Adep - ადეპი 30მგ 30 შემოგარსული ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,78 ლ რეგულარული ფასი 17,69 ლ
მარაგშია
SKU
45211_2082

ჩვენება: ადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადეპი - ნორადრენერგული და სპეციფიკური სეროტონინერგული ანტიდეპრესანტი (NaSSA)

ფარმაკოკინეტიკა                                                                        

მირტაზაპინი ფართოდ მეტაბოლიზდება და გამოიდევნება შარდით და განავლით რამდენიმე დღეში.                     

ჩვენებები:                                                                                                                                         

ადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები:

საწყისი სადღეღამისო დოზა არის 15-30 მგ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ყველაზე ეფექტური სადღეღამისო დოზის მისაღწევად. ოპტიმალური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტები მიიღოთ ყოველ დღე.

ხანდაზმულები:

დოზა არის იგივე, როგორიც მოზრდილებში.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე

მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

ტაბლეტები მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. თუ ექიმი გირჩევთ, სადღეღამისო დოზა შეიძლება მიიღოთ ორ მიღებაზე: ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. უფრო მაღალი დოზა უნდა მიიღოთ საღამოს.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად, ვინაიდან ტაბლეტები არის მწარე. შეიძლება ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა.

მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.

დოზის გადაჭარბება:

მირტაზაპინის ჭარბ დოზასთან დაკავშირებით გამოცდილება (რომელიც მცირეა) აჩვენებს რომ სიმპტომები, როგორც წესი, იქნება მსუბუქი.

თუ დაგავიწყდათ ადეპის მიღება:

თუ იღებთ ერთ სადღეღამისო დოზას ძილის წინ და დაგავიწყდათ მისი მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა დღის განმავლობაში. გააგრძელეთ მკურნალობა ღამით ჩვეულებრივ დროს. თუ იღებთ დღეში ორ ტაბლეტს (ერთ დოზას დილით საუზმის შემდეგ და მეორე დოზას საღამოს ძილის წინ) და დაგავიწყდათ ერთი ან ორივე დოზის მიღება, დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები:

- თუ დაგავიწყდათ დილის დოზა, მიიღეთ ის ღამის დოზასთან ერთად

- თუ დაგავწყდათ ღამის დოზა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით.

- თუ დაგავიწყდათ ორივე დოზა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზით დილით და ღამით.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

- ძილიანობა

- მადის მომატება და წონაში მატება

- თავის ტკივილი

- სახსრების ტკივილი

- არტერიული წნევის უეცარი შემცირება ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა მირტაზაპინის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ. არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს და ჩატარდეს კონტროლი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

-  პილეფსია

- ღვიძლის დაავადება (მაგ. სიყვითლე)

- თირკმლის დაავადება

- გულის დაავადება

- მაღალი ან დაბალი არტერიული წნება

როგორც სხვა ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

- ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, გვიანი გამოვლინების

- გლაუკომა

- შარდვის დარღვევები

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ადეპით მკურნალობის დროს.

სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლაქტოზას და გალაქტოზას დაბალი ამტანობა.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან აგზნების გამწვავება

თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია და/ან აგზნება, მას შეიძლება ზოგჯერ ჰქონდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის ფიქრები, რაც შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტების პირველად დაწყებისას, ვინაიდან პრეპარატის მოქმედებას სჭირდება დრო, დაახლოებით ორი კვირა.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ გამოვლენილა ტოქსიკოლოგიური მნიშვნელობის რაიმე ტერატოგენური ეფექტი, მირტაზაპინის მიღების უსაფრთოება ადამიანებში ორსულობისას დადგენილი არ არის. ადეპის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას.

ცხოველებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მირტაზაპინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში ძალიან მცირე  რაოდენობით.

არსებობს მეძუძურ ჩვილებში მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ამ ჩვილებში არ აღინიშნება უარყოფითი ეფექტები, ხოლო  მირტაზაპინის კონცენტრაციები არ არის ან ძალიან მცირე რაოდენობით. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მირტაზაპინის გამოყენება მეძუძური ქალის მიერ უსაფრთხოა მეძუძური ჩვილებისთვის. მიუხედავად ამისა,  ძუძუთი კვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს ინდივიდუალური რისკის/სარგებლის ანალიზის საფუძველზე.

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედება:

მირტაზაპინმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და გონების სიფხიზლე. ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას პაციენტები უნდა მოერიდონ პოტენციურად სახიფათო ისეთი საქმიანობის შესრულებას, რომელიც მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას და გონების სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილების ან მექანიზმების მართვა.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy