DIMEX - დიმექსი სიროფი ფლაკონი 125 მლ
პრეპარატი გამოიყენება ხველის საწინააღმდეგოდ, ზედა სასუნთქი გზების ანთების, მწვავე ან ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეობრონქიტების დროს, ხსნის ხველას.
რას წარმოადგენს დიმექსი და რისთვის გამოიყენება
დიმექსის სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გამოხატული ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით.
გამოიყენება გამაღიზიანებელი და სპაზმური ხველის შესამსუბუქებლად სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
დიმექსის მიღებამდე
მოცემული პრეპარატი შეიძლება არ იყოს განკუთვნილი ზოგიერთი პაციენტისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ პუნქტი 2 “დიმექსის მიღებამდე” და თუ გაქვთ ეჭვი მის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დიმექსი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიმექსის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა შემადგენელი ნაწილის მიმართ;
- მწვავე ასთმური შეტევებისას;
- მომატებული თვალისშიდა წნევისას;
- თუ გადიდებული გაქვთ წინამდებარე ჯირკვალი;
- თუ გაქვთ შარდგამომყოფი არხის შევიწროვება;
- მასტენოზირებელი პეპტიკური წყლულის დროს (იწვევს კუჭის გამომყოფი ნაწილის შევიწროვებას);
- ღვიძლის და თირკმელების მძიმე დარღვევებისას;
- მეტაბოლური ალკალოზის დროს (ვითარდება ქლორიდების დაკარგვისას);
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
დიმექსის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
- თუ გაქვთ ბრონქული ასთმა;
- თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის. ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაქვეითება).
- მცირეწლოვან ბავშვებში ზუსტად დაიცავით დოზირება.
- არ გადაამეტოთ ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულ დოზას, ვინაიდან მგრძნობიარე პირებსა და ბავშვებში ანტიჰისტამინურმა (ანტიალერგიულმა) პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით:
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს;
- საძილე პრეპარატებს;
- სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას, დამამშვიდებელ საშუალებებს.
დიმექსის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ დიმექსი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა.
დიმექსის სიროფმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და კოორდინაციის მოშლა. თუ შენიშნავთ ასეთ სიმპტომებს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ განახორციელოთ ისეთი საქმიანობა, რაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიმექსის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 7.68 % ეთანოლს (ალკოჰოლს), ე.ი. 312 მგ-ს (0.384მლ) 5 მლ სიროფში, რაც 7.8 მლ ლუდის ან 3.2 მლ ღვინის ექვივალენტურია. პრეპარატი მავნეა ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის. გათვალისწინებული უნდა იყოს ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის ჯგუფისათვის, როგორიცაა ღვიძლის დაავადებების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
დიმექსი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
როგორ მიიღება დიმექსი
ყოველთვის მიიღეთ დიმექსის სიროფი ზუსტად ამ ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებების დაცვით.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ფარმაცევტს.
სიროფი მიიღება შინაგანად.
მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ასაკიდან:
5-10 მლ დღეში 3-4-ჯერ.
9-14 წლის ასაკის ბავშვები:
5 მლ დღეში 3-4-ჯერ.
6-8 წლის ასაკის ბავშვები:
2.5 მლ დღეში 3-4-ჯერ.
თუ მიიღეთ დოზა, რომელიც აღემატება დიმექსის საჭირო დოზას
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, შეიძლება იგრძნოთ თავბსრუხვევა, ძილიანობა, კოორდინაციის მოშლა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, კანის გაწითლება, კუჭ-ნაწლავური დარღვევები.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
თუ გამოტოვეთ დიმექსის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, მიიღეთ ის ჩვეულებისამებრ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით.
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედებები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიმექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ იგრძნობთ ან შენიშნავთ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახისა და ენის შეშუპება.
თუ იგრძნობთ გულის რითმის დარღვევას, შარდვის გაძნელებას ან შეკავებას, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში შენიშნავთ მომატებულ აგზნებასა და გაღიზიანებას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
დიმექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტებიც – ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კოორდინაციის მოშლა, მოუსვენრობა, უძილობა, არტერიული წნევის დაწევა, ცხვირის, პირის ღრუსა და ყელის სიმშრალე, ცხვირის შეგუბება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ყაბზობა, გარდამავალი მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დიმექსის შენახვის წესი
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 250ჩ-მდე ტემპერატურის პირობებში.
არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ დიმექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ თქვენთვის გამოუსადეგარი პრეპარატები. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს დიმექსი:
- აქტიური ნივთიერებები: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი და ამონიუმის ქლორიდი. 5 მლ სიროფი შეიცავს 9.96 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდსა და 99.6 მგ ამონიუმის ქლორიდს.
- სხვა შემადგენელი ნაწილები: ეთანოლი (96%), საქაროზა, ბენზოის მჟავა, სორბინის მჟავა, L-მენთოლი, ნატრიუმის ციტრატე, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცეროლი, თხევადი ესენცია “ჟოლო”, გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება დიმექსი და რას შეიცავს შეფუთვა
დიმექსი წარმოადგენს ღია ყვითელ-ღია ყავისფერ ხსნარს, ტკბილი გემოთი და ჟოლოს სპეციფიკური სუნით.
125 მლ სიროფი მუქ შუშის ფლაკონში ალუმინის ან პოლიეთილენის თავსახურით ან მუქ პოლიეთილენტერეფთალატის ფლაკონში პოლიეთილენის თავსახურით მუყაოს კოლოფში, საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II- გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account