პარკინი 1მგ 100 ტაბლეტი
ჩვენება:პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება.
პარკინი / PARKYN
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
პრამიპექსოლის დიჰიდროქლორიდის მონოჰდრატი . . . . . 0.250 მგ
(რაც 0.18 მგ პრამიპექსოლის ექვივალენტურია)
პრამიპექსოლის დიჰიდროქლორიდის მონოჰდრატი . . . . . 1.0 მგ
(რაც 0.7 მგ პრამიპექსოლის ექვივალენტურია)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება. დოპამინის რეცეპტორების აგო¬ნის¬ტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრამიპექსოლი, არა-ერგოტული წარმოშობის დოპამინური რეცეპტორების აგონისტი. იგი ხასიათდება მაღალი სპეციფიურობით და სრული შინაგანი აქტივობით დოპამინის D2 რეცეპტორების მიმართ. პრეპარატი D3 რეცეპტორების მიმართ ხასიათდება უფრო მაღალი აფინურობით D2 და D4 ქვეჯგუფის რეცეპტორებთან შედარებით. პარკინსონის დაავადების დროს პრამიპექსოლის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი, მაგრამ სავარაუდოდ პრეპარატი მოქმედებს ზოლიან სხეულში არსებული მასტიმულირებელი დოპამინის რეცეპტორების საშუალებით. აღნიშნულ შედეგებს ასევე ადასტურებს ცხოველებში ჩატარებული ელექტროფიზიოლოგიური კვლევებიც - მათი მიხედვით პრამიპექსოლი ააქტიურებს დოპამინური რეცეპტორებს ზოლიან სხეულსა და შავ სუბსტანციაში და ზეგავლნას ახდენს სტრიატული ნეირონების განმუხტვის მაჩვენებლებზე.
პარკინსონის დაავადების დროს პრამიპექსოლი ხსნის მოტორულ დარღვევას ზოლიან სხეულში დოპამინის რეცეპტროების სტიმულაციის გზით. პრამიპექსოლი ასევე იცავს დოპამინურ ნეირონებს იშემიისა და მეტამფეტამინის ნეიროტოქსიკურობით გამოწვეული დეგენერაციისგან. Iნ ვიტრო კვლევებში გამოვლინდა, რომ პრამიპექსოლი ნეირონებს ლევოდოფას ტოქსიურობისგანაც იცავს.
პრამიპექსოლის ფონზე პროლაქტინის დონის დოზა - დამოკიდებული შემცირება გამოვლინდა ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში.
6 თვის ხანგრძლივობის საკონტროლო კლინიკურ კვლევებში პრამიპექსოლის ეფექტურობა პარკინსონის დაავადების დროს სრულად შენარჩუნდა ამ დროის განმავლობაში. პარკინსონის დაავადების შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს, 3 წელზე მეტი ხანგრძლივობის `ღია” დიზაინის კველევები ადასტურებს პრამიპექსოლის ეფექტურობის შენახვას ამ პერიოდის განმავლობაშიც.
ფარმაკოკინეტიკა
პრამიპექსოლი ორალური მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 90%-ზე მეტი, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 1-3 საათში მიიღწევა. აბსორბციის სიჩქარე მცირდება პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას, მაგრამ საკვები არ ახდენს რაიმე ზეგავლენას აბსორბციის სრულ მოცულობაზე. პრამიპექსოლი ავლენს ხაზობრივ კინეტიკას და მისი პლაზმური დონეების ინტრა-პაციენტური ვარიაციების სიხშირე შედარებით დაბალია.
პრამიპექსოლის პლაზმის ცილებთან კავშირი არის ძალიან დაბალი (<20%), ხოლო განაწილების მოცულობა კი მაღალი (400 ლ). ორგანიზმში მხოლოდ პრამიპექსოლის მხოლოდ მცირე რაოდენობა მეტაბოლიზდება.
თირკმელებით პრამიპექსოლის უცვლელი სახით ექსკრეცია წარმოადგენს მისი გამოყოფის ძირითად გზას და ამ გზით გამოიყოფა მიღებული დოზის დაახლოებით 80%. თუმცა 14ჩ რადიოაქტიუირი იზოტოპით მონიშნული პრამიპექსოლის დოზის 90% გამოიყოფა შარდით და 2%-ზე ნაკლები ფეკალური მასებით. პრამიპექსოლის ტოტალური და რენული კლირენსი 500 მლ/წთ და 400 მლ/წთ, შესაბამისად. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8 საათიდან (ახალგაზრდებში) 12 საათამდე (ხანდაზმულებში).
ჩვენებები
პარკინი ნაჩვენებია იდიოპათური პარკინსონის დაავადების ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე ლევოდოფასთან კომბინაციაში.
პარკინი ნაჩვენებია მოუსვენარი “ქვედა კიდურების” იდიოპათიური სინდრომის (ღესტლესს Lეგ შყნდრომე) სამკურნალოდ.
დოზირების რეჟიმი
(დოზირება დაანგარიშებულია პრამიპექსოლის მარილის ფორმის მიხედვით).
პარკინსონის დაავადება
ტაბლეტები მიიღება ორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღიური დოზა იყოფა სამ თანაბარ ნაწილად.
მკურნალობის დაწყება: პრეპარატის დღიური დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით, მკურნალობა იწყება 0.375 მგ საწყისი დოზით და დოზის ზრდა უნდა განხორციელდეს 5-7 დღიანი ინტერვალებით. დოზის ტიტრაცია მიმდინარეობს მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
პარკინის ტაბლეტების დოზის ტიტრაცია
კვირა | დოზირება | მთლიანი დღიურიდოზა (მგ) |
1 | 3 x 0.125 | 0.375 |
2 | 3 x 0.25 |
0.75 |
3 | 3 x 0.5 |
1.50 |
თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, შეიძლება დღიური დოზის გაზრდა 0.75 მგ-ით კვირაში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4.5 მგ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: დღიური ინდივიდუალური დოზა უნდა იყოს მინიმალურ, 0.375 მგ და მაქსიმალურ, 4.5 მგ დოზებს შორის.
მკურნალობის შეწყვეტა: პრამიპექსოლის მოხსნა ხდება თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში.
დოზირება ლევოდოპასთან კომბინაციის დროს: ლევოდოპას ფონზე პარკინის დოზის გაზრდა არ არის რეკომენდებული; პირიქით შესაძლოა საჭირო გახდეს ერთ-ერთი პრეპარატის დოზის შემცირება გადაჭარბებული დოპამინერგული სტიმულაციის ასაცილებლად
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს: პრამიპექსოლის ელიმინაცია დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციებზე
კრეატინინის კლი-რენ¬სი მლ/წთ დაჰემოდიალიზზე მყოფიპაციენტები
პრამიპექსოლი ადექვა-ტუ¬რად შესწავლილი არარის პაციენტთა ამჯგუფში
მოუსვენარი “ქვედა კიდურების” სინდრომი
ტაბლეტები მიიღება ორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღიური დოზა იყოფა სამ თანაბარ ნაწილად.
პარკინის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.125 მგ დღეში ერთხელ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უფრო მეტ სიმპტომატურ გაუმჯობესებას, დოზის გაზრდა შეიძლება ყოველ 4-7 დღეში მაქსიმალურ 0.75 მგ-მდე (იხილე ცხრილი).
პარკინის ტაბლეტების დოზის ტიტრაცია
ტიტრაციისსაფეხური | დღეში ერთხელ ძილის წინმისაღები დოზა (მგ) |
1 | 0.125 |
2* | 0.25 |
3* | 0.5 |
4* | 0.75 |
*საჭიროებისას
მკურნალობის შეწყვეტა: პარკინის მიღების შეწყვეტა შეიძლება თანდათანობითი შემცირების გარეშე.
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს: პრამიპექსოლის ელიმინაცია დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციებზე. ფარმაკოკინეტიკური კვლევების საფუძველზე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის 20 მლ/წთ-ზე მეტი, არ არის დოზის შემცირების აუცილებლობა.
დოზირება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს: დოზის შემცირება არ არის საჭირო, რადგან პრეპარატის დაახლოებით 90% გამოიყოფა რენული გზით.
დოზირება ბავშვებში და მოზარდებში: პარკინის ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გვერდითი მოვლენები
პარკინის მიღებისას, პლაცებოსთან შედარებით, ხშირად აღინიშნა შემდეგი არასასურევლი ეფექტები: თავბრუსხვევა, ყაბზობა, სომნოლენცია, ჰალუცინაცია, გონების დაბინდვა და თავბრუსხვევა.
პარკინსონის დაავადების ადრეული სტადია: დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ყველაზე ხშირი არასასურევლი ეფექტები არის სომნოლენცია, ყაბზობა, ასთენია, ჰალუცინაციები, გულისრევა, თავბრუსხვევა და ინსომნია.
პარკინსონის დაავადების შორსწასული ფორმა: შორსწასულ სტადიებზე მკურნალობის არასასურევლი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ლევოდოფასთან ერთად კომბინაციური მკურნალობისას, არის დისკინეზია, ჰალუცინაციები, ორთოსტატული ჰიპოტენზია და ინსომნია.
აღნიშნული არასასურველი მოვლენები მცირდება მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად; ხოლო კონსტიპაცია, გულისრევა და დისკინეზია შეიძლება გაქრეს.
პარკინის გამოყენებისას განვითარებული ჰიპოტენზიური ეპიზოდების შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება პლაცებოთი მკურნალობისას გამოვლენილ შემთხვევებს. თუმცა ზოგიერთ პაციენტში ჰიპოტენზია შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარკინის ტაბლეტების ტიტრაცია სწრაფად ხდება.
პრამიპექსოლით მკურნალობისას პაციენტებს სწრაფად ეძინებათ ყოველდღიური აქტივობების დროს. ზოგიერთი ეს მოვლენა გამოვლინდა ავტომობილის მართვისას და ზოგიერთი მათგანი დამთავრდა ინციდენტით. ზოგი პაციენტი კი საერთოდ არ აღინიშნავს სომნოლენციის მსგავს ნიშანს. ძილის ფიზიოლოგიის გამოკვევების მიხედვით სომნოლენცია ხშირია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრამიპექსოლს 1.5 მგ (მარილის ფორმის) დღიური დოზით და ყოველთვის ვლინდება ღრმად ჩაძინებამდე.
არ არსებობს კონკრეტული კავშირი მკურნალობის ხანგრძლივობასა და არასასურველ ეფექტებს შორის. ზოგიერთი პაციენტი ასევე იღებდა სხვა პრეპარატებსაც, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციური სედაციური ეფექტი. დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა პაციენტების უმრავლესობაში იწვევდა არასასურველი ეფექტების შემცირებას.
უკუჩვენებები
პარკინი უკუნაჩვენებია პრამიპექსოლის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის C კატეგორია. პარკინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, თუ პრეპარატის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს შესაძლო ნაყოფის მხრივ ზიანს. პარკინის მიღების დროს მოსალოდნელია ლაქტაციის ინჰიბირება პროლაქტინის სეკრეციის დათრგუნვის გამო. შესაბამისად, პარკინის მიღება არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის.
განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
დოზის შემცირება (რომელიც აღწერილია პრეპარატის დოზირების რეჟიმში) რეკომენდებულია თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში.
დოპამინის აგონისტების და ლევოდოპას ხშირ გვერდით ეფექტებს ჰალუცინაცია და გონების დაბინდვა წარმოადგენს. ჰალუცინაციები უფრო ხშირად ვლინდებოდა პარკინსონის დაავადების შორს წასული ფორმის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პარკინი ლევოდოპასთან კომბინაციაში; პრეპარატის მონოთერაპიაში გამოყენება დაავდების ადრეულ სტადიებზე ნაკლებად იწვევს აღნიშნულ გვერდით მოვლენებს. პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ ჰალუცინაციების (უმთავრესად მხედველობითი) განვითარების შესაძლებლობის გამო.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას მწვავე კარდიოვასკულური დაავადებების დროს.
ზოგადად, პრამიპექსოლის დანიშვნისას მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია სისხლის წნევის მონიტორინგი დოპამინერგულ მკურნალობასთან დაკავშირებული ზოგადი ორთოსტატური არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გამო.
პარკინით მკურნალობის ფონზე ზოგიერთ პაციენტში მათი ყოველდღიური აქტივობების დროს ნარკოლეფსია აღინიშნა. თუ ნარკოლეფსიის ეპიზოდები იწვევს გარკვეულ პრობლემებს პაციენტების ყოველდღიურ საქმიანობაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პარკინსონის დაავადება: დოპამინერგული მკურნალობის უეცარი შეწყვეტა ზოგჯერ ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის დამახასითებელი სიმპტომების გამოვლენას იწვევს.
