ამბროქსოლ-ვიშფა 15მგ/5მლ. 100 მლ. დასალევი სიროფი

3,24 ლ
მარაგშია
SKU
36082_966
გამოყენების ჩვენება. სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი სეკრეტის გამოყოფა და მშრალი ხველა: ტრაქეიტი, ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქიალური ასთმა. ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა დაავადებები, რომლებს


სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ეთანოლი 96%, სორბიტი (E420), მარწყვის არომატის არომატიზატორი (შეიცავს E124), გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა. სიროფი.
ტკბილი გემოს, დამახასიათებელი სუნის მქონე ვარდისფერი სიროფისმსგავსი გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალება, რომელიც გამოიყენება ხველისა და გაციების დროს. მუკოლიზური საშუალება.
კოდი Aთჩ ღ05ჩ B06.
ფარმაკოლოგიური თვისებები. პრეპარატი ავლენს სეკრეტოლიზურ, სეკრეტომოტორულ მოქმედებას. ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეროზულ უჯრედებს, რაც იწვევს ლორწოს სეკრეციის მატებას და სეკრეტის სეროზული და ლორწოვანი კომპონენტების შეფარდების ცვლილებას. გარდა ამისა, ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივაცია და ბრონქების მოციმციმე ეპითელის მოძრაობის მატება ხელს უწყობს ბრონქის კედლებიდან პათოლოგიური სეკრეტის გამოყოფასა და სასუნთქი გზებიდან მისი ევაკუაციის გაუმჯობესებას. ამბროქსოლი ფილტვებში ზრდის სურფაქტანტის შემცველობას, აფერხებს მის დესტრუქციას პნევმოციტებში, რაც ასევე ხელს უწყობს ფილტვების სადრენაჟო ფუნქციის გაუმჯობესებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი არ იცვლება ბავშვებში, ასაკიან პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევისას.
პერორალური გამოყენებისას ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებში. პრეპარატი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტის ბარიერში, გამოიყოფა დედის რძით. პრეპარატი მოქმედებას იწყებს 30 წუთის შემდეგ, და გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში.
არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით კონიუგაციის გზით მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყენების ჩვენება. სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი სეკრეტის გამოყოფა და მშრალი ხველა: ტრაქეიტი, ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქიალური ასთმა. ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს სქელი ლორწოს განვითარება: ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი.
უკუჩვენება. ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. სპაზმური სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული სიფრთხილე. პრეპარატი გამოიყენება კვების შემდეგ.
პრეპარატის შემადგენლობაში სორბიტის არსებობის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო საფაღარათო მოქმედება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის II-III ტრიმესტრში გამოიყენება ექიმის მიერ დედის სარგებლის/ნაყოფის (ბავშვის) საშიშროების წინასწარი განსაზღვრის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში ბავშვის ბუნებრივი კვება წყდება.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს რეაქციის სისწრაფეზე.
ბავშვები
პრეპარატის 1 მლ შეიცავს ეთილის სპირტის 2-3%, შესაბამისად, 6 წლამდე ბავშვთა ასაკში პრეპარატის დოზა იხსნება თბილი ანადუღარი წყლით.
გამოყენების წესი და დოზა. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები პირველი 2-3 დღის განმავლობაში შიგნით იღებენ 10 მლ (30 მგ) დღეში სამჯერ, შემდეგ - 10 მლ (30 მგ) ორჯერ ან 5 მლ დღეში სამჯერ;
3-5 წლის ასაკის ბავშვები - 2,5 მლ (7,5 მგ) სიროფი, სიროფის მოცულობა ივსება თბილი ანადუღარი წყლით 15 მლ საზომი ჭიქის ნიშნულამდე, დღეში სამჯერ;
6-12 წლის ბავშვები - 5 მლ (15 მგ) დღეში ორჯერ ან სამჯერ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს.
ჭარბი დოზა. შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ეპიგასტრალური მიდამოს ტკივილის სახით, ღებინება, გულისრევა. თერაპია არის სიმპტომატური.
გვერდითი ეფექტები. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება). იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს დისპეპსიური მოვლენები (ეპიგასტრალური მიდამოს ტკივილი, ფაღარათი, ღებინება, გულისრევა), დიზურია, რინორეა.
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახე. არ არის რეკომენდებული ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება. ხველის შემცირების ფონზე, მან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქებიდან სისველის გართულებული გამონთავისუფლება. პრეპარატი აძლიერებს ანტიბიოტიკების ეფექტურობას (ამპიცილინის, ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, დოქსიცილინის).
ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი. შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
შენახვის პირობები. პრეპარატი ინახება 25°ჩ-მდე ტემპერატურულ პირობებში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 100 მლ ტარაში ან ფლაკონში დოზირებულ ჭიქასთან კოლოფში.
გაცემის წესი. ურეცეპტოდ.
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა. შპს ,,დკპ’’ ფარმაცევტული ქარხანა’’.
უკრაინა

მეტი ინფორაცია
Units 1
Form 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy