Lydase - ლიდაზა 64 ერთ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 5,69 ლ რეგულარული ფასი 7,90 ლ
მარაგშია
SKU
29562_120
გამოყენების ჩვენებები. ლიდაზა ინიშნება სახსრების კონტრაქტურების, ანკილოზირებადი სპონდილიტის, დიუპუიტრენის კონტრაქტურის (საწყისი სტადია), კანის სხვადასხვა წარმოშობის ნაწიბურებიანი ცვლილებების, ჰემატომების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულების, სკლეროდერმიის

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Hყალურონიდასუმ;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: სუსტი-ყვითელი ან ოქროსფერ-ყვითელი ფოროვანი მასა, ადვილად ხსნადი წყალში.
შემცველობა: 1 ამპულა შეესაბამება 64 ერთ. – ჰიალურონიდაზულ აქტივობას.
გამოშვების ფორმა. ლიოფილიზირებული ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. Aთჩ B06A A03. სხვა ფერმენტული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ჰიალურონიდაზა – ფერმენტია, რომლის სპეციფიურ სუბსტრატს წარმოადგენს ჰიალურონის მჟავა. უკანასკნელი არის მუკოპოლისაქარიდი, რომლის შემადგენლობაში შედის აცეტილგლუკოზამინი და გლუკურონის მჟავა. ჰიალურონის მჟავას გააჩნია მაღალი წებოვნება; ბიოლოგიური მნიშვნელობა – შემაერთებელი ქსოვილის “მაცემენტირებელი” შუალედური ნივთიერება. პრეპარატის ეფექტი მდგომარეობს სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებაში, ნაწიბურების დარბილებაში, კონტრაქტურების აღმოფხვრასა ან შემცირებაში, ჰემატომების გაწოვაში. მოქმედება განსაკუთრებულად გამოხატულია პათოლოგიური პროცესების დასაწყისში.
ფარმაკოკინეტიკა. ჰიალურონიდაზა (“გავრცელების ფაქტორი”) იწვევს ჰიალურონის მჟავას დაშლას გლუკოზამინამდე და გლუკურონის მჟავამდე, და ამით იწვევს ქსოვილების გამტარობის მატებას და ქსოვილთაშორისი სითხეების მოძრაობის გაუმჯობესებას. ჰიალურონიდაზას ეფექტი შექცევადია – კონცენტრაციის შემცირება აღადგენს ჰიალურონის მჟავის წებოვნებას.
გამოყენების ჩვენებები. ლიდაზა ინიშნება სახსრების კონტრაქტურების, ანკილოზირებადი სპონდილიტის, დიუპუიტრენის კონტრაქტურის (საწყისი სტადია), კანის სხვადასხვა წარმოშობის ნაწიბურებიანი ცვლილებების, ჰემატომების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულების, სკლეროდერმიის დროს. გამოიყენება თვალის პრაქტიკაში, ფილტვების ტუბერკულოზის, ნერვული წნულების და პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანებების, რევმატოიდული ართრიტის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. ლიდაზა შეჰყავთ კანქვეშ, ნაწიბურისებრ შეცვლილ კანში, კუნთებში, ელექტროფორეზის ან ლორწოვან გარსებზე აპლიკაციების მეთოდებით (თვალის პრაქტიკაში). უკანასკნელში პრეპარატის შეყვანა შეიძლება სუბკონიუქტივალურად, რეტრობულბალურად.
ინექციისათვის ამპულის შიგთავსი ზავდება 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 1 მლ 0.5% ნოვოკაინის ხსნარში.
კონტრაქტურების, სხვადასხვა წარმოშობის ნაწიბურების, ჰემატომების, ანკილოზირებადი სპონდილიტის დროს შეჰყავთ კანქვეშ დაზიანების ადგილის გვერდით ან ნაწიბურისებრ შეცვლილ კანში 1 მლ მოცულობით. ინექციები ყოველდღიურია ან დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსზე 6-10-15 (და მეტი) ინექცია.
ტრავმული პლექსიტების და პერიფერიული ნერვების ისეთივე დაზიანებების დროს შეჰყავთ კანქვეშ დოზით 64 ერთ. ნოვოკაინის ხსნარში. მკურნალობის კურსი (12-15 ინექცია) საჭიროების შემთხვევაში მეორდება. რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატი გამოიყენება ელექტროფორეზის მეთოდით: 64 ერთ. ლიდაზა ზავდება 30 მლ დისტილირებულ წყალში, ემატება 4-5 წვეთი 0.1N ქლორწყალბადმჟავის ხსნარს და შეჰყავთ გაორებული ელექტროდიდან (ანოდიდან) ორ სახსარზე. პროცედურის ხანგრძლივობა – 20-30 წუთი, მკურნალობის კურსი – 10-15 სეანსი.
ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში ანთების პროდუქტიული ხასიათის შემთხვევაში ლიდაზა ინიშნება ინექციებისა და ინჰალაციების სახით კომპლექსურ თერაპიაში დაზიანების კერაში ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების კონცენტრაციის მომატების მიზნით. ინჰალაციისათვის ამპულის შიგთავსი ზავდება 5 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ინჰალაციები ყოველდღიურია ერთხელ დღეში (5 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 64 ერთ.). კურსზე 20-25 ინჰალაცია. განმეორებითი კურსები – საჭიროების შემთხვევაში 1.5-2-თვიანი ინტერვალებით. კანქვეშ შეჰყავთ 1 მლ ხსნარი (64 ერთ.) ან ასეთივე რაოდენობა – კუნთებში. ინექციები ყოველდღიურია ან დღეგამოშვებით. კურსზე 10-20 ინექცია.
რქოვანას დაზიანებული მონაკვეთების უფრო თხელი დანაწიბურებისათვის კერატიტების დროს იწვეთებენ პრეპარატის 0.1% ხსნარი ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების ერთდროული გამოყენებისას. რენიტოპათიების დროს ასევე შეჰყავთ საფეთქელის კანის ქვეშ.
გვერდითი მოქმედება. ლიდაზა კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანზე გამოვლინებებით.
უკუჩვენებები. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევაში, კანის ალერგიული რეაქციების წარმოქნისას, პრეპარატის მიღება წყდება და აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
განსაკუთრებული შენიშვნა: ახალი სისხლჩაქცევებისას არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ლიდაზა გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის დასაჩქარებლად (ადგილობრივი საანესთეზიოები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები და ა.შ.) უკანასკნელთა კანქვეშ და კუნთებში შეყვანისას.
შენახვის პირობები და ვადა. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს +150ჩ.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი. დსს “ბაქტერიული პრეპარატების მწარმოებელი კიევის საწარმოს “ბიოფარმა” შრომითი კოლექტივი”.

მისამართი. უკრაინა, ქ. კიევი, ნ. ამოსოვის ქ., 9.



მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy