მინოქსი-2 2% აეროზოლი 80მლ

განსაკუთრებული ფასი 34,49 ლ რეგულარული ფასი 47,90 ლ
მარაგშია
SKU
9708_952

ჩვენება: მინოქსი ნაჩვენებია მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ.

დასახელება: მინოქსი

უნიფიცირებული დასახელება: მინოქსიდილი Minoxidil

დოზა: 2%

ფორმა: სპრეი

შეფუთვა: 80მლ ფლაკონი

მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი

კომპანია: ტრიმა

მწარმოებელი: ტრიმა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი/ქვეჯგუფი: ჯგ.:გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებები. ქვ/ჯგ.: 

ა.თ.ქ. კლასიფიკაცია: D11AX01 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკი. დაუშვებელია მკუნალობის დაწყება ექიმის კონსულტაციის გარეშე: თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის, ღვიძლის, თირკმლის/შარდგამომყოფი სისტემის, სისხლის (კოაგულაციური), კანის დაავადებები; სკალპის დამწვრობა.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა, გულისრევა/ღებინება და თავის ტკივილი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას: ადგილობრივად კანის გაღიზიანება, გამონაყარი, ანთება; სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, სხეულის სხვადასხა უბნებზე შეშუპების განვითარება, სახის შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

მინოქსის მიღების პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმლის ფუნქციის და გულის ტესტების მონიტორინგი. აუცილებელია პაციენტის კვირაში ორჯერ აწონვა. წონაში უჩვეულო მატების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება- მინოქსიდილი 2%. აქტიური ნივთიერება- მინოქსიდილი 5%.

ფარმაკოლოგიური თვისება:

მინოქსი ხელს უწყობს თმის ზრდას თავის ქალას უთმო ზედაპირზე. პრეპარატი ნაჩვენებია 18-65 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ქალებისა და მამაკაცებისათვის, რომლებიც უჩივიან მემკვიდრეობითი ტიპის თმის ცვენას.

ჩვენება:

მინოქსი ნაჩვენებია მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ. მინოქსის ადგილობრივად გამოყენება ხელს უწყობს თავის კანის უთმო ზედაპირზე თმის ზრდას. ხშირ შემთხვევაში გამელოტება და თმის ცვენა მიმდინარეობს ნელა, წლების მანძილზე. თმის ხელახალი ზრდა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება საჭიროა სულ ცოტა 4-6 თვე, მაგრამ სრულ შედეგს იძლევა მხოლოდ მისი 1 წლის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვევს თმის ხელახალ ცვენას.

დოზირება და მიღების წესი:

მინოქსის მაქსიმალური დოზაა 2მლ დღეში: 1მლ დილით და 1მლ საღამოს. პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს თმის ინტენსიურ ზრდას, არამედ მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე. ხსნარის 1მლ გამოიყენება დღეში ორჯერ ალოპეციურ უბანზე. პრეპარატი გამოიყენება მშრალ თმაზე და კანზე. მკურნალობის შედეგის მისაღწევად აუცილებელია მინოქსის გამოყენება 4 თვე ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით. სრულ შედეგი მიიღწევა მინოქსიდილის 1 წლის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტა ხელს შეუწყობს თმის ცვენას. დაუშვებელია პრეპარატის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში თავის დაბანა, თმის საშრობის გამოყენება და ბალიშზე თავის დადება პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ხსნარის მოხვედრა სახეზე ან კანის სხვა უბანზე, ლორწოვან გარსზე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy