Ciprinol - ციპრინოლი 100მგ/10მლ. 5 ამპულა

20,99 ლ
მარაგშია
SKU
1980_37

ჩვენება:მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

სამკურნალო ფორმა:
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. 

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 
ციპროფლოქსაცინს 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: რძემჟავას, დინატრიუმის ედეტატს, კონცენტრირებულ ქლორწყალბადმჟავას, საინექციო წყალს. 

აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო-მომწვანო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება - ფტორქინოლონი.
ათქ კოდი: j01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული პრეპარატი ფტორქინოლონების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატი  ახდენს ბაქტერიების დნმ-ჰირაზას ფერმენტის ინჰიბირებას, რის შედეგადაც ირღვევა დნმ-ის რეპლიკაცია და ბაქტერიების უჯრედოვანი ცილების სინთეზი. დაბალი ტოქსიკურობა მაკროორგანიზმის უჯრედებისათვის აიხსნება მათში დნმ-ჰირაზას არარსებობით. ციკლოსპორინის მიღების ფონზე არ ხდება მდგრადობის პარალელური გამომუშავება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მოეკუთვნებიან ჰირაზას ინჰიბიტორების ჯგუფს, რაც ხდის მას მაღალეფექტურს ბაქტერიების მიმართ, რომლებიც მდგრადია, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების და სხვა მრავალი ანტიბიოტიკების მიმართ. 
ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გამრავლებად, ისე მშვიდ ფაზაში მყოფ მიკროორგანიზმებზე. ციკლოფროქსაცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: ენტერობაქტერიები
(Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.), სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები: Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium  (მდებარეობს ინტრაცელულარულად).
ციპროფლოქსაცინის მიმართ ასევე მგრძნობიარები არიან გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), 
Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae).. მეტიცილინის მიმართ მდგრადი სტაფილოკოკთა უმრავლესობა, მდგრადია ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis  ბაქტერიბის მგრძნობელობა ზომიერია. პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides. . პრეპარატის მოქმედებას Treponema pallidum-ის მიმართ არ არის საკმარისად შესწავლილი.
როგორც in vitro, ასევე in vivo ციკლოსპორინის მიმართ ასევე მგრძნობიარეა Bacillus anthracis

ფარმაკოკინეტიკა
200 მგ ან 400 მგ ინფუზიის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (თცმახ) - 60 წუთია, მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) - 2,1 მკგ/მლ და 4,6 მკგ/მლ შესაბამისად. ორგანიზმში განაწილების მოცულობა ვარირებს 1,74-დან 5 ლ/კგ-მდე, კავშირი პლაზმის ცილებთან - 19 - 40%.
კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, (ცხიმებით მდიდარი ქსოვილების გამოკლებით, მაგალითად, ნერვული ქსოვილი). შემცველობა ქსოვილებში 2-12 ჯერ მაღალია, ვიდრე პლაზმაში.
პრეპარატის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ნაღველში, ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სათესლე სითხეში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, ნუშისებრ ჯირკვალში, ენდომეტრიუმში, ფალოპის მილებში და საკვერცხეებში. პრეპარატის კონცენტრაცია ამ ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე შრატში. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად აღწევს ძვალში, თვალის სითხეში, ბრონქულ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, პლევრაში, პერიტონიუმში, ლიმფაში. ცერებროსპინალურ სითხეში აღწევს მცირე რაოდენობით, სადაც მისი კონცენტრაცია თავის ტვინის არაანთებითი გარსების დროს შეადგენს ასეთის 6-10%-ს სისხლის შრატში, თავის ტვინის გარსების ანთების დროს კი - 14-37%-ს. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად აღწევს პლაცენტაში. 
ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის ნეიტროფილებში 2-7 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შრატში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში (15-30%) ნაკლებაქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (დიმეთილპროლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი, ოქსიციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი). 
ინტრავენური შეყვანისას ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T 1/2) - 3-5 საათია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს - 12 საათამდე. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ტუბულარული ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით უცვლელი სახით (ინტრავენური შეყვანისას - 50-70%) და მეტაბოლიტების სახით (ინტრავენური შეყვანისას - 10%), დანარჩენი ნაწილი - კუჭნაწლავის ტრაქტიდან. მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ კონცენტრაცია შარდში შეყვანიდან პირველი 2 საათის განმავლობასი თითქმის 100 ჯერ მეტია, ვიდრე შრატში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენრაციას შარდგამომყოფი გზების ინფექციების გამომწვევების უმეტესობისათვის. 
თირკმელების კლირენსი - 3-5 მლ/წთ/კგ; საერთო კლირენსი - 8-10 მლ/წთ/კგ.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი - 20 მლ-ზე/წთ მაღალია) თირკმელებით გამოყოფილი პრეპარატის პროცენტი მცირდება, მაგრამ კუმულაცია ორგანიზმში არ ხდება პრეპარატის მეტაბოლიზმის კომპენსატორული ზრდის და ნაწლავებით გამოყოფის შედეგად. 

გამოყენების ჩვენება

- ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- სასუნთქი გზების: პნევმონია (გარდა პნევმოკოკური პნევმონიისა), მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი (თუ გამომწვევი არიან გრამუარყოფითი ბაქტერიები, განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa);
- ყურის, ყელის და ცხვირის: მწვავე შუა ოტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი;
- თირკმელების და შარდგამომყოფი გზების: საშარდე ტრაქტის ქვედა და ზედა განყოფილებების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (ურეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი);
- მცირე მენჯის ორგანოების და სასქესო ორგანოების (ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოორფორიტი, ტუბულარული აბსცესი და პელვიოპერიტონიტი, გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი);
- მუცლის ღრუს ორგანოების: პერიტონიტი, ინტრაპერიტონეალური აბსცესი; ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან კომბინაციაში), ინფექციური დიარეა: სალმონელეზი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელეზი, ქოლერა, მუცლის ტიფი;
- კანის და რბილი ქსოვილების: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები. ფლეგმონა, გარეთა სასმენი არხის ინფექციები, ინფიცირებული დამწვრობები;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: ოსტეომელიტი, სეპტიურიართრიტი;
- სეფსისი, ინფექციები ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით (იმუნოდეპრესანტებით თერაპიის ფონზე ან პაციენტებში ნეიტროპენიით).
- ინფექციების პროფილქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს (უროლოგიურის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში) და ორთოპედიულის).
- ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა. 

გამოყენება პედიატრიაში 
არ არის რეკომენდირებული ციპროფლოქსაცინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, გარდა:
•  ციმბირული წყლულის პროფილაქტიკისა და მკურნალობისა (Bacillus anthracis-ით სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ);
• გართულებების თერაპიისა, რომლებიც გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa--თი 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ფილტვების მუკოვისციდოზით. 

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი. 
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
• 18 წლამდე საბავშვო ასაკი (გარდა გართულებების თერპიისა, რომლებიც გამოწვეულიაPseudomonas aeruginosa--თი 5-დან 17 წლამდე ბავშვებში ფილტვების მუკოვისციდოზით; ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის პროფილაქტიკისა და მკურნალობისა);
• ტიზანიდინთან ერთდროული მიღება (არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების, ძილიანობის რისკი). 

სიფრთხილით: თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცების დარღვევა, ფსიქიური დაავადებები, ეპილეფსიური სინდრომი, ეპილეფსია, თირკმელების და/ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი, გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი, თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით.

სიფრთხილით: თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცების დარღვევა, ფსიქიური დაავადებები, ეპილეფსიური სინდრომი, ეპილეფსია, თირკმელების და/ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი, გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი, თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით.

გამოყენების წესი და დოზირება
ინიშნება ინტრავენურად, შეყვანა შეიძლება ინტრავენურად ნაკადით, მაგრამ უმჯობესია შეყვანა ინტრავენურად წვეთოვნად 30 წუთის (200 მგ) და 60 წუთის (400 მგ) განმავლობაში. 
გამოყენების წინ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის 1 ამპულა უნდა იქნას განზავებული საინფუზიო ხსნარის ადეკვატური რაოდენობით: ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარით, რინგერის ხსნარით, დექსტროზის 5% და 10%-ანი ხსნარით, ფრუქტოზას 10%-ანი ხსნარით, ასევე ხსნარით, რომელიც შეიცავს დექსტროზას 5% ხსნარს ნატრიუმის ქლორიდის 0,225% ან 0,45% ხსნარით მინიმალურ მოცულობამდე 50 მლ. 
ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონაზე და თირკმელების ფუნქციაზე პაციენტებში. ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზები: ერთჯერადი დოზა ინტრავენური შეყვანისათვის - 200 მგ (მძიმე ინფექციების დროს - 400 მგ), შეყვანის ჯერადობა - 2 ჯერ დღეში. 
Pseudomonas spp., სტაფილოკოკებით ანStreptococcus pneumoniae-თი გამოწვეული, განსაკუთრებით მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო ან მარეციდივირებელი ინფექციების ინტრავენური მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევებში: სეფსისი, პერიტონიტის, ძვლების და სახსრების ინფექციების დროს დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი 0,4 გ-მდე შეყვანის ჯერადობით 3 ჯერამდე დღეში. 
გაურთულებელი მწვავე გონორეის დროს - ერთჯერადად, ინტრავენურად 100 მგ. 
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისათვის - ოპერაციამდე 30-60 წუთით ადრე ინტრავენურად 200-400 მგ; 4 საათზე მეტი ხანგრძლივობის ოპერაციის დროს განმეორებით შეყავთ იმავე დოზით.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა: 1 დღე - გაურთულებელი მწვავე გონორეის დროს; 7 დღემდე - თირკმელების, საშარდე გზების და მუცლის ღრუს ინფექციების დროს; ნეიტროპენიული ფაზის მთელი პერიოდის განმავლობაში - ავადმყოფებში ორგანიზმის დასუსტებული დამცავი ძალებით; მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა - ოსტეომიელიტის დროს და 7-14 დღე - ყველა დანარჩენი ინფექციების შემთხვევაში. სტრეპტოკოკური ინფექციების დროს გვიანი გართულებების საშიშროებასთან დაკავშირებით, ასევე ქლამიდიური ინფექციების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღე. ავადმყოფებში იმუნოდეფიციტით მკურნალობა ტარდება ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში. 
მკურნალობა უნდა ჩატარდეს კიდევ არანაკლებ 3 დღე სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციის ან კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ. 
ხანდაზმულ პაციენტებში დოზას ამცირებენ 30%-ით.
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დროს (კრეატინინის კლირენსი 31-60 მლ/წთ/1,73 კვ.მ ან შრატისმიერი კრეატინინის კონცენტრაცია 1,4-დან 1,9 მგ-მდე/100 მლ) მაქსიმალური დღიური დოზა - 800 მგ. 

ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ/1,73 კვ.მ; კრეატინინის კონცენტრაცია მეტია 2 მგ/100 მლ) საჭიროა დღიური დოზის ნახევარის დანიშვნა, მაქსიმალური დღიური დოზა - 400 მგ. პერიტონიტის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან  ამბულატორულ პერიტონეალურ დიალიზზე, შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა დოზით 50 მგ 4 ჯერ დღეში 1ლ დიალიზატზე. 
საინფუზიო ხსნარის შეთავსება შეიძლება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ან ხსნართან, რინგერის ხსნართან, დექსტროზიდს 5% და 10%-ან ხსნართან, ფრუქტოზას 10%-ან ხსნართან, ასევე ხსნართან, რომელიც შეიცავს დექსტროზას 5%-ან ხსნარს ნატრტიუმის ქლორიდის 0,225% ან 0,45%-ან ხსნართან. 
ინტრავენური გამოყენების შემდეგ შეიძლება მკურნალობის პერორალურად გაგრძელება. 
ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის დროს (პროფილაქტიკა და მკურნალობა): 
მოზრდილები: 400 მგ 2 ჯერ დღეში.
ბავშვები (5-დან 17 წლამდე): 10 მგ/კგ სხეულის მასაზე 2 ჯერ დღეში. არ არის რეკომენდირებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზის გადაჭარბება - 400 მგ ინტრავენურად (მაქსიმალური დღიური დოზა - 800 მგ). 
მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული მაშინათვე სავარაუდო ან დადასტურებული ინფიცირების შემდეგ. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის დროს შეადგენს 60 დღეს. 
Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული გართულებების მკურნალობის დროს 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ფილტვების მუკოვისციდოზით ციპროფლოქსაცინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ/კგ ყოველ 8 საათში (არაუმეტეს 400 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში). მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღე. 

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულის რევა, დიარეა. ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში გადატანილი ღვიძლის დაავადებებით), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ფსევდომემბრანული კოლიტი. 
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, უძილობა, “კოშმარული” სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ანომალია, ტკივილის შეგრძნების აღქმის ანომალია), ოფლიანობა, ქალაშიდა წნევის მომატება, გონების არევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, ასევე ფსიქოზური რეაქციების სხვა გამოვლინებები (იშვიათად პროგრესირებადი იმ მდგომარეობამდე, როდესას პაციენტს შეუძლია ავნოს საკუთარ თავს, სუიციდალური ტენდენციებით), შაკიკი, გულის წასვლა, ცერებრალური არტერიების თრომბოზი. 
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება. 
გულ-სისხლძრაღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა,
არტერიული წნევის დაქვეითება, სახის კანთან სისხლის მიდინების შეგრძნება. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. 
საშარდე სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უპირველეს ყოვლისა ტუტე შარდის და დაბალი დიურეზის დროს), გლომელურონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენები, თირკმელების აზოტის გამოყოფის ფუნქციის შემცირება, ინტერსტიციალური ნეფრიტი. 
ალერგიული რეაციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ბებერების წარმოქმნა, რასაც ახლავს სისხლდენები და მცირე კვანძები, რომლებიც წარმოქმნიან ფუფხს, წამლისმიერი ციებ-ცხელება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), სახის ან ხორხის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანტემა, კვანძოვანი ერითემა, ექსუდაციური მულტიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქტიური შოკი.
ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გაწყვეტა, შეშუპება სახსრის არეში. 
სხვა: საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სუპერინფექციები (კანდიდოზი), მომატებული მგრძნობელობა შუქის მიმართ.  
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპოთრომბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფოტაზას აქტივობის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია. 
ადგილობრივი: ტკივილი და წვა შეყვანის ადგილას, ფლებიტი. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, უფრო მძიმე შემთხვევებში გონების არევა, ტრემორი, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები. 
მკურნალობა: სიმპტომატური, უნდა იქნას უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის სითხის მიწოდება. სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. ჰემოდიალიზი არ ახდენს კლინიკურ ეფექტს ინტოქსიკაციის დროს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჰეპატოციტებში მაკროსომალური დაჟანგვის პროცესების აქტივობის შემცირების შედეგად, ზრდის თეოფილინის და/ან კოფეინის (და სხვა ქსანტინების), პერორალური ჰიპოგლიკემიური პერორალური პრეპარატების (გლიბენკლამიდის - რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ვარფარინი და სხვა) კონცენტრაციას და ახანგრძლივებს მათი ნახევრად გამოყოფის პერიოდს, ხელს უწყობს პროთრომბინული ინდექსის შეცირებას (სისხლდენების განვითარების რისკი). 
ციპროფლოქსაცინი ზრდის თიზანიდინის Cmax-ს 7 ჯერ (4-დან 21 ჯერამდე) და AUC-ს 10 ჯერ (6-დან 24 ჯერამდე), რაც ზრდის არტერიული წნევის გამოხატული შემცირების და ძილიანობის რისკს.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავას გამოკლებით) ერთდროული მიღება - ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს. 
ციპროფოქსაცინის და ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენებისას ძლიერდება ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური მოქმედერბა (აუცილებელია სისხლის კრეატინინის დონის კონტროლი 2 ჯერ კვირაში). 
ციპროფლოქსაცინის და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის გაჩენის რისკი. 
ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება ან შემცირება. 
ურიკოზურიული პრეპარატების კომბინირებულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ციპროფლოქსაცინის გამოყოფის შენელება (50%-მდე) და პლაზმური კონცენტრაციის მომატება. 
სხვა ანტიმოკრობულ პრეპარატებთან კომბინაციის დროს (ბეტა-ლაქტამები, ამინოგლიკოზიდები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ჩვეულებრივ აღინიშნება სინერგიზმი: პრეპარატის გამოყენება წარმატებით შეიძლება კომბინაციაში აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან Pseudomonas spp.-თი გამოწვეული ინფექციების დროს; მეზლოცილინთან, აზლოცილინთან და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან - სტრეპტოკოკული ინფექციების დროს; იზოქსაზოლილპენიცილინთან და ვანკომიცინთან - სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან - ანაერობული ინფექციების დროს. 
საინფუზიო ხსნარი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ყველა საინფუზიო ხსნართან და სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ფიზიკო-ქიმიურად არამდგრადია მჟავე გარემოში (ციპროფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარის pH - 3,5-4,6). 

განსაკუთრებული მითითებები
ავადმყოფებს ეპილეფსიით, კრუნჩხვების შეტევებით ანამნეზში, სისხლძარღვოვანი დაავადებებით და თავის ტვინის ორგანული დაზიანებებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით, ციპროფლოქსაცინი უნდა დაენიშნოთ მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებების მიხედვით. 
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი დიარეის გაჩენის დროს უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას. 
მყესებში ტკივილის წარმოქმნის ან ტენდოვაგინიტის პირველი ნიშნების გამოვლინების დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს იმასთან დაკავშირებით, რომ აღწერილია ანთების (უპირატესად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს) და კიდევაც მყესების გაწყვეტის ცალკეული შემთხვევები ფტორქინოლინებით მკურნალობის დროს. ციფროფლოქსაცინით თერაპიის დროს რეკომენდირებულია გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვების თავიდან აცილება. 
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად, დაუშვებელია რეკომენდირებული დღიური დოზის გადამეტება. ასევე აუცილებებლია სითხის საკმარისი რაოდენობის მიღების უზრუნველყოფა (დიურეზის კონტროლის ქვეშ) ნორმალური დიურეზის დასაცავად და შარდის მჟავე რეაქციის შესანარჩუნებლად. 
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა ავარიდოთ ულტრაიისფერ დასხივებას (მათ შორის პირდაპირ მზის სხივებთან კონტაქტს). 
თერაპიის პერიოდში შესაძლებელია პროთრომბინული ინდექსის ზრდა (ქირურგიული ჩარევის დროს საჭიროა სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის კონტროლირება). 
ციპროფლოქსაცინის და ბარბიტურის მჟავას წარმოებულების ჯგუფიდან ზოგადი ანესთეზიის სამკურნალო საშუალების ერთდროულად შეყვანის დროს აუცილებებლია გულის შეკუმშვის სიხშირის, არტერიული წნევის, ელექტროკარდიოგრამის მუდმივი კონტროლი. 
პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტით ციპრინოლის დანიშვნა შეიძლება გახდეს ჰემოლიზური ანემიის განვითარების მიზეზი. 
მკურნალობის დროს პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი.  

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტომობილის მართვის და სხვა სახის პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავების დროს, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (განსაკუთრებით ერთდროულად ალკოჰოლის გამოყენებისას). 

გამოშვების ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, 10 მგ/მლ. 
10 მლ ნეიტრალური გამჭვირვალე შუშის ამპულებში. ამპულაზე დატანებულია ფერადი წერტილი გასატეხ ადგილას. 5 ამპულა ბლისტერში ან 5 ამპულა პლასტიკურ კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში. 1 ბლისტერი ან 1 პლასტიკური კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

შენახვის პირობები 
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy