Essonite - ესონიტი 8მგ 10 ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
ესონიტი
8მგ შემოგარსული ტაბლეტი
ორალური გამოყენებისთვის.
• აქტიური სუბსტანცია: ერთი ტაბლეტი შეიცავს 8მგ რამელთეონს.
• ექსციპიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სახამებელი 1500, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ჰპმც 2910/ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიქოსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი და ყვითელი ქინოლონის ალუმინის ლაქი.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
• შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას.
• თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
• დაიცავით აღნიშნული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციიდან თქვენ შეიტყობთ:
1. რა არის ესონიტი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ ესონიტის მიღების დაწყებამდე?
3. როგორ გამოიყენება ესონიტი?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება ესონიტი?
1. რა არის ესონიტი და რისთვის გამოიყენება?
ესონიტი არის ჰიპნოზური (საძილე) მედიკამენტი. ესონიტი გამოიყენება მოზრდილებში ინსომნიის სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ჩაძინების სირთულით.
ესონიტი წარმოდგენილია ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხირვამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით. ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ-ალუმინის ბლისტერებში, კოლოფში მოთავსებულია 10 ან 30 ტაბლეტი.
ესონიტი მიეკუთვნება მელატონინის რეცეპტორის აგონისტებს და აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს რამელთეონს.
ესონიტის რეკომენდებული დოზაა 8მგ ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, ყოველდღიურად. დღეში 1 ტაბლეტზე მეტი დოზის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
2. რა უნდა იცოდეთ ესონიტის მიღების დაწყებამდე?
არ გამოიყენოთ ესონიტი შემდეგი მდგომარეობებისას:
• თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა რამელთეონის ან ესონიტის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგია)
• თუ ანამნეზში გაქვთ სუნთქვის გაძნელება, სახის და ენის შეშუპება რამელთეონით წინა მკურნალობის გამო
• თუ იყენებთ ფლუვოქსამინის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება დერეპსიის სამკურნალოდ)
• თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თუ იყენებთ სხვა საძილე საშუალებებს
ესონიტმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქციები. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა და ღებინება. ესონიტის მიღების შემდეგ ასეთი სიმპტომების შემთხვევაში, მიიღეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ესონიტი ფრთხილად გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:
ესონიტის მიღების დაწყებამდე ექიმს მიაწოდეთ სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ
• ანამნეზში არსებული დეპრესია, მენტალური დაავადება ან სუიციდური აზრები;
• თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
• გაქვთ ფილტვის დაავადება ან სუნთქვის გაძნელება;
• თუ ორსულად ხართ, ან ორსულობას გეგმავთ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს.
ესონიტით მკურნალობის დროს შეიძლება ლოგინიდან ადგეთ მაშინ, როდესაც სრულად ჯერ არ
გაგიღვიძიათ და გაუცნობიერებლად განახორციელოთ გარკვეული მოქმედებები. შესაბამისად, დილით
შეიძლება არ გახსოვდეთ, თუ რა გააკეთეთ ღამით. ალკოლოჰის ან სხვა საძილე საშუალებების
ესონიტთან ერთად მიღებისას ამგვარი მოქმედებების ალბათობა იზრდება.
ესონიტის მკურნალობის პროცესში თუ აღმოაჩენთ, რომ განახორციელეთ რომელიმე ზემოთ
აღნიშნული ქმედებები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• ესონიტის გამოყენებისას აღწერილია სხვადასხვა კოგნიტიური და ქცევითი ცვლილებები. დეპრესიულ პაციენტებში შეიძლება გაუარესდეს დეპრესია;
• ესონიტთან ერთად არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან მათმა თანდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტები.
ესონიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ესონიტის მიღება რეკომენდებული არ არის ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. ტაბლეტი არ უნდა გაიყოს, ის უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
ორსულობა:
ორსულების კატეგორია ჩ;
ორსულობის პერიოდში ესონიტის პოტენციური ეფექტები შესწავლილი არ არის. აუცილებლობის გარდა, არ გამოიყენოთ ესონიტი ორსულობის და მშობიარობისას.
თუ მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია:
უცნობია გამოიყოფა თუ არა რამელთეონი დედის რძეში. რადგან პრეპარატების უმრავლესობა გამოიყოფა ლაქტატში, მეძუძური დედისთვის ამ პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.
თუ ხართ მეძუძური დედა, აცნობეთ ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
პაციენტები, ესონიტის მიღების დროს, უნდა მოერიდონ ისეთ აქტივობებს, რაც ყურადღების კონცეტრაციას მოითხოვს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესონიტის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ.
ესონიტი შეიცავს ლაქტოზას. თუ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება:
• ესონიტი არ გამოიყენოთ ფლუოქსეტინთან (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) და ზოლპიდემთან (უძილობის სამკურნალო პრეპარატი) ერთად;
• ესონიტი სიფრთხილით გამოიყენეთ რიფამპიცინთან (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი), კეტოკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები), დონეპეზილთან (დემენციის საკმურნალო პრეპარატი) და დოქსეპინთან (დეპრესიის სამკრუნალო პრეპარატი) ერთად;
• ესონიტი არ გამოიყენოთ ალკოჰოლთან ერთად;
• ესონიტი არ გამოიყენოთ სხვა საძილე პრეპარატებთან ერთად.
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება ესონიტი?
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
• მიიღეთ 1 ტაბლეტი (8მგ) ესონიტი ძილის წინ 30 წუთის შუალედში. ესონიტის ორალურად მიღების შემდეგ რეკომენდებულია ძილის დამრღვევი მოქმედებებისგან თავის შეკავება (კოფეინის შემცველი სასმელების მიღება, ვარჯიში და სხვ.);
• ესონიტი მიიღება ორალურად. ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება, იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
• ესონიტი არ მიიღოთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ;
• არ მიიღოთ ესონიტი, თუ ღამით დაძინებას არ აპირებთ;
• თუ პრეპარატის მიღებიდან 7-10 დღეში უძილობა უარესდება ან გაუმჯობესება არ აღინიშნება, მიმართეთ ექიმს დიაგნოსის დასაზუსტებლად.
არ უნდა გადააჭარბოთ ესონიტის რეკომენდებულ დოზას ექიმის დანიშნულების გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიაში გამოყენება: ესონიტი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გერიატრიაში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ესონიტის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ესონიტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ესონიტი სიფრთხილით გამოიყენეთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ესონიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭროზე მეტი ესონიტი:
თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა. საჭიროებისას გამოიყენეთ ინტრავენური სითხეები. პრეპარატის დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში საჭიროა სუნთქვის, პულსის, წნევის და სხვა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და ზოგადი დამხმარე ზომები.
ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურად ესონიტის ექსპოზიციის შემცირების მხრივ. ამიტომ დოზის გადაჭარბებისას მისი გამოყენება გამოსადეგი არ არის.
ესონიტის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და მიიღეთ გადაუდებელი დახმარება.
თუ დაგავიწყდათ ესონიტის მიღება: გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა და მიმართეთ ექიმს შემდგომი რეკომენდაცისათვის.
შესაძლო ეფექტები ესონიტით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
რამელთეონის მიღების შეწყვეტა ცხოველებში და ადამიანებში ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ არ იწვევდა მოხსნის ნიშნებს. რამელთეონი არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას.
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორც ეს ხდება ყველა სხვა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ესონიტის მიღების დროს.
რეკომენდებული დოზების გამოყენებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
• მწავე ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები (ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა და ღებინება). ამგვარი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
• ლოგინიდან ადგომა სრული გამოღვიძების გარეშე და ამ დროს ისეთი მოქმედებები შესრულება, რომლის დილით არ გემახსოვრებათ;
• ანომალური აზრები და ქცევა (დეპრესიის გაუარესება, კოშმარები და ჰალუცინაციები, აჟიტაცია და მანია);
• ჰორმონული ეფექტები; ესონიტმა შეიძლება გაზარდოს პროლაქტინის დონე სისხლში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით. შესაბამისად, ვითარდება ტესტოსტერონის დაბალი და პროლაქტინის მაღალი დონისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში):
• ძილიანობა
• გულისრევა
• თავბრუსხვევა
• უძილობის გამწვავება
• ძილისკენ მიდრეკილება
• სისუსტე, დაღლილობა
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში):
• თავის ტკივილი
თუ აღნიშნავთ რომელიმე ეფექტს, რაც ამ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ესონიტი?
ესონიტი შეინახეთ კოლოფში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ოთახის, არა უმეტეს 25ºჩ, ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად. ესონიტი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No:3; Esenyurt - İstanbul /Turkey
tel.: 0090 212 622 66 00
faqsi: 0090 212 623 19 53
რეგისტრაციის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4, 34467; Maslak, Sariyer - Istanbul/Turkey
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account