TURBO MICRON - ტურბომიკრონ G 500მგ 60 ტაბლეტი GMP

განსაკუთრებული ფასი 39,62 ლ რეგულარული ფასი 58,25 ლ
მარაგშია
SKU
48774_2202

ჩვენება:ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე კუპირებისათვის.

 

1. რა არის ტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენება

ტურბომიკრონ G ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) არის რეზისტენტობას.

ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის.

ასევე – მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების სამკურნალოდ.

2. რისი ცოდნაა საჭირო ტურბომიკრონ G-ის მიღებამდე ნუ მიიღებთ ტურბომიკრონ G-ს, თუ

-  გაწუხებთ ალერგია დიოსმინის, სხვა ფლავონოიდების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6)

სიფრთხილის ზომები

ტურბომიკრონ G-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება პედიატრიაში

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება პრეპარატებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტო.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ტურბომიკრონ G-ს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე სხვა პრეპარატის თვითნებური მიღება.

ტურბომიკრონ G-ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ არსებობს მონაცემები საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის მავნე გავლენის შესახებ. ორსულობის პერიოდში დიოსმინის დანიშვნისას უნდა მოხდეს რისკ სარგებლის ზედმიწევნით შეფასება.

არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ. არ არის რეკომენდებული ტურბომიკრონ G-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

არ არსებობს მონაცემები დიოსმინის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.

3. ტურბომიკრონ G-ს გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რჩევის შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამონმეთ ექიმთან.

ვენური უკმარისობის დროს რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.

მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:

6 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, შემდეგ - 4 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.

დოზის გადაჭარბება

არ არსებობს მონაცემები გადაჭარბების შესახებ. დიოსმინის დოზის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვება

აუცილებელია პრეპარატის მიღება ყოველ დღე, დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას  გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტურბომიკრონ G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტების სიხშირე განხილულია ქვემოთ:

ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი ყოველ 10 პაციენტში ხშირი: 1 ყოველ 10 პაციენტში ნაკლებად ხშირი: 1 ყოველ 100 პაციენტში იშვიათი: 1 ყოველ 1000 პაციენტში ძალიან იშვიათი: 1 ყოველ 10000 პაციენტში

უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ხშირად: ზომიერი გასტრო-ინტესტინური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და დისპეფსიური მოვლენები.

იშვიათად: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე თავბრუსხვევა.​კანისმხრივი რეაქციებიდან: გამონაყარი, ქავილი, ირიტაცია.

გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ტურბომიკრონ G-ს შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.

გამოუყენებელ პრეპარატს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია ტურბომიკრონ G-ს შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია (500 მგ 1 ტაბლეტში), წარმოდგენილი დიოსმინის (450 მგ) და ფლავონოიდები - ჰესპერიდინის (50 მგ) სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ტალკი E553b, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი უპადრი ნარინჯისფერი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E464, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი).

ტურბომიკრონ G-ს გამოშვების ფორმა

ტურბომიკრონ G - მოგრძო ფორმის ნარინჯისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. 30 ან 60 ტაბლეტი პქვ/ალუმინის ბლისტერზე. ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy