Sinupret - სინუპრეტი ფორტე 20 ტაბლეტი

22,27 ლ
მარაგშია
SKU
81432_1452

ჩვენება:პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებების მკურნალობა

1.რა არის სინუპრეტ ფორტე და რისთვის გამოიყენება:
სინუპრეტ ფორტე არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებების სამკურნალოდ.

2. სინუპრეტ ფორტეს მიღებამდე:

არ მიიღოთ სინუპრეტ ფორტე:

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა Gentian-ის ძირების, Vervain ბალახის, Sorrel ბალახის, Elder ყვავილების, Primulas ყვავილების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 “დამატებითი ინფორმაცია სხვა ინგრედიენტების შესახებ”).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სინუპრეტ ფორტეს გამოყენებისას:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩივილები გრძელდება 7-14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ან პერიოდულად ხდება სიმპტომების რეციდივი.

ბავშვები:
სინუპრეტ ფორტე არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დღეისათვის არ არსებობს საკმარისი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სინუპრეტ ფორტეს გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
დღემდე ცნობილი არ არის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტ ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება აუცილებელი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სინუპრეტ®ფორტეს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს შაქრებს გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. სინუპრეტ ფორტეს მიიღების წესი:
სინუპრეტ ფორტე ყოველთვის უნდა მიიღოთ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ასაკი ერთჯერადი დოზა საერთო სადღეღამისო დოზა
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან 1 შემოგარსული ტაბლეტი 3 შემოგარსული ტაბლეტი
(სამჯერ 1 ტაბლეტი)

მიღების წესი
სინუპრეტ ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს), დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის (მაგ. ჭიქა წყლის) მიყოლებით. შეგიძლიათ სინუპრეტ ფორტეს მიღება საკვებთან, სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. თუ გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, სინუპრეტ ფორტე მიიღეთ ჭამის შემდეგ.

სინუპრეტ ფორტეს მიღების ხანგრძლივობა
თუ არ იქნება სხვაგვარი დანიშნულება, გამოყენეის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის სინუპრეტ ფორტე, აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მიიღოს თუ არა რაიმე ზომა. შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

თუ დაგავიწყდათ სინუპრეტ ფორტეს მიღება:
თუ მიიღეთ ძალიან ცოტა სინუპრეტ ფორტე ან დაგავიწყდათ მისი მიღება, შემდეგ ჯერზე არ მიიღოთ ორმაგი დოზა, არამედ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ მითითებული ან ამ დანართ ფურცელში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ სინუპრეტ ფორტეს მიღება
სინუპრეტ ფორტეს მიღების შეწყვეტა ჩვეულებრივ არ იწვევს არასასურველ შედეგებს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტ®ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
არასასურველი ეფექტების შეფასება ემყარება შემდეგ მონაცემებს:

ძალიან ხშირი: 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში
ხშირი: 100-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში
არახშირი: 1000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში
იშვიათი: 10000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: 10000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ან ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა) ვლინდება ნაკლებად ხშირად. კანის მომატებული მგრძნობელობის ნიშნები (კანზე გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი) ვლინდება იშვიათად. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ტუჩების, ენისა და ყელის და/ან ხორხის შეშუპება საჰაერო გზების შევიწროვებით (ანგიოშეშუპება), ქოშინი, სახის შეშუპება).

მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნის გამოვლენისას აღარ მიიღოთ სინუპრეტ ფორტე.

გვერდითი ეფექტების განვითარებისთანავე სინუპრეტ ფორტეს მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი განსაზღვრავს სიმწვავის ხარისხს და აუცილებლობისას მიიღებს შესაბამის ზომებს.
ისეთი არასასურველი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მოცემული არ არის დანართ ფურცელში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

5. როგორ ინახება სინუპრეტ ფორტე
ინახება არა უმეტეს 30C-ზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
სინუპრეტ ფორტე არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სინუპრეტ ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების შენახვის ვადა არის 36 თვე.

6.დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სინუპრეტ ფორტე:
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დაფხვნილ:
Verbenae herba 36 mg; Gentiane radix 12mg; Rumicis herba 36 mg; Sambuci flos 36 mg; Primulae flos 36 mg.

სხვა ინგრედიენტებია:
კალციუმის კარბონატი (E170); ქლოროფილის ფხვნილი 25% (E141); დექსტრინი, ეუდრაგიტი E 12.5; ჟელატინი; გლუკოზის სიროფი; ინდიგო კარმინი, E 132, ალუმინის ჰიდროქსიდი; კარტოფილის სახამებელი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი; მონტანის გლიკოლის ცვილი; რიბოფლავინი (E101); რაფინირებული აბუსალათინის ზეთი; საქაროზა; შელაკი; მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი; სორბიტოლი; სტეარის მჟავა; ტალკი; ტიტანის დიოქსიდი (E171).

შენიშვნა დიაბეტით დაავადებულებისათვის:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს საშუალოდ 0.03 დათვლად კარბოჰიდრატის ერთეულს (ჩEU)

შეფუთვის შემცველობა
შეფუთვაში 20 (N1) შემოგარსული ტაბლეტი, 1 ბლისტერი 20 შემოგარსული ტაბლეტით.

შემოგარსული ტაბლეტები არის მწვანე ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული გლუვი ზედაპირით.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy