METIGAST - მეტიგასტი 140მგ 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 9,63 ლ რეგულარული ფასი 16,73 ლ
მარაგშია
SKU
66351_2080
გამოყენების ჩვენებები _ აირების წარმოქმნით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, როგორიცაა მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), კუჭში სიმძიმის შეგრძნება და ფუნქციური დისპეფსია, სიმპტომური მკურნალობა; _ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების დიაგნოსტიკური (ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა) კვლევებისთვის მომზადება.


სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მეტიგასტი

სავაჭრო დასახელება
მეტიგასტი, Metigast

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
სიმეთიკონი, Simethicone

წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა:
მეტიგასტი 40 მგ: რბილი ჟელატინის სფეროსებური კაფსულები, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, რომელიც შეიცავს ნახევრად გამჭვირვალე ბლანტ მონაცრისფრო ხსნარს.
მეტიგასტი 140 მგ: რბილი ჟელატინის ოვალური კაფსულები, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, რომელიც შეიცავს ნახევრად გამჭვირვალე ბლანტ მონაცრისფრო ხსნარს.

შემადგენლობა
მეტიგასტი 40 მგ
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (კაფსულის შემადგენლობა): ჟელატინი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
მეტიგასტი 140 მგ
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 140 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (კაფსულის შემადგენლობა): ჟელატინი, გლიცერინი, ყვითელი ქინოლონი, ყვითელი სანსეტი.

პრეპარატის ათქ კოდი A03AX13

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, სილიკონები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სიმეთიკონი – პრეპარატის აქტიური კომპონენტი – სტაბილური ზედაპირულად აქტიური პოლიდიმეთილსილოქსანი. ის ცვლის ქიმუსსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, შედეგად ისინი იშლებიან. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლიდან, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის ზემოქმედების შედეგად.
სიმეთიკონი ავლენს მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებას, არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში და ინერტულია ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
ფარმაკოკინეტიკა
სიმეთიკონი არ შეიწოვება შიგნით მიღებისას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები
_ აირების წარმოქმნით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, როგორიცაა მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), კუჭში სიმძიმის შეგრძნება და ფუნქციური დისპეფსია, სიმპტომური მკურნალობა;
_ მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების დიაგნოსტიკური (ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა) კვლევებისთვის მომზადება.

გამოყენების წესი და დოზები
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში – ასევე ძილის წინ. გადაყლაპვის პროცესის გასაიოლებლად კაფსულის მიღება შეიძლება სითხესთან ერთად (მაგალითად, ჭიქა წყლის მიყოლებით).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების დინამიკაზე. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი მეტიგასტი კაფსულების სახით შეიძლება გამოვიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
სიმეთიკონი წვეთების ფორმით გამოიყენება ბავშვებში ახალშობილობის პერიოდიდან.
პრეპარატი მეტიგასტი 40 მგ-იანი კაფსულების ფორმით არ უნდა გამოვიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაზების წარმოქმნით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას:
ბავშვებში 6-დან 14 წლამდე ინიშნება 2 კაფსულა მეტიგასტი 40 მგ (სიმეთიკონის 80 მგ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში; საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-იანი მეტიგასტის 6-10 კაფსულას (სიმეთიკონის 240 მგ-400 მგ).
მოზრდილებისთვის და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 140 მგ-იანი მეტიგასტის 1-2 კაფსულას (სიმეთიკონის 140 მგ-280 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში; საერთო სადღეღამისო დოზა შეადგენს 140 მგ-იანი მეტიგასტის 3-6 კაფსულას (სიმეთიკონის 420 მგ-840 მგ).
მეტიგასტი 140 მგ არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გაზების წარმოქმნით განპირობებული კუჭ-ნაწლავის დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის.
დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მომზადება:
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 140 მგ-იანი მეტიგასტის 2-3 კაფსულა (სიმეთიკონის 240 მგ-420 მგ) გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და გამოკვლევის დღეს დილით 140 მგ-იანი მეტიგასტის 1 კაფსულა (სიმეთიკონის 140 მგ).
დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მომზადების მიზნით პრეპარატი მეტიგასტი კაფსულები 140 მგ არ ინიშნება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

არასასურველი რეაქციები
სიმეთიკონის გამოყენებისას კონცენტრაციით 40 მგ და 140 მგ არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები
მუცელში დისკომფორტის წარმოქმნისას და/ან გახანგრძლივებისას, საჭიროა ექიმთან მიმართვა სიმპტომების გამოვლენის მიზეზის გასარკვევად ან ძირითადი დაავადების დასადგენად, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
პრეპარატ მეტიგასტის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ქიმიურად და ბიოლოგიურად აბსოლუტურად არააქტიურია, ამიტომ პრეპარატით მოწამვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრეპარატის დიდი რაოდენობაც კი ადვილად გადაიტანება პაციენტების მიერ.
მეთილპარაჰიქროქსიბენზოატის (რომელსაც შეიცავს პრეპარატი მეტიგასტი 40 მგ) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში შესაძლებელია დაუყოვნებელი, აგრეთვე დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მეტიგასტი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ სიჩქარეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თვალსაზრისით რაიმე კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატი არ შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, მეტიგასტის გამოყენება პაციენტთა მოცემულ ჯგუფში შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

დოზის გადაჭარბება
პრეპარატის ფიზიკური და ქიმიური ინერტულობის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოშვების ფორმა
კაფსულები.
მეტიგასტი 40 მგ
10 კაფსულა ბლისტერში. 3, 6, 9 ან 10 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 ან 100 კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში პლასტმასის ხრახნიანი დამცავი სახურავით, რომელიც აღჭურვილია ბავშვებისგან დამცავი სისტემით. ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მეტიგასტი 140 მგ
10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
20 ან 40 კაფსულა მაღალი სიმკვირვის პოლიეთილენის ფლაკონში პლასტმასის ხრახნიანი დამცავი სახურავით, რომელიც აღჭურვილია ბავშვებისგან დამცავი სისტემით. ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)
“World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.”, Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No:50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

 

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy