Farcosolvin - ფარკოსოლვინი 24 კაფსულა
შემადგენლობა
5 მლ სიროფი 1 კაფსულა
ამბროქსოლიHHHჩლ 15 მგ 30 მგ
გუაიფენაზინი 30 მგ 100 მგ
გაუწყლოებული თეოფილინი 50 მგ 60 მგ
მოქმედება:
ფარკოსოლვინის სიროფი ან კაფსულა შეიცავს ამბროქსოლს,H
გუაიფენაზინს და თეოფილინს, რომელთა სინერგული მოქმედება იწვევს მუკოლიზურ, ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს. ამბროქსოლი, მუკოლიზური საშუალება, მოქმედებს ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურაზე, ამცირებს მათ სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გუაიფენაზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის ადჰეზიურობასა და ზედაპირულ დაჭიმულობას, აძლიერებს სასუნთქი გზების სეკრეტის და ნახველის გამოყოფას, ტრაქეო-ბრონქულ ნახველზე ახდენს დემულცენტურ ეფექტს. თეოფილინი, ფარკოსოლვინის მესამე კომპონენტი, ახდენს ბრონქების გლუვი კუნთების ეფექტურ რელაქსაციას, ააგზნებს სუნთქვის ცენტრს, აძლიერებს დიაფრაგმის შეკუმშვას და ბრონქო-პულმონური გზების მუკოცილიალურ კრილენსს. კლინიკურად, ფარკოსოლვინი ამცირებს რესპირატორული გზების სპაზმს და სეკრეტით გამოწვეულ ხველას, ხელს უშლის სქელი ლორწოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას, იწვევს ხშირი, არაპროდუქტიული ხველის გაიშვიათებას და აქცევს მას პროდუქტიულად. ეს ეფექტები განაპირობებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ხველის დროს, რესპირატორული დაავადებების ხშირ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
ჩვენება:
ფარკოსოლვინი (სიროფი ან კაფსულა) ნაჩვენებია სეკრეტით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული პროდუქტიული და არაპროდუქტიული დროს, მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში:
- სხვადასხვა გენეზის (ინფექციური, სხვადასხვა გამღიზიანებლით გამიწვეული, მწეველთა) ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი
- ასთმური ბრონქიტი
- პნევმონია
- ბრონქოექტაზია
- ბრონქოპნევმონია
- ემფიზემა,
- ატელექტაზი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
გაფრთხილება:
ისევე როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატები, ფარკოსოლვინი ინიშნება სიფრთხილით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის და თიკმლის მწვავე დაავადებების დროს.
გვერდითი ეფექტები:
ფარკოსოლვინი უსაფრთხოა და კარგად გ.ადაიტანება. იშვიათად მის მიღებას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში და ლაქტაციის დროს ფარკოსოლვინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს.
დოზირება:
ბავშვები - (1-3 წლამდე) - ½1/2-1 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4-ჯერ
ბავშვები - (3-12წლამდე) - 1-2 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4-ჯერ
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
შეფუთვა
ბოთლი 120 მლ სიროფი.
კოლოფი 24 რბილი ჟელატინიანი კაფსულა.
შენახვის პირობები:
ინახება 15-30°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი:
რეცეპტით
Units | 24 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account