Quetiapine Normon - კვეტიაპინი ნორმონი 25მგ 60 ტაბლეტი

24,21 ლ
მარაგშია
SKU
81207_2844

ჩვენება: ბიპოლარული დეპრესია.

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

კვეტიაპინი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
კვეტიაპინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს კვეტიაპინი ნორმონი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე;
3. კვეტიაპინი ნორმონის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. კვეტიაპინი ნორმონის შენახვის წესი;
6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს კვეტიაპინი ნორმონი და მისი გამოყენება
კვეტიაპინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კვეტიაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. კვეტიაპინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიცაა:
• ბიპოლარული დეპრესია: პაციენტი თავს გრძნობს მწუხარედ. პაციენტი შეიძლება თავს გრძნობდეს დეპრესიულად, დამნაშავედ, აქვს ენერგიის ნაკლებობა, დაკარგული აქვს მადა და/ან აღენიშნება უძილობა;
• მანია: პაციენტი თავს გრძნობს აგზნებულად, ამაღლებულ განწყობაზე, აჟიტირებულია, აღსავსეა ენთუზიაზმით ან ჰიპერაქტიურია, ან არ შეუძლია მსჯელობა, შეიძლება ასევე იყოს აგრესიული ან ფეთქებადი;
• შიზოფრენი: როცა პაციენტი ხედავს, ესმის ან გრძნობს საგნებს, რომლებიც არ არსებობს, იჯერებს იმას, რაც არ არის ნამდვილი ან უჩვეულოდ ეჭვიანია, შფოთავს, ცნობიერება დაბინდული აქვს, დამნაშავედ გრძნობს თავს, დაძაბული ან დეპრესიულია.
ექიმმა შეიძლება გააგრძელოს კვეტიაპინი ნორმონის დანიშვნა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება:
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კვეტიაპინის ან კვეტიაპინი ნორმონის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
• თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ო აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი
ო აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები)
ო ერითრომიიცინი ან კლარითრომიცინი (საინექციო)
ო ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი)
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
• თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აქვს ან აღენიშნებოდა გულის პრობლემები, მაგ.: გულის რიტმის პრობლემები, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე;
• თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა;
• თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
• თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
• თუ პაციენტს ანამეზში ჰქონდა გულყრა;
• თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან აქვს დიაბეტის რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის შემოწმება კვეტიაპინის მიღების დროს;
• თუ პაციენტმა დადასტურებულად იცის, რომ აღენიშნებოდა სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე (რომელიც შეიძლება გამოწვეული იყო ან არ იყოს სხვა მედიკამენტებით);
• თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა და აღენიშნება დემენცია (ტვინის ფუნქციის დაზიანება). ასეთ შემთხვევაში მედიკამენტების ჯგუფის მიღებამ, რომელსაც ეკუთვნის კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის რისკის ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - სიკვდილის რისკის ზრდა;
• თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აღენიშნებოდა სისხლის თრომბოზი ანამნეზში, რადგან ეს მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის თრომბების წარმოქმნასთან.
ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღინიშნება კვეტიაპინი ნორმონის მიღების დროს:
• ცხელების, კუნთების ძლიერი დაჭიმულობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (ე.წ. „ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი“). ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
• უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის;
• თავბრისხვევა ან ძილიანობის ძლიერი შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს ხანდაზმულებში ტრავმის მიღების (დაცემის) გაზრდილი რისკი;
• გულყრები;
• ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი).
ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტით.
ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად, თუ პაციენტს აღენიშნება:
• ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ანგინა ან სხვა რაიმე ინფექცია, რადგან ეს შეიძლება იყოს ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის შედეგი, რომელიც მოითხოვს კვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტას და/ან მკურნალობის დანიშვნას;
• ყაბზობა მუცლის მუდმივ ტკივილთან ერთად ან ყაბზობა, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის გაუარესება
დეპრესიის დროს პაციენტს შეიძლება ხანდახან აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ასეთი აზრები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს მკურნალობის დასაწყისში, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორ კვირას ან ხანდახან უფრო მეტს. ასეთი აზრები, ასევე, შეიძლება უფრო გაძლიერდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა უფრო მეტად მოსალოდნელია, თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს სუიციდალური აზრების და/ან სუიციდალური ქცევის გაზრდილ რისკზე დეპრესიის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ პაციენტს უნდა აცნობონ, თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია უარესდება ამ აღინიშნება ქცევის ცვლილება.

წონაში მომატება
წონაში მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ კვეტიაპინს. პაციენტმა და ექიმმა უნდა აკონტროლონ წონა რეგულარულად.

ბავშვები და მოზარდები
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.

სხვა მედიკამენტები და კვეტიაპინი ნორმონი
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
• აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი
• აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები)
• ერითრომიიცინი ან კლარითრომიცინი (საინექციო)
• ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი)
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მედიკამენტს:
• ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი)
• ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები
• ბარბიტურატები (საძილე საშუალებები)
• თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები)
• მედიკამენტები, რომლებსაც გავლენა აქვთ გულისცემაზე, მაგ.: მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები) ან გარკვეული ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები);
• მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას.
რომელიმე ამ პრეპარატის შეწყევტამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
კვეტიაპინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
• კვეტიაპინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
• სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღებისას, რადგან კვეტიაპინი ნორმონის და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
• დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიუთითებს მოხსნის სიმპტომებზე ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ბოლო ტრიმესტრში (ფეხმძიმობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ახალშობილს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.

კვეტიაპინი ნორმონის შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

ეფექტი შარდში წამლების სკრინინგზე
თუ პაციენტს ესაჭიროება შარდში წამლების სკრინინგის ჩატარება, კვეტიაპინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი მეთადონზე ან დეპრესიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებზე, ე.წ. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე (ტცა), გარკვეული მეთოდების გამოყენებისას, მაშინაც კი, როცა პაციენტი არ იღებს მეთადონს ან ტცა-ს. დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა უფრო სპეციფიკური ტესტის ჩატარება.

3. კვეტიაპინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებულია დაავადებაზე და ჩვეულებრივ მერყეობს 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
• ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ერთხელ, ძილის წინ ან ორჯერ დღეში დაავადების მიხედვით;
• ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით;
• ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად;
• დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე;
• ტაბლეტების მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სანამ ექიმი არ მიიღებს ამის გადაწყვეტილებას.
ღვიძლის პრობლემები
ღვიძლის პრობლემების არსებობის დროს ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
ხანდაზმულები
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზ.
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენება
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და გულისცემის ცვლილება. საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს კვეტიაპინი ნორმონის ტაბლეტები.
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს მოცდა ამ დრომდე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
კვეტიაპინი ნორმონის უეცრად მიღების შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს უძილობა, გულისრევა ან თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა ან გაღიზიანებდობა. ექიმმა შეიძლება შეამციროს მედიკამენტის დოზა თანდათანობით მკურნალობის შეწყვეტამდე.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე;
• ძილიანობის შეგრძნება (შეიძლება გავიდეს დროთა განმავლობაში კვეტიაპინის მიღების გაგრძელებისას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
• სიმპტომების (სიმპტომები, რომლებიც აღმოცენდება კვეტიაპინის მიღების შეწყვეტის შემდეგ): უძილობა (ინსომნია), გულისრევა, თავის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა და გაღიზიანებადობა - შეწყვეტა. რეკომენდებულია თანდათანობითი მოხსნა არაუმცირეს 1-2 კვირის განმავლობაში;
• წონაში მომატება;
• კუნთების უჩვეულო მოძრაობები. მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
• გარკვეული ცხიმების რაოდენობის ცვლილება (ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• აჩქარებული გულისცემა;
• გულისცემის, სწრაფი გულისცემის ან გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება;
• ყაბზობა, დისპეფსია;
• სისუსტის შეგრძნება;
• ხელების და ფეხების შეშუპება;
• ადგომისას არტერიული წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
• სისხლში შაქრის დონის მომატება;
• მხედველობის დაბინდვა;
• უჩვეულო სიზმრები და ღამის კოშმარები;
• შიმშილის უფრო მეტად შეგრძნება;
• გაღიზიანება;
• მეტყველების ან ენის მოძრაობის დარღვევა;
• სუიციდის აზრები და დეპრესიის გაუარესება;
• ქოშინი;
• ღებინება (განსაკუთრებით, ხანდაზმულებში);
• ცხელება;
• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება სისხლში;
• სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება;
• ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდა სისხლში;
• ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ო მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა;
ო ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• გულყრა ან კრუნჩხვები;
• ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, კანის შეშუპებას და პირის ირგვლივ შეშუპებას;
• ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები და/ან მოუსვენრობის შეგრძნება (ე.წ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი);
• ყლაპვის გაძნელება;
• უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით, სახის ან ენის;
• სექსუალური დისფუნქცია;
• დიაბეტი;
• გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რომელიც ჩანს ეკგ-ზე (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება);
• გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, რომელიც აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და რომელიც დაკავშირებულია დაბალ არტერიულ წნევასთან და გულის წასვლასთან;
• შარდვის გაძნელება;
• გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
• ცხვირის გაჭედილობა;
• ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
• ნატრიუმის დონის შემცირება სისხლში.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• მაღალი ტემპერატურის (ცხელების), ოფლიანობის, დაჭიმული კუნთების, ძლიერი ძილიანობის ან გულის წასვლის კომბინაცია (ე.წ. “ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი”);
• კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
• ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
• სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა (გალაქტორეა);
• მენსტრუალური დარღვევები;
• სისხლის თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს კიდურში), რომელიც სისხლძარღვებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
• ძილის დროს სიარული, ლაპარაკი, ჭამა ან სხვა აქტივობის შესრულება;
• სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია);
• პანკრეასის ანთება;
• მდგომარეობა (ე.წ. “მეტაბოლური სინდრომი”), როცა პაციენტს აღენიშნება 3 ან მეტი სიმპტომის კომბინაცია: მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება, “კარგი ქოლესტერინის” (HDL-ჩ) დონის შემცირება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონის მომატება;
• ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ანგინის ან სხვა ინფექციის ლეიკოციტების ძალიან დაბალი რაოდენობით, ე.წ. აგრანულოციტოზის, კომბინაცია;
• ნაწლავების ობსტრუქცია;
• სისხლში კრეატინინ ფოსფიკინაზას (ნივთიერება, რომელიც თავისუფლდება კუნთებიდან) რაოდენობის მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკოვანი ან წითელი ზოლები კანზე;
• მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რომელმაც შეიძლება გაოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი);
• კანის სწრაფი შეშუპება, ჩვეულებრივ თვალების ირგვლივ, ტუჩების და ხორხის (ანგიონევროზული შეშუპება);
• კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე მძიმე ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
• შარდის მოცულობის გამაკონტროლებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;
• კუნთების ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი);
• დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
• გამონაყარი კანზე არარეგულარული წითელი ლაქეით (მულტიფორმული ერითემა);
• მძიმე უეცარი ალერგიული რეაქცია, სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
• გენერალიზებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში ცვლილებები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ექოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DღEშშ). თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, უნდა შეწყდეს კვეტიაპინის მიღება და საჭიროა დაუყოვებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
• მოსნის სიმპტომები, რომლებიც ვითარდება ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ფეხმძიმობის დროს.
მედიკამენტების კლასმა, რომელსაც მიეკუთვნება კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის პრობლემები, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში სასიკვდილო.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი აღინიშნება სისხლის ანალიზებში. ეს მოიცავს სისხლში გარკვეული ცხიმების დონის (ტრიგლიცერიდების და მთლიანი ქოლესტერინის) ან შაქრის დონის ცვლილებებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილებებს სისხლში, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას, გარკვეული ტიპის სიხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინინ ფოსფოკინაზას დონის მომატებას (ნივთიერება კუნთებში), ნატრიუმის დონის შემცირებას სისხლში და ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდას სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ო მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა;
ო ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
ექიმმა დროდადრო შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები.
გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
იგივე ეფექტები, რაც აღინიშნება მოზრდილებში, ასევე შეიძლება აღინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, ან არ აღინიშნა მოზრდილებში:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ო ბიჭებსა და გოგნებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და მოულოდნელი ლაქტაცია
ო გოგონებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
• მადის გაზრდა;
• ღებინება;
• კუნთების უჩვეულო მოძრაობები. შეიძლება მოიცავდეს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
• არტერიული წნევის მომატება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• სისუსტის შეგრძნება, გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
• ცხვირის გაჭედილობა;
• გაღიზიანების შეგრძნება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. 
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. კვეტიაპინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ შIGღE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კვეტიაპინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. ტაბლეტები შეიცავს 25 მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზა), ჰიდროგენ კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის კარბოქსიმეთილნატრიუმის სახამებელი (ტიპი ა) (კარტოფილის სახამებელი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172), რკინის წითელი ოქსიდი (E-172) და მაკროგოლი 6000.

კვეტიაპინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები არის მოვარდისფრო, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული.
შეფუთვა შეიცავს პვქ/ალუმინის ბლისტერებზე მოთავსებულ 6, 60 ან 250 ტაბლეტს.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy