაღლილობა
|
ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების შედეგებზე
|
არახშირად |
სხეულის მასის ზრდა, სხეულის მასის შემცირება |
*როგორც წესი, თან ახლავს ქოლესტაზი.
იყო შეტყობინებები ექსტრაპირამიდული სინდრომის განვითარების შემთხვევების შესახებ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის განზრახ ჭარბი დოზირების მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.
სიმპტომები
არსებული მონაცემები მოწმობს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესაძლო განვითარებით. აღწერილია გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევები, მათ შორის შოკის და ლეტალური დასასრულის განვითარებით.
მკურნალობა
ამლოდიპინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის დროს საჭიროა აქტიური ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნებაზე, ქვედა კიდურების აწეულ მდგომარეობაში მოსვენების, გულის მუშაობის მაჩვენებლების და ფილტვების მონიტორინგის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და დიურეზის კონტროლის ჩათვლით.
სისხლძარღვების ტონუსის აღსადგენად და არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის, უკუჩვენებების არარსებობის დროს, შესაძლებელია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების გამოყენება. კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების აღმოსაფხვრელად შეყავთ ინტრავენურად კალციუმის გლუკონატი.
ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტური შეიძლება იყოს კუჭის ამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის დანიშვნა ჯანმრთელი მოხალისეებისთვის ამლოდიპინის 10 მგ დოზით მიღებიდან მაშინათვე ან 2 საათის განმავლობაში იწვევდა პრეპარატის შეწოვის მნიშვნელოვან შემცირებას.
რადგანაც ამლოდიპინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს – ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამლოდიპინზე სხვა სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა
CYP3A4 ინჰიბიტორები:
ამლოდიპინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. მითითებული ფარმაკოკინეტიკური გადახრების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება იყოს უფრო გამოხატული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი და დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები:
მონაცემები, რომლებიც ეხება CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების ზემოქმედებას ამლოდიპინზე, არ არსებობს. CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, რიფამპიცინის, კრაზანას პრეპარატების [Hypericum
perforatum]) შეიძლება გამოიწივიოს პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის შემცირება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ამლოდიპინის და CYP3A4 ინდუქტორების ერთდროულად დანიშვნისას.
ამლოდიპინის და გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენცირებული, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ზრდა ზოგიერთ პაციენტებში, რამაც, თავის ხმრივ, შეიძლება გააძლიეროს ჰიპოტენზიური ეფექტი.
დანტროლენი (ინფუზია): ლაბორატორიულ ცხოველებში აღნიშნული იყო პარკუჭების ფიბრილაციის და გულ-სისხლძაღვოვანი უკმარისობის შემთხვევები, რასაც ახლდა ჰიპერკალიემია, ლეტალური დასასრულით და კოლაფსით ვერაპამილის გამოყენების და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის ფონზე. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის შედეგად თავი უნდა ავარიდოთ დანტროლენის და კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორების, მათ შორის ამლოდიპინის, ერთდროულ გამოყენებას პაციენტებში, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან ავთვისებიან ჰიპერთერმიას, ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.
ამლოდიპინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
ამლოდიპინი აძლიერებს სხვა პრეპარატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რომლებსაც გააჩნია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და გამოიყენება არტერიული წნევის დასაქვეითებლად.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედებების კლინიკური კვლევების მსვლელობაში ამლოდიპინი არ ახდენდა ზეგავლენას ატორვასტატინის, დიგოქსინის, ვარფარინის ან ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ამლოდიპინს შეუძლია მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს, რომელიც იღებს ამლოდიპინს, აღენიშნება თავსბრუსხვევა, ტავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს რეაქციის სისწრაფესა და ხარისხზე. რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცა მკურნალობის საწყის ეტაპზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი პვქ-ს და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account