აცც 100 მგ. შუშხუნა 20 ტაბლეტი
შემადგენლობა:
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს აცეტილცისტეინის 100 მილიგრამს.
დამხმარე ნივთიერებები:
ასკორბინის მყავა, ლიმონის მჟავის ანჰიდრიდი, ლაქტოზის ანჰიდრიდი, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საქარინი, მაყვლის არომატიზატორი.
აღწერა: თეთრი, მგრვალი, ბრტყელი ტაბლეტი მაყვლის სუნით.
ფარმაკოლოგიული თვისებები:
ფარმაკოკოლოგიული ჯგუფი: მუკოლიტიკური საშუალება.
კოდი: AთX: PO5ჩB01
ფარმაკოდინამიკა:
აცეტილცისტეინის სტრუქტურაში სულფჰიდრილური ჯგუფების არსებობა ხელს უწყობს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური კავშირების გაწყვეტას, რაც იწვევს ლორწოს სიბლანტის შემცირებას. პრეპარატი აქტიურობას ინარჩუნებს ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.
აცეტილცისტეინის პროფილაქტიკური გამოყენებისას ქრონიკული ბრონქიტითა და მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტთა შორის აღინიშნება გამწვავების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება.
გამოყენების ჩვენება:
სუნთქვის ორგანოთა დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და ძნელად გამოყოფადი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზა, ბრონქიალური ასტმა, ბრონქოლიტები, მუკოვისციდოზი.მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, შუა ყურის ანთება (ოტიტი).
უკუჩვენება:
აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუჭის ან თოლმეტგოჯა ნაწლავის წყლული გამწვავების სტადიაში, სისხლხველება, ფილტვის სისხლდენა, ორსულობა, ლაქტაცია.
სიფრთხილით – საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბრონქიალური ასტმა, თირკმელზედა ჯირკვალის დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარობა.
აცეტილცისტეინი სიფრთხილით გამოიყენება სისხლხველების, ფილტვის სისხლდენისაკენ მიდრეკილ ავადმყოფთა შორის.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკს.
დოზტრება:
თუ ექიმის მიერ სხვა დანიშნული არ არის, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 2 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 400-600 მგ დღეში).
6-14 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ან 2 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (აცეტილცისტეინის 300-400 მგ).
2-5 წლის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ (აცეტილცისტეინის 200-300 მგ).
მუკოვისციდოზი:
მუკოვისციდოზის შემთხვევაში, თუ პაციენტის სხეულის მასა 30 კგ აღემატება, საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის გაზრდა – აცეტილცისტეინის 800 მგ-მდე დღეში.
6 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 2 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (აცეტილცისტეინის 600 მგ დღეში).
2-6 წლის გადაცილებული ბავშვებისათვის რეკომენდებულია 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში 4-ჯერ (აცეტილცისტეინის 400 მგ დღეში).
გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ ჭამის შემდეგ. აუცილებელია პრეპარატის მიღება ტაბლეტის გახსნისთანავე; განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია დამზადებული ხსნარის შენახვა 2 საათის განმავლობაში. სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიტიკურ ეფექტს.
უეცარი ხანმოკლე გაცივების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 5-7 დღეს შეადგენს.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ინფექციისაგან პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი) და ხმაური ყურში. ძალიან იშვიათად – ფაღარათი, ღებინება, გულძმარვა და გულის რევა. ერთეულონ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ისეთ ალერგიულ რეაქციას, როგორიცაა სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი, უპირატესად ჰიპერაქტიული ბრონქიალური სისტემის მქონე პაციენტებთან ბრონქიალური ასტმის შემთხვევაში), არტერიული წნევის დაცემა, გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება (ტაქიკარდია), გამონაყარი კანზე, კავილი და ჭინჭრის გამონაყარი. გარდა ამისა, არსებობს ერთეულოვანი შეტყობინება სისხლდენის განვითარების შესახებ მომატებული მგძნობელობის რეაქციის არსებობის მიზეზით.
გვერდითი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულის რევა. დღემდე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროულ მიღებას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება მოჰყვეს ნახველის დაგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციის შერჩევა სიფრთხილეს მოითხოვს.
აღინიშნება აცეტილცისტეინის სინერგიზმი ბრონქოლიტიკებთან.
აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამათართოებელი ეფექტის გაძლიერება.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ერიტრომიცინთან, ტეტრაციკლინთან, ამფოტერიცინ B-თან), აგრეთვე პროტეილიტიკურ ფერმენტებთან.
პრეპარატის ლითონებთან, რეზინთან კონტაქტისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.
ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვების უნარს (მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ).
განსაკუთრებული მითითება:
ბრონქიალური ასტმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში აცეტილცისტეინის დანიშვნა მოითხოვს სიფრთხილესა და ბრონქიალური გამავლობის სისტემატურ კონტროლს.
შაქრის დიაბეტით დაავადებული პაციენტის მკურნალობისას უცილობლად გასათვალისწინებელია, რომ ტაბლეტი საქაროზას შეიცავს: 1 შუშხუნა ტაბლეტი 0.006 პურის ერთეულს შეესაბამება.
პრეპარატთან მუშაობისას გამოიყენეთ მხოლოდ მინის ჭურჭელი, გამორიცხეთ კონტაქტი ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, ადვილად ჟანგვად ნივთიერებებთან.
გამოშვების ფორმა:
20 ან 25 ტაბლეტი ალუმინის ან პლასტმასის ტუბაში. 1 ტუბა 20 ტაბლეტით ან 4 ტუბა 25 ტაბლეტით მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
4 ტაბლეტი 3-ფენიანი მასალის (ქაღალდი/პოლიეთილენი/ალუმინი) სტრიპში. 15 სტრიპი მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, +250ჩ-მდე ტემპერატურის პირობებში.
ტაბლექის ამოღების შემდეგ არ დატოვოთ ტუბა ღია მდგომარეობაში!
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account