Ono - ონო 8მგ/4მლ 4მლ 5 ამპულა

14,74 ლ
მარაგშია
SKU
63874_2811
გამოყენების ჩვენება ონო® გამოიყენება ციტოტოქსიური ქიმიო- და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, ასევე ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის და არსებობისას.

ონოს® სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ონო®

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი.

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

ხსნარის თითო მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი ფაშშ ონდასეტრონზე გაანგარიშებით - 2 მგ;

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი БФ საკმარისი რაოდენობით.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულაში გადატეხვის ყვითელი ზოლით. 5 ან 10 ამპულას ათავსებენ პლასტიკურ ყუთში, რომელსაც ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი: A04AA01

 ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ონდანსეტრონი წარმოადგენს 5HT რეცეპტორების ძლიერ მაღალი სელექციურობის ანტაგონისტს. გულისრევისა და ღებინების დათრგუნვის ზუსტი მექანიზმი უცნობია. სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია წვრილ ნაწლავში სეროტონინის (5HT) გამოთავისუფლება, რაც იწვევს ღებინების რეფლექსს 5HT3-რეცეპტორების აქტივაციის საშუალებით და ცთომილი ნერვის აფერენტული დაბოლოებების აგზნებას. ონდანსეტრონი  იწვევს ამ რეფლექსის ინიცირების ბლოკირებას. თავის მხრივ, ცთომილი ნერვის აფერენტული დაბოლოებების აქტივაციას შეუძლია გამოიწვიოს 5HT-ს გამოყოფა მეოთხე პარკუჭის ფუძის უკანა ველში (area postrema), და შესაბამისად, აამოქმედოს ღებინების რეფლექსი ცენტრალური მექანიზმის საშუალებით. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ონდანსეტრონის გულისრევისა და ღებინების დამთრგუნველი მოქმედება, გამოწვეული ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით, მიმდინარეობს როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის 5HT ნეირონულ რეცეპტორებზე ანტაგონისტური ზემოქმედებით.

ონდანსეტრონი  არ ახდენს გავლენას სისხლის პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციაზე.

 ფარმაკოკინეტიკა

ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მრავალჯერადი შეყვანისას.

აბსორბცია

ონდანსეტრონს გააჩნია ერთნაირი სისტემური ზემოქმედება კუნთში და ვენაში შეყვანისას.

განაწილება

ონდანსეტრონს გააჩნია პლაზმის ცილებთან შეკავშირების ზომიერი უნარი (70-76%). ონდანსეტრონის განაწილება მსგავსია მოზრდილებში კუნთში და ვენაში შეყვანისას, წინასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 140 ლ-ს.

მეტაბოლიზმი

ონდანსეტრონი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე ფერმენტის მონაწილეობით. ფერმენტ CYP2D6-ის არარსებობა (სპარტეინის/დებრიზოქინის ტიპის პოლიმორფიზმი) არ ახდენს გავლენას ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკაზე.

გამოყოფა

სისტემური სისხლიდან ონდანსეტრონი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლში მეტაბოლიზმის გზით. შეყვანილი დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში შეუცვლელი სახით. როგორც კუნთში, ასევე ვენაში შეყვანის შემდეგ ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.

 გამოყენების ჩვენება

ონო® გამოიყენება ციტოტოქსიური ქიმიო- და სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, ასევე ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის და არსებობისას.

 გამოყენების წესი და დოზები

საინექციო ხსნარის გასაზავებლად შეიძლება შემდეგი ხსნარების გამოყენება:

  • ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი
  • გლუკოზის 5% ხსნარი
  • რინგერის ხსნარი
  • მანიტოლის 10% ხსნარი

გაზავებული ხსნარები უნდა შეინახოთ სინათლისგან დაცულ ადგილზე.

პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25°C-ზე ხნსრებთან ერთად. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ. თუ არ ხდება დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვისა და გამოყენების პირობები წარმოადგენს მომხმარებლის ვალდებულებას და ჩვეულებრივ არ უნდა ინახებოდეს 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში +2-+8°C-ზე, თუ  გაზავება განხორციელდა კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.

მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გადავადებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანსეტრონის გამოყენებისას საჭიროა არსებული პრაქტიკისა  და პრეპარატის გამოყენების შესაბამისი პრინციპების გათვალისწინება.

ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება

მოზრდილები:

კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ემეტოგენური პოტენციალი მერყეობს  დოზისა  და ქიმიო- და რადიოთერაპიის გამოყენებული სქემების კომბინაციების მიხედვით. ინექციის ან გადასხმის სახით ონდანსეტრონის ხსნარის დოზების დიაპაზონი შეადგენს 8-32 მგ-ს დღე-ღამეში და განისაზღვრება ქვემოთ მოცემული წესით.

ემეტოგენური ქიმიო- და რადიოთერაპია

ემეტოგენური ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის ჩატარებისას ონდანსეტრონის გამოყენება შეიძლება ინტრავენურად ან სხვა გზით, თუმცა ეს პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის.

ონდანსეტრონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 8 მგ-ს, რომელიც შეიყვანება ნელი ინექციის ან 15 წუთის განმავლობაში გადასხმის სახით უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე, შემდეგ კი ინტრავენური გამოყენების გარდა, სამკურნალწამლო ფორმებით მკურნალობის გზით.

ინტრავენური შეყვანის გარდა, სამკურნალწამლო ფორმებით მკურნალობა რეკომენდებულია დაგვიანებული ან ხანგრძლივი ღებინებისგან დაცვის მიზნით პირველი 24 საათის გასვლის შემდეგ.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპია

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიის ჩატარების, მაგალითად ცისპლატინის მაღალი დოზების შემთხვევაში, ონდანსეტრონის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად ან სხვა გზით, თუმცა ეს პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენურად.

ონდანსეტრონმა გამოავლინა ისეთივე ეფექტიანობა ქიმიოთერაპიის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში ინტრავენურად შეყვანილი შემდეგ დოზით:

  • 8 მგ ერთჯერადი დოზა ნელი ინტრავენური ინექციის გზით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ.
  • დოზა 8 მგ ინტრავენურად ნელა ან ხანმოკლე ინტრავენური ინფუზიის გზით 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, შემდეგ კიდევ ორი 8 მგ ინტრავენური დოზა ორიდან ოთხ საათამდე, ან 1 მგ/სთ მუდმივი ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.

9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის 50-100 მლ ხსნარში (0.9% w/w) ან სხვა შეთავსებად საინფუზიო ხსნარში გაზავებული 16 მგ დოზის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანა და გადასხმული არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ. 16 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა არ უნდა იქნას მიღებულია QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის შესაძლო დოზადამოკიდებული გაზრდის გამო.

ძლიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპიისას ონდანსეტრონის ეფექტიანობა შეიძლება გაძლიერებული იქნას 20 მგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ. დაგვიანებული ან ხანგრძლივი ღებინების თავიდან ასაცილებლად პირველი 24 საათის შემდეგ, ინტრავენური შეყვანის გარდა, ონდანსეტრონის სამკურნალწამლო ფორმებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია:

>6 თვის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ქიმიოთერაპიის ფონზე გამოვლენილი გულისრევა და ღებინება.

ქიმიოთერაპიის ფონზე გამოვლენილი გულისრევის და ღებინების დროს დოზის გამოთვლა შეიძლება სხეულის ზედაპირის ფართობის ან წონის მიხედვით - იხ. ქვემოთ. დოზირება წონის მიხედვით იწვევს საერთო სადღეღამისო დოზის გაზრდას, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დოზირებასთან შედარებით.

საჭიროა ონდანსეტრონის ინექციის გაზავება გლუკოზის 5% ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში, ან სხვა შეთავსებად საინფუზიო სითხეში, და ინტრავენურად გადასხმა არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში. დღემდე ქიმიოთერაპიის ფონზე წარმოქმნილი გადავადებული ან ხანგრძლივი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანსეტრონის გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს.

დღემდე ბავშვებში სხივური თერაპიის ფონზე წარმოქმნილი გულისრევის და ღებინების დროს ონდანსეტრონის გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს.  

დოზირება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით:

ონდანსეტრონი შეჰყავთ უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ინტრავენურად 5 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის სახით.

ინტრავენურად შესაყვანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს.

შეიძლება პერორალური დოზის მიღების დაწყება თორმეტი საათის შემდეგ და გაგრძელება 5 დღემდე (ცხრილი 1). მოზრდილებისთვის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 32 მგ-ს.

 

ცხრილი 1. დოზირება ქიმიოთერაპიისთვის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით -  >6 თვის ასაკის ბავშვები და მოზარდები

 

სხეულის ზედაპირის ფართობი

პირველი დღე (a,b)

მე-2-6 დღე (b)

<0.6 მ2

5 მგ/მ2 ი/ვ პლუს 2 მგ სიროფი 12 საათის შემდეგ

2 მგ სიროფი ყოველ 12 საათში

>0.6 მ2

5 მგ/მ2 ი/ვ პლუს 4 მგ სიროფი ან ტაბლეტები 12 საათის შემდეგ

4 მგ (სიროფი ან ტაბლეტები ყოველ 12 საათში)

 

  1. a. ინტრავენური დოზა არ უნდა 8 მგ.
  2. b. საერთო ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისთვის განკუთვნილ დოზას, 32 მგ-ს.

 

დოზირება სხეულის მასის მიხედვით:

წონის მიხედვით დოზირების შედეგები უფრო მაღალი ყოველდღიური დოზებით, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დოზირებასთან შედარებით.

ონდანსეტრონი შეჰყავთ უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ ერთჯერადი ინტრავენური დოზის სახით. 0.15 მგ/კგ.

ინტრავენურად შესაყვანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ-ს. კიდევ ორი დოზის ინტრავენურად შეყვანა შეიძლება 4-საათიანი ინტერვალით. საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 32 მგ-ს მოზრდილებისთვის.

შეიძლება პერორალური დოზის მიღების დაწყება თორმეტი საათის შემდეგ და გაგრძელება 5 დღემდე.

 

ცხრილი 2. დოზირება ქიმიოთერაპიისთვის წონის მიხედვით -  >6 თვის ასაკის ბავშვები და მოზარდები

 

წონა

პირველი დღე (a,b)

მე-2-6 დღე (b)

<10 კგ

0.15 მგ/კგ 3 დოზამდე ყოველ 4 საათში

2 მგ( სიროფი ყოველ 12 საათში)

>10 კგ

0.15 მგ/კგ 3 დოზამდე ყოველ 4 საათში

4 მგ (სიროფი ან ტაბლეტები ყოველ 12 საათში)

 

  1. a. ინტრავენური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ.
  2. b. საერთო ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისთვის განკუთვნილ დოზას, 32 მგ-ს.

 

ხანდაზმულები

ონდანსეტრონი კარგად გადაიტანება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მიერ და საჭირო არ არის დოზის, დოზირების სიხშირისა და შეყვანის წესის შეცვლა.

 

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება

ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა

მოზრდილები: ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანსეტრონის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად ან სხვა სამკურნალწამლო ფორმების სახით. ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს 4 მგ ერთჯერადი დოზის სახით, ნელი ინტრავენური ინექციის გზით ნარკოზის შეყვანისას.

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება

ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების დროს რეკომენდებულია 4 მგ ერთჯერადი დოზა ინტრავენურად.

პედიატრიული პოპულაცია

ოპერაციის შემდგომი გულისრევა და ღებინება >1 თვის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში

პედიატრიულ ავადმყოფებში ზოგადი ნარკოზით ჩატარებული ოპერაციის დროს ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზის შეყვანა შეიძლება ნელი ინტრავენური ინექციის გზით (არანაკლებ 30 წამი) დოზით 0.1 მგ/კგ - 4 მგ-მდე, ანესთეზმიამდე, ანესთეზიის დროს ან მის შემდეგ.

პედიატრიულ ავადმყოფებში ზოგადი ნარკოზით ჩატარებული ოპერაციის დროს ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინებისას ონდანსეტრონის ერთჯერადი დოზის შეყვანა შეიძლება ნელი ინტრავენური ინექციის გზით (არანაკლებ 30 წამი) დოზით 0.1 მგ/კგ - 4 მგ-მდე. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ონდანსეტრონის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პირებში ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ ონოს® გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, მაგრამ ონო® კარგად გადაიტანება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების მიერ, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია.

 სპეციალური პოპულაციები

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

არ არის საჭირო დოზის, დოზირების სიხშირისა და შეყვანის წესის შეცვლა.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ღვიძლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო შრატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთ პაციენტებში არ უნდა იყოს გადაჭარბებული საერთო სადღეღამისო დოზა, 8 მგ.

სპარტეინის/დებრიზოკინის ცუდი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტები

სპარტეინის და დებრიზოკინის ცუდი მეტაბილიზმის მქონე სუბიექტებში ონდანსეტრონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში განმეორებითი დოზირება მოგვცემს პრეპარატის ექსპოზიციის ისეთ დონეს, რომელიც არ განსხვავდება საერთო პოპულაციაში აღნიშნული დონისგან. საჭირო არ არის დოზის ან დოზირების სიხშირის შეცვლა.

 გვერდითი მოქმედება

გამოიყენება სიხშირის შემდეგი ტერმინოლოგია:

ძალიან ხშირად: >1/10;

ხშორად: >1/100, <1/10;

არახშირად:  >1/1,000, <1/100;

იშვიათად: >1/10,000, <1/1,000;

ძალიან იშვიათად: <1/10,000 და ერთეული შეტყობინებები.

 

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად:

დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მძიმე, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

ანაფილაქსიური შოკი შეიძლება იყოს ლეტალური.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები აღინიშნებოდა სხვა 5-HT3 სელექციური ანტაგონისტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი.

არახშირად:

არსებობს შეტყობინებები მოძრაობის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორიცაა ექსტრაპირამიდული რეაქციები, მაგალითად, ოკულოგირული/დისტონიური კრიზისი, აღინიშნებოდა რეაქციები და დისკინეზია მყარი კლინიკური შედეგების გარეშე (მაგალითად, ეპილეფსიური სპაზმი), მაგრამ ცნობილი მექანიზმი არ არსებობს.

იშვიათად: თავბრუსხვევა სწრაფი ინტრავენური გადასხმის დროს.

ძალიან იშვიათად: დეპრესია.

ოფთალმოლოგიური დარღვევები

იშვიათად: მხედველობის გარდამავალი დარღვევები (მაგალითად, არამკვეთრი მხედველობა) სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.

ძალიან იშვიათად:

ავადმყოფებში, რომლებიც იღებდენ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს, მათ შორის  ცისპლატინს, ერთეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტრანზიტორული სიბრმავე. რეგისტრირებული შემთხვევების უმრავლესობა ალაგდა 20 წუთის განმავლობაში.

კარდიოლოგიური დარღვევები

არახშირად:

ტკივილი გულ-მკერდის არეში ST-ს დათრგუნვით ან მის გარეშე, გულის არითმია და ბრადიკარდია.  ერთეულ შემთხვევებში ტკივილი გულ-მკერდის არეში და გულის არითმია იყო ლეტალური.

იშვიათად:

ონდანსეტრონი. ტრანზიტორული ცვლილებები ეკგ-ზე, QT ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ძირითადად, აღინიშნება  ონდანსეტრონის ინტრავენური გამოყენების შემდეგ.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირად: წამოხურების და სითბოს შეგრძნება.

არახშირად: ჰიპოტენზია.

სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

არახშირად: სლოკინი.

კუჭ-ნაწლავური დარღვევები

ხშირად: ცნობილია, რომ ონდანსეტრონი ზრდის ნაწლავის ტრანზიტულ დროს და ზოგ შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს  შეკრულობა.

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირად:

ღვიძლის ფუნქციური სინჯების უსიმპტომო მომატება არ აღინიშნებოდა. ეს რეაქციები ხშირად აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია ცისპლატინით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება

არახშირად:

შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილის გარშემო (მაგალითად, გამონაყარი, გაწითლება, ქავილი), რომელიც ზოგჯერ ვრცელდება იმ ვენის გასწვრივ, რომელშიც შეიყვანება პრეპარატი.

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

ხშირად: ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის ინტრავენური შეყვანის ადგილზე.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშებსა და მოზარდებში გვერდითი რეაქციების პროფილი შედარებადია მოზრდილების პროფილთან.

 უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა ონდანსეტრონის ან 5-HT3 რეცეპტორის ნებისმიერი სხვა სელექციური ანტაგონისტის (მაგალითად, გრანისეტრონის, დოლასეტრონი) მიმართ.

- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 განსაკუთრებული მითითებები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებმაც აჩვენებს მომატებული მგრძნობელობა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექციური ანტაგონისტების მიმართ. ვინაიდან ცნობილია, რომ ონდანსეტრონი ზრდის მსხვილ ნაწლავში პასაჟის დროს, ნაწლავის ქვემწვავე გაუვალობის ნიშნების დროს მისი მიღებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კონტროლის ქვეშ.

იშვიათად, ეკგ-ზე ტრანზიტორული ცვლილებები, QT ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით,  ონდანსეტრონის მიღებისას. გარდა ამისა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ონდანსეტრონს, აღინიშნა ციმციმის-ფრიალის შემთხვევები. ონდანსეტრონი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ან შეიძლება განუვითარდეთ QT ინტერვალის გახანგრძლივება. ეს პირობები ითვალისწინებს პაციენტებს ელექტროლიტური ანომალიებით, გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომით ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა სამკურნალო საშუალებებს. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა გულის რიტმის ან გამტარობის დარღვევების მქონე პაციენტებში, ანტიარითმული პრეპარატებით ან ბეტა-ადრენობლოკერებით მკურნალობის შემთხვევაში, ასევე ელექტროლიტური ბალანსის გამოხატული  დარღვევების დროს.

პაციენტებში ადენოტონზილარული ოპერაციით ონდანსეტრონით გულისრევისა და ღებინებს პროფილაქტიკამ შეიძლება შენიღბოს ფარული სისხლდენა. ამიტომ, ასეთ პაციენტებში საჭიროა გულდასმითი კონტროლი ონდანსეტრონის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია:

პედიატრიულ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ონდანსეტრონს ჰეპატოტოქსიურ ქიმიოპრეპარატებთან ერთად, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ყურადღებით კონტროლი.

ქიმიოთერაპიის ფონზე განვითარებული გულისრევა და ღებინება

მგ/კგ-ის საფუძველზე დოზის გაანგარიშების და 4-საათიანი ინტერვალით სამი დოზის მიღების შემთხვევაში საერთო სადღეღამისო დოზა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე 5 მგ/მ2 ერთჯერადი დოზის და შემდგომი პერორალური დოზის შემთხვევაში. დოზირების ამ ორი სხვადასხვა რეჟიმის შედარებითი ეფექტიანობა კლინიკური კვლევებით შესწავლილი არ არის. ჯვარედინი კვლევების შედარება გვიჩვენებს ორივე რეჟიმის მსგავს ეფექტიანობას.

გამოყენება ორსულობის დროს 

ორსულობის დროს ონდანსეტრონის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის. ონდანსეტრონის მიღების შემთხვევაში დედებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი ჩვილები.

 გამოშვების ფორმა

2 მლ ან 4 მლ ხსნარი I კლასის გამჭვირვალე, უფერო მინის ამპულებში, გადატეხვის ყვითელი რგოლით. 5 ან 10 ამპულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტოთ.

 მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

Samarth Life Sciences Pvt. Ltd.

Unit II, Plot No. 2, Industrial Area, Lodhimajra, Baddi, Himachal

Pradesh - 173 205, India.

H.O: Ram Mandir Road, Goregaon (W), Mumbai - 400 104, Indian.

 

ხარისხთან დაკავშირებით წინადადებები და საჩივრები მიიღება უზბეკეთის რესპუბლიკაში კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორის მისამართზე:

შპს “Zandra-Tashkent“,

100017, ქ. ტაშკენტი,

იუნუსაბად ც-4, კაშგარის ქუჩა, 27ა.

მეტი ინფორაცია
Units 5
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy