ამბროქსოლი 30 მგ. 20 ტაბლეტი
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 0,03გ ნივთიერების 100%-ზე გადაანგარშებით.
დანამატები: კარტოფილის სახამებელი, გრანულაკ-70, კალციუმის სტეარატი.
წარმლის ფორმა:
ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ამოსახველებელი საშუალება
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი იწვევს შეცვლილი ბრონქოპნევმონური სეკრეციის ნორმალიზებას, ამცირებს ნახველის წებოვნებას, ხელს უწყობს ბრონქებიდან ნახველის გამოყოფას. პრეპარატი არ იწვევს სეკრეტის წარმოქმნას, არატოქსიკურია და ხასიათდება კარგი ამტანობით.
პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის შემდეგ. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად (90%)
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, მათ შორის გართულებული ბრონქოექტაზიებით, ბრონქული ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი, პნევმონია, ცხვირხახის ღრუს ანთებითი დაავადებები. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობის სინდრომის დროს, ფილტვებზე ოპერაციის შემდეგ გართულებების პროფილაქტისა და მკურნალობისათვის, ტრაქეოსტომის მოვლისას, ბრონქოსკოპიამდე და ბრონქოსკოპიის შემდეგ, მუკოვისციდოზის დროს.
უკუჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ორსულობის I ტრიმესტრი, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნებისმიერი ეტიოლოგიის კრუნჩხვითი შეტევები.
გაფრთხილებები გამოყენებისას.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!
ამ პრეპარატთან ერთად არ არის რეკომენდებული ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებსაც გააჩნია ხველების საწინააღმდეგო მოქმედება (მაგ, ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კოდეინს) ხველების შემცირების ფონზე ბრონქებიდან ნახველის გამოყოფის გართულების გამო.
ამბროქსოლ-კმპ-ს მიღებმადე უნდა შეწყდეს ლაქტაციის პერიოდი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
თუ პაციენტი მკურნალობს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის შესაძლო გამოყნების შესახებ.
ამბროქსოლ-კმპ-სა და ანტიბიოტიკების – ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის - ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკების კონცენტრაციის მომატებას.
ამ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია საგულე გლიკოზიდებთან და დიურეტიკულ საშუალებებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
მიღების წესი და დოზები
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ წყალთან ერთად.
ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი სქემით: პირველი 2-3 დღე 1 ტაბლეტი (30მგ) დღე-ღამეში 3-ჯერ, ხოლო შემდეგ 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სხვა ფორმის დანიშვნა.
მკურნალობის კურსი 4-14 დღე.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ამბროქსოლ-კმპ ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ეგზანთემა, დიარეა.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვბელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის უვარგისობის ვიზუალური ნიშნები: ტაბლეტის ფერის შეცვლა (ჩვეულებრივ - თეთრი).
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +15-+250ჩ ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, კოლოფში #10 ხ 2.
გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account