გლუკოზა 10% 500მლ. ფლაკონი
ჩვენებები: იზოტონური და ჰიპერტონული დეჰიდრატაციის, სისხლჩაქცევების, შოკის, ღვიძლის დაავადებების დროს, რომელთა დროსაც ნორმალურად კვება გართულებულია
გლუკოზა 10%
საინფუზიო ხსნარი
GLUCOSE 10%
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება უწყლო გლუკოზა 10.0 გ , საინექციო წყალი
წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ენერგეტიკული ბალანსის და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება
ჩვენებები
10% გლუკოზა გამოიყენება როგორც ხსნარი - მატარებელი ელექტროლიტებისა და სამკურნალო საშუალებებისშეთავსებადი კონცენტრატებისათვის ; იზოტონური და ჰიპერტონული დეჰიდრატაციის , სისხლჩაქცევების , შოკის ,ღვიძლის დაავადებების დროს , რომელთა დროსაც ნორმალურად კვება გართულებულია .
უკუჩვენებები
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ჰიპერგლიკემიის , ჰიპერჰიდრატაციის , ჰიპოტონური დეჰიდრატაციის ,ჰიპოკალიემიის , მეტაბოლური აციდოზის , მომატებული ნატრიურიის , თირკმელების მძიმე დაზიანების , ანურიის ,გლუკოზის აბსორბციის დარღვევის დროს ( გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომი ). არ გამოიყენება პაციენტებშიქალაშიდა და სპინალური სისხლჩაქცევებით , ასევე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ .
სიფრთხილე გამოყენებისას
გლუკოზას შეყვანისას არ უნდა იყოს გამოყენებული ერთიდაიგივე საინფუზიო სისტემები სისხლის გადასხმამდე , მისდროს ან მის შემდეგ ფსევდოაგლუტინაციის რისკის გამო .
განსაკუთრებული სიფრთხილით ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით , თანაც ხშირადსაჭიროა შესაბამის ინსულინის თერაპიაზე გადასვლა , ვინაიდან ჰიპერგლიკემიურმა მოქმედებამ შეიძლება შეცვალოსინსულინის მოთხოვნა . მეტაბოლიზმის დარღვევებისას გლუკოზის ამტანობის შეზღუდვით და ჰიპერგლიკემიითგამოიყენება დღე - ღამის შემცირებული მაქსიმალური დოზები და შეყვანის მოცულობა და სიჩქარე .
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპონატრიემიით და მძიმე არაკომპენსირებული გულისუკმარისობით .
შეყვანის მიმდინარეობისას კლინიკური მეთვალყურეობა მოიცავს სისხლის შაქრის , შრატის ელექტროლიტების დონის, წყლისა და მჟავა - ტუტე წონასწორობის კონტროლს . საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ელექტროლიტებისხსნარები .
ერთ საინფუზიო სისტემაში 10% გლუკოზასთან ერთად დაიშვება მხოლოდ ხსნარების და სხვა სამკურნალოსაშუალებების გამოყენება , რომლებიც მას ფიზიკურ - ქიმიურად შეეთავსება . ოსმოთერაპიისათვის ხსნარიგამოუსადეგარია .
ხსნარის მაღალი ოსმოლარობის გამო ინფუზიას ახორციელებენ მხოლოდ ცენტრალური ვენოზური გზით პატარასიჩქარით .
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას შესაძლებელია ფიზიკურ - ქიმიური შეუთავსებლობის გამოვლინებებიხსნარის pH- ის დაბალი მნიშვნელობების გამო (3.5-6.5).
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება . გავლენას არ ახდენს მანქანის მართვისა დატექნიკასთან მუშაობის უნარზე .
გამოყენების წესი და დოზირება
შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით ცენტრალური ვენოზური გზით . ინფუზიის დოზა და სიჩქარედამოკიდებულია პაციენტის ასაკზე , სხეულის წონასა და კლინიკურ მდგომარეობაზე .
მოზრდილები:
დღე - ღამის რეკომენდებული მაქსიმალური დოზები – 30 მლ / კგ - მდე ;
ინფუზიის რეკომენდებული მაქსიმალური სიჩქარე – 2.5 მლ / კგ / სთ - მდე ≈ 175 მლ / სთ (50 წვეთი წუთში ) 70 კგწონის პაციენტისათვის.
ბავშვები:
დღე - ღამის რეკომენდებული მაქსიმალური დოზები :
ახალშობილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები – 15 გ / კგ
3 – 5 - 12 გ / კგ - მდე
6 – 10 - 10 გ / კგ - მდე
10 – 14 - 8 გ / კგ - მდე
პაციენტებისათვის მნიშვნელოვნად დაქვეითებული კვების სტატუსით ინფუზიის სიჩქარე შესაბამისად უნდაშემცირდეს .
გამოიყენება ფლაკონის გახსნისთანავე . გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე , ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალიხსნარი დაუზიანებელი კოლოფიდან . გამოიყენება სტაციონარში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ . განკუთვნილიაერთჯერადი გამოყენებისათვის .
ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია , გლუკოზურია , ჰიპეროსმოლარობა , ჰიპერგლიკემიური დაჰიპეროსმოლარული კომა , ჰიპერჰიდრატაცია და ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა .
ზომები მოიცავს : ინფუზიის დოზისა და სიჩქარის შემცირებას , ასევე საჭიროების შემთხვევაში ინფუზიის შეწყვეტას .საჭიროების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა .
გვერდითი ეფექტები
ისევე , როგორც ნებისმიერი ხანგრძლივი ინფუზიის დროს , არ შეიძლება გამოირიცხოს ვენის გაღიზიანება დათრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას . შესაძლებელია წყალ - ელექტროლიტური დარღვევების განვითარება , მათშორის შეშუპება , ჰიპოკალიემია , ჰიპომაგნიემია და ჰიპოფოსფატემია . პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოსნებისმიერი ინსტრუქციაში აუღწერელი გვერდითი რეაქციის შესახებ .
შეფუთვა: ვენაში შესაყვანი საინფუზიო ხსნარი 500 მლ ფლაკონში
შენახვა: ტემპერატურაზე არაუმეტეს 250 C .
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან .
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account