Tingreks - ტინგრექსი 10მგ 60 ტაბლეტი

47,49 ლ
მარაგშია
SKU
55240_375

ჩვენება: საშუალო და მძიმე ფორმის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

წამლის ფორმა და შემადგენლობა

აფკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 10 მგ მემანტინის ჰიდროქლორიდი;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;

გარსი: 33G28707 ოპადრაი II თეთრი (ჰიპრომელოზა (E 464), ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიაცეტინი, კარნაუბის ცვილი.

აღწერა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, აფკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორმხრივამობურცული, მოგრძო, ბოლოებში მომრგვალებული, შუაში შევიწროვებული, ნაჭდევით ორივე მხარეს. 

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი

ფსიქოანალეპსიური საშუალება. სხვა პრეპარატები დემენციის სამკურნალოდ.

ათქ კოდი: N06DX01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ადამანტანის წარმოებული. წარმოადგენს  N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)-რეცეპტორების არაკონკურენტულ ანტოგონისტს, ახდენს მოდელირებად მოქმედებას გლუტამატერგულ სისტემაზე. არეგულირებს იონურ ტრანსპორტს, ბლოკავს კალციუმის არხებს, აწესრიგებს მემბრანულ პოტენციალს, აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესს.  აუმჯობესებს კოგნიტურ პროცესებს, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას და სწავლის უნარს, ზრდის  ყოველდღიურ აქტივობას, ამცირებს დაღლილობას და დეპრესიის სიმპტომებს. უმეტესად გავლენას ახდენს შებოჭილობაზე (რიგიდულობასა და ბრადიკინეზიაზე).

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია  მიიღწევა მიღების შემდეგ 3-8 საათის განმავლობაში. საკვები გავლენას არ ახდენს შეწოვაზე.

განაწილება

დღიური დოზით 20 მგ იწვევს თანაბარ პლაზმურ კონცენტრაციას 70-150 ნგ/მლ. განაწილების მოცულობა შეადგეს 10 ლ/კგ. ცილებთან დაკავშირება შეადგენს დაახლოებით 45%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ადამიანის ორგანიზმში მემანტინის დაახლოებით 80% ცირკულირებს უცვლელ მდგომარეობაში. მეტაბოლიზმი  ხდება ციტოქრომ P450-ს მონაწილეობის გარეშე. ძირითადი მეტაბოლიტები არ ავლენენ NMDA ანტაგონისტურ აქტივობას. 

გამოიყოფა თირკმელებით. გამოყოფა ერთფაზიანია, ნახევრადგამყოფის პერიოდი შეადგენს 60-100 საათს; კრეატინინის კლირენსი შეადგენს 170 მლ/წთ/1,73 მ2. პრეპარატი ნაწილობრივ გამოიყოფა თირკმლის მილაკებით. შარდის ტუტოვანი რეაქციისას პრეპარატის გამოყოფა ნელდება.

გამოყენების ჩვენებები 

საშუალო და მძიმე ფორმის ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

შიგნით მისაღებად. გამოიყენეთ დღეში ერთხელ ერთი და იმავე დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობა იწყება და ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ; პრეპარატის რეგულარულ მიღებას უნდა აკონტროლებდეს პაციენტზე მზრუნველი პირი.

მოზრდილები

თერაპიის პირველი კვირის განმავლობაში - 5 მგ დღე-ღამეში; მეორე კვირის განმავლობაში - 10 მგ დღე-ღამეში; მესამე კვირის განმავლობაში - 15 მგ დღე-ღამეში; მეოთხე კვირის განმავლობაში - 20 მგ დღე-ღამეში.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ.

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, აგრეთვე ავადმყოფებისთვის კრეატინინის კლირენსით 50-80 მლ/წთ დოზის კორექცია არ არის საჭირო.

თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) დღიური დოზა - 10 მგ. შემდგომში, პრეპარატის კარგი ამტანობისას 7 კვირის განმავლობაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე სტანდარტული სქემის მიხედვით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, დოზის კორექციას არ საჭიროებს. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის მემანტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ბავშვები

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა არარსებობის გამო უკუნაჩვენებია ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

თუ გამოტოვეთ პრეპარატის რეგულარული მიღება, მიიღეთ იგი სასწრაფოდ. გამოტოვებულის ნაცვლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ მიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების  მიმართ.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

18 წლამდე  ასაკი.

გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც კლასიფიცირებულია სისტემებისა და ორგანოების ჯგუფების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-დან >1/10-მდე), უფრო იშვიათად (> 1/1000-დან >1/100-მდე), იშვიათად (> 1/10 000-დან >1/1000-მდე), ძალზედ იშვიათად (>1/10 000), სიხშირე დაუდგენელია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემებით).

სისტემები და ორგანოები
 
გამოვლენის სიხშირე
 
გვერდითი მოქმედება
 
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
 
იშვიათად
 
სოკოვანი ინფექციები
 
იმუნური სისტემის დარღვევები ხშირად ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
 
ფსიქიკის დარღვევები
 

ხშირად  

უფრო იშვიათად იშვიათად

სიხშირე დაუდგენელია

ძილიანობა

გონების არევა

ჰალუცინაციები1

ფსიქოტური რეაქციები2

ნერვული სისტემის დარღვევები
 

ხშირად

უფრო იშვიათად

ძალიან იშვიათად

თავბრუსხვევა

წონასწორობის დარღვევა

სიარულის დარღვევა

შეტევები

დარღვევები გულის მხრივ
 
იშვიათად გულის უკმარისობა
 
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
 

ხშირად

იშვიათად

ჰიპერტენზია

 

ვენური თრომბოზი/ტრომბოემბოლია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ
 
ხშირად ქოშინი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
 

ხშირად

იშვიათად

სიხშირე დაუდგენელია

ყაბზობა

ღებინება

პანკრეატიტი2

დარღვევები ღვიძლის და/ან ნაღვლმდენი გზების მხრივ
 

ხშირად

 

სიხშირე დაუდგენელია

 

ღვიძლის ფუნქციების მომატებული მაჩვენებლები

ჰეპატიტი

 

ზოგადი დარღვევები
 

ხშრად

იშვიათად

თავის ტკივილი

დაღლილობა


 1 ჰალუცინაციები აღენიშნებოდათ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს, მძიმე დემენციის სტადიაში.

2 ცალკეული შემთხვევები, დარეგისტრირებულია პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას.

 

ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ იდეებთან და სუიციდთან. ასეთი შემთხვევები ცნობილია მემანტინის გამოყენებისას.

აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, და ასევე გვერდითი ეფექტების, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში უნდა მიმართოთ ექიმს. 

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში  თირეოტოქსიკოზით, ეპილეფსიით, კრუნჩხვებით (მ.შ. ანამნეზში), ანტაგონისტ NMDA-რეცეპტორების (ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი) ერთდროული გამოყენებისას, ისეთი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდიან შარდის pH (დიეტის მკვეთრი ცვლა, მაგალითად ვეგეტარიანობაზე გადასვლა, კუჭის ტუტოვანი ბუფერების ჭარბი მიღება), შარდგამომყოფი გზების მძიმე ინფექციებისას, მიოკარდიუმის ინფარქტისას (ანამნეზში), III-V ფუნქციონალური კლასის (NYHA კლასიფიკაციით) გულის უკმარისობისას, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიისას, თირკმლის უკმარისობისას, ღვიძლის უკმარისობისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უკუნაჩვენებია.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და მოძრავი მექანიზმების მომსახურებაზე.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს მძიმე და ზომიერი დემენციის სტადიაზე,  დარღვეული აქვთ ავტოტრანსპორტის ტარების და რთული მექანიზმების მართვის უნარი. მემანტინმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციის სიჩქარის ცვლილება, ამიტომ პაციენტებმა უნდა მოერიდონ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან რთულ მექანიზმებთან მუშაობას.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აუცილებლად უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ყველა, მათ შორის ურეცეპტო სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებს პაციენტი.

ლევოდოპას პრეპარატებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს მათი მოქმედება.

ბარბიტურატებთან, ნეიროლეპტიკებთან ერთდროული გამოყენებისას,  შეიძლება შესუსტდეს მათი მოქმედება.

დანტროლენთან ან ბაკლოფენთან ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება შეცვალოს (გააძლიეროს ან შეასუსტოს) მათი მოქმედება, ამიტომ პრეპარატების დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

უნდა მოერიდოთ ამანტადინთან, კეტამინთან, ფენიტოინთან და დექსტრომეტორფანთან ერთდროულ გამოყენებას, ფსიქოზის განვითარების რისკის გაზრდის გამო.

ციმეტიდინთან, რანიტიდინთან, პროკაინამიდთან, ქინიდინთან, ქინინთან და ნიკოტინთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია სისხლში მათი დონის მომატება.

ჰიდროქლორთიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია უკანასკნელის დონის დაქვეითება მისი ექსკრეციის გაზრდის ხარჯზე.

პერორალური ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი) ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია INღ გაზრდა.

ანტიდეპრესანტებტან- სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან და მონოამინოაქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას, საჭიროა პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, აჟიტაცია, ძილიანობა, გონების არევა, აღგზნებადობა, სტუპორი, კრუნჩხვები, ფსიქოზი, აგრესიულობა, ჰალუცინაციები, სიარულის დარღვევა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy