Teotard - თეოტარდი რეტარდი 200მგ. 40 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 15,31 ლ რეგულარული ფასი 16,96 ლ
მარაგშია
SKU
1743_37

ჩვენება: შექცევადი ბრონქოობსტრუქციის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის და ფილტვების ემფიზემის დროს. 

სამკურნალო ფორმა

პროლონგირებული გამოთავისუფლების კაფსულები; შიგნით მისაღებად.

შემადგენლობა
თეთრი ფერის გრანულებით სავსე კაფსულები. კაფსულის სხეული გამჭვირვალე მუქი მწვანე ფერის, სახურავი გაუმჭვირვალე მუქი მწვანე ფერის.
აქტიური ნივთიერება: ერთი კაფსულა შეიცავს 200 მგ; 350 მგ უწყლო თეოფილინს
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ტალკი, ამიაკის მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, დიბუტილფტალატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბრონქოდილატაციური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეოტარდი წარმოადგენს სუფთა, უწყლო თეოფილინს (ქსანტინის წარმოებული) გრანულების სახით. თეოფილინი მიეკუთვნება ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებს, ქსოვილებში ზრდის ც-ამფ-ის დაგროვებას, რაც ამცირებს გლუვი კუნთების კუმშვით აქტივობას. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ბრონქოლიზური მოქმედება, ხსნის ბრონქის ობსტრუქციას. ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება ხელს უწყობს არტერიული სისხლის ჯანგბადით მომარაგების ზრდას, რაც განაპირობებს ჩO2_ის კონცენტრაციის შემცირებას.
ტეოტარდი ახდენს მასტიმულირებელ ზემოქმედებას სუნთქვის ცენტრზე, ამცირებს ფილტვის სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, ამცირებს წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენსს, გააჩნია დადებითი ინოტროპული და ქრონოტროპული მოქმედება გულზე. პრეპარატი ახდენს დიურეზის სტიმულირებას. აფართოებს სისხლძარღვებს (ძირითადად ტვინის, კანისა და თირკმელების სისხლძარღვების), თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
ტეოტარდის პერორალური მიღების შემდეგ იგი თითქმის მთლიანად შეიწოვება.
პრეპარატ ტეოტარდის რეტარდ_კაფსულიდან მოქმედი ნივთიერების შენელებული გამოთავისუფლება ხელს უწყობს თეოფილინის თანაბარი დონის შენარჩუნებას სისხლის შრატში, 12 საათის განმავლობაში. ტეოტარდის ბრონქოლიზური მოქმედება ვითარდება თანდათანობით, ამოტომ პრეპარატი არ ინიშნება გადაუდებელი მდგომარეობების კუპირებისათვის.
პრეპარატის 350მგ-ს ერთჯერადი მიღების შემდეგ, 6,3_8,8 საათის განმავლობაში მიიღწევა მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, რომელიც შეადგენს 4,4 µგ/მლ-ს. თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა რამოდენიმე დღის შემდეგ და იგი შეადგენს 8_20 µგ/მლ-ს. თეოტარდი მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების საშუალებით.

ჩვენება
შექცევადი ბრონქოობსტრუქციის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის და Fფილტვების ემფიზემის დროს.
ფილტვის ჰიპერტენზია ქრონიკული ფილტვისმიერი გულის შემთხვევაში.
ღამის სუნთქვის ცენტრალური გენეზის მოშლა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა თეოფილინის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, ეპილეფსია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, ექსტრასისტოლია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე სხეულის მასა 20 კგ-ზე ნაკლები.
სიფრთხილე და დოზების შემცირება აუცილებელია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს, აგრეთვე გულის მწვავე უკმარისობის დროს.

დოზირება
არ შეიძლება პრეპარატის კაფსულების გახსნა ან დაღეჭვა.
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია. დაუშვებელია სადღეღამისო დოზის 40 მგ/კგ გადამეტება უფროსებისათვის, 20 მგ/კგ ბავშვებისათვის. პრეპარატის დოზის შერჩევისათვის, უნდა განისაზღვროს სისხლის შრატში თეოფილინის კონცენტრაცია. როგორც წესი, სისხლის შრატში, თეოფილინის კონცენტრაცია 10–დან 15 µგ/მლ–მდე, ხელს უწყობს თერაპიულ მოქმედებას, გვერდითი ეფექტების განვითარების მინიმალური რისკის პირობებში. თუ კონცენტრაცია გადაამეტებს 20 µგ/მლ–ს მაშინ, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პირველი 3 დღის განმავლობაში, საჭიროა მივიღოთ პრეპარატის 1 რეტარდ – კაფსულა, ყოველ 12 საათში ერთხელ. მესამე დღეს შეფასებული უნდა იქნეს თერაპიის ეფექტურობა და ორგანიზმის მიერ პრეპარატის ამტანობა. არასაკმარისი ეფექტურობის დროს, შესაძლებელია დოზის გაზრდა. არასასურველი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.
ტეოტარდი 200 მგ. ენიშნებათ ბავშვებს, რომელთა სხეულის წონა აღემატება 20 კგ–ს, აგრეთვე უფროსებს სხეულის მცირე წონით. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ტეოტარდი 350 მგ ენიშნებათ უფროსებს და ბავშვებს რომელთა სხეულის წონა, აჭარბებს 40 კგ–ს.
პრეპარატის დილისა და საღამოს დოზები, შეიძლება იყოს განსხვავებული გართულებული სუნთქვის შეტევის წარმოშობის დროს, დაავადების კლინიკური სურათის და თერაპიის ეფექტურობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება ძალიან იშვიათად.
შესაძლოა კანზე გამონაყარი, ქავილი. ამ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება. გვერდითი მოვლენების წარმოშობის სიხშირე იზრდება, თუ სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია გადაამეტებს 20 µგ/მლ_ს.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ, ზოგიერთ ავადმყოფში, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაწევა, სტენოკარდიული შეტევების გახშირება, უძილობა, ტრემორი, გაღიზიანებადობა, დიურეზის გაძლიერება, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია.

სიფრთხილე
9 წლამდე ასაკის ბავშვებს პრეპარატი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ეძლევათ, რადგან ბავშვებში პრეპარატის აღნიშნული სამკურნალწამლო ფორმის ზუსტი დოზირება ძნელად განსახორციელებელია. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის დროს. სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული მძიმე სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, გულის რითმის სერიოზული დარღვევების, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის, ჰიპერთირეოზის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევისას.
გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, ღვიძლის, ვირუსული ინფექციების დროს, აგრეთვე ხანდაზმულ ავადმყოფებში, პრეპარატის დოზა საჭიროა შემცირდეს.
პირებისთვის, რომლებშიც თეოფილინი ახდენს სწრაფ მეტაბოლიზმს (ახალგაზრდები, მწეველები) პრეპარატის ერთჯერადი მიღება დღის განმავლობაში, არ არის საკმარისი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
თეოფილინი არ გამოიყენება ქსანტინის სხვა წარმოებულებთან ერთად.
კომბინაციაში ფენობარბიტალთან, დიფენინთან, რიფამპიცინთან, იზონიაზიდთან, კარბამაზეპინთან, სულფინპირაზონთან, ფენიტოინთან აღინიშნება თეოფილინის ეფექტურობის შემცირება, რამაც შეიძლება მოითხოვოს პრეპარატის დოზის გაზრდა. მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ლინკომიცინთან, ალოპურინოლთან, ციმეტიდინთან, იზოპრენალინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ეპოქსაცინთან და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მოქმედების ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს, რამაც შესაძლოა მოითხოვოს თეოფილინის დოზის შემცირება. პრეპარატი აქვეითებს ლითიუმის კარბონატის და ბეტა – ადრენობლოკატორების თერაპიულ ეფექტურობას. თეოფილინი ახდენს შარდმდენი საშუალებების მოქმედების პოტენცირებას გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი რეაბსორბციის შემცირების ხარჯზე. თეოფილინი ინიშნება სიფრთხილით ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენების დროს.

გამოშვების ფორმა
200 მგ – იანი 40 კაფსულა პროლონგირებული გამოთავისუფლებით.
350 მგ – იანი 40 კაფსულა პროლონგირებული გამოთავისუფლებით.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან და ნესტისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არაუმეტეს 25° ჩ ტემპერატურაზე,

შენახვის ვადა
5 წელი.
პრეპარატი არ გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

მეტი ინფორაცია
Units 40
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy