Ripedon - რიპედონი1მგ 60 ტაბლეტი
ჩვენება:რიპედონი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს.
რიპედონი® 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
რიპედონი® 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
რიპედონი® 3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
რიპედონი® 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
რისპერიდონი
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია თქვენ კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია ზიანი მიადგეთ მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
· ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში.
1. რა არის რიპედონი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ რიპედონის მიღებამდე
3. როგორ მიიღება რიპედონი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება რიპედონი
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის რიპედონი და რისთვის გამოიყენება ის
რიპედონი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს.
რიპედონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
· პიროვნების გაორება - (შიზოფრენია), აშლილობა, როდესაც თქვენ შეიძლება დაინახოთ, გაიგონოთ ან იგრძნოთ ისეთი რამ, რაც არ არსებობს, დაიჯეროთ არარეალური საგნების ან იგრძნოთ თავი უჩვეულოდ ეჭვიანად ან დაბნეულად.
· მანია, როდესაც შეიძლება იყოთ ძალიან აგზნებული, აღშფოთებული, აჟიტირებული, გრძნობდეთ ენთუზიაზმს/სიმამაცეს ან ჰიპერაქტივობას. მანია ვითარდება ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ეწოდება „ბიპოლარული აშლილობა“.
· მენტალური დარღვევების (ალცჰაიმერის დემენციის) მქონე პაციენტებში ხანგრძლივი აგრესიის ხანმოკლე მკურნალობა (6 კვირამდე), რომლებიც მიმართავენ თვითდაზიანებას ან აზიანებენ სხვებს. მანამდე უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული (არამედიკამენტოზური) მკურნალობა.
· ინტელექტუალურად უუნარო ბავშვებში (მინიმუმ 5 წლის ასაკის) და ქცევის დარღვევის მქონე მოზარდებში ხანგრძლივი აგრესიის ხანმოკლე (6 კვირამდე) მკურნალობა.
2. რა უნდა იცოდეთ რიპედონის მიღებამდე
არ მიიღოთ რიპედონი:
· თუ ხართ ალერგიული რისპერიდონის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ ხსენებული თქვენ გეხებათ, რიპედონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რიპედონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
· თუ გაქვთ გულის პრობლემები. მაგალითად ეს ეხება არარეგულარულ გულის რიტმს, ან თუ გაქვთ მიდრეკილება დაბალი არტერიული წნევისადმი ან თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს. რიპედონმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა. შესაძლებელია საჭირო იყოს თქვენი დოზის კორექცია,
· თუ იცით ნებისმიერი უარყოფითი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები თავის ტვინში,
· თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში აქვს თრომბი, ვინაიდან ასეთი პრეპარტები ასოცირდებიან თრომბების წარმოქმნასთან,
· თუ გაქვთ პარკინსონის დავადება ან დემენცია,
· თუ გაქვთ დიაბეტი,
· თუ გაქვთ ეპილეფსია,
· თუ ხართ მამაკაცი და ოდესმე გქონდათ გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია. რიპედონის მიღებისას თუ გამოგივლინდათ აღნიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,
· თუ გაქვთ სხეულის ტემპერატურის კონტროლის ან გადახურების პრობლემები,
· თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები,
· თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,
· თუ გაქვთ ჰორმონ პროლაქტინის უჩვეულოდ მაღალი დონე სისხლში, ან გაქვთ სისმსივნე, რომელიც სავარაუდოდ დამოკიდებულია პროლაქტინზე,
· თუ ანამნეზში გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდება
· ენის, პირის და სახის უნებლიე რიტმული მოძრაობები. შეიძლება საჭირო გახდეს რისპერიდონის მოხსნა.
· ცხელება, კუნთების ძლიერი დაჭიმულობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითება (აშლილობა, რომელსაც ეწოდება “ავთვისებიანი ნეიროლეპტური სინდრომი”). შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ ხსენებული თქვენ გეხებათ, რიპედონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ძალიან იშვიათად სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება შეინიშნებოდა (მათ შორის ისეთის, რომელიც გეხმარებათ ბაქტერიული ინფექციისგან დაცვაში) იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რისპერიდონს, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა რიპედონის მიღების დროს.
რიპედონმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. წონის მნიშვნელოვანმა მატებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი წონა.
ვინაიდან შეინიშნებოდა შაქრიანი დიაბეტის განვითარება ან მანამდე არსებული შაქრიანი დიაბეტის გაუარესება რისპერიდონის მიღებისას, თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს შაქრის მაღალი
შემცველობის ნიშნები სისხლში. პაციენტებში, რომელთაც მანამდე აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, რეგულარულად უნდა შეწმომედეს გლუკოზის დონე სისხლში.
რისპერიდონი ხშირად ზრდის ჰორმონ პროლაქტინის დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა მენსტრუაციის დარღვევა ან ფერტილობის პრობლემები ქალებში, სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები). მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია სისხლში პროლაქტინის დონის შემოწმება.
თვალში ბროლის შემღვრევის (კატარაქტა) ოპერაციის ჩატარებისას, გუგა (შავი რგოლი თვალის შუაში) შეიძლება არ გადიდდეს ზომაში ისე, როგორც საჭიროა. ასევე, ოპერაციის დროს, ირისი (თვალის ფერადი ნაწილი) შეიძლება გახდეს დრეკადი და შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება. თუ გეგემავთ თვალზე ოპერაციის ჩატარებას, აცნობეთ თვალის ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
მენტალური დარღვევების (დემენციის) მქონე ხანდაზმული პაციენტები
დემენციის მქონე ხანდაზმულებში არსებობს ინსულტის მომატებული რისკი. არ უნდა მიიღოთ რისპერიდონი, თუ გაქვთ ინსულტით გამოწვეული დემენცია.
რისპერიდონით მკურნალობისას ხშირად მიაკითხეთ ექიმს.
თუ თქვენ, ან თქვენი მომვლელი შეამჩნევთ თქვენი გონებრივი მდგომარეობის უეცარ ცვლილებას, ან უეცარ სისუსტეს ან სახის, მკლავების ან ფეხების დაბუჟებას, განსაკუთრებით ერთ მხარეს, ან მეტყველების დარღვევას ხანმოკლე პერიოდითაც კი, საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები.
ბავშვები და მოზარდები
ქცევის დარღვევის მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს აგრესიული ქცევის სხვა მიზეზები.
თუ რისპერიდონით მკურნალობის დროს განვითარდება დაღლილობა, პრეპარატის მიღების დროის ცვლილებამ შეიძლება გააუმჯობესოს ყურადღების კონცენტრაცია.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს თქვენი ან თქვენი შვილის სხეულის წონა და მოხდეს მისი რეგულარული მონიტორინგი მკურნალობის დროს.
მცირე და დაუსრულებელ კვლევაში აღნიშნულია ბავშვებში სიმაღლის ზრდა რისპერიდონის მიღებისას, მაგრამ უცნობია გამოიწვეულია თუ არა ეს მოვლენა მოცემული პრეპარატით თუ სხვა მიზეზებით.
სხვა პრეპარტები და რიპედონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ შემდეგს:
· თავის ტვინზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა დამამშვიდებელი საშუალებები (ბენზოდიაზეპინები) ან ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი (ოპიატები), ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარტები (ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები), ვინაიდან რისპერიდონმა შეიძლება გაზარდოს ყველა ჩამოთვლილი პრეპარატის სედაციური მოქმედება,
· პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის ელექტრული აქტივობა, როგორიცაა მალარიის საწინააღმდეგო, გულის რითმის პრობლემის მომწესრიგებლები (როგორიცაა ქინიდინი), ალერგიის საწინააღმდეგო (ანტიჰისტამინები), ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან გონებრივი პრობლემების სხვა პრეპარატები,
· პრეპარატები, რომლებიც იწვევენ გულისცემის შენელებას,
· პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას (მაგ. ზოგიერთი შარდმდენი),
· წნევის დამწევი პრეპარატები. რიპედონს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა,
· პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ლევოდოპა),
· შარდმდენები (დიურეზული საშუალებები), რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების ან სხეულის ნაწილების შეშუპებისთვის, რაც გამოწვეულია ჭარბი სითხის დაგროვებით (როგორიცაა ფუროსემიდი ან ქლოროთიაზიდი). რიპედონის მიღებამ ცალკე ან ფუროსემიდთან ერთად შეიძლება გაზარდოს ინსულტის ან სიკვდილის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულებში,
· პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას (ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა მეთილფენიდატი).
შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ რისპერიდონის ეფექტი:
· რიფამპიცინი (ზოგიერთი ინფექციის სამკურნალო პრეპარატი)
· კარბამაზეპინი, ფენიტოინი (პრეპარატები ეპილეფსიისთვის)
· ფენობარბიტალი
ასეთი პრეპარატების მიღების დაწყებისას ან შეწყვეტისას შეიძლება საჭირო გახდეს რისპერიდონის დოზის ცვლილება.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ რისპერიდონის ეფექტი:
· ქინიდინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის გულის დაავადებისთვის),
· ანტიდეპრესანტები, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები,
· პრეპარატები, რომლებიც ცნობილია ბეტა-ბლოკატორების სახელით (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
· ფენოთიაზინები (მაგ. გამოიყენება ფსიქოზის სამკურნალოდ ან დამამშვიდებელი სახით),
· ციმეტიდინი, რანიტიდინი (კუჭის მჟავიანობის ბლოკატორები),
· იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატი),
· აივ/შიდსის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარტი როგორიცაა რიტონავირი,
· ვერაპამილი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და/ან გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ,
· სერტრალინი და ფლუვოქსამინი, პრეპარტები რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დარღვევის სამკურნალოდ.
თუ დაიწყებთ ან შეწყვეტთ ასეთი პრეპარატების მიღებას, შეიძლება საჭირო გახდეს რისპერიდონის დოზის ცვლილება.
პალიპერიდონის გამოყენება მოცემულ პრეპარატთან ერთად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ორი პრეპარატის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული გვერდითი ეფექტები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ, რიპედონის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რიპედონი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან ცალკე. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება რიპედონის გამოყენებისას.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
· თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მისი მიღება.
· შემდეგი სახის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ დედების ახალშობილებში, რომლებიც იღებდნენ რიპედონს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აჟიტაცია, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ჩვილს განუვითარდება რომელიმე სიმპტომი, დაუკავშირდით ექიმს.
· რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონის, სახელად „პროლაქტინი“-ს დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფერტილობაზე (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები).
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
თავბრუსხვევა, დაღლილობა და მხედველობის პრობლემები შეიძლება განვითარდეს რიპედონის მიღებისას. არ მართოთ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
რიპედონი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი)
რიპედონი შეიცავს 76მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს ერთ ტაბლეტში.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ შეიძლება გქონდეთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ უნდა მიიღოთ რიპედონი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი რეკომენდაციის მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რამდენი უნდა მიიღოთ
შიზოფრენიის სამკურნალოდ
მოზრდილები
რეკომენდებული საწყისი დოზაა 2მგ დღეში, იგი შეიძლება გაიზარდოს 4მგ-მდე დღეში მეორე დღიდან.
თქვენი დოზის შემდგომი კორექცია შეიძლება მოხდეს ექიმის მიერ, მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით.
პაციენტების უმეტესობა უკეთესად გრძნობს თავს დღეში 4-6მგ-ის მიღებისას.
მთლიანი დღიური დოზა შეიძლება გაიყოს დღეში ერთ ან ორ მიღებად. თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ რომელია თქვენთვის უკეთესი.
ხანდაზმულები
თქვენი საწყისი დოზა ჩვეულებრივ იქნება 0.5მგ დღეში ორჯერ.
თქვენი დოზა თანდათანობით შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ 1-2მგ-მდე დღეში ორჯერ.
თქვენი ექიმი გაცნობებთ რომელია თქვენთვის უკეთესი.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რიპედონი არ გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ.
მანიის სამკურნალოდ
მოზრდილები
თქვენი საწყისი დოზაა 2მგ დღეში ერთხელ.
ექიმმა შესაძლოა თანდათანობით გაზარდოს თქვენი დოზა მკურნალობის მიმართ თქვენი პასუხის მიხედვით.
პაციენტების უმეტესობა კარგად გრძნობს თავს დღეში 1-6 მგ-ის მიღებისას.
ხანდაზმულები
თქვენი საწყისი დოზა ჩვეულებრივ იქნება 0.5მგ დღეში ორჯერ.
ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს თქვენი დოზა 1-2მგ-მდე დღეში ორჯერ მკურნალობის მიმართ თქვენი პასუხის მიხედვით.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ მიიღება რიპედონი ბიპოლარული მანიის სამკურნალოდ.
ხანგრძლივი აგრესიის მკურნალობა ალცჰაიმერიის დემენციით დაავადებულებში
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები)
თქვენი საწყისი დოზა ჩვეულებრივ იქნება 0.25მგ დღეში ორჯერ. (ვინაიდან შეუძლებელია ასეთი საწყისი დოზის მიღება 1მგ რიპედონი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, ამიტომ ექიმი ამ მიზნისთვის დანიშნავს სხვა სამედიცინო პროდუქტს, რომელიც შეიცავს რისპერიდონს).
თქვენი დოზა შეიძლება თანდათანობით დარეგულირდეს ექიმის მიერ, მკურნალობის მიმართ თქვენი პასუხის მიხედვით.
პაციენტების უმეტესობა კარგად გრძნობს თავს 0.5მგ-ის დღეში ორჯერ მიღებისას. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს 1მგ-ის დღეში ორჯერ დანიშვნა.
მკურნალობის ხანგრძლივობა ალცჰაიმერის დემენციით დაავადებულებში არ უნდა აღემატებოდეს 6 კვირას.
ქცევის დარღვევის მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში
დოზა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონაზე:
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში 50 კგ-ზე ნაკლები წონით
ჩვეულებრივ საწყისი დოზაა 0.25მგ დღეში ერთხელ. (ვინაიდან შეუძლებელია საწყისი დოზის მიღება 1მგ რიპედონი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით, ამიტომ ამ მიზნისთვის ექიმი დანიშნავს სხვა სამედიცინო პროდუქტს, რომელიც შეიცავს რისპერიდონს).
დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურებრივად ყოველ მომდევნო დღეს, დღეში 0.25მგ-ით.
რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 0.25მგ -0.75მგ დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში 50 კგ-ზე მეტი წონით
· ჩვეულებრივ საწყისი დოზაა 0.5მგ დღეში ერთხელ.
· დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურებრივად ყოველ მომდევნო დღეს, დღეში 0.5მგ-ით.
· რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 0.5მგ -1.5მგ დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ქცევის დარღვევისას არ უნდა აჭარბებდეს 6 კვირას.
5 წლამდე ასაკის ქცევის დარღვევის მქონე ბავშვების რიპედონით მკურნალობა არ შეიძლება.
თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
დაავადების მიუხედავად, რისპერიდონის ყოველი საწყისი და შემდგომი დოზები უნდა გაიყოს. ასეთ პაციენტებში დოზა უნდა გაიზარდოს ნელა.
პაციენტების ასეთ ჯგუფში, რისპერიდონის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
როგორ მივიღოთ რიპედონი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
თქვენი ექიმი გირჩევთ, ამ პრეპარატის რა დოზა უნდა მიიღოთ და რა ხანგრძლივობით. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე და განსხვავდება ინდივიდუალურად. პრეპარატის რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოთ, ახსნილია ქვე-თავში “რამდენი უნდა მიიღოთ”.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რიპედონი
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან დაღლილობა, ან სხეულის დარღვეული მოძრაობა, დგომის ან სიარულის პრობლემები, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო ან გულისცემის დარღვევა ან კრუნჩხვები.
თუ დაგავიწყდათ რიპედონის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულ რეჟიმში მიღება. თუ გამოტოვებთ ორ ან მეტ დოზას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ორმგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვიტეთ რიპედონის მიღება
დაუშვებელია მოცემული პრეპარატის მიღების შეწყვეტა თქვენი ექიმის რჩევის გარეშე. თქვენი სიმპტომები შეიძლება ისევ აღდგეს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, რამოდენიმე დღის განმავლობაში.
ამ პრეპარტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ
· განვითარდება თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს: ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების საშუალებით გადაადგილდეს ფილტვებისკენ და გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. თუ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
· გაქვთ დემენცია და განიცდით გონებრივი მდგომარეობის უეცარ ცვლილებას ან უეცარ სისუსტეს ან სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟებას, განსაკურებით ერთ მხარეს ან მეტყველების დარღვევას, მოკლე დროითაც კი. ეს შესაძლოა იყოს ინსულტის ნიშნები.
· გაქვთ ცხელება, კუნთების რიგიდობა, ოფლიანობა ან ცნობიერების დაქვეითება (დარღვევა სახელწოდებით “ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი”). შესაძლებელია საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო მკურნალობა.
· ხართ მამაკაცი და გაქვთ გახანგრძლივებული ან მტკიცნეული ერექცია. ამას ეწოდება პრიაპრიზმი. შესაძლებელია საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო მკურნალობა.
· განიცდით ენის, პირის ან სახის უნებლიე რითმულ მოძრაობებს (მოგვიანებითი დისკინეზია). შესაძლებელია საჭირო გახდეს რისპერიდონის მოხსნა.
· გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, რაც ხასიათდება ცხელებით, პირის, სახის, ენის ან ტუჩის შეშუპებით, ქოშინით, ქავილით, კანზე გამონაყარით ან არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს:
ძალიან ხშირი (შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
· პარკინსონიზმი. ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც მოიცავს მრავალ სიმპტომს. ცალკეული სიმპტომი შეიძლება განვითარდეს ნაკლებად ხშირად. პარკინსონიზმი მოიცავს: ნერწყვის სეკრეციის მომატებას ან „წყლიან“ პირს, ჩონჩხის კუნთების რიგიდობას, ნერწყვდენას, კანკალს კიდურების მოხრისას, სხეულის ნელ, შემცირებულ ან დარღვეულ მოძრაობებს, სახეზე ამიმიურ გამომეტყველებას, კუნთების შებოჭილობას, კისრის გაშეშებას, მცირე, არეული, აჩქარებული ნაბიჯებით გადაადგილებას და ხელების ნორმალური მოძრაობის შეზღუდვას სიარულის დროს, თვალების მუდმივ ხამხამს შუბლზე ხელის მირტყმის საპასუხოდ (უჩვეულო რეფლექსი).
· თავის ტკივილი, ჩაძინების ან ძილის გაძნელება
· სედაცია/ძილიანობა
ხშირი (შეიძლება შეგვხვდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
· ფილტვის ინფექცია (პნევმონია), სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპის მსგავსი დაავადება, სინუსიტი, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ინფექცია, გრიპი;
· სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება (სიმტპომებით ან მის გარეშე). პროლაქტინის მაღალი დონის სიმპტომები არახშირია და შეიძლება მოიცავდეს მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდებას, ერექციულ დისფუნქციას ან სხვა სახის სექსუალურ დისფუნქციას. ქალებში შეიძლება მოიცავდეს დისკომფორტს სარძევე ჯირკვლებში, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენს, მენსტრუაციის არქონას ან მენსტრუაციის სხვა სახის დარღვევას ან ფერტილობის პრობლემებს;
· წონის მატება, მომატებული მადა, შემცირებული მადა
· ძილის დარღვევა, აჟიტაცია, დეპრესია, შფოთვა, მოუსვენრობა
· დისტონია: კუნთების უნებლიე გახანგრძლივებული შკუმშვა. ვინაიდან მოცემული მოძრაობები შეიძლება მოიცავდეს მთელ სხეულს (და იწვევდეს უჩვეულო პოზას), დისტონია ხშირად ეხება სახის კუნთებს და იწვევს თვალების, პირის, ენის ან ყბის უნებლიე მოძრაობებს.
· თავბრუსხვევა
· დისკინეზია: მათ შორის უნებლიე მოძრაობები, რითმული მოძრაობები და კუნთების კრთომა;
· ტრემორი;
· ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ინფექცია ან თვალის სიწითლე
· გულისცემის აჩქარება, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება
· ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დახშობა
· მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი
· გამონაყარი, კანის სიწითლე
· კუნთების სპაზმი, ძვლების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი;
· შარდის შეუკავებლობა
· სხეულის, ხელების და ფეხების შეშუპება, ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი
· დაცემა.
არახშირი (შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
· სასუნთქი გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ინფექცია, თვალის ინფექცია, ტონზილების ინფექცია, ფრჩხილებზე სოკოვანი ინფექცია, კანქვეშა ინფექცია, ლოკალიზებული ინფექცია, ვირუსული ინფექცია, ტკიპების მიერ გამოწვეული კანის ანთება.
· სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (მათ შორის რომლებიც გვიცავენ ბაქტერიული ინფექციებისგან), თრომბოციტების შემცირება (სისხლის კომპონენტები რომლებიც აჩერებენ სისხლდენას), დაბალი ჰემოგლობინი ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ანემია), ეოზინოფილების მომატება (სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედები);
· ალერგიული რეაქცია
· შაქრიანი დიაბეტი, შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში, წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება
· წონის შემცირება, მადის დაქვეითება, რაც იწვევს წონაში კლებას და გამოფიტვას
· სისხლში ქოლესტერინის მომატება
· ხასიათის ცვლილება (მანია), დაბნეულობა, სექსუალური ლტოლვის შესუსტება, ნერვოზულობა, კოშმარული სიზმრები
· თავის ტვინში სისხლის მიწოდების უეცარი შეწყვეტა (ინსულტი ან „მცირე“ ინსულტი)
· სტიმულზე რეაქციის არარსებობა, ცნობიერების დაკარგვა, ცნობიერების დაქვეითება
· კონვულსია, სინკოპე
· ძლიერი მოუსვენრობის შეგრძნება, ბალანსის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა სხეულის პოზიციის ცვლილებისას, ყურადღების დაქვეითება, მეტყველების დარღვევა, გემოს შეგრძნების დაკარგვა ან უჩვეულო გემო, კანის მგრძნობელობის შესუსტება ტკივილის ან შეხების მიმართ, კანზე ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება
· სინათლის მიმართ მტკივნეული ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე, ცრემლიანობის მომატება, თვალში სისხლის ნაკადის მომატება
· ვერტიგო, ყურებში ხმაური (ზარის ხმა), ყურის ტკივილი
· წინაგულების ფიბრილაცია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის დარღვეული გამტარებლობა, ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივება, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), გულის ელექტროაქტივობის დარღვევა (ეკგ), თრთოლვის ან ძგერის შეგრძნება გულმკერდის არეში (პალპიტაციები)
· დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის შემცირება ფეხზე ადგომისას, ჰიპერემია
· სასუნთქ გზებში საკვების მოხვედრით გამოწვეული ფილტვის ინფექცია, ფილტვის შეგუბება, სასუნთქი გზების შეგუბება, ფილტვში ხრაშუნისებრი ხმაური, უხეში/სტვენის ხმა სუნთქვის დროს, ჩახლეჩილი ხმა/ხმის დარღვევა, სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევა;
· დეფეკაციის შეუკავებლობა, დეფეკაციის გაძნელება, კუჭის და ნაწლავების ინფექცია, ყლაპვის გაძნელება, შებერილობა
· ჭინჭრის ციება, კანის ინტენსიური ქავილი, თმის ცვენა, კანის გასქელება, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის გაუფერულება, აკნე, ცხიმიანი კანის ანთება, კანის პრობლემები, კანის დაზიანება
· სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება, უჩვეულო პოზა, სახსრების შებოჭილობა, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი
· ხშირი შარდვა, შარდვის ან შარდის ბუშტის დაცლის გაძნელება, ტკივილი შარდვისას
· მენსტრუაციის არქონა, სექსუალური დისფუნქცია, ერექციის დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა, რძის სპონტანური დენა სარძევე ჯირკვლებიდან, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენსტრუაციის დარღვევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი, ვაგინალური გამონადენი
· სახის შეშუპება, შემცივნება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, წყურვილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, უგუნებობა, უხასიათობა, დისკომფორტი;
· სიარულის ცვლილება;
· ღვიძლის ფერმენტების მომატება, ტრანსამინაზების მომატება, გამა-გლუტამილტრანფერაზას მომატება;
· პროცედურული ტკივილი.
იშვიათი (შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
· ინფექცია
· სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერ შემცირება, რაც ზრდის ინფექციების რისკს (აგრანულოციტოზი)
· ანაფილაქტოიდური რეაქცია (ალერგიული რეაქცია რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და შოკს)
· ჰორმონის არასათანადო გამოყოფა, რომელიც აკონტროლებს შარდის რაოდენობას, გლუკოზის შემცველობას შარდში
· შაქრის შემცველობა შარდში
· სახიფათოდ ჭარბი რაოდენობის წყლის მიღება, შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში, ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში;
· ემოციის ნაკლებობა, ორგაზმის მიღწევის უუნარობა
· ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი (დაბნეულობა, ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა, მაღალი ცხელება და კუნთების ძლიერი რიგიდობა)
· თავის ტვინის შეტევა (თავის ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი გაძლიერება, კრუნჩხვები, ინსულტი)
· კომა, არაკონტროლირებული დიაბეტის გამო
· თავის ტრემორი (კანკალი)
· გლაუკომა, თვალის მოძრაობის დარღვევა, ქუთუთოს ნაპირზე ქერქის გაჩენა, თვალის უნებლიე მოძრაობა
· თვალის პრობლემები კატარაქტის ოპერაციის დროს. კატარაქტის ოპერაციის დროს მდგომარეობა, რასაც ეწოდება ინტრაოპერაციული დრეკადი ირისის სინდრომი (IFIS) შეიძლება განვითარდეს, თუ იღებთ ან იღებდით რიპედონს. თუ გჭირდებათ კატარაქტის ოპერაცია, აცნობეთ თვალის ექიმს, თუ იღებთ ან იღებდით აღნიშნულ პრეპარატს.
· გულისცემის ცვლილება (სინუსური არითმია)
· ფილტვებში თრომბები, თრომბები ვენებში
· სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება
· პანკრეასის ანთება, ნაწლავის ობსტრუქცია, ენის შეშუპება, ტუჩების ანთება
· პრეპარატის მიმართ ალერგია ( გამონაყარი კანზე), ქერტლი
· კუნთების ბოჭკოების დაშლა და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი)
· პრეპარატის მოხსნის სინდრომი (გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, უძილობა, ფსიქოზური სიმპტომების რეციდივი, დაავადება უნებლიე მოძროაბებით)
· პრეპარატის მოხსნის სინდრომი ჩვილებში (კანკალი, კუნთების გაშეშება და/ან სისუსტე, ძილიანობა, აჟიტაცია, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება).
· პრიაპრიზმი (მამაკაცის სასქესო ორგანოს გახანგრძლივებული ერექცია, რაც შესაძლოა საჭიროებდეს ქირურგიულ მკურნალობას);
· დაყოვნებული მენსტრუაცია, სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბება, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გამონადენი სარძვე ჯირკვლებიდან
· სხეულის ტემპერატურის შემცირება, სიცივე ხელებსა და ფეხებში, კანის გაუხეშება
· კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)
ძალიან იშვიათი (შეიძლება შეგვხვდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
· სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არაკონტროლირებული დიაბეტის გამო
· სერიოზული ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიოშეშუპება) და იწვევს სუნთქვის გაძნელებას
· ნაწლავის კუნთების მოძრაობის შესუსტება, რაც იწვევს ბლოკირებას.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტი, რაც შეინიშნებოდა პალიპერიდონის მიღებისას (პრეპარატი რომელიც ძალიან მსგავსია რისპერიდონის), ასევე შეიძლება განვითარდეს რისპერიდონის გამოყენებისას: გულისცემის აჩქარება ფეხზე ადგომისას.
დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში
ზოგადად, გვერდითი რეაქციების ტიპი ბავშვებში არის მოზრდილებში განვითარებულის მსგავსი. შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში (5-17 წლის) ვიდრე მოზრდილებში: ძილიანობა/სედაცია, დაღლილობა, თავის ტკივილი, მომატებული მადა, ღებინება, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დაცობა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, ცხელება, ტრემორი, დიარეა და შარდვის შეუკავებლობა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენის შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
5. როგორ ინახება რიპედონი
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაცია. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს რიპედონი
- აქტიური ნივთიერებაა 1მგ, 2მგ, 3მგ და 4მგ რისპერიდონი თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
გარსი:
რიპედონი 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ოპადრი-Y-1-7000 თეთრი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400.
რიპედონი 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ოპადრი ყვითელი 03B220015: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ქინოლონის ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).
რიპედონი 3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი:
ოპადრი მწვანე 03B21372: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132), ქინოლონის ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).
რიპედონი 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
ოპადრი მწვანე 03B21368: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132), ქინოლონის ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).
როგორ გამოიყურება რიპედონი და შეფუთვის შემადგენლობა
რიპედონი 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
წაგრძელებული ფორმის, ორივე მხარეს ოდნავ ამობურცული, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული სტილისტური წარწერებით E და 751 ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს. ნატეხის ზედაპირი: თეთრი ფერის.
რიპედონი 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
წაგრძელებული ფორმის, ორივე მხარეს ოდნავ ამობურცული, ყვითელი ფერის, უსუნო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული სტილისტური წარწერებით E და 752 ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს. ნატეხის ზედაპირი: თეთრი ფერის.
რიპედონი 3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
წაგრძელებული ფორმის, ორივე მხარეს ოდნავ ამობურცული, ღია მწვანე ფერის, უსუნო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული სტილისტური წარწერებით E და 753 ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს. ნატეხის ზედაპირი: თეთრი ფერის.
რიპედონი 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:
წაგრძელებული ფორმის, ორივე მხარეს ოდნავ ამობურცული, ბალახისფერი მწვანე ფერის, უსუნო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული სტილისტური წარწერებით E და 754 ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს. ნატეხის ზედაპირი: თეთრი ფერის.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
10, 20, ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პვქ/პვდქ//ალუ ბლისტერსა და მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Units | 60 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account