Glucosa - გლუკოზა-სეემი 5% 250მლ

0,78 ლ
მარაგშია
SKU
75992_2267

 ჩვენებები: ნახშირწყლებისა და სითხისგან გამოფიტვის სამკურნალოდ, გადამტანი საშუალება და გამხსნელი პარენტერალური გზით მისაღები თავსებადი სამკურნალო საშუალებებისთვის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

გლუკოზა-სეემი

სამკურნალო საშუალების დასახელება: გლუკოზა-სეემი

აქტიური ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): გლუკოზა

ფარმაცევტული ფორმა: საინფუზიო ხსნარი. გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი, უსუნო და მოტკბო გემოთი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გლუკოზა (მონოჰიდრატის სახით) 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ინტრავენური ხსნარის დანამატები.

ათქ კოდი: B05BA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ამ ხსნარის ფარმაკოდინამიკური თვისებებია გლუკოზის თვისებები, რომელიც წარმოქმნის ენერგიის ძირითად წყაროს უჯრედულ მეტაბოლიზმში. პარენტერალურ კვებაში ნახშირწყლების წყაროდ მოცემულია გლუკოზა 5%. გლუკოზის 5%-იანი ხსნარი უზრუნველყოფს 200 კკალ/ლ კალორიის მიღებას. გარდა ამისა, ეს გლუკოზის საინფუზიო ხსნარი იძლევა ჰიდრო დანამატს იონური დანამატის გარეშე.

დანამატის ფარმაკოდინამიკა დამოკიდებული იქნება გამოყენებული პრეპარატის სახეობაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გლუკოზა მეტაბოლიზდება პიროყურძნის ან რძემჟავას მეშვეობით ნახშირორჟანგად და წყლად, ენერგიის გამოყოფით.

დანამატის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებული იქნება გამოყენებული პრეპარატის სახეობაზე.

თერაპიული ჩვენებები

- გლუკოზა-სეემი ნაჩვენებია ნახშირწყლებისა და სითხისგან გამოფიტვის სამკურნალოდ.

- გლუკოზა-სეემი ასევე გამოიყენება როგორც გადამტანი საშუალება და გამხსნელი პარენტერალური გზით მისაღები თავსებადი სამკურნალო საშუალებებისთვის.

დოზირება და გამოყემენების წესი

დოზირება

მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები:

გლუკოზა-სეემის ინტრავენური ინფუზიის კონცენტრაცია და დოზა განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის პაციენტის ასაკით, წონითა და კლინიკური მდგომარეობით. შესაძლოა საჭირო გახდეს შრატში გლუკოზის კონცენტრაციის ფრთხილი მონიტორინგი.

სითხის ბალანსის, შრატის გლუკოზის, შრატში ნატრიუმის და სხვა ელექტროლიტების მონიტორინგი უნდა ჩატარდეს მიღებამდე და მიღების დროს, განსაკუთრებით პაციენტებში მომატებული არაოსმოსური ვაზოპრესინის გამოთავისუფლებით (ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ვაზოპრესინის აგონისტებს ჰიპონატრიემიის რისკის გამო. შრატში ნატრიუმის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური ჰიპოტონური სითხეებისთვის. გლუკოზა-სეემი შეიძლება გახდეს უკიდურესად ჰიპოტონური შეყვანის შემდეგ ორგანიზმში გლუკოზის მეტაბოლიზმის გამო.

ნახშირწყლებისა და სითხისგან გამოფიტვის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა:

- მოზრდილებისთვის: 500 მლ-დან 3 ლიტრამდე / 24 სთ

- ჩვილებისა და ბავშვებისთვის:

- 0-10 კგ სხეულის წონა:                  100 მლ/კგ/24 სთ.

- 10-20 კგ სხეულის წონა:                1000 მლ + 50 მლ/კგ 10 კგ-ზე / 24 სთ.

- > 20 კგ სხეულის წონა:                  1500 მლ + 20 მლ/კგ 20 კგ-ზე / 24 სთ.

ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.

ჰიპერგლიკემიის თავიდან ასაცილებლად ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს პაციენტის გლუკოზის დაჟანგვის შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დოზა მერყეობს 5 მგ/კგ/წთ-დან მოზრდილებში 10-18 მგ/კგ/წთ-მდე ჩვილებსა და ბავშვებში ასაკისა და სხეულის მთლიანი მასის მიხედვით.

გადამტანი საშუალების ან გამხსნელის სახით გამოყენებისას რეკომენდებული დოზა მერყეობს 50-დან 250 მლ-მდე შესაყვანი სამკურნალო საშუალების თითო დოზაზე.

როდესაც გლუკოზა-სეემი გამოიყენება, როგორც გამხსნელი სხვა პრეპარატების საინექციო ფორმებისთის, დოზა და ინფუზიის სიჩქარე, ძირითადად, განსაზღვრული იქნება დადგენილი პრეპარატის სახეობითა და დოზირების რეჟიმით.

პედიატრიული პოპულაცია

ინფუზიის სიჩქარე და მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონაზე, კლინიკურ და მეტაბოლურ პირობებზე, თანმხლებ თერაპიაზე და უნდა განისაზღვროს ბავშვებში ინტრავენური ინფუზიის თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

გამოყენების წესი:

ხსნარი განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიით (პერიფერიული ან ცენტრალური ვენით) შესაყვანად.

როდესაც ხსნარი გამოიყენება თერაპიული დანამატების განზავებისა და მიწოდებისთვის ინტრავენური ინფუზიით შესაყვანად, დანამატის თერაპიულ ნივთიერებებთან გამოყენების მიმართულება განსაზღვრავს თითოეული თერაპიის შესაბამის მოცულობებს.

გლეუკოზა-სეემი არის იზოსმოსური ხსნარი.

სიფრთხილის ზომები სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ან დამუშავებამდე

პარენტერალური პრეპარატები შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და შეფერილობაზე, როდესაც ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამჭვირვალეა, ხილული ნაწილაკების გარეშე და კონტეინერი დაუზიანებელია. შეიყვანეთ საინფუზიო ნაკრების შეყვანისთანავე.

ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს სტერილური მოწყობილობით ასეპტიკური მეთოდის გამოყენებით. მოწყობილობა დამუშავებული უნდა იყოს ხსნარით, რათა არ მოხდეს ჰაერის შეღწევა სისტემაში.

შეიძლება არსებობდეს ელექტროლიტების დამატების ჩვენება პაციენტის კლინიკური საჭიროებების მიხედვით.

დანამატების შეყვანა შეიძლება ინფუზიამდე ან ინფუზიის დროს ინექციის ადგილზე.

დანამატების შეყვანისას საჭიროა შემოწმდეს ხსნარების საბოლოო ოსმოლარობა. ჰიპეროსმოლარული ხსნარების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ვენების გაღიზიანება და ფლებიტი. სავალდებულოა ნებისმიერი დანამატის სრული და ფრთხილი ასეპტიკური შერევა. დანამატების შემცველი ხსნარები გამოიყენება დაუყოვნებლივ და არ ინახება.

უკუჩვენებები

ხსნარი უკუნაჩვენებია არაკომპენსირებული დიაბეტის, სხვა ცნობილი გლუკოზის აუტანლობის (როგორიცაა მეტაბოლური სტრესული სიტუაციები), ჰიპეროსმოლარული კომის, ჰიპერგლიკემიის, ჰიპერლაქტატემიის შემთხვევაში.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

5%-იანი გლუკოზის გლიკემიური ეფექტიც და მისი ზემოქმედება წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე გათვალისწინებული უნდა იყოს 5%-იანი გლუკოზის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა ნივთიერებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ გლიკემიურ კონტროლზე, ან სითხის და/ან ელექტროლიტების ბალანსზე.

კატექოლამინების და სტეროიდების ერთდროული მიღება ამცირებს გლუკოზის ათვისებას.

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ვაზოპრესინის ეფექტს

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები აძლიერებენ ვაზოპრესინის ეფექტს, რაც იწვევს ელექტროლიტებისგან თავისუფალი წყლის თირკმლისმიერი გამოყოფის შემცირებას და ზრდის საავადმყოფოში შეძენილი ჰიპონატრიემიის რისკს არასათანადოდ დაბალანსებული ი.ვ. სითხეებით მკურნალობის შემდეგ.

• ვაზოპრესინის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატები, მაგ.: ქლორპროპამიდი, კლოფიბრატი, კარბამაზეპინი, ვინკრისტინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, 3.4-მეთილენდიოქსი-N-მეტამფეტამინი, იფოსფამიდი, ანტიფსიქოზური საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებები.

• ვაზოპრესინის მოქმედების გამაძლიერებელი პრეპარატები, მაგ.: ქლორპროპამიდი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ციკლოფოსფამიდი

• ვაზოპრესინის ანალოგები, მაგ.: დესმოპრესინი, ოქსიტოცინი, ტერლიპრესინი

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ჰიპონატრიემიის რისკს, ასევე მოიცავს ზოგადად დიურეტიკებს და ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, როგორიცაა ოქსკარბაზეპინი.

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გლუკოზის ინტრავენური ინფუზიები ჩვეულებრივ იზოტონური ხსნარებია. თუმცა, ორგანიზმში გლუკოზის შემცველი სითხეები შეიძლება გახდეს ძლიერ ფიზიოლოგიურად ჰიპოტონური, გლუკოზის სწრაფი მეტაბოლიზმის გამო.

განზავება და სხვა ეფექტები პლაზმის ელექტროლიტებზე

ხსნარის ტონუსის, ინფუზიის მოცულობისა და სიჩქარის მიხედვით და პაციენტის ძირითადი კლინიკური მდგომარეობის და გლუკოზის მეტაბოლიზმის უნარის გათვალისწინებით, გლუკოზის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს:

• ჰიპეროსმოლარობა, ოსმოსური დიურეზი და დეჰიდრატაცია;

• ჰიპოოსმოლარობა;

• ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა:

- ჰიპო- ან ჰიპეროსმოსული ჰიპონატრიემია (იხ. ქვემოთ),

- ჰიპოკალიემია,

- ჰიპოფოსფატემია,

- ჰიპომაგნიემია,

- გადაჭარბებული ჰიდრატაცია/ჰიპერვოლემია და, მაგალითად, შეგუბებითი მდგომარეობები, მათ შორის ფილტვების შეგუბება და შეშუპება.

ზემოაღნიშნული ეფექტები გამოწვეულია არა მხოლოდ ელექტროლიტებისგან თავისუფალი  სითხის მიღებით, აგრეთვე გლუკოზის შეყვანითაც.

ჰიპონატრიემია:

არაოსმოსური ვაზოპრესინის გამოთავისუფლების მქონე პაციენტები (მაგ. მწვავე ავადმყოფობის, ტკივილის, პოსტოპერაციული სტრესის, ინფექციების, დამწვრობის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს), პაციენტები გულის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით და ვაზოპრესინის აგონისტების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პაციენტები იმყოფებიან მწვავე ჰიპონატრიემიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჰიპოტონური სითხეების შეყვანისას.

მწვავე ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპონატრემიული ენცეფალოპათია (ტვინის შეშუპება), რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, კრუნჩხვები, ლეთარგია და ღებინება. ტვინის შეშუპების მქონე პაციენტები იმყოფებიან მძიმე, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში ტვინის დაზიანების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

ბავშვები, ქალები ფერტილობის ასაკში და პაციენტები შემცირებული ცერებრალური შესაბამისობით (მაგ. მენინგიტი, ქალასშიდა სისხლდენა და ცერებრალური კონტუზია) არიან მწვავე ჰიპონატრიემიით გამოწვეული ტვინის მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში შეშუპების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური შეფასება და პერიოდული ლაბორატორიული გამოკვლევები სითხის ბალანსის, ელექტროლიტების კონცენტრაციისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილებების მონიტორინგისთვის ხანგრძლივი პარენტერალური თერაპიის დროს ან როცა პაციენტის მდგომარეობა ან შეყვანის სიჩქარე მოითხოვს ასეთ შეფასებას.

განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებშიც მომატებულია წყლისა და ელექტროლიტების დარღვევების რისკი, რაც შეიძლება გამწვავდეს თავისუფალი წყლის დატვირთვით, ჰიპერგლიკემიით ან შესაძლოა მოთხოვნილი ინსულინის შეყვანით (იხ. ქვემოთ).

ჰიპერგლიკემია

• გლუკოზის ხსნარების სწრაფმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპერგლიკემია და ჰიპეროსმოლარული სინდრომი.

• ჰიპერგლიკემიის განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ინფუზიის სიჩქარის კორექტირება და/ან ინსულინის შეყვანა

• საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება პარენტერალური დანამატები კალიუმში.

• ინტრავენური 5%-იანი გლუკოზა სიფრთხილით შეჰყავთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაგალითად:

- გლუკოზის ამტანობის დარღვევა (როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა ან სეფსისის, ტრავმის ან შოკის არსებობისას),

- არასრულფასოვნად იკვებებიან (რეფიდინგის სინდრომის განვითარების რისკი - იხილეთ ქვემოთ),

- თიამინის დეფიციტი, მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში (მძიმე ლაქტოციდოზის რისკი პირუვატის ოქსიდაციური მეტაბოლიზმის დარღვევის გამო),

- პაციენტები იშემიური ინსულტით ან ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანებით

მოერიდეთ ინფუზიას თავის ტრავმის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში. აუცილებელია სისხლში გლუკოზის მკაცრი მონიტორინგი, რადგან ადრეული ჰიპერგლიკემია ასოცირებულია ცუდ შედეგებთან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტვინის მძიმე ტრავმა.

- ახალშობილები

ზემოქმედება ინსულინის სეკრეციაზე

გლუკოზის ხანგრძლივმა ინტრავენურმა შეყვანამ და მასთან დაკავშირებულმა ჰიპერგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის მასტიმულირებელი ინსულინის სეკრეციის სიხშირის დაქვეითება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

• ჰიპერმგრძნობელობის/ინფუზიის რეაქციები, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, აღინიშნა გლუკოზის ხსნარების გამოყენებისას. ამიტომ, გლუკოზის შემცველი ხსნარები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია სიმინდზე ან სიმინდის პროდუქტებზე.

• ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის საეჭვო რეაქციის ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისას. უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპიული კონტრზომები კლინიკური ჩვენების მიხედვით.

რეფიდინგის სინდრომი

• ძლიერ არასაკმარისი კვების მქონე პაციენტების რეფიდინგმა (კვების განახლებამ) შეიძლება გამოიწვიოს რეფიდინგის სინდრომი, რომელიც ხასიათდება კალიუმის, ფოსფორის და მაგნიუმის უჯრედშიდა გადანაცვლებით, რადგან პაციენტი ანაბოლური ხდება. ასევე შეიძლება განვითარდეს თიამინის დეფიციტი და სითხის შეკავება. აუცილებელია ფრთხილი მონიტორინგი და საკვები ნივთიერებების მიღების ნელ-ნელა გაზრდა, რამდენადაც ზედმეტი კვების თავიდან აცილებამ შეიძლება უზრუნველყოს ამ გართულებების პრევენცია.

პედიატრიული მოსახლეობა

ინფუზიის სიჩქარე და მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონაზე, კლინიკურ და მეტაბოლურ მდგომარეობებზე, თანმხლებ თერაპიაზე და უნდა განისაზღვროს ბავშვებში ინტრავენური სითხეებით თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.

ახალშობილში პოტენციურად ფატალური ზედმეტი ინტრავენური სითხეების შეყვანის  თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შეყვანის მეთოდს. ახალშობილებში ინტრავენური სითხის ან მედიკამენტების შეყვანისას შპრიცის ტუმბოს გამოყენებისას, სითხის ტომარა არ უნდა დარჩეს შპრიცთან მიერთებული.

საინფუზიო ტუმბოს გამოყენებისას ინტრავენური შეყვანის ნაკრების ყველა დამჭერი უნდა დაიხუროს ტუმბოდან შეყვანის ნაკრების ამოღებამდე ან ტუმბოს გამორთვამდე. ეს საჭიროა იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა შეყვანის ნაკრებს თავისუფალი ნაკადის საწინააღმდეგო მოწყობილობა.

ინტრავენური ინფუზიის მოწყობილობა და შეყვანის მოწყობილობა ხშირად უნდა გაკონტროლდეს.

ბავშვთა გლიკემიასთან დაკავშირებული საკითხები

ახალშობილები - განსაკუთრებით დღენაკლულეის და დაბალი წონით - იმყოფებიან ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ და ამიტომ საჭიროებენ მკაცრ ​​მეთვალყურეობას გლუკოზის ინტრავენური ხსნარებით მკურნალობისას გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პოტენციური გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. ახალშობილში ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული კრუნჩხვები, კომა და ცერებრალური დაზიანება. ჰიპერგლიკემია ასოცირებულია ინტრავენტრიკულურ სისხლდენასთან, გვიან დაწყებულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციასთან, რეტინოპათიასთან, ნეკროზულ ენტეროკოლიტთან, ბრონქოპულმონურ დისპლაზიასთან, საავადმყოფოში ყოფნის გახანგრძლივებასთან და სიკვდილთან.

ბავშვთა ჰიპონატრიემიასთან დაკავშირებული საკითხები

• ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებსა და უფრო დიდი ასაკის ბავშვებში) არსებობს ჰიპოოსმოსური ჰიპონატრიემიის, ასევე ჰიპონატრემიული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.

• პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაცია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პედიატრიულ პოპულაციაში.

• ჰიპოოსმოსური ჰიპონატრიემიის სწრაფი კორექცია პოტენციურად საშიშია (სერიოზული ნევროლოგიური გართულებების რისკი).

• დოზირება, შეყვანის სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ბავშვებში ინტრავენური სითხეებით თერაპიაში გამოცდილი ექიმის მიერ.

გამოყენება ხანდაზმულებში

• ხანდაზმულ პაციენტებში საინფუზიო ხსნარის ტიპისა და ინფუზიის მოცულობის/სიჩქარის შერჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად შეიძლება ჰქონდეთ გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა დაავადებები ან იმავდროულად იღებდნენ სხვა პრეპარატებს.

სისხლი

• გლუკოზა 5% (წყლიანი, ე.ი. უელექტროლიტო გლუკოზის ხსნარი) არ უნდა იქნას შეყვანილი ერთდროულად სისხლის შეყვანამდე ან მის შემდეგ იმავე საინფუზიო მოწყობილობით, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზი და ფსევდოაგლუტინაცია.

სხვა მედიკამენტების დამატებამ ან არასწორი შეყვანის ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელების რეაქციები პიროგენების შესაძლო შეყვანის გამო. არასასურველი რეაქციის შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ჰაერის ემბოლიის რისკი

• არ გამოიყენოთ პლასტმასის კონტეინერები სერიულ შეერთებებში. ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია პირველადი კონტეინერიდან ნარჩენი ჰაერის გამოშვების გამო, მეორადი კონტეინერიდან სითხის შეყვანის დასრულებამდე.

• მოქნილ პლასტმასის კონტეინერებში შემავალი ინტრავენური ხსნარების ჰერმეტიზაციამ ნაკადის სიჩქარის გაზრდის მიზნით შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია, თუ კონტეინერში ნარჩენი ჰაერი სრულად არ იქნება გამოშვებული შეყვანამდე.

• ვენტილირებადი ინტრავენური შეყვანის ნაკრების გამოყენებამ ვენტილატორის ღია მდგომარეობაში შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ემბოლია. ვენტილირებადი ინტრავენური შეყვანის ნაკრები, რომელსაც აქვს ვენტილატორი ღია მდგომარეობაში, არ უნდა იქნას გამოყენებული მოქნილი პლასტმასის კონტეინერებთან.

ჭარბი დოზირება

5%-იანი გლუკოზის დიდი მოცულობის ხანგრძლივმა მიღებამ ან სწრაფმა ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპეროსმოლარობა და ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერგლიკოზურია, ოსმოსური დიურეზი (ჰიპერგლიკემიის გამო) და წყლით ინტოქსიკაცია და შეშუპება. მწვავე ჰიპერგლიკემია და ჰიპონატრიემია შეიძლება იყოს ფატალური.

დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში, 5%-იანი გლუკოზით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დოზის გადაჭარბების მართვა არის სიმპტომური და დამხმარე, შესაბამისი მონიტორინგით.

კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

ბოთლები შედგება პოლიპროპილენისგან, რომელიც განკუთვნილია ბოთლების ფიზიკური დაცვისთვის. ბოთლის ზომა არის 100, 250 ან 500 მლ. გარე მუყაოს შიგთავსი: 40 ბოთლი 100 მლ, 20 ბოთლი 250 მლ ან 20 ბოთლი 500 მლ.

განსაკუთრებული ზომები შენახვისას:

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

JV LLC “Samarkand England Eco-Medical”

9, Farhod settlement Samarkand city 140163, the Republic of Uzbekistan

Phone/Fax: +998662307700 +998973931090 +998973931050

e-mail:info@seem.uzWeb:www.seem.uz

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy