Solgar - სოლგარი მაგნიუმ + ვიტამინი B6 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 53,91 ლ რეგულარული ფასი 59,90 ლ
მარაგშია
SKU
63819_2153

ჩვენება:აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, არტერიული ჰიპერტენზია

მაგნიუმი B6 ვიტამინთან ერთად

შემადგენლობა:

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 25მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) – 400მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო, ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. ამ მინერალს  ორგანიზმის შემადგენელი ყველა ქსოვილი შეიცავს, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თავს იყრის: თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის კუნთოვანი ქსოვილში.

მაგნიუმი მნიშვნელოვან  როლს ასრულებს  ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში.

მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.  იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.

მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსელში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე.

მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

მაგნიუმი ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.

ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე-ღამეში.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დროს: იზრდება მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლასა და ჩაძინებაში), უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, მცირდება სტრესისადმი რეზისტენტობა. მაგნიუმის უკმარისობის დროს ასევე ვლინდება გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის დროს მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.

მაგნიუმის შემცველობა შრატში:

12-დან 17მგ/ლ-მდე (0.5-0.7მმოლ/ლ) - ზომიერი უკმარისობა.

12მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) - მძიმე დეფიციტი.

B6 ვიტამინი ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზრდის მის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში და ამცირებს ორგანიზმიდან გამოყოფას. იგი 20-40%-ით ზრდის მაგნიუმის აბსორბციას. 

B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.

B6 ვიტამინის უკმარისობის დროს ვითარდება: სებორეული დერმატიტი, თვალების, ცხვირისა და ტუჩების მიდამოში, ასევე ჰიპოქრომული ანემია და კრუნჩხვა (განსაკუთრებით ბავშვებში).

 ჩვენება:

  • მაგნიუმისა და B6 ვიტამინის უკმარისობა
  • მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები:

გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შიში

  • გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში)
  • სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი)
  • ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
  • ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა
  • პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით
  • შაქრიანი დიაბეტი

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, კვარცი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს და კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 3 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 100
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy