Panadol - პანადოლი ბეიბი სანთლები 125მგ N10

განსაკუთრებული ფასი 6,59 ლ რეგულარული ფასი 9,34 ლ
მარაგშია
SKU
4027_1418
პრეპარატს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პანადოლის სანთლები ნაჩვენებია ბავშვებში, რომლებიც ძნელად იღებენ ტაბლეტებს ან გააჩნიათ ღებინების მიმართ მიდრეკილება.


შემადგენლობა:
თითოეული რექტალური სანთელი შეიცავს: პარაცეტამოლს 125 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმები

აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი ცხიმოვანი კონუსისებური სანთლები ხილული დეფექტების და მინარევების გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება. ათქ კოდი NO2BE01

ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პანადოლის სანთლები ნაჩვენებია ბავშვებში, რომლებიც ძნელად იღებენ ტაბლეტებს ან გააჩნიათ ღებინების მიმართ მიდრეკილება.

ჩვენება
საბავშვო პადოლის სანთლები 125 მგ ინიშნება 6 თვიდან 2,5 წლის (8-12.5 კგ სხეულის მასის) ბავშვებში როგორც სიცხის დამწევი საშუალება გრიპის და გაციების და ბავშვთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, წითურა, ყივანახველა, ქუნთრუშა, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა). პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ვაქცინაციით გამოწვეული ცხელების დროსაც.
პრეპარატი ინიშნება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მაგ. კბილების ამოჭრის, კბილის ტკივილის, ყელის ტკივილის, ოტიტით გამოწვეული ყურის ტკივილის დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლზე ან პრეპარატის ნებისმიერ ინგრედიენტზე;
- თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება;
- სისხლის დაავადებები;
- გლუკოზ-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა;
- ახლო წარსულში გადატანილი სწორი ნაწლავის ანთება ან სისხლდენა
(უკუჩვენება დაკავშირებულია შეყვანის გზასთან)

სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევის, ჟილბერის სინდრომის დროს. ასეთ დროს პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია
პრეპარატის მიღება არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად.

დოზირებადა მიღების წესი
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად. სუფთა ხელებით ამოიღეთ სანთელი პლასტიკატის ფირფიტიდან და საჩვენებელი თითით ფრთხილად შეიყვანეთ სწორ ნაწლავში (უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან სწორი ნაწლავის დაცლის შემდეგ). სანთლის შეყვანა გაადვილდება, თუ ბავშვს დააწვენთ გვერდზე და ერთ ფეხს მოუხრით მუცლისკენ.

დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე და შეადგანს 10-15 მგ/კგ-ს 3-4ჯერ დღეში ყოველ 4-6 საათში ერთხელ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60მგ/კგ.
8-12.5 კგ ბავშვებში (6 თვიდან 2,5 წლამდე ) შეჰყავთ 1 სანთელი 125 მგ 3-4ჯერ დღეში ყოველ 4-6 საათში ერთხელ. Aარ შეიძლება დღეში 4 სანთელზე მეტის გამოყენება.

მკურნალობის ხანგრძლივობა
3 დღის განმავლობაში როგორც სიცხის დამწევი საშუალება და 5 დღის განმავლობაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
არ შეიძლება დოზის გადაჭარბება. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებტან
საბავშვო პანადოლის სანთლებისა და ბარბიტურატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების., რიფამპიცინის ერთობლივი მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს.
ლევომიცეტინთან (ქლორამფენიკოლთან) ერთად მიღებისას პრეპარატის ტოქსიკურობა იზრდება.
ხანგრძლივი მიღებისას პანადოლის საბავშვო სანთლები ზრდიან
ანტიკოაგულანტების (ვარფარინის) ეფექტს, ამდენად ზრდიან სისხლდენის რისკს.
შარდის ანალიზის ჩატარებისას შაქრის ან შარდმჟავას შემცველობაზე, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ ბავშვს მიღებული აქვს პარაცეტამოლის სანთლები.

გვერდითი ეფექტები
რეკომენდებული დოზით მიღებისას პანადოლს იშვიათად ახასიათებს გვერდითი ეფექტები.
შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები როგორიცაა კანის ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად ვლინდება თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. პრეპარატის ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ჰეპატო ან ნეფროტოქსიკური მოქმედება.

ჭარბი დოზირება
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, კანის სიფერმკრთალე, ჰეპატონეკროზი, 1-2 დღის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის მწვავე დაზიანების ნიშნები. რთულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. პრეპარატით მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიკური ანტიდოტია აცეტილცისტეინი.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თუნდაც ბავშვი თავს კარგად გრძნობდეს საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა
საბავშვო პანადოლი 125 მგ სანთლები სტრიპებში. (პვქ/პოლიეთილენი) 5 ან 10 ცალი. კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 სტრიპი ინსტრუქციასთან ერთად.


შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომ ადგილას.

შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა
ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy