MEZATONUM - მეზატონი 1% 1მლ 10 ამპულა
ჩვენება: არტერიული წნევის მოსამატებლად კოლაფსისა და ჰიპოტენზიის დროს, რომლებიც ვითარდება სისხლძარღვების ტონუსის შემცირების შედეგად, ოპერაციებისათვის მზადებისას და ოპერაციების დროს.
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები: Phenylephrine; 1-(მეტა-ოქსიფენილ)-2-მეთილამინოეთანოლის ჰიდროქლორიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;
შემადგენლობა: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0.01 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჰეპარინი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ადრენერგული და დოპამინერგული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მეზატონი განეკუთვნება ადრენომიმეტური ნივთიერებების ჯგუფს – α-ადრენორეცეპტორების მასტიმულირებლებს. იგი უმნიშვნელოდ მოქმედებს გულის β-ადრენორეცეპტორებზე. ავიწროვებს არტერიოლებს და ზრდის არტერიულ წნევას, გულის სისტოლურ მოცულობაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. იწვევს გუგების გაფართოვებას (ნაკლებად ხანგრძლივად, ვიდრე ატროპინის მოქმედებისას და აკომოდაციაზე მოქმედების გარეშე), ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს შეუძლია დააქვეითოს თვალშიდა წნევა. კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას მოქმედების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე კატექოლამინები, რითიც აიხსნება მისი ეფექტების ხანგრძლივობა. კარგად აბსორბირდება როგორც შიგნით მიღებისას, ასევე პარენტერალური შეყვანისას.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი სწრაფად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში, გარდაიქმნება მაო-ს ზეგავლენით, ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად. ვენაში შეყვანისას ეფექტი გრძელდება 20 წუთი, კანქვეშ შეყვანისას – 40-50 წუთი.
გამოყენების ჩვენებები. მეზატონი ინიშნება არტერიული წნევის მოსამატებლად კოლაფსისა და ჰიპოტენზიის დროს, რომლებიც ვითარდება სისხლძარღვების ტონუსის შემცირების შედეგად, ოპერაციებისათვის მზადებისას და ოპერაციების დროს, ჰიპოტონური დაავადების დროს, ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების შევიწროვების და ვაზომოტორული სურდოს დროს ანთებითი პროცესის შესუსტების მიზნით, როგორც ადრენალინის შემცვლელი ადგილობრივი საანესთეზიოების ხსნარებში, ინტოქსიკაციების, ინფექციური დაავადებების დროს, გუგის გასაფართოვებლად.
გამოყენების წესი და დოზები. მეზატონი შეჰყავთ ვენაში, კანქვეშ, კუნთში, როგორც თვალის წვეთები/ხსნარი.
არტერიული წნევის მწვავე დაწევისას პრეპარატი, როგორც წესი, ვენაში შეჰყავთ დოზებით 0.1-0.3-0.5 მლ 1% ხსნარი გლუკოზას 20 მლ 5-20% ხსნარებში ან ასეთივე მოცულობით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
შეყვანა ხორციელდება ნელა, საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება. წვეთოვანი შეყვანისას შეჰყავთ 1 მლ მეზატონის 1% ხსნარი 250-500 მლ გლუკოზას 5% ხსნარში. კანქვეშ და კუნთში მოზრდილებში შეჰყავთ დოზებით 0.3-1 მლ 1% ხსნარი.
გუგის გასაფართოვებლად კონიუნქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატის 1-2% ხსნარის 2-3 წვეთს. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებისა და ანთების გამოხატულობის შემცირების მიზნით იწვეთებენ 0.25-0.5% ხსნარს ან ლორწოვან გარსებზე ეს ხსნარები წაისმევა.
ადგილობრივ საანესთეზიოებს (საანესთეზიოს 10 მლ ხსნარზე) ემატება 0.3-0.5 მლ მეზატონის ხსნარი.
უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის: ვენაში – ერთჯერადი 0.005 გ, დღე-ღამის 0.025 გ. კანქვეშ და კუნთებში – ერთჯერადი – 0.01 გ, დღე-ღამის – 0.05 გ.
გვერდითი მოქმედება. შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ჭარბი დოზის შემთხვევაში, ჰიპერტენზია, გულისცემა, გულის პარკუჭების ფიბრილაცია, დისპეფსიური მოვლენები, ტვინში სისხლჩაქცევა, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, შფოთვა, სისუსტე, თავის ტკივილი, სახის კანის სიფერმკთალე, ტრემორი, კრუნჩხვები. ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიაში – ტკივილი თვალში, თავის ტკივილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენებები. არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიდრეკილება სისხლძარღვების სპაზმებისაკენ, არასტაბილური სტენოკარდია, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. მეზატონის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი სუსტდება ამინაზინთან და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას. ფურაზოლიდონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, ნორადრენალინის სწრაფად გამონთავისუფლების შედეგად.
ჭარბი დოზა. შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ნარკოზის დროს, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერთირეოზის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეზატონი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი დანიშნულებით და ექიმის კონტროლის ქვეშ.
შენახვის პირობები და ვადა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფში.
მწარმოებელი. შპს “საცდელი ქარხანა “სსსსც”-ს ფილიალი.
მისამართი. უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account