Lasolvan - ლაზოლვანი 30მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,88 ლ რეგულარული ფასი 12,45 ლ
მარაგშია
SKU
2835_1272
პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

საერთაშორისო დასახელება:

AMBROXOL

მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM ELAAS, საბერძნეთი

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.

1 ტაბ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი .............           30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონური დაავადებების სეკრეტოლიზური თერაპიისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახველის ევაკუაციის დარღვევასთან.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მკურნალობის ეფექტი შესაძლოა გავზარდოთ დღეში 2-ჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი ინიშნება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

ლაზოლვანს როგორც წესი კარგად იტანენ პაციენტები, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ უმნიშვნელო სახის დარღვეები (კუჭის წვა, დისპეფსია, ძალიან იშვიათად გულისრევა და ღებინება).

ალერგიული რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად და ვლინება კანზე გამონაყარით. ძალიან იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური ტიპის მწვავე რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

* რადგან ლაზოლვანი აღწევს დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

* ლაზოლვანის შემადგენლობაში შემავალმა კონსერვანტმა - ბენზალკონიუმის ქლორიდმა ინჰალაციის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია  სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ლაზოლვანისა და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის თერაპიულ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy