OTOFA - ოტოფა 10მლ. ყურის წვეთები

განსაკუთრებული ფასი 13,19 ლ რეგულარული ფასი 18,53 ლ
მარაგშია
SKU
1227_2342
გამოიყენება მწავე გარე ოტიტის, ქრონიკული შუა ოტიტის და მისი გამწვავების დროს. ასევე შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომ.

საერთაშორისო სახელწოდება: რიფამიცინი

სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები

შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნატრიუმის რიფამიცინი  - 2.6გ, რაც შეესაბამება 2 000 000ME
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატიუმის ედეტატი, კალიუმის მეტაბისულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

 რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები

რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი მოხმარებისთვის  ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზის სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ეწინააღმდეგება ბაქტერიების ზრდას. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ, რომლებიც იწვევენ შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ჩვენება: 

მწავე გარეთა ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი) შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს;

უკუჩვენება

რიფამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე

გამოყენების წესი და დოზირება: 

მოზრდილებში: 5 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
პრეპარატუ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაფის ღრუს გამორეცხვის მიზნით აქტიური კანულის მეშვეობით.
ბავშვებში: 3 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელებში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები: 

ადგილობრივი რეაქციები: დაფის აფკის სჰევარდისფერება,  (რომელიც ხილულია ოტოსკოპიის დროს). იშვიათად კანი ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება:

 სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებანი: 

მოერიდეთ პრეპარატის ტანსაცმელზე მოხვედრას, ვინაიდან იგი ტოვებს ლაქებს.

გამოშვების ფორმა:

 ყურის წვეთები
ყვითელი შუშის ფლაკონი ტევადობით 10მლ საწვეთურთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: 

ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი:

 გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი: 

ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy