RAWEL SR - რაველი SR 1.5მგ 30 ტაბლეტი
გამოყენების ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია .
სავაჭრო დასახელება : რაველ CP
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება : ინდაპამიდი
წამლის ფორმა : პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები ,
1,5 მგ .
შემადგენლობა :
ერთი ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერება : ინდაპამიდი 1,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები : ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ( ჰიპრომელოზა ), ცელაქტოზა ,პოვიდონი , კაჟბადი კოლოიდური უწყლო , მაგნიუმის სტეარატი ;
გარსის შემადგენლობა : ოპადრი Y -1-7000 ( ჰიპრომელოზის , მაკროგოლი 400 და ტიტანის ოქსიდისნარევი ), წყალი .
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი , ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები .
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ინდაპამიდი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტში . საკვების მიღებაუმნიშვნელოდ აფერხებს შეწოვას , თუმცა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ადსორბირებული პრეპარატისრაოდენობაზე . სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთჯერადი დოზის მიღებიდან12 საათის შემდეგ . განმეორებითი მიღებისას , სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასტაბილურდება . ბიოშეღწევადობა შეადგენს 95%.
ინდაპამიდი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 79%- ით .
ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14- დან 24 საათამდე ( საშუალოდ 18 საათს ). განმეორებითიმიღება არ იწვევს ორგანიზმში პრეპარატის დაგროვებას .
მეტაბოლიზდება ღვიძლში . ინდაპამიდის 70% გამოიყოფა თირკმელებით ძირითადად მეტაბოლიტებისსახით ( შეუცვლელი პრეპარატის ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 5%). დაახლოებით 20% გამოიყოფაგანავლით არააქტიური მეტაბოლიტების სახით . თირკმელების არასაკმარისი ფუნქციის მქონე პაციენტებშიპრეპარატის ფარმაკოკინეტიკული პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება .
ფარმაკოდინამიკა
რაველ CP მიეკუთვნება სულფონამიდის წარმოებულებს და ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგასთიაზიდურ დიურეტიკებთან . რაველ CP აინჰიბირებს ნატრიუმის აბსორბციას თირკმელების მილებისკორტიკალურ სეგმენტში , რაც ზრდის შარდით ნატრიუმისა და ქლორის გამოყოფას , და იწვევსდიურეზის გაძლიერებას . პრეპარატი მცირე ხარისხით ზრდის კალიუმისა და მაგნიუმის იონებისექსკრეციას . დიურეზულ ეფექტთან დამატებით , ინდაპამიდი ფლობს სისხლძარღვოვან მოქმედებას , რაცდაკავშირებულია არტერიული და საერთო პერიფერიული რეზისტენტობის შემცირებასთან . რაველ CPავლენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას დოზებში , რომლებიც არ ფლობენ გამოხატულ დიურეზულეფექტს . დიურეზის მომატების მიუხედავად , მაღალ დოზებში არ მოქმედებს არტერიული წნევის დაწევისხარისხზე . რაველ CP ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას .
სხვა ანალოგიური პრეპარატების გამოშვების ფორმისაგან განსხვავებით , პროლონგირებული მოქმედებისშედეგად , სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია შედარებით მუდმივია .
თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე .
გამოყენების ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია ( შემანარჩუნებელი თერაპია ).
გამოყენების წესი და დოზა
1 ტაბლეტი , დღეში ერთხელ , უმჯობესია დილის საათებში , სითხის საკმარისი რაოდენობისდაყოლებით .
მაქსიმალური ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა არის 1 ტაბლეტი .
მკურნალობის კურსი ირჩევა იდივიდუალურად მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად .
გვერდითი მოქმედება
- ორთოსტატული ჰიპოტენზია , ცვლილებები ეკგ - ზე ( ჰიპოკალიემია ), არითმია , ტაქიკარდია .
- თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , ნერვოზულობა , ასთენია
- ყაბზობა ან დიარეა , დისპეფსია , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , შესაძლებელია ღვიძლისმიერიენცეფალოპათიის განვითარება , იშვიათად პანკრეატიტი
- შარდის გამომყოფი სისტემის ხშირი ინფექციები , ნიქტურია , პოლიურია
- კანის ქავილი , ლაქოვან - პაპულოზური გამონაყარი , ჭინჭრის ციება , ჰემორაგიული ვასკულიტი
- ხველა , ფარინგიტი , სინუსიტი
- ჰიპერკალციემია , ჰიპერურიკემია , ჰიპოქლორემია , ჰიპონატრიემია , ჰიპერგლიკემია , ჰიპოკალიემია ,ჰიპოაზოტემია , გლუკოზურია
- ძალიან იშვიათად : თრომბოციტოპენია , ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი , ძვლის ტვინის აპლაზია დაჰემოლიზური ანემია
- შესაძლებელია : სისტემური წითელი მგლურას გამწვავება .
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნემისმიერი კომპონენტის და სულფონამიდების სხვა წარმოებულებისმიმართ
- თირკმელების მძიმე უკმარისობა ( ანურიის სტადია )
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა
- ჰიპოკალიემია
-18 წლამდე ასაკი
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
- ანამნეზში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
- ლითიუმის პრეპარატების და ინდაპამიდის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის პლაზმაშილითიუმის კონცენტრაციის გულმოდგინე კონტროლი და დოზირების კორექცია ; ისევე , როგორცუმარილო დიეტის დროს , შესაძლებელია მოხდეს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება ,რომელსაც თან ახლავს ჭარბი დოზის სიმპტომები ( შარდით ლითიუმის გამოყოფის შემცირება );
- არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ( სისტემური დანიშვნისას ), სალიცილატებისმაღალ დოზებთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს გაუწყლოვნებულ პაციენტებში თირკმელებისმწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება ( გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირება ).აუცილებელია სითხის კარგვის კომპენსაცია და მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუქციისკონტროლი .
- ამფოტერიცინ B - სთან ( ვენაში ); გლუკო - და მინერალოკორტიკოსტეროიდებთან ( სისტემურიდანიშვნისას ), ტეტრაკოზაქტიდთან , კუჭ - ნაწლავის მოტორიკის მასტიმულირებელ საფაღარათოსაშუალებებთან , გულის გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიისგანვითარების საშიშროება ( ადიციური ეფექტი ). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის ,ეკგ - ს კონტროლი , საჭიროებისას - თანმხლები მკურნალობის დანიშვნა .
- ბაკლოფენთან ერთდროული გამოყენებისას - ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება
- ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას - სისხლის პლაზმაში კრეატინინის , უცვლელიკონცენტრაციისას კი ცირკულირებული ციკლოსპორინის კონცენტრაციის მატება .
- ტრიციკლიდურ ანტიდეპრესანტებთან , ნეიროლეფსიურებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდებაინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და იზრდება ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარებისსაშიშროება ( ადიციური ეფექტი ).
- ანგიოტენზინ - გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდებაარტერიული ჰიპოტენზიის განვითარების საშიშროება .
- იოდის შემცველ კონტრასტულ ნივთიერებებთან ( მაღალ დოზებში ) ერთდროული გამოყენებისასიზრდება თირკმელების მწვავე უკმარისობის და ორგანიზმის გაუწყლოვნების განვითარების საშიშროება .იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებამდე აუცილებელია სითხის კარგვისკომპენსაცია .
- კალციუმის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას - შარდით მათი გამოყოფის შემცირების შედეგად ,იზრდება კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში .
- კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ( ამილორიდი , სპირონოლაქტონი , ტრიამტერენი )ერთდროული გამოყენებისას არსებობს ჰიპოკალიემიის ან ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება ,განსაკუთრებით კი , შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში და თირკმელების ფუნქიის დარღვევებისმქონე პაციენტებში .
- პრეპარატებთან , რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს : ასტემიზოლთან , ბეპრიდინთან ,ერითრომიცინთან ( ვენაში შეყვანისას ), გალოფანტრინთან , პენტამიდინთან , სულტოპრიდთან ,ტერფენადინთან და ვინკამინთან , IA ჯგუფის ანტიარითმიულ საშუალებებთან ( ქინიდინი ,ჰიდროქინიდინი , დიზოპირამიდი , ამიოდარონი , ბრეტილიუმი , სოტალოლი ) ერთდროულიგამოყენებისას იზრდება ,, პირუეტის ’’ ტიპის გულის რიტმის დარღვევის განვითარების შესაძლებლობა .რისკ - ფაქტორებს მიეკუთვნება ჰიპოკალიემია , ბრადიკარდია და QT ინტერვალის წინამორბედიგახანგრძლივება .
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით : შაქრიანი დიაბეტი , თირკმელების და / ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა , წყალ -ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა , ჰიპერპარათირეოზი , ეკგ - ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებაან პაციენტები , რომლებიც იღებენ შერჩევით თერაპიას , ჰიპერურიკემია ( განსაკუთრებით , პოდაგრით ანურატული ნეფროლითიაზით თანმხლები ).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში თიაზიდურმა დიურეზულებმა შეიძლება გამოიწვიონღვიძლისმიერი ენცეფალოპათია . მისი განვითარებისას დიურეზულების გამოყენება წყდება .
ნებისმიერი დიურეტიკული პრეპარატი შეიძლება გახდეს ჰიპონატრიემიის განვითარების მიზეზი ,რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თან ახლდეს სერიოზული შედეგი . სისხლის პლაზმაშინატრიუმის დონე იზომება მკურნალობის დაწყებამდე , შემდეგ კი მკურნალობის დროს რეგულარულიინტერვალებით . სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის თავდაპირველი შემცირება შეიძლებამიმდინარეობდეს უსიმპტომოდ , შესაბამისად , რეგულარული კონტროლი არის მნიშვნელოვანი . ასაკიანდა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კონტროლი ხორციელდება უფრო ხშირად .
თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობისას ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ჰიპოკალიემიისგანვითარება .
ჰიპოკალიემიის განვითარება (3,4 მმოლი / ლ - ზე ნაკლები ) უნდა აღმოიფხვრას ისეთი მაღალისაშიშროების მქონე მოსახლეობის ჯგუფებში , როგორებიც არიან დასუსტებული პაციენტები და / ანპაციენტები , რომლებიც ერთდროულად იღებენ რამოდენიმე სამკურნალო საშუალებას , ასაკიანიპაციენტები , ღვიძლის ციროზის , პერიფერიული შეშუპებისა და ასციტის , გულის იშემიურიდაავადებისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტები . ასეთ პაციენტებში ჰიპოკალიემია ზრდის გულისგლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას და არითმიის განვითარების საშიშროებას .
მომატებული საშიშროების ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან თანდაყოლილი ან სამკურნალო საშუალებებითინდუცირებული ეკგ - ზე გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები . ჰიპოკალიემია ( ისევე ,როგორც ბრადიკარდია ) წარმოადგენს მძიმე , განსაკუთრებით კი ,, პირუეტის ’’ პოტენციურად საშიშიტიპის არითმიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს .
ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის უფრო ხშირი კონტროლი .პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია პირველად იზომება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში .
კალიუმის დაბალი დონის გამოვლენისას საჭიროა მისი კორექცია . გლუკოზის დონის კონტროლიმნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში , განსაკუთრებით კი ჰიპოკალიემიის არსებობისას.
ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს პოდაგრული შეტევების განვითარების სიხშირე.
თიაზიდური და თიაზიდის მაგვარი დიურეზულები ეფექტურნი არიან თირკმლის ნორმალური ანნაკლებად შემცირებული ფუნქციის დროს ( მოზრდილებში კრეატინინის კლირენსი 220 მკმოლი / ლ ან 25მგ / ლ - ზე ნაკლები ). ასაკოვან პაციენტებში სისხლის პლაზმის კრეატინინის დონე შეიძლება შეიცვალოსასაკის , სხეულის წონისა და სქესის მიხედვით .
მკურნალობის დასაწყისში დიურეზულებით ინდუცირებული ნატრიუმისა და წყლის კარგვის შედეგადგანვითარებული მეორადი ჰიპოვოლემია იწვევს გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებას . ამან შეიძლებაგამოიწვიოს სისხლის პლაზმაში შარდოვანისა და კრეატინინის დონის მატება . თუ პაციენტებშითირკმელების ფუნქცია არ არის დარღვეული , მაშინ როგორც წესი , თირკმელების ფუნქციონალურიტრანზიტორული უკმარისობა გაივლის ყოველგვარი შედეგის გარეშე , მაგრამ მან შეიძლება დაამძიმოსუკვე არსებული თირკმელების უკმარისობა .
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ , რომ პრეპარატი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას , რომელიცდოპინგ - კონტროლის ჩატარების დროს შეიძლება გახდეს დადებითი რეაქციის მიზეზი .
მოხუცებულთა ასაკი
მოხუცებულთა ასაკში არ არის საჭირო პრეპარატის დოზირების კორექცია .
სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიშიმექანიზმების მართვის უნარზე
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს არტერიული წნევის ცვლილებასთან დაკავშირებულიინდივიდუალური რეაქციების განვითარება , განსაკუთრებით კი , მკურნალობის დასაწყისში ან სხვაანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატებისას . შედეგად , შეიძლება შემცირდეს სატრანსპორტოსაშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი .
ჭარბი დოზა
სიმპტომები : ღებინება , გულისრევა , არტერიული წნევის შემცირება , კრუნჩხვა , თავბრუსხვევა ,ძილიანობა , პოლიურია ან ოლიგურია , ანურია ( ჰიპოვოლემიის შედეგად ).
მკურნალობა : ღონისძიებები , რომლებიც მიმართულია კუჭიდან პრეპარატის ამორეცხვის გზით მისიმოცილებისაკენ და / ან აქტიური ნახშირის დანიშვნა . სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულიშემდგომი ღონისძიებები უნდა იყოს მიმართული წყალ - ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა დასიმპტომატური თერაპიის ჩატარებისაკენ . სპეციფიური ანტიდოტი არ არის .
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები , 1,5 მგ .
კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში არის 10 ტაბლეტი . 2, 3 ან 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვაგამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას ! ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25 ℃ .
ვარგისიანობის ვადა
2 წელი .
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი
კრკა , დ . დ ., ნოვო მესტო , სლოვენია
შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account