Bronchodil -ბრონქოდილი 15მგ/5მლ სიროფი 100მლ
ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა.
შემადგენლობა
სიროფის 100 გრ შეიცავს 0,3 გრ. ან 0,6 გრ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს, და დამხმარე ნივთიერებებს: ბენზოის მჟავას, ღვინის მჟავას, პროპილენგლიკოლს, გლიცერინს, სორბიტს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის საქარინს, ხენდროს არომატიზატორს, გასუფთავებულ წყალს.
აღწერა: გამჭირვალე ხსნარი, ოდნავ ბლანტი, უფერო ან მოყვითალო ელფერით, მექანიკური მინარევების გარეშე, ხენდროს სურნელით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ბრონქოდილი ათხელებს ნახველს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულირების ხარჯზე. ზრდის ლორწოვანი სეკრეციის შედგენილობას, ცვლის ნახველის სეროზული და ლორწოვანი კომპონენტებისთანაფარდობას. ამ დროს აქტიურდებიან მაჰიდროლიზირებელი ფერმენტები და ძლიერდება ლიზოსომების გამოთავისუფლება კლარკის უჯრედებიდან, რაც იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას. ბრონქოდილი ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, რაც დაკავშირებულია, მისი სინთეზის და სეკრეციის გაძლიერებასთან ალვეოლარულ პნევმოციდებში, რის შედეგადაც თავიდანაა აცილებული მისი დაშლა. უმნიშვნელოდ ითრგუნება ხველა.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა.
-მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
- ბრონქული ასთმა ნახველის ამოღების გართულებით.
- პნევმონია.
- ბრონქოექტაზიური დაავადება.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება პრეორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 15 მგ/5 მლ ბრონქოდილის ხსნარი ინიშნება შემდეგ რეჟიმში:
ასაკი | რეკომენდებული დოზა | მიღების სიხშირე |
ზრდასრულებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ | 10 მლ ( 2 ჩაის კოვზი) | 3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 6-დან 12 წლამდე | 5 მლ ( 1 ჩაის კოცზი) | 2-3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 2-დან 6 წლამდე | 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) | 3-ჯერ დღე-ღამეში |
ბავშვებს 1-დან 2 წლამდე | 2,5 მლ ( ½ ჩაის კოვზი) | 2-ჯერ დღე-ღამეში |
მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. 14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას დიდი დოზებით- გულისრევა, დიარეა, ტკივილები მუცლის არეში.
იშვიათად- სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
-მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
-ფეხმძიმობა (I ტრიმესტრი)
სიფრთხილით ხდება მიღება ფეხმძიმობისას (II-III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის დროს, თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობისას, კრუნჩხვის სინდრომის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ბრონქოდილი უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში მიღების აუცილებლობის შემთხვევაში და ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებლობა დედისთვის და შესაძლებელი რისკი ნაყოფისათვის.
ტრანსპორტის მართვისა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ზეგავლენას არ ახდენს ისეთი საქმიანობის დროს, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს კლინიკურ სურათზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალზე ფართოა, ამიტომ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბრონქოდილის მიღება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იწვევს ნახველის ამოღების გართულებას შემცირებული ხველების ფონზე. ბრონქოდილისა და ანტიბიოტიკების ერთდროული დანიშვნა (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის, რიფამპიცინის) ფილტვის ქსოვილში იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდას.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25 C ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი)
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account