რელპაქსი ტაბ 40მგ N3 *

განსაკუთრებული ფასი 8,90 ლ რეგულარული ფასი 9,94 ლ
მარაგშია
SKU
65221_1406

ჩვენება: შაკიკის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი 
შაკიკის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ელეტრიპტანი 40მგ (ჰიდრობრომიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, აპკისებური გარსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ელეტრიპტანი წარმოადგენს სეროტონინის 5-HT1B და 5-HT1D რეცეპტორების სელექტიურ ანტაგონისტს. ეს რეცეპტორები უპირატესად თავის ტვინის სისხლძარღვებშია განთავსებული. მათი სტიმულაციის შედეგად ხდება სისხლძარღვების, კერძოდ კი – საძილე არტერიების შევიწროვება, რაც იწვევს თავის ტკივილის შემცირებას. ელეტრიპტანს ახასითებს, აგრეთვე, 5- HT1F რეცეპტორებისადმი აფინურობა, ახდენს ზომიერ ზემოქმედებას 5-HT1A, 5-HT2B, 5-HT1F სეროტონინურ რეცეპტორებზე.
სუმატრიპტანთან შედარებით, ელეტრიპტანს მაღალი სელექტივობა ახასიათებს საძილე არტერიების რეცეპტორებზე ზემოქმედების მხრივ, ვიდრე კორონარულ და ბარძაყის არტერიებზე. ელეტრიპტანის თვისება - შეავიწროვოს თავის ტვინის სისხლძარღვები და აგრეთვე დათრგუნოს ნეიროგენული ანთება, განაპირობებს მის შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ელეტრიპტანი კარგად და სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (დაახ. 81%) პერორალური მიღების შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა როგორც ქალებში, ასევე მამაკეცებში 50% აღწევს. პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (TCmax) საშუალოდ 1,5 სთ-ს შეადგენს. თერაპიული დოზის დიაპაზონში (20-80 მგ) დადგენილია ფარმაკოკინეტიკური დამოკიდებულების პირდაპირპროპორციულობა დოზასთან.
ელეტრიპტანის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და სივრცე მრუდის ქვეშ (AUC) იზრდება დაახ. 20-30%-ით, პრეპარატის მიღებისას ცხიმებით მდიდარი საკვების შემდეგ. შაკიკის შეტევის დროს AUC მცირდება დაახ. 30%-ით, ხოლო TC max იზრდება 2,8 სთ-მდე.
რეგულარული გამოყენებისას (20 მგ სამჯერ დღეში) 5-7 დღის განმავლობაში, ელეტრიპტანის ფარმაკოკინეტიკა რჩება მოსალოდნელი კუმულაციის პირდაპირპროპორციული. შედარებით დიდ დოზებში მისი დანიშვნისას (40 მგ სამჯერ დღეში და 80 მგ ორჯერ დღეში) 7 დღის განმავლობაში ელეტრიპტანის კუმულაცია აჭარბებდა მოსალოდნელ კონცენტრაციას (დაახ. 40%-ით).
განაწილება:
ინტრავენური შეყვენისას ელეტრიპტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 138 ლ-ს, რაც მიუთითებს მის კარგ განაწილებაზე ქსოვილებში. ელეტრიპტანი ზომიერად უერთდება პლაზმის ცილებს (დაახ. 85%).
მეტაბოლიზმი:
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ელეტრიპტანის პირველადი მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CP3A4 მეშვეობით. ამ ფაქტს ადასტურებს ელეტრიპტანის კონცენტრაციის ზრდა ერითრომიცინთან ერთად მისი მიღებისას, რადგანაც ერითრომიცინი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3 A4 სელექტიურ და მძლავრ ინჰიბიტორს. In vitro კვლევები აჩვენებს აგრეთვე ელეტრიპტანის მეტაბოლიზმში იზოფერმენტ CYP206 -ის მონაწილეობას, თუმცა კლინიკურად არაა დადასტურებული მოცემული ფერმენტის პოლიმორფიზმი.
იდენტიფიცირებულია მოცირკულირე მეტაბოლიტის ორი ძირითადი სახე: N-დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი მეტაბოლიტი ცხოველებში ჩატარებულ ინ ვიტრო კვლევებში აქტივობას არ ავლენს. ამავე კვლევებში N-დემეთილირებით წარმოქმნილი მეტაბოლიტი კი აქტივობით ელეტრიპტანს უტოლდებოდა. ვარაუდობენ, რომ მესამე მეტაბოლიტი ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების ნაერთს წარმოადგენს, რომელიც შარდით და განავლით გამოიყოფა.
აქტიური N-დემეთილირებული მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მხოლოდ 10-20% შეადგენს ელეტრიპტანის კონცენტრაციიდან და შესაბამისად არ გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა მის თერაპიულ ეფექტზე.
გამოყოფა
ელეტრიპტანის საერთო კლირენსი პლაზმიდან, მისი ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს საშუალოდ 36 ლ/სთ, ხოლო ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 სთ-ს. თირკმლისმიერი კლირენსის საშუალო მაჩვენებელი პერორალური მიღებისას დაახ. 3,9 ლ/სთ-ია. არათირკმლისმიერი კლირენსის წილი საერთო კლირენსის დაახ. 90% შეადგენს. ეს მოწმობს იმაზე, რომ ელეტრიპტანი უპირატესად მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში
სქესი
კლინკო-ფარმაკოლოგიური გამოკვლევების მეტაანალიზის შედეგები და პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ სქესი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ელეტრიპტანის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.
ხანდაზმული პირები (65 წელზე მეტი)
ხანდაზმულ პირებში (65-93 წელი) გამოვლენილია ელეტრიპტანის კლირენსის მცირე და სტატისტიკურად უმნიშვნელო შემცირება (16%-ით) და ამავე დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა (დაახ. 4,4-დან 5,7 სთ-მდე). ასაკი გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირეზე გავლენას არ ახდენს.
მოზარდები (12-17 წელი)
შაკიკით დაავადებულ მოზარდებში ელეტრიპტანის ფარმაკოკინეტიკა (40 მგ და 80 მგ)როდესაც პრეპარატის მიღება ხდებოდა შეტევებს შორის პერიოდში, მსგავსია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკისა ჯანმრთელ მოზრდილებში.
ბავშვები (7-11 წელი)
ელეტრიპტანის კლირენსი ბავშვებში არ განსხვავდება მოზარდების კლირენსისაგან, თუმცა განაწილების მოცულობა ბავშვებში მცირეა. პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში აჭარბებს მოსალოდნელ დონეს ზრდასრულებთან შედარებით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (Caild-pius cda A და B) გამოვლენილია AUC - ს სტატისტიკურად სარწმუნო ზრდა (34%-ით) , ასევე სარწმუნოდ იზრდება ნახევრადგამოყოფის პერიოდი და Cmax (18%-ით) თუმცა ეს ცვილებები კლინიკურად არამნიშვნელოვანია

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 61-89 მლ/წთ), საშუალო (კრეატინინის კლირენსი 31-60 მლ/წთ) და გამოხატული (
ჩვენებები
აურითა და აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის შეტევების კუპირება.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.
შაკიკისმაგვარი თავის ტკივილის შეტევისას რელპაქსის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრე ( თუმცა არ უნდა მივიღოთ აურის სტადიაზე). პრეპარატი ეფექტურია შეტევის მოგვიანებით სტადიაზეც.
ზრდასრულები (18-65 წელი):
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს.
შაკიკის შეტევის განახლებისას 24 სთ-ის განმავლობაში, რელპაქსის მიღება შეიძლება განმეორებით იმავე დოზით. თუკი აუცილებელია მეორე დოზა, მისი მიღება საჭიროა პირველი მიღების შემდეგ სულ მცირე 2 საათის გასვლისას.
ეფექტის არარსებობისას: თუკი რელპაქსის პირველი დოზა არ იწვევს თავის ტკივილის შემცირებას 2 საათში, მაშინ იმავე შეტევის კუპირებისათვის არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მეორე დოზის გამოყენება. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა არ არის დადასტურებული კლინიკური კვლევებით. ამასთანავე იმავე პაციენტებში რომელთა თავის ტკივილის შეტევის კუპირება ვერ მოხერხდა ელეტრიპტანით, პრეპარატი შესაძლებელია ეფექტური იყოს შემდგომი შეტევისას.
თუკი 40 მგ დოზით ვერ იქნა მიღწეული ადექვატური ეფექტი, მაშინ შემდგომი შეტევებისას შესაძლებელია ეფექტური იყოს 80 მგ.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 160 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
რელპაქსი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩვეულებრივ გვერდით ეფექტებს გარდამავალი ხასიათი აქვთ, მცირედ ან საშუალოდ არიან გამოხატულნი და არ მოითხოვენ დამატებით ჩარევას. გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე პრეპარატის ერთჯერადი და ორჯერადი მიღებისას მსგავსია.
იმ პაციენტებში, რომლებიც რელპაქსს თერაპიულ დოზებში იღებენ, აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥ 1% და მეტია პლაცებოსთან შედარებით).
ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: ასთენია, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში, შემცივნება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სითბოს ან სიცხის შეგრძნება სახის არეში, გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, სტენოკარდიული ტკივილი, არტერიული წნევის მატება.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავბრუხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი, ჰიპესთეზია, ოფლიანობა, ყელში “ბურთის” შეგრძნება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, დისპეპსია.
კუნთ-სახსროვანი სისტემა: მიასთენია, მიალგია.
სასუნთქი სისტემა: ფარინგიტი.
იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები (ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულია), მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება.
ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც განიხილება როგორც გვერდითი ეფექტი, შეიძლება შაკიკის თანმხლებ სიმპტომს წარმოადგენდეს. რეპლაქსის მკურნალობის დროს განვითარებული ძირითადი გვერდითი ეფექტები ტიპიურია 5 Hთ1 რეცეპტორების აგონისტებისათვის.

უკუჩვენება
- პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ აწეული მგრძნობელობა
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- 18 წლამდე ასაკი (ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტად დადგენილი არაა).
ელეტრიპტანის, ისევე როგორც 5-ჰიდროქსიტრიპტამინის I ტიპის (5HT1) რეცეპტორების სხვა სელექტიურ აგონისტების მიღებას აქვს შემდეგი უკუჩვენებანი:
- არაკონტროლირებული არტერიული წნევა,
- გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, მიოკარდიუმის დადასტურებული ასიმპტომური იშემია) ან მისი არსებობის ეჭვი,
- პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები,
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში,
- რეპლაქსის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ან შემდეგ არ შეიძლება ერგოტამინის ან ერგოტამინის წარმოებულების, მათ შორის მეთისერგიდის (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან”) მიღება
- ელეტრიპტანის და სხვა 5HT1 სეროტინინული რეცეპტორების აგონიტების ერთდროული მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია
რელპაქსის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ორსულობისას არ არსებობს. ცხოველებზე ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. რელპაქსი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის მოსალოდნელ რისკს.
რელპაქსი გადადის დედის რძეში. ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქალი, პრეპარატის მიღება ხდებოდა ერთჯერადად 80 მგ ოდენობით. რძით რელპაქსის გამოყოფა მიღებიდან 24 სთ-ში საშულოდ მიღებული დოზის 0,02% შეადგენს. მიუხედავად ამისა, რელპაქსის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე. პრეპარატის ზემოქმედება ახალშობილზე მინიმალური შეიძლება გავხადოთ იმ შემთხვევაში, თუ მას ძუძუთი არ გამოვკვებავთ ელეტრიპტანის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები
რელპაქსის მიღება არ არის რეკომენდირებული CYP3A4 მძლავრ ინჰიბიტორებთან ერთად, კერძოდ კი კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, ჯოზამიცინთან და პროტეაზების ინჰიბიტორებთან (იხ. “ურთიერთქმედება სხვ პრეპარატებთან”).
ისევე როგორც 5-HT1 რეცეპტორების აგონისტები, რელპაქსის მიღება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შაკიკის დიაგნოზი დადასტურებულია. რელპაქსი არ არის რეკომენდებული ჰემიპლეგიური, ოფთალმოპლეგიური ან ბაზილური შაკიკის დროს. რელპაქსი ეფექტურია როგორ აურით მიმდინარე, ასევე აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის შეტევის დროს, ასევე მენსტრუალური შაკიკისას, რელპაქსის მიღება აურის დროს არ ახდენს თავის ტკივილის შეტევის პრევენციას, ამიტომ მისი მიღება საჭიროა მხოლოდ თავის ტკივილის ფაზაში.
რელპაქსი, ისევე როგორც 5-HT1 რეცეპტორების სხვა აგონისტები, არ შეიძლება დაინიშნოს “ატიპიური” თავის ტკივილების დროს, რომლებიც თავისთავად შესაძლებელია სერიოზული დაავადების (ინსულტი, ანევრიზმის რუპტურა) სიმპტომს წარმოადგენდეს და რომლის დროსაც სისხლძარღვების სპაზმი საზიანოა.
რელპაქსის მიღება დაუშვებელია პროფილაქტიკის მიზნით.
გამოკვლევების გარეშე რელპაქსის დანიშვნა არაა რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა(იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობისას დოზის შეცვლა საჭირო არაა. არ არის შესწავლილი რელპაქსის მოქმედება ღვიძლის მძიმე უკმარისობისას, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში რელპაქსი უკუნაჩვენებია. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას რელპაქსის ჰიპერტენზიული ეფექტი იზრდება, ამიტომ 40 მგ-ზე მეტი დოზა სიფრთხილით გამოიყენება. 60 მგ და მეტი ოდენობით რელპაქსის გამოყენება (თერაპიული დოზის დიაპაზონში) იწვევს არტერიული წნევის მცირე და გარდამავალ მატებას. არტერიული წნევა იზრდება უპირატესად იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება თირკმლის უკმარისობა ხანდაზმულ ასაკში.

გავლენა ავტომანქანის და ტექნიკის მართვაზე
ზოგიერთ პაციენტისთვის თვით შაკიკი ან 5-HT1 რეცეპტორების აგონისტების მიღება, მათ შორის რელპაქსის მიღებაც, შესაძლებელია თანხლებული იყოს ძილიანობით ან თავბრუსხვევით. იმ საქმიანობის შესრულება, რომელიც გაზრდილ ყურადღებას ითხოვს, საჭიროებს საფრთხილეს როგორც რელპაქსის მიღებისასა ასევე შაკიკის შეტევის დროს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია არტერიული ჰიპერტენზია ან სხვა, შედარებით სერიოზული დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროების მიხედვით ახორციელებენ შესაბამის თერაპიას. ელეტრიპტანის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს, ამიტომ ამ პრეპარატის ჭარბი დოზირებისას პაციენტზე დაკვირვება სულ მცირე 20 სთ-ის განმავლობაში არის საჭირო, კლინიკური სიმპტომების სრულ უკუგანვითარებამდე.
ჰემოდიალიზის და პერიტონეალური დიალიზის გავლენა ელეტრიპტანის პლაზმურ კონცენტრაციაზე უცნობია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკემატების გავლენა ელეტრიპტანზე
ელეტრიპტანის და ერითრომიცინის (1000 მგ) ან კეტოკონაზოლის (400 მგ) ერთდროული მიღებისას აღინიშნება ჩმახ (2 და 2.7-ჯერ შესაბამისად) და AUC (3.6 და 5.9-ჯერ) ზრდა. ეს ეფექტები თანხლებულია ელეტრიპტანის თ მახ - ის ზრდით 4.6-დან 7.1 სთ-მდე ერითრომიცინის მიღებისას და 4.8-დან 8.3-მდე კეტოკონაზოლის მიღებისას (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”). ამიტომ რელპაქსის მიღება არაა რეკომენდირებული CYP3A4 - ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, კერძოდ კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარიტრომიცინთან, ჯოზამიცინთან და პროტეაზების ინჰიბიტორებთან (რიტონავირი, ინდინავირი და ნელფინავირი) ერთად. რელპაქსის ურთიერთქმედება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან და ფლუნარიზინთან არაა გამოვლენილი, თუმცა სპეციალური კლინიკური გამოკვლევების რეზულტატები ჯერ ხელმიუწვდომელია (პროპრანოლოლის გარდა, იხ. ქვემოთ).
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა: ბეტა-ადრენობლოკატორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სერეტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ესტროგენების შემცველი ჰორმოული პრეპარატები, ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები და კალციუმის არხების ბლოკატორები არ მოქმედებენ რელპაქსის ფარმაკოკინეტიკაზე.
ელეტრიპტანი მაო-ს სუბსტრატს არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით რელპაქსის ურთიერთქმედება მაო -ს ინჰიბიტორებთან მოსალოდნელი არაა და სპეციალური გამოკვლევები მათი ურთიერთქმედებების შესახებ არ ჩატარებულა.
პროპრანოლოლის (160 მგ), ვერაპამილის (480 მგ) და ფლუკონაზოლის (100 მგ) ერთდროული გამოყენებისას ელეტრიპტანის Cmax იზრდება 1.1, 2.2 და 1.4 შესაბამისად, ხოლო მისი AUC – 1.3, 2.7 და 2.0-ჯერ. ეს ცვლილებები კლინიკურად არამნიშვნელოვანია, ვინაიდან არაა თანხლებული არტერიული წნევის ზრდით და არასასურველი გვერდითი ეფექტები ელეტრიპტანის იზოლირებულ გამოყენებასთან შედარებით არ მატულობს.
რელპაქსის მიღებიდან 1 და 2 სთ-ის შემდეგ კოფეინის/ერგოტამინის პერორალური მიღება იწვევს არტერიული წნევის მნიშვნელოვან მატებას, რომელიც შეიძლება ამ მედიკამენტების ფარმაკოლოგიური მოქმედებით აიხსნას. ამის გამო ერგოტამინის შემცველი პრეპარატები ან ერგოტამინის მსგავსი საშუალებები (მაგ. დიჰიდროერგოტამინი) არ შეიძლება დაინიშნოს 24 სთ-ის განმავლობაში რელპაქსის მიღებიდან და პირიქით რელპაქსი შეიძლება დაინიშნოს სულ მცირე 24 სთ-ის შემდეგ ერგოტამინის შემცველი პრეპარატის მიღებიდან.

ელეტრიპტანის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ინ ვიტრო ან ინ ვივო მონაცემები იმის შესახებ, რომ რელპაქსი კლინიკური დოზით ციტოქტომ P450 დათრგუნვას ან ინდუცირებას იწვევს არ არსებობს, ამიტომ კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამ ფერმენტებით განპირობებულ მეტაბოლიზმში ნაკლებად სავარაუდოა.

შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30ºС-ზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მოშორებულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
Units 3
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy