Memantina Normon - მემანტინი ნორმონი 10მგ 112 ტაბლეტი
ჩვენება: მემანტინი ნორმონი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების ზომიერი სიმძიმის და მძიმე ფორმის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
მემანტინი ნორმონი და მისი დანიშნულება
მემანტინი ნორმონი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების ზომიერი სიმძიმის და მძიმე ფორმის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
ალცჰაიმერის დაავადების დორს მეხსიერების დაკარგვა გამოწვეულია ტვინში იმპულსების მიწოდების გაუარესებით. ტვინი შეიცავს N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ მნიშვნელოვანი ნევრული იმპულსების გადაცემაში და მოქმედებენ სწავლის უნარზე და მეხსიერებაზე. მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი პრეპარატები. მემანტინი ნორმონი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნევრული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.
მემანტინი ნორმონის გამოყენების წინ
მემანტინი ნორმონის მიღება აკრძალულია თუ პაციენტი:
- ალერგიულია პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე მემანტინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის სხვა ნებისმიერ ნივთიერებაზე.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
მემანტინი ნორმონის გამოყენების წინ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- პაციენტს ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები)
- ბოლო პერიოდში გადაუტანია მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), აქვს გულის ჰიპერტონული დაავადება ან უკონტროლო ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს მემანტინი ნორმონის კლინიკური ეფექტი პაციენტის მდგომარეობაზე. პაციენტმა უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს თუ აქვს თირკმლის ტუბულარული აციდოზი (ATR, მჟავის წარმომქნელი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა, რაც გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის დარღვევით (თირკმლის უკმარისობა)) ან საშარდე ტრაქტის მწვავე ინფექციები (საშარდე გზები), ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა (პრობლემები თირკმლის ფუნქციასთან), მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროს მემანტინის დოზა.
არ მიიღოთ მემანტინი ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა ამანტადინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ანესთეზიისთვის), დექსტრომეტორფანი (პრეპარატი, რომელიც ინიშნება ხველების წინააღმდეგ) და NMDA სხვა ანტაგონისტები.
ბავშვები და მოზარდები:
მემანტინი ნორმონის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
მემანტინი ნორმონის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტების შესახებაც.
კერძოდ კი, მემანტინი ნორმონის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები და იმოქმედოს შემდეგი პრეპარატების ეფექტზე, რის გამოც შესაძლოა მკურნალმა ექიმმა დაარეგულიროს შემდეგი პრეპარატების დოზები:
• ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი.
• დანტროლენი, ბაკლოფენი.
• ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი.
• ჰიდორქლოროტიაზიდი (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდორქლოროტიაზიდის გამოყენებით).
• ანტიქოლინერგიული საშუალებები (ნივთიერებები, რომელიც ძირითადად გამოიყენება ნაწლავის საპაზმის ან მოძრაობის გაუარესების დროს).
• ანტიკოლვუნსანტები (ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების წარმოშობის პრევენციის და აღმოფხვრის მიზნით).
• ბარბიტურატები (ძილის მომგვრელი ნივთიერებები).
• დოპამინერგიული ანტაგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი).
• ნეუროლეპტიკები (ტვინის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები).
• ორალური ანტიკოაგულანტები.
საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს მემანტინი ნორმონით მკურნალობის შესახებ.
მემანტინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან:
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ბოლო პერიოდში არსებითად შეგიცვლიათ კვების რეჟიმი ან თუ აპირებთ ამის გაკეთებას (მაგალითად, ჩვეულებრივი კვების რეჟიმიდან გადახვედით მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე), ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან შესაძლო ორსულობის შესახებ ან თუ ცდილობთ დაორსულებას.
მემანტინის მიღება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებუული.
მემანტინი ნორმონის მიღების დროს შეწყვიტეთ ლაქტაცია.
მართვა და მექნიზმების გამოყენება:
მკურნალი ექიმი გაცნობებთ შესაძლოა თუ არა თქვენი დაავადების დროს ავტომობილის და მექანიზმების უსაფრთხოდ მართვა და გამოყენება. გარდა ამისა, მემანტინი ნორმონმა შესაძლოა იმოქმედოს პაციენტის რეაქციის უნარზე, რის გამოც ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
მემანტინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას:
თუ მკურნალმა ექიმმა დაგიდგინათ აუტანლობა გარკვეული შაქრებისადმი, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
3. მემანტინი ნორმონის მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების თანახმად. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
მემანტინი ნორმონის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, აღნიშნული დოზის მიღწევა შესაძლოა ნელ-ნელა ქვემოთ მოცემული ყოველდღიური სქემის მიხედვით:
1 კვირა | ნახევარი 10 მგ ტაბლეტი (5 მგ) |
2 კვირა | ერთი 10 მგ ტაბლეტი (10 მგ) |
3 კვირა | ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი (15 მგ) |
4 კვირა და მომდევნო პერიოდი | ორი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტი (20 მგ) |
დოზის მოსარგებად არსებობს ტაბლეტები სხვადასხვა დოზით.
საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს ნახევარ 10 მგ ტაბლეტს (5 მგ) დღეში ერთხელ პირველი კვირის განმავლობაში. აღნიშნული დოზა იზრდება ერთ 10 მგ ტაბლეტის (10 მგ) მიღებამდე მკურნალობის მეორე კვირის განმავლობაში და ერთნახევარ 10 მგ ტაბლეტის (15 მგ) მიღებამდე მესამე კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან დაწყებული და მკურნალობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ 10 მგ ტაბლეტს (20 მგ) დღეში ერთხელ ან ერთ 20 მგ ტაბლეტს (20 მგ).
დოზირება პაციენტებისთვის თირკმლის უკმარისობით
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის პრობლემები, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რეკომენდებულ დოზას პაციენტის მგდომარეობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა პერიოდულად უნდა გადაამოწმოს პაციენტის თირკმლის ფუნქცია.
პრეპარატის მიღების წესი:
მემანტინი ნორმონი მიიღება პერორალური გზით დღეში ერთხელ. პრეპარატის მიღებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევათ, აუცილებელია მიიღოთ დოზა ერთსა და იმავე დორს ყოველ დღე. მიიღეთ ტებლეტი მცირე ოდენი წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღება შესაძლოა საკვებთან ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მემანტინი ნორმონის მიღება გააგრძელეთ სანამ იგი სასარგებლო იქნება პაციენტის მდგომარეობისთვის. მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ეფექტს.
თუ მიიღეთ მემანტინი ნორმონის დანიშნულზე მეტი რაოდენობა:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
ჩვეულებრივ მემანტინი ნორმონის დანიშნულზე ჭარბი რაოდენობის მიღება არ აყენებს არანაირ ზიანს. შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს მე-4-ე პუნქტში აღწერილი სიმპტომების მომატება.
თუ გამოტოვეთ მემანტინი ნორმონის დოზის მიღება:
- თუ გამოტოვეთ მემანტინი ნორმონის დოზა, გამოტოვეთ იგი და მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
- არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, მემანტინი ნორმონი შესაძლოა გამოავლინოს გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი გამოვლენა ინდივიდუალურია და ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია ხდება მსუბუქიდან ზომიერამდე.
ხშირად (ვლინდება 1-დან 10-მდე შემთხვევა 100 პაციენტში):
• თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ანალიზის შედეგების გაუარესება, ვერტიგო, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის გართულება, მაღალი წნევა და ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე.
არახშირად (ვლინდება 1-დან 10-მდე შემთხვევა 1000 პაციენტში):
• დაღლილობა, სოკოვანი დაავადებით გამოწვეული ინფექციები, კონფუზია, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის დარღვევა, გულის უკმარისობა და ვენურ სისტემაში კოაგულების წარმოქნმა (თრომბოზი/ვენური თრომბოემბოლიზმი).
ძალიან იშვიათად (ვლინდება 1-ზე ნაკლები შემთხვევა 10000 პაციენტში):
• კრუნჩხვები
დაუდგენელი სიხშირით (არსებული მონაცემებით არ არის დადგენილი):
• პანკრეასის ანთება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და ფსიქიური რეაქციები.
ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ იდეებთან ან სუიციდის მცდელობასთან. აღნიშნული მოვლენები გამოვლინდა მემანტინით მკურნალ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მემანტინი ნორმონის შენახვის პირობები
პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (CAD) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გადააგდეთ შეფუთვა ან დარჩენილი მედიკამენტები SIGRE–ს პუნქტებში, გამოყენებული ან დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ გზით თქვენს წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.
Units | 112 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account