მოუსვენარი “ქვედა კიდურების” სინდრომის გამწვავება: ლიტარატურაში არსებული მონაცემების მიხედვით ზოგჯერ დოპამინერგული პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენარი “ქვედა კიდურების” სინდრომის გამწვავება. დაავადების გამწვავება ვლინდება საღამოთი (ზოგჯერ შუადღისით) სიმპტომების ნაადრევი დაწყებით და სხვა კიდურებზე სიმპტომების გავრცელებით. მოუსვენარი “ქვედა კიდურების” სინდრომის მქონე პაციენტებში ჩატარებული საკონტროლო კვლევების ხანგრძლივობა არ აღმოჩნდა საკმარისი პრამიპექსოლის ამ არასასურველი ფენომენის გამოსავლენად.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე: პარკინით მკურნალობისას აღინიშნა ნარკოლეფსიის და ჰალუცინაციების ყოველდღიური შემთხვევები. აღნიშნულმა მდგომარეობებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე და გამოიწვიოს ავარიების რისკის გაზრდა. პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ პარკინის პოტენციური სედაციური ეფექტების შესახებ, რომელებიც მოიცავს სომნოლენციას და ნარკოლეფსიას. ამიტომ პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი და სხვა მექანიზმები, სანამ არ დაგროვდება პარკინის გამოყენების გამოცდილება, რომელიც უკვე საკმარისი იქნება მენტალურ და მოტორულ აქტივობაზე პრეპარატის ზემოქმედების პოტენციალის განსაზღვრისთვის. პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ არ მართონ ავტომობილი და არ დაკავდნენ სხვა სახიფათო აქტივობებით და მიმართონ ექიმს, თუ მკურნალობისას გაიზრდება სომნოლენციისა და ნარკოლეფსიის ეპიზოდების რიცხვი ყოველდღიური აქტივობების შესრულების დროს (მაგალითად ლაპარაკი, ჭამა და ა.შ.).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: სავარაუდო არასასურევლი ეფექტები შეიძლება იყოს დოპამინის აგონისტების ფარმაკოკინეტიკურ პროფილთან დაკავშირებული რეაქციები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ჰიპერკინეზია, ჰალუცინაციები, აჟიტირება და ჰიპოტენზია.
მკურნალობა: არ არსებობს დოპამინის ანტაგონისტის სპეციფიური ანტიდოტი. ნეიროლეფსიური პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მოვლენების შემთხვევაში. ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებები მოიცავს კუჭის ამორეცხვას, ინტრავენურ ინფუზიას და ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგს. ჰემოდილაიზი არ არის ეფექტური.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრამიპექსოლი პლაზმის პროტეინებს უკავშირდება ძალიან დაბალი ხარისხით (<20%) და ორგანიზმში პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის დონეც დაბალია. ამიტომ არ არსებობს იმ პრეპარატებთან ურთიერთქმედების რისკი, რომლებიც უკავშირედებიან პლაზმის პროტეინებს ან ელიმინაციას განიცდიან ბიოტრანფორმაციის საშუალებით. პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ კათიონური წამლების აქტიურ ტუბულურ სეკრეციას (მაგ., ციმეტიდინი), და პრეპარტები, რომლებიც გამოიყოფიან აქტიური რენული ტუბულური სეკრეციით, შეიძლება ურთიერთქმედებდნენ პარკინთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყველა ამ პრეპარატების კლირენსის შემცირება. დოპამინის სხვა აგონისტებთან (მათ შორის ამანტადინი) ერთად პრამიპექსოლის მიღებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დოპამინით სტიმულირებული მოვლენების (დისკინეზია, აჟიტაცია და ჰალუცინაციები) მაღალი სიხშირით გამოვლენისას; ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.
სელეგილინი ან ლევოდოფა რაიმე ზეგავლენას პრამიპექსოლის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს. პრამიპექსოლი ლევოდოფას აბსორბციას ან ელიმინაციას არ ცვლის.
პრამიპექსოლის ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალი მცირეა, რადგან ეს უკანასკნელნი ორგანიზმიდან უმთავრესად გამოიყოფიან მეტაბოლიზმის მეშვეობით. შესაძლოა პრამიპექსოლის ამანტადინთან ურთიერთქმედება, რადგან ორივე პრეპარატი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით,.
პარკინის დოზის გაზრდისას რეკომენდებულია ლევოდოფას დოზის შემცირება და სხვა ანტიპარკინსონული პრეპარატების დოზების უცვლელად შენარჩუნება.
ადიტიური ეფექტის გამო არ შეიძლება პარკინის დანიშვნა სხვა სედატიურ საშუალებებთან, ალკოჰოლთან და იმ პრეპარატებთან ერთად, რომელებიც ზრდიან პლაზმაში პრამიპექსოლის დონეს (მაგ. ციმეტიდინი).
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Units | 100 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account